13 იანვარი 2026, 12:14 / სანდო წყარო

Politico: ევროკავშირის ქვეყნები უკრაინისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხით ამერიკული იარაღის შეძენის გამო ერთმანეთს უპირისპირდებიან

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, გერმანია და ნიდერლანდები უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფილი სესხით ამერიკული იარაღის შეძენის გამო საფრანგეთს უპირისპირდებიან.

როგორც გამოცემა წერს, ქვეყნების უმრავლესობა ეწინააღმდეგება პარიზის მცდელობას, უკრაინა დაავალდებულოს, ფული იარაღის შესაძენად მხოლოდ ევროკავშირის თავდაცვით კომპანიებზე დახარჯოს და მიიჩნევენ, რომ კიევს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყენებით აშშ-სგან იარაღი შეიძინოს.

„ევროკავშირის ქვეყნებმა კიევისთვის ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება დეკემბერში, ევროპული საბჭოს სამიტზე დაამტკიცეს, თუმცა ოთხშაბათს ევროპული კომისიის მიერ წარდგენილი წინადადების შემდეგ, კიდევ მოუწევთ ამ დაფინანსების პირობებზე შეთანხმება.

ეს ქმნის დაძაბული მოლაპარაკებების საფუძველს პარიზთან, რომელიც ტრანსატლანტიკურ ალიანსში მზარდი განხეთქილების ფონზე ვაშინგტონში თანხების ნაკადის გადინების თავიდან ასაცილებლად ზომებს იღებს“, - წერია სტატიაში.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს უპირატესობა მიანიჭოს ევროკავშირის სამხედრო კომპანიებს, რათა გაძლიერდეს ბლოკის თავდაცვითი ინდუსტრია, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ კიევი დაუყოვნებლივ ვერ შეძლებს იმ იარაღის შეძენას, რომელიც რუსული ძალების შეკავებისთვის სჭირდება.

ქვეყნების უმრავლესობა, ბერლინისა და ჰააგის მთავრობების ხელმძღვანელობით, პასუხობს, რომ კიევს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს ევროკავშირის ფინანსური პაკეტის ხარჯვისას საკუთარი თავდაცვის დასაფინანსებლად, - წერენ სტატიის ავტორები.

არსებული დაძაბულობა მრავალწლიანი დებატების კულმინაციაა - უნდა ჩაერთოს თუ არა ვაშინგტონი ევროკავშირის თავდაცვითი შესყიდვების პროგრამებში. საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გრენლანდიის სამხედრო გზით ხელში ჩაგდების მუქარა გააჟღერა.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ საფრანგეთის მცდელობა მკაცრი „იყიდე ევროპული“ (Buy European) დებულების შემოღების შესახებ, კიევს ხელებს შეუკრავს და შეზღუდავს მის შესაძლებლობას, თავი დაიცვას რუსეთისგან.

„უკრაინას ასევე გადაუდებლად სჭირდება მესამე ქვეყნების მიერ წარმოებული აღჭურვილობა, განსაკუთრებით აშშ-ში შექმნილი საჰაერო თავდაცვის სისტემები, F-16-ის საბრძოლო მასალები და სათადარიგო ნაწილები, ასევე შორი მანძილზე მოქმედი შეიარაღება“, - წერს ნიდერლანდების მთავრობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც Politico-ს ხელში ჩაუვარდა.

ყველა სიახლე

17 აპრილი 2026, 14:50

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ დავით კუბლაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა.

17 აპრილი 2026, 14:49

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გახსნა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი დგებუაძემ აღნიშნა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობა.

ანდრია ჯაღმაიძე

17 აპრილი 2026, 14:47

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რასაც პატრიარქი მისგან ელოდა

მეუფე პეტრემ ბრძანა, რომ არ ნანობს იმ განცხადებებს, რაც პატრიარქზე გააკეთა. ეს არის ძალიან დიდი მინუსი და ეს არ არის ის, რაც პატრიარქი მისგან ელოდა, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

17 აპრილი 2026, 14:45

მსოფლიო

Reuters: ლიბანსა და ისრაელს შორის ზავის გამოცხადების შემდეგ ნავთობმა გაიაფება დაიწო

ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ალუდა ღუდუშაური

17 აპრილი 2026, 14:41

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: ოპოზიციას ვურჩევდი ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ

ოპოზიციას ვურჩევდი ასეთ ტრენინგებში, სახელმძღვანელოებში ნურც დროს, რესურსს და ნურაფერს დახარჯავენ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

სვიმონ ჯანგულაშვილი

17 აპრილი 2026, 14:33

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: 40-მდე ვერ მოიცადეს ნაცისტებმა, ლორწოვანი იუდა გამოაჭენეს „ბრძოლის ველზე“. თქვენ მოკალით პატრიარქი, ასე ეთერებში გეჯდათ ცაავა და მისი სექტანტები და პატრიარქს ცილს სწამებდით

ყველა, ვინც მუშაობთ „მთავარ“, „ტვ-პირველ“ და „ფორმულა“ კანალიზაციებში, მორალურად დამნაშავენი ხართ ჩვენი პატრიარქის წინაშე, - წერს სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

მაია ბითაძე

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

მაია ბითაძე: თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია

„ჩვენი მთავარი გზავნილი გარდა სამომავლო ეკონომიკური გეგმებისა, იყო არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. ძალიან კარგი გზავნილები მივიღეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. თურქეთის რესპუბლიკის სპიკერმა ერთმნიშვნელოვნად გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში არ მოხდა სიტუაციის ესკალაცია“, - აღნიშნა ბითაძემ.

ლევან მახაშვილი

17 აპრილი 2026, 14:29

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება

იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

ნიკოლოზ სამხარაძე

17 აპრილი 2026, 14:27

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თითქმის, ნახევარი მსოფლიო ჩვენს ირგვლივ არის ცეცხლის ალში და კავკასიაში არის მშვიდობა. ეს არის ზუსტად იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთიანად ვაწარმოებთ

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძე, რეგიონის ქვეყნების ხელისუფლებები პოლიტიკა შეაფასა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პოლიტიკის შედეგია კავკასიაში მშვიდობა.

17 აპრილი 2026, 14:22

პოლიტიკა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ბორჯომში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ბორჯომში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 14:20

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას გამოცდებთან დაკავშირებული პროცესების სწორად დაგეგმვისა და ეფექტიანი მართვის მიზნით. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 14:19

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, არამხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე, არამედ უწყებებს შორისაც, ვმუშაობთ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის

საქართველოსა და თურქეთს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან ძლიერია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში.

ემანუელ მაკრონი

17 აპრილი 2026, 14:17

მსოფლიო

მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ევროკავშირს მოუწოდებს ბავშვებისთვის სოციალური ქსელების შეზღუდვაზე ერთიანი მიდგომა შეიმუშაოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 14:15

საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი

18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 14:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შეხვდა.

17 აპრილი 2026, 13:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის

ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი იყო დიპლომატია, ამიტომ, ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მისი როლის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კირ სტარმერი

17 აპრილი 2026, 13:51

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის მანდელსონის სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის შესახებ სკანდალის ახალი დეტალები ხდება ცნობილი, თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გადადგომას არც ამჯერად აპირებს.

შალვა პაპუაშვილი 
ნუმან ქურთულმუში

17 აპრილი 2026, 13:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშს შეხვდა.

ირაკლი კობახიძე

17 აპრილი 2026, 13:35

პოლიტიკა

პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე

ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს და ეს ქვეყანა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

17 აპრილი 2026, 13:32

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე, რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია

საქართველოს მიდგომა ასეთია, ვცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას, სტაბილურობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარის განმტკიცებაზე, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე. რეალობა ცხადყოფს, რომ ეს მიდგომა წარმატებულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.