აზერბაიჯანის საგარეო უწყება ირანული დრონებით დარტყმაზე: აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები
ფოტო: azertag
აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ქვეყნის ტერიტორიაზე ირანული დრონებით დარტყმასთან დაკავშირებულ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ უწყება დაიბარეს ირანის ელჩი და მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ. ამასთან, აზერბაიჯანი მოითხოვს, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი.
„5 მარტს, დაახლოებით შუადღისას, ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით თავდასხმები განხორციელდა. ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობას შეეჯახა, ხოლო მეორე დრონი შეკარაბადის სოფელში სკოლის შენობასთან ახლოს ჩამოვარდა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, რამაც აეროპორტის შენობა დააზიანა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ მოკლე ვადაში განმარტოს ზემოაღნიშნული საკითხი, მოგვცეს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი და სასწრაფო ზომები, რათა თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში.
აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მოჯთაბა დერმიჩილუ, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ირანულ მხარეს მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი საპროტესტო ნოტა წარედგინება”, - აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ყველა სიახლე
05 მარტი 2026, 14:42
საზოგადოება
ლევილის ქართველთა მამულში ვაზის გაშენების სამეცნიერო-მეთოდურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე შპს „შატო ზეგაანის“ წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
05 მარტი 2026, 14:37
მსოფლიო
უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უბრძანა.
05 მარტი 2026, 14:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ იცის, რომ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ურთიერთობების განვითარების წინაპირობას ქმნის, რაც მათ ისტერიკას იწვევს
ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის და მათ ისტერიკას იწვევს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
05 მარტი 2026, 14:30
საზოგადოება
eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში 500-მდე მასწავლებლისთვის ტრენინგები ჩატარდა
ტრენინგები როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში გაიმართა. მონაწილე მასწავლებლებისთვის რეგიონული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოს მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თბილისში, ხოლო დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქუთაისის ოფისში.
05 მარტი 2026, 14:29
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ცეცხლის ალი ტრიალებს, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემოც საომარი მოქმედებებია, არაა გასაკვირი, რომ თავდასხმის ობიექტია ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან, ვისაც მხოლოდ პასპორტი აქვს ქართული
მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ცეცხლის ალი ტრიალებს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემოც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკა, იმ ქართველი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ პასპორტი აქვთ ქართული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
05 მარტი 2026, 14:28
პოლიტიკა
ნინო წილოსანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: ეს სრული დეზინფორმაციაა - რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველო გახდეს ამ ცეცხლის ალის ნაწილი
დეზინფორმაციას უწოდებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“. მისი შეფასებით, ეს დეზინფორმაცია დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
05 მარტი 2026, 14:26
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი ზ. გ., რომელსაც ცხოველების სადგომში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს. გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.
05 მარტი 2026, 14:03
მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმის შესახებ: სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ნახიჩევანის რეგიონზე დრონებით თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ირანის ისლამურ რესპუბლიკას.
05 მარტი 2026, 14:00
მსოფლიო
იტალია სპარსეთის ყურის ქვეყნებში საჰაერო თავდაცვით სისტემებს გაგზავნის
„გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალიაც აპირებს დახმარება გაუწიოს ყურის ქვეყნებს თავდაცვის, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა მელონიმ რადიოსადგურ RTL 102.5-თან საუბრისას.
05 მარტი 2026, 13:50
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას ამ ოპოზიციისგან, მაგრამ რაც თინა ხიდაშელმა იკადრა - მოდით, დაგვბომბეთ - საქართველოს ბოლომდე გაწირვაა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალური ქსელით ეხმიანება ოპოზიციონერი თინა ხიდაშელის განცხადებას - „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“. ანალიტიკოსი წერს, რომ ხიდაშელის ოპოზიცია ფაქტობრივად მოუწოდებს უცხოეთს, სამხედრო იერიში საქართველოზეც მიიტანონ.
05 მარტი 2026, 13:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ნახიჩევანზე დარტყმა არის დარტყმა იმ ილუზიაზე, თითქოს კორიდორები შეიძლება აშენდეს გეოპოლიტიკური კონფლიქტებისგან დამოუკიდებლად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მთავარი რესურსი რეგიონში ახლა უსაფრთხოება, პროგნოზირებადობა და ლოჯისტიკური სანდოობაა და სწორედ ამ კომპონენტზე უნდა ააგოს საქართველომ თავისი პოზიცია, რადგან კრიზისის პირობებში ყველაზე მეტ მოგებას იღებს ის ქვეყანა, რომელიც მშვიდობისა და ტრანზიტის პლატფორმად რჩება.
05 მარტი 2026, 13:48
მსოფლიო
ირანის განცხადებით, მათ მიიტანეს იერიში „სეპარატისტულ დაჯგუფებებზე“, რომლებიც ქვეყანაში დასავლეთ საზღვრებიდან შეჭრას ცდილობდნენ
ირანის დაზვერვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს „სეპარატისტულ დაჯგუფებებზე“, რომლებიც ირანში შეღწევას დასავლეთ საზღვრებიდან ცდილობდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
05 მარტი 2026, 13:46
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 191 ფაქტი გამოავლინეს.
05 მარტი 2026, 13:43
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: დღეს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მასკატი - თბილისის სპეციალური რეისი შესრულდება
დღეს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე მასკატი - თბილისის სპეციალური რეისი შესრულდება, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
05 მარტი 2026, 13:26
ეკონომიკა
ნიკოლოზ ბურდული: ნებისმიერ ბრენდს ჰყავს თავისი კონკურენტი და თაროზე ფასის მდგენელი ძირითად შემთხვევაში არის კონკურენტული ფასი. იმპორტის და ოფიციალური ბრენდების წარმომადგენელი თავის ნებით ვერ ზრდის ფასებს
„ფასის მდგენელს რომ გავყვეთ, პირველი ფასის მდგენელი არის შესასყიდი ფასი, რომელსაც იმპორტის შემთხვევაში დისტრიბუტორი უცხო ქვეყნიდან ყიდულობს უცხოურ ვალუტაში, ამას მოჰყვება ტრანსპორტირება საქართველომდე, შემდეგ მოჰყვება ვალუტის გაცვლითი კურსი და შემდეგ არის დისტრიბუტორის საოპერაციო მარჟა. მეტ მარჟაზე რომ ჩამოვიდეთ საბოლოო ჯამში პროდუქტის თვითღირებულება საწყობში და დისტრიბუტორის ფასნამატი მარკეტინგული ხარჯის გამოკლებით, ამ შემთხვევაში დაახლოებით მერყეობს 16%-დან 17%-მდე“, - ამის შესახებ სადისტრიბუციო კომპანიის „ფუდ სერვისი“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ბურდულმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა.
05 მარტი 2026, 13:00
მსოფლიო
Euronews: აზერბაიჯანულ აეროპორტს 3-მა ირანულმა დრონმა დაარტყა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ Euronews-ს განუცხადა, რომ ნახიჩევანში მდებარე რაზის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალს სამმა ირანულმა დრონმა დაარტყა. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს აეროპორტისკენ მიმავალი დრონი, მთავარი ტერმინალის დაზიანება და ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების სამსახურები.
05 მარტი 2026, 12:58
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
05 მარტი 2026, 12:56
მსოფლიო
The Guardian: აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის არმაგედონი უნდა გამოიწვიოს
„მეთაურმა მოგვთხოვა, გვეთქვა ჩვენი ჯარებისთვის, რომ ეს „უფლის ღვთაებრივი გეგმის ნაწილი“ იყო და მოიხსენია „გამოცხადების“ წიგნიდან მრავალი ციტატა, რომლებიც არმაგედონსა და იესო ქრისტეს გარდაუვალ დაბრუნებას ეხებოდა. მან თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იესოსგან მირონცხებულია, რათა ირანში არმაგედონის გამოწვევისა და დედამიწაზე მისი დაბრუნების აღსანიშნავად სიგნალის ცეცხლი აანთოს“, - დასძინა ოფიცერმა.
05 მარტი 2026, 12:55
მსოფლიო
მედია: აზერბაიჯანში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით Report ავრცელებს.


