imedi /  06 ნოემბერი 2025, 18:40 / სანდო წყარო

The New York Times: რუსეთი 2023 წლის შემდეგ უკრაინული ქალაქის ყველაზე მასშტაბურ დაპყრობასთან ახლოსაა

რუსეთი თავის ძალებს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პოკროვსკისთან უყრის თავს და როგორც ჩანს, უახლოვდება ქალაქის ხელში ჩაგდებას, რომელიც ომის ყველაზე დაძაბული რეგიონის კარიბჭედ იქცა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით რუსეთი 2023 წლის შემდეგ უკრაინული ქალაქის ყველაზე მასშტაბურ დაპყრობასთან ახლოსაა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პოკროვსკი დონეცკის რეგიონის კარიბჭეს წარმოადგენს, რომლის ხელში ჩაგდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დიდი ხანია სურს.

ერთ წელზე მეტი ხნის ბრძოლის შემდეგ, პოკროვსკი, სარკინიგზო კვანძი დონეცკის რეგიონში, დიდწილად ნანგრევებად იქცა, მისი ომამდელი 60 000-იანი მოსახლეობა კი ახლა 1300-მდეა შემცირებული.

ქალაქის დამცველი უკრაინელი ჯარისკაცები ინტენსიური ბრძოლის შესახებ იტყობინებიან. ფრონტის ხაზის გასწვრივ მიმდინარე ყველა ბრძოლის თითქმის მესამედი პოკროვსკზე მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი ძალები ქალაქის რაიონებს იბრუნებენ, DeepState-ის - უკრაინულ სამხედროებთან კავშირში მყოფი ჯგუფი - ბრძოლის ველის რუკის თანახმად, რუსეთის ჯარებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც ჩანს, პოკროვსკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი აიღეს კონტროლქვეშ.

რუკის მიხედვით, რუსულმა ჯარებმა ასევე დაიკავეს ორი ვიწრო ზოლი ქალაქის ცენტრში და მის დასავლეთ მხარეს, ხოლო პოკროვსკის დანარჩენი ნაწილი სადავო „ნაცრისფერ ზონად“ არის აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძალების დაგროვებას ქალაქში“, - განაცხადა DeepState-მა სამშაბათს და დასძინა, რომ პოკროვსკი „თანდათანობით შთაინთქმება“.

ქალაქი გახდება უკრაინაში უდიდესი, რომელიც დაეცემა 2023 წლის მაისში ბახმუტის დაკარგვის შემდეგ. იგი ითვლება ბოლო მნიშვნელოვან ბარიერად, რომელიც რუსულ ჯარებს უშლის ხელს მიუახლოვდნენ სლოვიანსკსა და კრამატორსკს - ერთადერთ დიდ ქალაქებს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლის ქვეშაა დონეცკის რეგიონში.

„პოკროვსკის აღებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს კრემლის ნარატივს, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე წინ მიიწევს და რომ უკრაინისთვის ომი მხოლოდ გაუარესდება, თუ ის არ დათანხმდება მოსკოვის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

უკრაინელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ სპეციალური დანაყოფები ქალაქის რუსებისგან „გაწმენდას“ ახორციელებენ, ხოლო ზელენსკი სამშაბათს ახლომდებარე ჯარებს ესტუმრა და ჯილდოები გადასცა.

„გეოპოლიტიკური მესიჯების მიღმა, პოკროვსკის დაკარგვის სამხედრო მნიშვნელობა უკრაინისთვის შესაძლოა შედარებით მცირე იყოს. რუსეთის ნელი წინსვლა უზარმაზარი დანახარჯების ფასად მოდის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას სურს პოკროვსკის შენარჩუნება, სამხედრო მეთაურები ამტკიცებენ, რომ დიდი დანაკარგები, რომლებსაც ისინი კრემლის ჯარებს აყენებენ, უფრო მეტად დააზარალებს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას ფართო მასშტაბით“, - ნათქვამია სტატიაში.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 02:23

სპორტი

იტალიის ნაკრები ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე

იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაემგზავრება. საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში „სკუადრა აძურა“ ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 02:11

მსოფლიო

ტრამპი: ირანში რეჟიმის ცვლილება უკვე მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომის მთავარი მიზანი - თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აღკვეთა - უკვე მიღწეულია.

მასუდ პეზეშკიანი

01 აპრილი 2026, 02:01

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, თუ მას თავს აღარ დაესხმებიან

ირანული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის შეწყვიტოს ბრძოლა, იმ პირობით, თუ ეცოდინება, რომ მას თავს აღარ დაესხმებიან.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 00:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

01 აპრილი 2026, 00:22

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი ისრაელისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 00:03

საზოგადოება

3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პაატა ზაქარეიშვილი

01 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

ზაქარეიშვილი: ოპოზიციამ დღეს გამოაცხადა, 26 მაისს ხალხმრავალ მიტინგს ვგეგმავთო - ეს დაცინვაა, ესენი არიან 2028 წლამდე საქმის გამკეთებლები? 28-შიც არაფერს გააკეთებენ - „ქართული ოცნებას" საშუალება აქვს, 2028 წლამდეც მივიდეს და მერეც

2028 წლამდე კი არა, შეიძლება უფრო მეტი ხნითაც იყვნენ, თუ არაფერი მოხდა, თუ ასე წამოვწექით, ბოიკოტები ვაცხადეთ, არაფერი არ იქნება. არ მესმის, ვინ მოგცემს ხელისუფლებას, როცა კარგად მიდის მათთვის საქმეები?! - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პაატა ზაქარეიშვილმა, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.

მასუდ პეზეშკიანი

01 აპრილი 2026, 00:00

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ომში ნებისმიერ ჩარევას „სახიფათო შედეგები“ მოჰყვება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

რომის პაპი ლეო

31 მარტი 2026, 23:43

მსოფლიო

რომის პაპი ლეო იმედოვნებს, რომ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალ გზას ეძებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად „კრიზისიდან გამოსავალ გზას ეძებს“.

დან იორგენსენი

31 მარტი 2026, 23:22

მსოფლიო

ევროკომისარი ევროპელებს სახლიდან მუშაობისა და ავტომობილით ნაკლები მგზავრობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ირანის ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი ხანგრძლივ რყევებს გამოიწვევს

ევროკომისიამ მოუწოდა მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ, ავტომობილით გადაადგილებისა და ფრენების შემცირებისკენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს - განახლებადი ენერგიის წყაროების სასწრაფო დანერგვისკენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

31 მარტი 2026, 22:54

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-დან განხორციელებული ზარი ნიშნავს, რომ ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა მათი მხრიდან მოდის

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი.

ეკა სეფაშვილი

31 მარტი 2026, 21:52

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე: რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ყალბ საპროტესტო ტალღას რომ არ ქმნიდეს, საქართველოს ბევრად უკეთესი პოზიციონირება ექნებოდა.

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიას საუბარში კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ დინამიკაზე.

31 მარტი 2026, 21:51

პოლიტიკა

სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

31 მარტი 2026, 21:48

მსოფლიო

ტრამპი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე: სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვფიქრობ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე არ ფიქრობს და კვლავ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალება არ მისცეს.

ცოტნე ანანიძე

31 მარტი 2026, 21:45

პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.

31 მარტი 2026, 21:42

სამართალი

სუს-ი: სოფელ ერგნეთში IPRM-ის 131-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

31 მარტი 2026, 21:33

პოლიტიკა

შვეიცარიელი ანალიტიკოსი ჟაკ ბო: ჩემი რჩევა საქართველოსთვის იქნება, დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც - პატარა ქვეყანა არ ნიშნავს, რომ ხარ უძლური, მცირე ზომის ქვეყანას ხშირად დიდი სიბრძნე მოაქვს

ნეიტრალიტეტი მცირე ქვეყნისთვის - არის საუკეთესო პოზიცია. ნეიტრალიტეტის საშუალებით თქვენ გაქვთ გარკვეული გავლენა ორივე მხარეზე, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ. მან ქვეყნის ნეიტრალიტეტის თემაზე გადაცემის წამყვანის კითხვაზე პასუხად ისაუბრა.

გურამ მაჭარაშვილი

31 მარტი 2026, 21:30

პოლიტიკა

მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას

ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიას შესახებ.

31 მარტი 2026, 21:27

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება

ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

ჟაკ ბო
იან პრაუდი

31 მარტი 2026, 21:27

პოლიტიკა

ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც

როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა ზელენსკის სრული იმუნიტეტი, რომ ომში აკეთოს ის, რაც უნდა.