თბილისის ზღვის მიმდებარედ რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოწყობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმების საგანია თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნა.
ხელშეკრულებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და Leisure Developmennt Patners-ის წარმომადგენელმა ნატალი ბახლინმა მოაწერეს ხელი.
ბრიტანული კომპანია, ფონდ „ქართუსთან“ ხელშეკრულების საფუძველზე, პირველ რიგში, ჩაატარებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზს, მეორე ეტაპზე კი შეიქმნება კონცეპტუალური დიზაინი.
„ფონდ „ქართუს“ დახმარებით, ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას თბილისში ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოსაწყობად. სასიამოვნოა ასევე ის ფაქტი, რომ, რაც დედაქალაქს უკავშირდება, საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევს. თბილისში არაერთი პარკია, მათგან რამდენიმე ისტორიული ღირებულებისაა და საქალაქო მნიშვნელობის სტატუსი აქვს, მაგრამ არ გვაქვს თანამედროვე სტანდარტების მქონე მასშტაბური გასართობი პარკი, რაც არა მხოლოდ თბილისელებისთვის იქნება შეკრებისა და გართობის მიზიდულობის ცენტრი, არამედ ტურისტულ რუკაზეც აისახება. საუბარია თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი სარეკრეაციო-დასასვენებელი ზონის შექმნაზე, სადაც დაგეგმილია, გაშენდეს ატრაქციონების პარკი. სარეკრეაციო ზონა გააერთიანებს, როგორც გართობის, ისე შემეცნებისა და დასვენების ყველა იმ კომპონენტს, რომელიც დღეს გავრცელებულია მსოფლიოში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი თქმით, მსოფლიოში ცნობილი საკონსულტაციო კომპანია LDP, გასართობი ინდუსტრიისა და ტურისტული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ ანალიზსა და სტრატეგიის შემუშავებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, სარეკრეაციო და გასართობი სივრცის მშენებლობის დეტალური პროექტი მათ მიერ შემუშავებული კვლევების მიხედვით მომზადდება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულობისთვის. თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი რეკრეაციული და გასართობი სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული მიმართულების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, თბილისის, როგორც თანამედროვე ევროპული ქალაქის იმიჯის გამყარებას და რაც მთავარია, შექმნის პოზიტიურ გარემოს, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა ასაკის ვიზიტორები დაისვენებენ და გაერთობიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფონდი „ქართუ“ დედაქალაქში გამწვანების რამდენიმე მსხვილ პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის მთაწმინდის ფერდის გამწვანებისა და თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობაა, თბილისს ესაჭიროება ახალი ყაიდის რეკრეაციული ზონა, სადაც გართობასთან ერთად, დასვენების შესაძლებლობა იქნება.
„ფონდი „ქართუ“ კვლავ ჩვენი ქვეყნის სამსახურშია და გვერდით უდგას სახელმწიფო სამსახურებს, მათ შორის თბილისის მერიას, იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას და დედაქალაქს ესაჭიროება“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით კი, ახალი პროექტი საქართველოს ბაზრისთვის პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.
„მოხარული ვართ, რომ ჩავერთეთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, ეს ინვესტიცია მოიტანს საკმაოდ პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს მოსახლეობისთვის. როგორც კონსულტანტები, ჩვენი როლია, ვმართოთ დიზაინის გუნდი იმისთვის, რომ შევქმნათ საკმაოდ ამბიციური პროექტი და კონცეფცია, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის რეალობასთან და შესასრულებელ სამუშაოსთან. ვფიქრობ, მაქსიმალურად შევძლებთ ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის განხორციელებას“, - განაცხადა ნატალი ბახლინმა.
ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, რაიონების გამგებლები, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, ასევე, ფონდი „ქართუსა“ და ბრიტანული კომპანიის წარმომადგენლები.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 08:24
პოლიტიკა
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით
დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.
22 აპრილი 2026, 08:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს
დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.
22 აპრილი 2026, 08:15
პოლიტიკა
ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს
პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.
22 აპრილი 2026, 08:02
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აპრილიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.
22 აპრილი 2026, 07:59
სპორტი
„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა
„დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.
22 აპრილი 2026, 02:24
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.
22 აპრილი 2026, 02:12
მსოფლიო
The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს
გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 01:37
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.
22 აპრილი 2026, 00:41
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.
22 აპრილი 2026, 00:33
მსოფლიო
Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ
მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
22 აპრილი 2026, 00:19
მსოფლიო
ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა
იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
22 აპრილი 2026, 00:11
მსოფლიო
Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს
უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.
22 აპრილი 2026, 00:04
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა
ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.
21 აპრილი 2026, 23:50
მსოფლიო
The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს
პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
21 აპრილი 2026, 23:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს
ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
21 აპრილი 2026, 23:14
მსოფლიო
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.
21 აპრილი 2026, 23:06
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმება დაავალა, - წერს გამოცემა POLITICO.
21 აპრილი 2026, 23:05
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.
21 აპრილი 2026, 22:56
მსოფლიო
მედია: ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია მას შემდეგ, რაც თეირანმა ამერიკულ პოზიციებს არ უპასუხა - განაცხადა სამშაბათს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელიც დეტალებს უშუალოდ ფლობს.


