გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან 200-ზე მეტი შეხვედრა განახორციელა
ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
200-ზე მეტი შეხვედრა წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან -საქართველო ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.
ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. გამოფენას დაესწრო გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია. გამოფენაზე საქართველოს სტენდი გასაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.
სამი დღის განმავლობაში ITB ITB Berlin-ის ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 200-ზე მეტი შეხვედრა გამართა საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, მედია ორგანიზაციებისა და PR კომპანიების წარმომადგენლებთან.
„ჩვენ ტრადიციულად გერმანულ ბაზარზე ძალიან აქტიურად ვართ წარმოდგენილები. ჩანიშნული გვაქვს B2B შეხვედრები წამყვან კომპანიებთან. ვხვდებით მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმების, მედია გამოცემების წარმომადგენლებს, ვთავაზობთ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, რომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია მომზადდეს საქართველოს შესახებ. გერმანია ჩვენთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა, გერმანელებს ტრადიციულად უყვართ საქართველოში მოგზაურობა და ჩვენც მსგავსი ტიპის აქტივობებით მუდმივად ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს გერმანიის ბაზარზე, რათა ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
შეხვედრები შედგა საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, PR და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან: Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Thinkstrawberries, TUI, Conde Nast Traveler და ა.შ.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს გუნდთან Booking.com-ზე სარეკლამო გადაწყვეტილებების შესახებ. ახლახან დავიწყეთ ეს კამპანია და ვგეგმავთ მივწვდეთ იმ სტუმრებს, რომლებიც Booking.com-ის საშუალებით ეძებენ, რაც მილიონობით ადამიანს წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ კრეატიულ კამპანიებს, სტრატეგიებს და ვცდილობთ, მეტი ადამიანი მოვიზიდოთ ულამაზეს საქართველოში“, - აღნიშნა Booking.com-ის წარმომადგენელმა კაროლინ ვერმეულენმა.
გამოფენის სტუმრების დიდი ნაწილი საქართველოს ტურისტული პროდუქტებით დაიტერესდა. ITB Berlin-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, ინფორმაციას იღებენ ტურისტული ადგილების, კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო.
„ჩვენი კომპანია უკვე 15 წელზე მეტია, აღნიშნულ გამოფენაზეა წარმოდგენილი, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოფენაa ტურიზმის სფეროში, სადაც შეგიძლია წარადგინო როგორც შენი პროდუქტი და შეთავაზებები, ასევე მოახდინო შენი ქვეყნის დანიშნულების ადგილის რეკლამირება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი როგორც ქვეყნის წარდგენისთვის, ასევე პროდუქტის პრომოუშენისთვის არა მხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ინტერესი ზომიერად კარგია, მოლოდინები დადებითია“, - განაცხადა ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ წარმომადგენელმა, გვანცა რაზმაძემ.
გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ გერმანელ კოლეგებთან, შეიმუშაონ და დაგეგმონ ერთობლივი ტურისტული პაკეტები.
ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარზს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 6.4%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან.
საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება.
ყველა სიახლე
20 აპრილი 2026, 21:59
მსოფლიო
ტრამპი: გარიგება, რომელსაც ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“ - იგი შედგენილია ბარაკ ჰუსეინ ობამასა და „მძინარე“ ჯო ბაიდენის მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა
გარიგება, რომელსაც ჩვენ ირანთან ვდებთ, ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე „ირანის ბირთვული შეთანხმება“ - იგი შედგენილია ბარაკ ჰუსეინ ობამასა და „მძინარე“ ჯო ბაიდენის მიერ და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეს იყო გარანტირებული გზა ბირთვული იარაღისკენ, რაც არ მოხდება და ვერც მოხდება იმ შეთანხმებით, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
20 აპრილი 2026, 21:37
ეკონომიკა
დადებითი შედეგები და ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა - ექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პოზიტიური დინამიკა საგარეო ვაჭრობასა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებში. ორივე მიმართულებით ციფრები რეკორდულია. დარგის სპეციალისტები ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობაზე საუბრობენ.
20 აპრილი 2026, 21:29
პოლიტიკა
გენო პეტრიაშვილი: ჩვენ გვყავს ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა
„ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სპორტსმენები, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი სამშობლო და რომლებსაც აქვთ ღირსეული მოქალაქეობრივი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. მათი განცხადებები არის უმსგავსობა და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს მათ ხელწერას“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
20 აპრილი 2026, 20:59
მსოფლიო
ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობებზე: ყველა ძალისხმევას მივმართავთ რუსეთთან ჩვენი კონსტრუქციული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის
რუსეთთან სომხეთის ურთიერთობები კონსტრუქციული ტრანსფორმაციის ფაზაში იმყოფება, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას.
20 აპრილი 2026, 20:59
პოლიტიკა
ოპოზიციის მხარდამჭერები ქართველი წარმატებული სპორტსმენების წინააღმდეგ - ვინ ახალისებს ზიზღის ენას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
4 ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი - ეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული ისტორიული შედეგია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებისთვისაც აღნიშნულ მიღწევაზე მეტად სპორტსმენების პოლიტიკური შეხედულებები უფრო მნიშვნელოვანია.
20 აპრილი 2026, 20:50
მსოფლიო
ფაშინიანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანაზე: დამოკიდებული იქნება იმაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად - თუ პასუხი იქნება დადებითი, სომხეთი შეიტანს განაცხადს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა, რა შემთხვევაში მიმართავს სომხეთი ოფიციალურად ევროკავშირს გაერთიანების სრულუფლებიანი წევრობის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 20:45
საზოგადოება
რა უკუჩვენებები აქვს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა მწვავე უკუჩვენებები აქვს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ. შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მწვავე უკუჩვენებების და ლეტალური შემთხვევების საფრთხეს აღნიშნავს. სახელმწიფოს პოზიცია- განსაკუთრებული სიფრთხილეა.
20 აპრილი 2026, 20:39
მსოფლიო
პეტერ მადიარი ნავთობსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენაზე: ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და მე არ ვურჩევდი პრეზიდენტ ზელენსკის შანტაჟის გზით სიარულს - ამას ვერ გაიგებენ არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, აღადგინოს რუსული ნავთობის ტრანზიტი „დრუჟბის“ მილსადენით, თუ ის ექსპლუატაციისთვის ვარგისია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 20:28
პოლიტიკა
იგორ ბლაჟევიჩის სცენარი ოპოზიციას - რევოლუციური ტრენინგები გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას და რამდენიმე ორგანიზაციას ამჯერად, „პრაღის საზოგადოებრივი ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი ამზადებს. შეხვედრების შესახებ კითხვებს არცერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ პასუხობს, ოპოზიცია კი ბლაჟევიჩისგან გამიჯვნას ცდილობს.
20 აპრილი 2026, 20:28
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ირანელები ძალას არ ემორჩილებიან
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას აშშ-ის მთავრობის მიმართ „ღრმა ისტორიული უნდობლობა“ აქვს და ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან მომავალი „არაკონსტრუქციული და წინააღმდეგობრივი სიგნალები“ გააკრიტიკა.
20 აპრილი 2026, 20:20
პოლიტიკა
ახალი სარჩელი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოშია - ჩამონათვალს „ფედერალისტებიც“ დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია. 3-ის ნაცვლად, მმართველი პარტია ახლა მეოთხე სუბიექტის, „ფედერალისტების“ აკრძალვასაც მოითხოვს.
20 აპრილი 2026, 20:18
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა ოთხშაბათს ეწურება, თუმცა მისი შემდგომი გახანგრძლივება „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დასრულებულად „ვაშინგტონის დროით ოთხშაბათს საღამოს“ ჩათვლის და „ძალიან ნაკლებად სავარაუდოა“, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მისი ვადა კიდევ ერთხელ გაახანგრძლივოს.
20 აპრილი 2026, 20:07
სამართალი
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება - კონტრტერორისტული ცენტრის სპეცოპერაცია გარდაბანსა და აჭარაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში მყოფი ორი ადამიანი დააკავა. კონტრტერორისტული ცენტრის სპეცოპერაცია გარდაბანსა და აჭარაში ჩატარდა.
20 აპრილი 2026, 19:49
საზოგადოება
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი: მორწმუნე ხალხის სიყვარული გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ განსაკუთრებულად გამოიხატა მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ასიათასობით მორწმუნის დასწრებით
ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრეთ საქართველოს საპატრიარქოს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს პროგრამის ფარგლებში, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - განაცხადა მედიასთან ასამბლეის გენერალური მდივანმა მაქსიმოს ხარაკოპულოსმა.
20 აპრილი 2026, 19:35
მსოფლიო
The New York Times: ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს
ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებულნი არიან დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
20 აპრილი 2026, 19:26
მსოფლიო
ევროკომისიამ სირიასთან თანამშრომლობის შეთანხმების სრულად აღდგენის ინიციატივა წარადგინა
ევროკომისიამ სირიასთან 1978 წლის თანამშრომლობის შეთანხმების სრულად აღდგენის ინიციატივა წარადგინა, რითაც მაისში სირიის ხელისუფლებასთან დაგეგმილი ოფიციალური მოლაპარაკებების წინ ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს.
20 აპრილი 2026, 19:21
რეგიონი
ვახტანგ ცაგარელმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები. მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების მნიშვნელობა ინოვაციების განვითარებაში; ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობა; ტექნოლოგიების გადაცემის მექანიზმები; პატენტები, როგორც სამართლებრივი დაცვის ინსტრუმენტი.
20 აპრილი 2026, 19:17
პოლიტიკა
დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული
ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული,- ამ სიტყვებით მიმართავს ჟურნალისტი, დათა გვასალია, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გუბაზ სანიკიძის შვილს, ლევან სანიკიძეს, მის მიერ ცოტნე ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების თაობაზე. დათა გვასალიას თქმით, ლევან სანიკიძე ყველაზე მეტად უნდა ერიდებოდეს მამებზე საუბარს, რადგანაც სწორედ მათი სახელია „პოლიტიკური აუქციონის” სინონიმი დღევანდელობაში.
20 აპრილი 2026, 19:10
მსოფლიო
ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანთან შეთანხმებას ხელი დღეს, პაკისტანში მოეწერება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Fox News-თან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ირანთან შეთანხმებას ხელი დღეს, პაკისტანში მოეწერება.
20 აპრილი 2026, 18:57
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ჩვენ ირანში საქმე ჯერ არ დაგვისრულებია
ისრაელის მფრინავები ირანის ცას აკონტროლებენ, თუმცა ისრაელს ირანში სამუშაო ჯერ არ დაუსრულებია, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.


