თამარ ჩიბურდანიძე: რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას ამ ოპოზიციისგან, მაგრამ რაც თინა ხიდაშელმა იკადრა - მოდით, დაგვბომბეთ - საქართველოს ბოლომდე გაწირვაა
თამარ ჩიბურდანიძე
ფოტო: „ხალხის ძალა“
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალური ქსელით ეხმიანება ოპოზიციონერი თინა ხიდაშელის განცხადებას - „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“. ანალიტიკოსი წერს, რომ ხიდაშელის ოპოზიცია ფაქტობრივად მოუწოდებს უცხოეთს, სამხედრო იერიში საქართველოზეც მიიტანონ.
„მაშინ, როცა ევროპის წამყვანი სახელმწიფოები თავს იკავებენ და რიგ შემთხვევაში, ცივ უარს ეუბნებიან ამერიკა-ისრაელს ამ ომში ჩართვაზე, ხიდაშელის ნაცური ოპოზიცია პირდაპირ ეპატიჟება უცხოეთს საქართველოს დასაბომბად“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ის ხაზს უსვამს, რომ პანკისის საკითხი ძალიან ფაქიზი თემაა, ხოლო მასზე ამგვარად საუბარი, საფრთხის წინაშე აყენებს მთელ სახელმწიფოს.
„ამ ოპოზიციისგან რამდენჯერ მიუღია ღალატი ქვეყანას, მაგრამ რაც გუშინ თინა ხიდაშელმა იკადრა - მოდით, დაგვბომბეთო, საქართველოს ბოლომდე გაწირვაა. თინა ხიდაშელის განცხადება ძლიერი ბიძგია ოპოზიციის ოცნების ახდენისკენ, რომ „საქართველოში ბომბები ცვიოდეს”. რაც ვერ შეძლეს რუსეთ-უკრაინის ომის დროს, სურთ მიაღწიონ ამერიკა-ისრაელისა და ირანის ომის პირობებში. მეორე “შანსის” გაშვება ხელიდან არ სურთ. იყო თუ არა თინა ხიდაშელის გუშინდელი განცხადება გამიზნული უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებისთვის? მაგალითად BBC ან სხვა პოლიტიზირებული მედიისთვის? ბუნებრივია, ეს იყო საჯაროდ დაუსაბუთებელი ინფორმაციის მიწოდება დასავლეთისთვის, რომელსაც მათი ლობისტები დედნად გამოიყენებენ. ააგებენ სიუჟეტებს გასული საუკუნის 90-იან და 2000-იან წლებთან დაკავშირებით, რაც ერთგვარ სანდოობას შემატებს ფაქტებს. მაშინდელი მოვლენები პანკისის ხეობაში არა მხოლოდ ეროვნული დონის, არამედ, საერთაშორისო დაკვირვების თემა იყო.
სწორედ ქვეყნის უსაფრთხოებიდან, ასეთი მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური გენოფონდიდან გამომდინარე არის სახელმწიფოს პოზიცია დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, გაწონასწორებული და დიპლომატიური. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცლება და სწორედ ეს არ შედის ოპოზიციის მიზნებში. მათთვის მეორედ ისროლა „რევოლუციის ავრორამ” და ახლა მაინც ყველაფერს გააკეთებენ, რომ თანამედროვეობის ყველაზე სასტიკი ომი საქართველოსაც შეეხოს. მაშინ, როცა ევროპის წამყვანი სახელმწიფოები თავს იკავებენ და რიგ შემთხვევაში, ცივ უარს ეუბნებიან ამერიკა-ისრაელს ამ ომში ჩართვაზე, ხიდაშელის ნაცური ოპოზიცია პირდაპირ ეპატიჟება უცხოეთს საქართველოს დასაბომბად. თუკი ჰგონია ხიდაშელს, რომ ეს იქნება „კრწანისის ბრძოლა”, ცდება. ჩვენ მხოლოდ დიდგორი გვიყვარს და ამ გზით ვივლით ბოლომდე.
რაც შეეხება მის პირდაპირ ბრალდებას ხელისუფლებაზე ტერორიზმის ხელის შეწყობაში, ვიმედოვნებთ, რომ ამ საჯარო განცხადებას მოჰყვება მყისიერი რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან. საზოგადოებას აინტერესებს პასუხი ამ ბრალდებაზე. პანიკა, რის დათესვასაც ის შეეცადა ასეთ უკიდურესად დაძაბულ დროს, დანაშაულია.
რამდენადაც ვიცი, სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ასეთი განცხადებების ღიად გაკეთება მიუღებელია და თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია მსგავს ფაქტებზე, უნდა მიაწოდოს პირდაპირ უწყებებს და არა მსოფლიოს საჯაროდ. თინა ხიდაშელმა რეალური საფრთხის წინაშე დააყენა მთელი ქვეყანა და ვალდებულია, პასუხი გასცეს ყველა კითხვას. პანკისის ხეობა რამდენად ფაქიზი თემაა საქართველოსთვის, ყველამ ვიცით, მაგრამ ამავე დროს რამდენად ფეთქებადია ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი, ესეც კარგად იცის ხიდაშელმა და სწორედ ამიტომ გააკეთა ეს. როგორი აგრესიული ოპოზიციაც არ უნდა იყო, ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გლობალური ომის პირობებში, უკვე ქვეყნის ღალატია“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
ყველა სიახლე
05 მარტი 2026, 15:21
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ხიდაშელზე: ამ ქალბატონის აზრით დავიწყოთ ანტი ირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად?
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყურადღებით აკვირდება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს და აქვს შიში, რომ შესაძლოა საქართველოს საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან, მისი თქმით, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დამთავრდება, ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში.
05 მარტი 2026, 15:21
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა ხიდაშელის მიერ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ განცხადებაზე: აღარც მალავენ, რომ აგენტები არიან. მსგავს ანტიქართულ განცხადებებს აღარც თაკილობენ. ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა?
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელის მიერ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც მას აქვს შიში, რომ შესაძლებელია, საქართველოს დაემუქროს საფრთხე, როდესაც ამერიკა მოიკითხავს, თუ რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყოს.
05 მარტი 2026, 15:11
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ირანი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს დრონებით თავს დასხმია.
05 მარტი 2026, 15:06
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: აშშ-მა და ისრაელმა მიზანმიმართულად მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ თეირანს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დარტყმები განეხორციელებინა
„აგრესორები ცდილობენ მუსლიმებისთვის წმინდა თვის, რამადანის დროს ისლამურ სამყაროში განხეთქილება შეიტანონ. მათ განზრახ მოახდინეს ირანის პროვოცირება, რომ რამდენიმე არაბულ ქვეყანაში ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განეხორციელებინა, რამაც ადამიანური, მატერიალური დანაკარგები გამოიწვია და რასაც რუსული მხარე ღრმად თანაუგრძნობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
05 მარტი 2026, 15:05
კულტურა
ცნობილი ბრიტანული გამომცემლობა „Cyberwit“-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს „ჰამლეტის სარკეს“ აქვეყნებს
ცნობილი ბრიტანული გამომცემლობა „Cyberwit“-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს „ჰამლეტის სარკეს“ აქვეყნებს.
05 მარტი 2026, 14:54
მსოფლიო
მედია: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა
აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონების ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
05 მარტი 2026, 14:49
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე The Hill-ის სტატიაზე: ყველა განცხადება, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მყარი არგუმენტებით და ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს
ყველა ასეთი განცხადება, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მყარი არგუმენტებით და ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „ზი ჰილში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას.
05 მარტი 2026, 14:42
საზოგადოება
ლევილის ქართველთა მამულში ვაზის გაშენების სამეცნიერო-მეთოდურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი უზრუნველყოფს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე შპს „შატო ზეგაანის“ წარმომადგენლებთან ერთად, საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
05 მარტი 2026, 14:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ხიდაშელზე: საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი მოქმედებს ტაივანის ინტერესებით. ეს რეალობაა და ის, რომ საქართველოში მოქმედებს უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს, არის სიცრუე
ის, რომ საქართველოში მოქმედებს ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს, არის სიცრუე, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. „საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ფუნქციონირებს კონკრეტული ადამიანი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც მოქმედებს ტაივანის ინტერესებით. ეს რეალობაა და ის, რომ საქართველოში მოქმედებს ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს, არის სიცრუე. აქედან გამომდინარე დასკვნები უნდა გავაკეთოთ, ვისთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
05 მარტი 2026, 14:37
მსოფლიო
უნგრეთი მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უბრძანა.
05 მარტი 2026, 14:31
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ იცის, რომ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები ურთიერთობების განვითარების წინაპირობას ქმნის, რაც მათ ისტერიკას იწვევს
ოპოზიციამ იცის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში საპარლამენტო დელეგაციის მაღალი დონის შეხვედრები არათუ რამეს ნიშნავს, არამედ სწორედ ის ქმედებაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის წინაპირობას ქმნის და მათ ისტერიკას იწვევს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.
05 მარტი 2026, 14:30
საზოგადოება
eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში 500-მდე მასწავლებლისთვის ტრენინგები ჩატარდა
ტრენინგები როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატში გაიმართა. მონაწილე მასწავლებლებისთვის რეგიონული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღმოსავლეთ საქართველოს მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა თბილისში, ხოლო დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქუთაისის ოფისში.
05 მარტი 2026, 14:29
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ცეცხლის ალი ტრიალებს, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემოც საომარი მოქმედებებია, არაა გასაკვირი, რომ თავდასხმის ობიექტია ჩვენი ქვეყანა მათი მხრიდან, ვისაც მხოლოდ პასპორტი აქვს ქართული
მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაში ცეცხლის ალი ტრიალებს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემოც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტია ჩვენი ქვეყანა და მისი პოლიტიკა, იმ ქართველი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ პასპორტი აქვთ ქართული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.
05 მარტი 2026, 14:28
პოლიტიკა
ნინო წილოსანი The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე: ეს სრული დეზინფორმაციაა - რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველო გახდეს ამ ცეცხლის ალის ნაწილი
დეზინფორმაციას უწოდებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“. მისი შეფასებით, ეს დეზინფორმაცია დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
05 მარტი 2026, 14:26
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოავლინეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მცხოვრები ფიზიკური პირი ზ. გ., რომელსაც ცხოველების სადგომში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო, სადაც ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით კლავდა ფრინველს. გარდა ამისა, პირი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე.
05 მარტი 2026, 14:03
მსოფლიო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმის შესახებ: სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ნახიჩევანის რეგიონზე დრონებით თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ირანის ისლამურ რესპუბლიკას.
05 მარტი 2026, 14:00
მსოფლიო
იტალია სპარსეთის ყურის ქვეყნებში საჰაერო თავდაცვით სისტემებს გაგზავნის
„გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალიაც აპირებს დახმარება გაუწიოს ყურის ქვეყნებს თავდაცვის, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვის სფეროში“, - განაცხადა მელონიმ რადიოსადგურ RTL 102.5-თან საუბრისას.
05 მარტი 2026, 13:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ნახიჩევანზე დარტყმა არის დარტყმა იმ ილუზიაზე, თითქოს კორიდორები შეიძლება აშენდეს გეოპოლიტიკური კონფლიქტებისგან დამოუკიდებლად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მთავარი რესურსი რეგიონში ახლა უსაფრთხოება, პროგნოზირებადობა და ლოჯისტიკური სანდოობაა და სწორედ ამ კომპონენტზე უნდა ააგოს საქართველომ თავისი პოზიცია, რადგან კრიზისის პირობებში ყველაზე მეტ მოგებას იღებს ის ქვეყანა, რომელიც მშვიდობისა და ტრანზიტის პლატფორმად რჩება.
05 მარტი 2026, 13:48
მსოფლიო
ირანის განცხადებით, მათ მიიტანეს იერიში „სეპარატისტულ დაჯგუფებებზე“, რომლებიც ქვეყანაში დასავლეთ საზღვრებიდან შეჭრას ცდილობდნენ
ირანის დაზვერვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს „სეპარატისტულ დაჯგუფებებზე“, რომლებიც ირანში შეღწევას დასავლეთ საზღვრებიდან ცდილობდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.


