The Guardian: ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის წინაშე დგას, რადგან აშშ-ის პრეზიდენტი კიევს მოუწოდებს, მიიღოს გეგმა, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას გულისხმობს
ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტო: Getty Images
ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იუწყება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანი აქვს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს, რომ კიევმა რამდენიმე დღეში მიიღოს ამერიკულ-რუსული „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას და ასევე, სხვა მტკივნეულ დათმობებზე წასვლას ითვალისწინებს.
პარასკევს, დილით ტრამპმა დაადასტურა, რომ მომავალი ხუთშაბათი - მადლიერების დღე აშშ-ში - იქნება „მისაღები“ ვადა ზელენსკისთვის ხელშეკრულების ხელმოსაწერად, ხოლო ევროპელი და უკრაინელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს გეგმა „კაპიტულაციის“ ტოლფასია, წერს The Guardian-ი.
ზელენსკიმ პრეზიდენტის სასახლის წინ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ქვეყანა დაუძლეველი არჩევანის წინაშე დგას - ან შეინარჩუნოს ეროვნული ღირსება, ან დაკარგოს მნიშვნელოვანი პარტნიორი - აშშ-ის ადმინისტრაციის სახით, რომელიც აშკარად ცდილობს კონფლიქტის დასრულებას მოსკოვის სასტიკი პირობებით.
„ახლა უკრაინაზე ზეწოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა“, - თქვა ზელენსკიმ.
მის მიერ დასახელებულ ვარიანტებს შორის იყო ტრამპის 28-პუნქტიან წინადადებაზე დათანხმება ან „უკიდურესად რთული ზამთარი“, რომლის შედეგადაც რუსეთმა უკვე გაანადგურა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, მილიონობით ადამიანი კი გათბობის და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
გეგმაზე თანხმობა უკრაინას „საკუთარი თავისუფლების, ღირსების და მართლმსაჯულების გარეშე“ დატოვებს, - აღნიშნა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ის არასდროს შესწირავს უკრაინის ინტერესებს და არ წავა კონსტიტუციის წინააღმდეგ.
„ჩვენ არც მაშინ [2022 წელს] გვიღალატია უკრაინისთვის და არც ახლა გავაკეთებთ ამას“, - განაცხადა მან.
Fox Radio-სთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ხუთშაბათი „შესაფერისი დროა“ ზელენსკისთვის, რათა მან შეთანხმებას ხელი მოაწეროს. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ტრამპი კონფლიქტის დასასრულებლად „აგრესიული ვადების“ შემუშავებას ცდილობს და კიევზე უპრეცედენტო ზეწოლის მოხდენას აპირებს.
ინფორმაციის თანახმად, ტრამპი ასევე იმუქრება, რომ, თუ უკრაინა შეთანხმებას არ დათანხმდება, ის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს და უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას შეამცირებს.
ევროპელი ლიდერები – ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი – მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და ზელენსკის სოლიდარობას უცხადებენ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს კიევის მიმართ მხარდაჭერა. ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და უზრუნველყოფდეს უკრაინის ინტერესებს, არ უნდა დაუთმოს ქალაქები ან ტერიტორიები რუსეთს. მათი თქმით, გეგმა „აბსურდულია“. ავროპელმა ლიდერებმა ასევე, ხაზი გაუსვეს ევროპისა და უკრაინის გრძელვადიან ინტერესებს.
ზელენსკიმ ასევე მიმართვაში აღნიშნა, რომ ყოველდღიური გმირობის მიუხედავად, შესაძლოა კომპრომისებზე წასვლა იყოს საჭირო.
„ჩვენს ხალხს ნამდვილად სურს ამ ომის დასრულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძლიერები ვართ, მაგრამ ყველაზე ძლიერი ლითონიც კი შეიძლება გატყდეს. ეს არ დაგავიწყდეთ“, - განაცხადა მან.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში საზოგადოებრივი რეაქცია წარმოდგენილ გეგმაზე უმეტესად უარყოფითი იყო. გეგმას ერთპიროვნულსა და ქვეყნის დამარცხებად მიიჩნევენ. ევროპელი ექსპერტების შეფასებაც კრიტიკულია, ისინი მიიჩნევენ, რომ გეგმის განხორციელების შემთხვევაში რუსეთი ევროპის მთავარი აგრესორი გახდება.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 19:37
მსოფლიო
Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის ოლქზე, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
01 აპრილი 2026, 19:35
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო: ცხოველების დაწვის შესახებ გავრცელებული სრულიად უსაფუძვლო და ცრუ ბრალდებები ყოველგვარ მორალურ ზღვარს სცდება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით, ქვეყანაში შემუშავებულია პროგრამა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს როგორც ცხოველების დაცვა, ასევე, საფრთხე არ შეუქმნას ადამიანებს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:25
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი უარყოფს ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს თეირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოთხშაბათს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ირანმა ცეცხლის შეწყვეტა ითხოვა.
01 აპრილი 2026, 19:20
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:20
საზოგადოება
გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორია.
01 აპრილი 2026, 19:10
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 108 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 19:08
პოლიტიკა
პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.
01 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
01 აპრილი 2026, 18:51
საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შეზღუდა მიკედლების პროცედურები, სიმართლეს არ შეესაბამება, - ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
01 აპრილი 2026, 18:29
მსოფლიო
ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.
01 აპრილი 2026, 18:29
საზოგადოება
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.
01 აპრილი 2026, 18:24
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში
ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
01 აპრილი 2026, 18:23
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.
01 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
01 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში
გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები
„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ის არ არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ უპასუხა დონალდ ტრამპის კრიტიკას ნატოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოების დასაცავად და არა „ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:03
მსოფლიო
მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.


