05 მარტი 2026, 10:39 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკის პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ ფარგლებში პლასტმასით დაბინძურების შემცირების კვლევის მეორე ნაწილის განხილვა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) ფარგლებში განხორციელებული კვლევის - „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“, მეორე ნაწილის განხილვა გაიმართა.

სამინსიტროს ინფორმაციით, შეხვედრა შავი ზღვის გარემოსდაცვით გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებს მიეძღვნა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პლასტმასით დაბინძურებას, რომელიც შავი ზღვის ეკოსისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხედ დასახელდება.

„დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი კვლევა არის გასულ წელს ჩატარებული სამუშაოს გაგრძელება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იყო რიონის მდინარე აუზისა და მისი შენაკადების დაბინძურება. დამატებითი კვლევები ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით 13 ლოკაციაზე და შედეგებმა აჩვენა, რომ პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოდ მაღალია. განსაკუთრებით დიდი წილი მოდის პლასტმასის ბოთლებსა და მათ ფრაგმენტებზე, ასევე ერთჯერად პლასტიკურ პარკებზე. ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მიმართულებით გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობას და გვაძლევს დამატებით არგუმენტებს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა ინაურმა.

მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვითი სპეციალისტის, კლაუს სატლერის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განახორციელა პლასტმასის დაბინძურების წინააღმდეგ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მიმართულებით. მისი შეფასებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და მისი გამოცდილება შეიძლება მაგალითი გახდეს რეგიონის სხვა სახელმწიფოებისთვის.

„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ, რათა უკეთ გაგვეაზრებინა პლასტმასით დაბინძურების მასშტაბი და ხელი შეგვეწყო ცირკულარული მიდგომების დანერგვაში. სამინისტრომ გადადგა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნაბიჯები, რომლებიც პასუხობს გამოვლენილ საჭიროებებს და არეგულირებს გარკვეული ტიპის პლასტიკის გამოყენებას. გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ ძლიერი სამართლებრივი ჩარჩო გადამწყვეტია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობისთვის. საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს და რეგიონში ერთ-ერთ მოწინავედ ყალიბდება. მისი გამოცდილება შეიძლება მაგალითი გახდეს სხვა ქვეყნებისთვისაც“, - აღნიშნა კლაუს სატლერმა.

კვლევის „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ თანახმად, წყლის ადიდების პერიოდში მდინარეებში დაგროვილი ნარჩენები ზღვაში ხვდება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს შავი ზღვის ეკოსისტემის მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.

კვლევა ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ფოკუსირებულია პრევენციულ ღონისძიებებზე და ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართვის გაუმჯობესებაზე.

პროგრამა „შავი ზღვის გალურჯება“ მიზნად ისახავს შავი ზღვის მდგრადი მართვისთვის საერთო რეგიონული ჩარჩოს შექმნას. ინიციატივა ორიენტირებულია ზღვის დაბინძურების შემცირებაზე, ეკოსისტემების აღდგენაზე, მდგრადი თევზჭერისა და აკვაკულტურის განვითარებაზე, „ლურჯი ეკონომიკის“ და „ლურჯი სამუშაო ადგილების“ ხელშეწყობაზე, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

პროგრამა ხორციელდება ბულგარეთის, საქართველოს, მოლდოვას, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის მთავრობებთან თანამშრომლობით, ასევე შავი ზღვის კომისიის (BSC), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), შავი ზღვის საერთო საზღვაო დღის წესრიგის (CMA) და ევროკომისიის (EC) აქტიური ჩართულობით.

ყველა სიახლე

14 აპრილი 2026, 20:16

პოლიტიკა

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა. როგორც ხელისუფლებამ აღნიშნა, ეს საქართველოს მდებარეობის მნიშვნელობას და დაკავშირებადობის თვალსაზრისით მის უნიკალურ როლსაც ადასტურებს.

14 აპრილი 2026, 20:14

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

ანტონიუ კოშტა

14 აპრილი 2026, 20:05

მსოფლიო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ბლოკადა არასდროს არის გამოსავალი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ აშშ-ის მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გააკრიტიკა და CNN-ს განუცხადა, რომ „ბლოკადა არასოდეს არის გამოსავალი“.

დონალდ ტრამპი

14 აპრილი 2026, 19:49

მსოფლიო

ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებზე: მომდევნო ორი დღის განმავლობაში პაკისტანში „შესაძლოა რაღაც მოხდეს“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში პაკისტანში „შესაძლოა რაღაც მოხდეს“, იმ ფონზე, როდესაც აშშ და ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობენ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

14 აპრილი 2026, 19:39

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი გიორგი თარგამაძეზე: მაგრად გაგართობთ ამ ფარისეველზე

„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, გიორგი თარგამაძის მიერ უნგრეთის არჩევნების შედეგების შეფასებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დონალდ ტრამპი

14 აპრილი 2026, 19:33

მსოფლიო

ტრამპი: ევროპას სასწაულებრივად სჭირდება ენერგორესურსები, თუმცა გაერთიანებული სამეფო მაინც უარს ამბობს ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის მოპოვებაზე

ევროპას სასწაულებრივად სჭირდება ენერგორესურსები, თუმცა გაერთიანებული სამეფო მაინც უარს ამბობს ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის მოპოვებაზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბადოა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

14 აპრილი 2026, 19:32

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში, გეკა გელაძემ, ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო დეტალური ინფორმაცია როგორც სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე, ასევე მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

14 აპრილი 2026, 19:23

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ვლადიმერ ბოჟაძე დაესწრნენ.

14 აპრილი 2026, 19:20

საზოგადოება

ახვლედიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, გ. ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, 15 აპრილს, 01:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ნათია სახოკია

14 აპრილი 2026, 19:10

პოლიტიკა

ნათია სახოკია გვარამიას განცხადებაზე: მსგავსი სიტყვის გამოყენება არის ძალიან დიდი შეცდომა, დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა ოჯახებს, მშობლებსა და ბავშვებს, ბოდიშის მოხდა აუცილებელია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს არასამთავრობო ასოციაცია „გზამკვლევის“ შემქმნელი, აუტისტური სპექტრის მქონე პირის მშობელი, ნათია სახოკია ეხმიანება.

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპი

14 აპრილი 2026, 19:04

მსოფლიო

ტრამპი ორბანზე: ის ჩემი მეგობარია, კარგი ადამიანია - მან შესანიშნავი სამუშაო გასწია მიგრაციის კუთხით

იტალიურ გამოცემა Corriere dellac Sera-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 აპრილი 2026, 18:54

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაზიანებული ნავთობსადენი „დრუჟბა“ აპრილის ბოლომდე ამუშავდება, თუმცა ამის სანაცვლოდ გარკვეული დათმობაა საჭირო.

14 აპრილი 2026, 18:50

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ბრალდებულმა შელაპარაკებისას, მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

14 აპრილი 2026, 18:30

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავე ცნო

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ლევან ნიკოლეიშვილი

14 აპრილი 2026, 18:27

პოლიტიკა

ნიკოლეიშვილი: უნგრეთში ოპოზიციის პროგრამა დაფუძნებული იყო სერიოზულ განხილვებზე. საქართველოში ოპოზიციას ასეთი პროგრამა არ გააჩნია - ნახონ, რამდენი მხარდამჭერი ჰყავდა იმ პარტიას, რომელმაც გაიმარჯვა და რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ მათ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციურ პარტიასა და ქართულ ოპოზიციას შორის სხვაობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უნგრეთში ამომრჩეველმა არჩევანი ოპოზიციის პროგრამაზე გააკეთა, საქართველოში კი ოპოზიციას და რადიკალურ ჯგუფებს პროგრამა არ გააჩნიათ.

დონალდ ტრამპი

14 აპრილი 2026, 18:22

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ ჯორჯია მელონით „შოკირებულია“ - მისი თქმით, მას ეგონა, რომ პრემიერს სიმამაცე ჰქონდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იტალიის უმსხვილეს ყოველდღიურ გამოცემა Corriere della Sera-სთან სამშაბათს გამართულ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „შოკირებულია“ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის ქმედებით. მისი თქმით, მას შეცდომით ეგონა, რომ მელონის ჰქონდა საჭირო სიმამაცე ირანთან ომში აშშ-ის დასახმარებლად.

გრიგოლ გიორგაძე

14 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მიიღო „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თანმდევ პროექტებთან ერთად წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შოთა ბერეკაშვილი

14 აპრილი 2026, 18:15

პოლიტიკა

პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 78 ხმით, ერთხმად მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

14 აპრილი 2026, 18:15

ეკონომიკა

60 წელს ზევით მომხმარებელთა შესაძლო თაღლითური სქემებისგან დაცვის მიზნით, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს

მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი

14 აპრილი 2026, 18:14

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ მან აშშ-სა და ირანს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ორშაბათს ესაუბრა თავის ამერიკელ და ირანელ კოლეგებს - დონალდ ტრამპსა და მასუდ პეზეშკიანს. მან მხარეებს მოუწოდა მოლაპარაკებების განახლებისკენ მას შემდეგ, რაც პირველი რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.