05 მარტი 2026, 11:38 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: საქართველოში „ტერორისტული სტრუქტურების“ არარსებობის შემთხვევაში დგება პასუხისმგებლობის საკითხი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

ქართველიშვილის თქმით, შესაბამისმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გადაამოწმონ გაჟღერებული ბრალდებები: არსებობს თუ არა აღნიშნული სასწავლო დაწესებულება და არსებობს თუ არა ექსტრემისტული ან სხვა კანონდარღვევის ნიშნები და თუ ფაქტები დადასტურდება, უნდა განხორციელდეს სამართლებრივი რეაგირება, ხოლო თუ ბრალდებები არ დადასტურდება, მაშინ უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის.

„რაც არ უნდა სუბიექტური ვიყო თინა ხიდაშელის, თუ რადიკალური ტელეარხების მიმართ, მოდით შექმნილი სიტუაცია მაქსიმალურად უემოციოდ განვიხილოთ, რეგიონში მიმდინარე უკიდურესი დაძაბულობის ფონზე და მისი გათვალისწინებით. ადვილად იკითხება პარალელი 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებსა და დღევანდელ საინფორმაციო განცხადებებს შორის, რაც პირველ რიგში სახელმწიფო უსაფრთხოების ლოგიკასა და საგარეო პოლიტიკურ რისკებში მდგომარეობს.

იმ პერიოდში პანკისში რადიკალური შეიარაღებული ჯგუფების, თუ ტერორისტების მომზადების ბაზების არსებობა მართლაც იქცა სერიოზული დაძაბულობის ფაქტორად. რუსული მხარე რეგულარულად აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდნენ მებრძოლთა ბაზები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ჩრდილოეთ კავკასიის უსაფრთხოებას და სწორედ ეს არგუმენტები გამოიყენებოდა თბილისის მიმართ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლისა და ზოგჯერ ტრანსსასაზღვრო ძალოვანი ოპერაციების მუქარისთვისაც.

სახელმწიფოებრივი ლოგიკის თვალსაზრისით ნებისმიერი საჯარო განცხადება ქვეყნის შიგნით ტერორისტული ინფრასტრუქტურის არსებობის შესახებ ავტომატურად იძენს საერთაშორისო განზომილებას. პანკისის შემთხვევაში ასეთი განცხადებები დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა „უსაფრთხოების ნაცრისფერი ზონის“ იმიჯს, რაც გარე მოთამაშეებს აძლევდა შესაძლებლობას აპელირება გაეკეთებინათ საკუთარი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე.

მაშინაც კი, როდესაც შეფასებები ნაწილობრივ გადაჭარბებული ან პოლიტიზებული იყო, თავად „ტერორისტული ბაზების“ თემის მუდმივი არსებობა საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოსთვის სერიოზულ დიპლომატიურ და სამხედრო რისკებს ქმნიდა. ამიტომაც დღევანდელი განცხადებები, თითქოს ქვეყნის შიგნით არსებობს „ტერორისტული სტრუქტურები“, ბუნებრივად იწვევს ისტორიულ ასოციაციებს იმ პერიოდთან.

ასეთი მასშტაბის საინფორმაციო ბრალდება შეიძლება იმავე ზეწოლის მოდელის გამეორებას ნიშნავდეს, როდესაც გარე ძალები იღებენ დამატებით არგუმენტს სიტუაციაზე ზეწოლის გასაძლიერებლად, საერთაშორისო ჩარევის მოთხოვნით ან საკუთარი ძალოვანი ნაბიჯების გამართლებისთვის ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით. არაა შემთხვევითი, არც თინათინ ხიდაშელის მინიშნება მარნეულის რაიონზე და არც რადიკალური მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმების სამიზნე შესაძლოა ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი გახდეს.

პანკისის კრიზისის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის თემები საერთაშორისო პოლიტიკაში უკიდურესად მგრძნობიარეა. ისინი მყისიერად სცილდება შიდა პოლიტიკურ დისკუსიას და გადაიქცევა გეოპოლიტიკურ ფაქტორად. სწორედ ამიტომ ასეთი განცხადებები საჯარო სივრცეში საჭიროებს მაქსიმალურად მკაცრ ფაქტობრივ გადამოწმებასა და სიფრთხილეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საინფორმაციო კონფლიქტი სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემაში.

ასეთ ვითარებაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მკაცრად კანონისა და ეროვნული უსაფრთხოების პროცედურების ფარგლებში. პირველ რიგში შესაბამისმა ორგანოებმა ოპერატიულად უნდა გადაამოწმონ გაჟღერებული ბრალდებები: არსებობს თუ არა აღნიშნული სასწავლო დაწესებულება და არსებობს თუ არა ექსტრემისტული ან სხვა კანონდარღვევის ნიშნები. თუ ფაქტები დადასტურდება, უნდა განხორციელდეს სამართლებრივი რეაგირება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კანონმდებლობის ფარგლებში.

თუ ბრალდებები არ დადასტურდება, მაშინ დგება პასუხისმგებლობის საკითხი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რომელიც შეიძლება იწვევდეს საზოგადოებრივ პანიკას და ზიანს აყენებდეს ქვეყნის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო რეპუტაციას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სამართლებრივი შეფასება, როგორც განცხადების ავტორის ქმედებების მიმართ, ასევე იმ ტელეარხის მიმართ, რომელმაც მსგავსი ბრალდებები ეთერში გაუშვა სათანადო ფაქტობრივი გადამოწმების გარეშე. ველოდებით სამართლებრივ რეაგირებას,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

22 აპრილი 2026, 09:34

მსოფლიო

თურქეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაშავდა ხუთი ადამიანი

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში CH-47 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პეტერ მადიარი

22 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

უნგრეთის ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს გაიმართება, რომელზეც, სავარაუდოდ პეტერ მადიარს პრემიერის პოსტზე დაამტკიცებენ

უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 9 მაისს ჩანიშნა.

22 აპრილი 2026, 08:58

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი მედალი მოიპოვა და შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სულ შვიდი - ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს - მედალი მოიპოვა; შედეგად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

22 აპრილი 2026, 08:52

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 აპრილს საქართველოში

ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

22 აპრილი 2026, 08:42

რეგიონი

გორის ერისთავის თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს

გორის ერისთავის თეატრში კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი უწმინდესობის ცხოვრება და მრავალწლიანი მოღვაწეობა გაიხსენეს. შესრულდა პატრიარქის საგალობლები, ხოლო ახალგაზრდებმა, პოეტ ვანო ჩხიკვაძესთან ერთად, წაიკითხეს ლექსები.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

22 აპრილი 2026, 08:33

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან

სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ექნება ყაზახეთის პრეზიდენტთან და ისაუბრებენ საქართველო-ყაზახეთის საკითხებსა და პერსპექტივებზე, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 08:24

პოლიტიკა

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი გამოვა სიტყვით

დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი წარდგება.

არჩილ გორდულაძე

22 აპრილი 2026, 08:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს

დიდ წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს საჯარო პოლიტიკაში დაბრუნებით. იგი გააძლიერებს ჩვენს გუნდს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამთავრობო ცვლილებებს.

ნინო წილოსანი

22 აპრილი 2026, 08:15

პოლიტიკა

ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებზე: პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს

პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ძალოვან უწყებებს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა სამთავრობო ცვლილებებზე.

22 აპრილი 2026, 08:02

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: 25 აპრილიდან გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით.

22 აპრილი 2026, 07:59

სპორტი

„გაგრამ“ „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა

„დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.

სკოტ ბესენტი

22 აპრილი 2026, 02:24

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.

22 აპრილი 2026, 02:12

მსოფლიო

The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს

გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

შეჰბაზ შარიფი

22 აპრილი 2026, 01:37

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.

22 აპრილი 2026, 00:41

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.

რეინჰარდ მარქსი

22 აპრილი 2026, 00:33

მსოფლიო

Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ

მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

დონალდ ტრამპი

22 აპრილი 2026, 00:19

მსოფლიო

ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა

იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

22 აპრილი 2026, 00:11

მსოფლიო

Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს

უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.

22 აპრილი 2026, 00:04

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა

ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.

21 აპრილი 2026, 23:50

მსოფლიო

The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს

პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.