კაია კალასი: ვაშინგტონი ევროპას გრავიტაციის ცენტრად აღარ მიიჩნევს
კაია კალასი
ფოტო: Getty Images
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ევროპას საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში გრავიტაციის ცენტრად აღარ მიიჩნევს.
კალასი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ამერიკასთან ურთიერთობის გასაგრძელებლად ახალ რეალობას უნდა მოერგოს.
უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ტრანსატლანტიკური უთანხმოების ფონზე, ევროპაში ამერიკისგან დამოუკიდებელი სამხედრო ძალის შექმნის მომხრეა.
ყველა სიახლე
05 მარტი 2026, 10:20
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ დაკავებულია - 1997 წელს დაბადებული გ.გ.
05 მარტი 2026, 10:16
ეკონომიკა
გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან 200-ზე მეტი შეხვედრა განახორციელა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
05 მარტი 2026, 09:40
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 მარტს საქართველოში
5 მარტს თებერვალს ქუთაისში ნალექიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.
05 მარტი 2026, 09:27
საზოგადოება
ნანა ბარნაბიშვილი: დოჰადან წამოვედით, 171 ადამიანი ვიყავით, ჩვენი ელჩი ვაკო ავალიანი ჩაერთო, გამოგვაცილეს კატარიდან, საუდის არაბეთშიც დაგვხვდნენ წარმომადგენლები, სანამ საბოლოოდ არ ჩავსხედით თვითმფრინავში, მანამდე იყვნენ
რიადიდან შესრულებული სპეციალური ავიარეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესზე საუბრობს.
05 მარტი 2026, 09:25
მსოფლიო
„ცაჰალმა“ გვიან ღამით ისპაანსა და ყუმში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გვიან ღამით ირანის ქალაქებში ისპაანსა და ყუმში ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
05 მარტი 2026, 09:16
საზოგადოება
რიადიდან ავიარეისით თბილისში 171 მგზავრი დაბრუნდა
რიადიდან თბილისში ავიარეისი ცოტა ხსნის წინ შესრულდა. ახლო აღმოსავლეთიდან სამშობლოში 171 მგზავრი დაბრუნდა. დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე რეისები შესრულდება ომანის სასულთნოდან და საუდის არაბეთიდან.
05 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანზე განხორციელებული შეტევის ახალ კადრებს აქვეყნებს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ირანზე განხორციელებული საჰაერო შეტევის ახალ კადრებს ავრცელებს.
05 მარტი 2026, 08:55
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტთან შეხვედრაზე: საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები
დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
05 მარტი 2026, 08:48
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: იმის ნაცვლად, რომ პარალიმპიადის დაწყების წინ ჩვენი გმირი პარა ათლეტების გარშემო გავერთიანდეთ, ბულინგის გზას ვინც ადგას, უხერხულია - მონაწილეობასაც მივიღებთ და უკან ჩამოვიტოვებთ რუსებსაც და კიდევ ძალიან ბევრს!
ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობას 56 ქვეყანა მიიღებს. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ 56 ქვეყანაში ღირსეული ადგილი უკავია საქართველოს! ამ დროს, ცალკეულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია. რომ ზამთრის პარალიმპიადის გახსნას 11-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ აღარაფერი წერია, რომ იმ თერთმეტეულს ბოიკოტი არ გამოუცხადებია არც პარალიმპიური თამაშებისთვის და არც დახურვის ცერემონიისთვის, - წერს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში.
05 მარტი 2026, 08:45
პოლიტიკა
მაია ბითაძე ფასწარმოქმნის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მუშაობის შესახებ: ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიკვეთოს ის სამართლებრივი გზები, რომლებიც პროცესებს ზოგადად მეტად გამჭვირვალეს და ურთიერთ დაბალანსებულს გახდის
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოიკვეთოს ის სამართლებრივი გზები, რომლებიც პროცესებს ზოგადად მეტად გამჭვირვალეს და ურთიერთ დაბალანსებულს გახდის, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობის შესახებ.
05 მარტი 2026, 08:34
პოლიტიკა
შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიისა და იმპორტიორ-დისტრიბუტორების შეხვედრაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, გვინდა, კიდევ ერთხელ გავერკვეთ ბიზნესპროცესებში
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დღევანდელი სხდომის მნიშვნელობაზე საუბრობს.
05 მარტი 2026, 08:12
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
კომისიის წევრები მსხვილ იმპორტიორ-დისტრიბუტორებს შეხვდებიან და სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. კომისიის მუშაობას დადებითად აფასებენ “ქართულ ოცნებაში” და მიაჩნიათ, რომ საზოგადოება შედეგს მალე ნახავს.
05 მარტი 2026, 08:11
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება - ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა
დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
05 მარტი 2026, 08:01
საზოგადოება
რიადიდან თბილისის მიმართულებით მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი გამოფრინდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.
05 მარტი 2026, 08:00
საზოგადოება
5-7 მარტს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
5-7 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
05 მარტი 2026, 03:40
მსოფლიო
დელსი როდრიგესი: მადლობას ვუხდი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი მთავრობის კეთილგანწყობისთვის
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ერთობლივი მუშაობისთვის გამოხატული კეთილგანწყობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
05 მარტი 2026, 03:30
მსოფლიო
ტრამპი: დელსი როდრიგესი, რომელიც ვენესუელას პრეზიდენტია, დიდებულ სამუშაოს ასრულებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დელსი როდრიგესის მუშაობას დადებითად აფასებს და ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენის მნიშვნელობას.
05 მარტი 2026, 03:15
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა ირანის წინააღმდეგ ტრამპის საომარი უფლებამოსილებების შეზღუდვას მხარი არ დაუჭირა
აშშ-ის სენატის უმრავლესობამ დაბლოკა რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპისთვის ირანის წინააღმდეგ ომის გაგრძელების უფლებამოსილების შეზღუდვას ისახავდა მიზნად.
05 მარტი 2026, 03:07
მსოფლიო
ქურთებმა ირანზე შეტევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს
ირანის ქურთისტანის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელმა ტელეკომპანია Rudaw-თან საუბარში უარყო ისრაელისა და ამერიკის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ცნობები ირანზე ქურთული ძალების შეტევის შესახებ.
05 მარტი 2026, 02:55
მსოფლიო
თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ესპანეთი ირანის საკითხზე თანამშრომლობს - ესპანეთი ამას უარყოფს
თეთრმა სახლმა მიანიშნა, რომ ესპანეთი დათანხმდა აშშ-ის სამხედრო მისიაში მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადრიდს სავაჭრო ემბარგოთი დაემუქრა - თუმცა, ესპანეთი ამ ინფორმაციას უარყოფს, - წერს CNN-ი.


