03 მარტი 2026, 13:58 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ქართული ოპოზიცია იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ხსნის, თუ რის გაკეთებას აპირებს ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს. და ეს, ალბათ, ერთადერთი ნამდვილად მდგრადი მაჩვენებელია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართული ოპოზიციური პარტიების მორიგ გაერთიანებას. ანალიტიკოსი წერს, რომ ოპოზიციას, როგორც ყოველთვის, არ აქვს განვითარების კონკრეტული გეგმა.

მისი სიტყვებით, დროებითი გაერთიანება ინსპირირებულია ირანში მიმდინარე მოვლენებით და არა ცხადი გეგმით, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველო:

„მეექვსე ალიანსი გააჩინა არა „გარდაუვალი“ ინფლაციის მოლოდინმა, არა „უეჭველი“ უმუშევრობის ანალიზმა და არა ინდუსტრიულმა სტრატეგიამ, არამედ განცდამ, რომ იქ, სადაც აიათოლებს კლავენ, სადაც „მსოფლიოში რაღაც ხდება“, ჩვენი ჟამიც მოდის, დროა ჩვენც გავერთიანდეთ“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მსგავსი გაერთიანება უკვე ხუთჯერ ვნახეთ და ეს, მეექვსეც, ძალიან მალე დაიშლება. ქართველიშვილი წერს, რომ გახარიას პარტია - „გერმანიისთვის“ ოპოზიციურ გაერთიანებას არ შეერთებია.

„ქართული რადიკალური „ოპოზიცია“, ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკური კონსტრუქციაა, რომელიც ყოველ გაერთიანებას, გარდაუვალი დაშლის მკაფიოდ გაწერილი გრაფიკით ახერხებს. უკანასკნელ ექვს წელიწადში აქამდე ხუთჯერ გაერთიანდნენ და ხუთჯერ დაიშალნენ. მეექვსე მცდელობა უკვე ჰგავს საიუბილეო საგასტროლო ტურნეს იმ ჯგუფისა, რომელიც ყოველ გასვლით ტურს „ბოლო კონცერტად“ აცხადებს. პროგრამაში რა აქვთ? ეკონომიკა? სოციალური პოლიტიკა? რად უნდათ ასეთი წვრილმანები, როცა არსებობს აპრობირებული ჟანრი, „სასწრაფოდ გადავარჩინოთ დემოკრატია“ და ევრობიუროკრატიულ "ტიტანიკზე" ბილეთების შესაძენად სალაროსთან რიგში დგებიან.
200-გვერდიანი დოკუმენტი თავისი ციფრებით, საბიუჯეტო გათვლებითა და საგადასახადო რეფორმებით მათთვის რთულია, სამსიტყვიანი ლოზუნგი კი - მარტივი. განსაკუთრებული ელფერი აქვს მუდმივ ინსპირაციას საზღვარგარეთიდან. ოღონდ საქართველო არ იყოს დღის წესრიგში, დღეს ბანგლადეში, ხვალ ნეპალი, ზეგ შრი-ლანკა, ხან ვენესუელა, დღეიდან ირანი, იმის მიხედვით, სად უფრო "მეტად ქუხს". საქართველო მათ პერიოდულ ხანმოკლე "reunion"-ებში ცალკე კატეგორიად არც განიხილება: რატომ უნდა შეიქმნას ქართული სცენარი, თუ შეიძლება უცხოურის გადმოწერა, მით უმეტეს დამანგრეველი რევოლუციური, სასურველია კატასტროფული დრამატურგიით.
ევრობიუროკრატიული "ტიტანიკით" გეზი დასავლურ "აისბერგთან" შეჯახებამდე, ეს ხომ ცალკე სიმღერაა. ეს გეზი უკვე ჩაწერილია კონსტიტუციაში, სწორედ იმ კენჭისყრით, რომელშიც დღევანდელი მორალისტები მონაწილეობას არ იღებდნენ. თუმცა ეს მათ არ უშლის ხელს, ყოველდღიურად გაიმეორონ თავისი "წინასაევთანაზიო" პრო-დასავლური მანტრა. და ფინალური აკორდი, თითქმის მისტიკური. სადღაც თეირანში იცვლება ეპოქა, თბილისში ერთ ოთახში შეკრებილი ვიპ-აკაცუკები მოუთმენლად ელიან აიათოლა ხამენეის განადგურებას, რათა ერთმანეთი კვლავ "შეიყვარონ" და "გაერთიანდნენ". და აი ისიც, ეს აუცილებელი კატალიზატორი, და მათში მოულოდნელად იღვიძებს კოალიციური ენერგია!

როგორც ჩანს, მათი შიდა პოლიტიკური ბარომეტრი ამჟამად ახლო აღმოსავლეთის დროზე მუშაობს. ვერც "მადუროს ეფექტმა" გამოაცოცხლა, ეს აიათოლას სიკვდილმა შეძლო. მეექვსე ალიანსი გააჩინა არა "გარდაუვალი" ინფლაციის მოლოდინმა, არა "უეჭველი" უმუშევრობის ანალიზმა და არა ინდუსტრიულმა სტრატეგიამ, არამედ განცდამ, რომ იქ, სადაც აიათოლებს კლავენ, სადაც „მსოფლიოში რაღაც ხდება", ჩვენი ჟამიც მოდის, დროა ჩვენც გავერთიანდეთ. თუმცა ამ პროცედურას ერთი სტაბილურობა მაინც მოჰყვება: ისინი იმაზე უფრო სწრაფად იშლებიან, ვიდრე ხსნიან, თუ რის გაკეთებას აპირებენ ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს. და ეს, ალბათ, ერთადერთი ნამდვილად მდგრადი მაჩვენებელია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.

P.S.: პარტია „გახარია გერმანიისთვის“ ამ ეტაპზე მათ არ უერთდება...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

კაია კალასი

05 მარტი 2026, 11:58

მსოფლიო

კაია კალასი: არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს.

05 მარტი 2026, 11:55

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად საოჯახო სამხატვრო გალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

კახა კალაძე

05 მარტი 2026, 11:51

სპორტი

კახა კალაძე პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე: ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველა საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვანია, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ისინი

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მონაწილეობას.

05 მარტი 2026, 11:43

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ.

მარკ რუტე

05 მარტი 2026, 11:43

მსოფლიო

მარკ რუტეს განცხადებით, ნატო ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ჩართული არ არის, თუმცა ტრამპის მოქმედებას მხარს უჭერს

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის მიმართ, რომლის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებაა.

დავით ქართველიშვილი

05 მარტი 2026, 11:38

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოში „ტერორისტული სტრუქტურების“ არარსებობის შემთხვევაში დგება პასუხისმგებლობის საკითხი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

05 მარტი 2026, 11:33

პოლიტიკა

თბილისის ზღვის მიმდებარედ რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოწყობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმების საგანია თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნა.

დიმიტრი ხუნდაძე

05 მარტი 2026, 11:30

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება

ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.

05 მარტი 2026, 11:24

პოლიტიკა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად მორიგი უსაფუძვლო ბრალდება საქართველოს მიმართ - ეკა გიგაური აზიარებს სტატიას „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა

შოთა ბერეკაშვილი

05 მარტი 2026, 11:20

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი ფასების დარეგულირებაზე: ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ

ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

კახა კალაძე

05 მარტი 2026, 11:18

პოლიტიკა

კახა კალაძე თინა ხიდაშელზე: ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ

ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ზუსტად ეს ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ - ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას.

05 მარტი 2026, 11:10

მსოფლიო

ოფიციალური თეირანი უარყოფს, რომ გუშინ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ გუშინ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

05 მარტი 2026, 11:06

სამართალი

ტყიბულში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

05 მარტი 2026, 11:05

კულტურა

Amazon-მა „ბიჭების“ ფინალური სეზონის პოსტერები გამოაქვეყნა

შოურანერ ერიკ კრიპკეს პროექტი სტრიმინგ-სერვისზე Prime Video 8 აპრილს გამოვა. საკუთარ როლებს სეზონში დაუბრუნდებიან კარლ ურბანი, ენტონი სტარი, ჯეკ ქუეიდი, ერინ მოიარტი, ჯენსენ ეკლზი, ლაზ ალონსო, ტომერ კაპონი, კარენ ფუკუჰარა, ჩეის კროუფორდი და ნეითან მიტჩელი. შოუში ასევე გამოჩნდებიან ჯარედ პადალეკი და მიშა კოლინსი, რომლებიც ეკლზთან ერთად კრიპკეს კიდევ ერთ ცნობილ პროექტში - „ზებუნებრივში“ მთავარ როლებს ასრულებდნენ.

კახა კალაძე

05 მარტი 2026, 11:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: ყველა პროექტი, რაც ფონდ „ქართუს” თბილისში აქვს დაწყებული, აუცილებლად ბოლომდე მივა

ყოფილი იპოდრომის ადგილას კორპუსები უნდა აშენებულიყო, ბიძინა ივანიშვილმა კი გამოისყიდა, თბილისს აჩუქა და იქ ცენტრალური პარკი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან.

ეკა სეფაშვილი

05 მარტი 2026, 11:02

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: კონგრესმენებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს სტრატეგიულ როლსა და დაკავშირებადობის მიმართულებაზე, რაც უნდა აისახოს ჩვენ შორის პარტნიორულ ურთიერთობის გაღრმავებაში

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების მიერ კონგრესმენებთან გამართულ შეხვედრაზე, ასევე ისაუბრა სუვერენული ერების ალიანსის პირველ კონფერენციაზე.

თინა გამყრელიძე

05 მარტი 2026, 11:01

საზოგადოება

ერ-რიადიდან თბილისში სპეცრეისით დაბრუნებული მოქალაქე: მშვიდობიანად ჩამოვედით და ძალიან დიდი მადლობა მთელ მთავრობას

ერ-რიადიდან სპეციალური ავიარეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე საქართველოში დაბრუნების პროცესზე საუბრობს და მთავრობას მადლობას უხდის.

05 მარტი 2026, 10:58

რეგიონი

რუსთავში ურბანულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ლეონიძის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ლეონიძის სახელობის ქუჩას, რომელიც ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია ქალაქში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ირმა კინკაძე

05 მარტი 2026, 10:50

საზოგადოება

ერ-რიადიდან სპეცრეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე: ბედნიერი ვართ ყველა, რომ მშობლიურ მიწაზე დავდგით ფეხი და მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც დაგვეხმარა

რიადიდან სპეციალური ავიარეისით თბილისში დაბრუნებული მოქალაქე მადლობას უხდის ყველას, ვინც ახლო აღმოსავლეთიდან საქართველოს მოქალაქეების თბილისში დაბრუნების პროცესში იყო ჩართული.

BTS

05 მარტი 2026, 10:50

კულტურა

BTS-მა ახალი ალბომის ტრეკ-ლისტი გამოაქვეყნა, Netflix-მა კი ჯგუფის კონცერტის თრეილერი

Diplo, რომელიც ცნობილია პროექტით Major Lazer მუშაობდა ტრეკებზე: Body to Body, FYA, Like Animals, One More Night და Into the Sun. კევინ პარკერი სიმღერის Merry Go Round თანაავტორია. Arirang-ის კიდევ ერთ კომპოზიციაზე FYA Diplo-სთან და ცნობილ ავსტრალიელ დიჯეი თან Flume-თან ერთად საკულტო რეპ-ექსპერიმენტატორი JPEGmafia მუშაობდა.