02 მარტი 2026, 13:21 / სანდო წყარო

გია აბაშიძე: დიპლომატია უცხოა ნაცსექტისთვის, აყიყინდნენ, თითქოს ჩვენმა მთავრობამ მხოლოდ ირანს მიუსამძიმრა; განცხადებაშია - სამძიმარი ირანელ ხალხს, მეგობარ ებრაელ ხალხს, სრული სოლიდარობა ყურის არაბულ ქვეყნებს, გამორჩეულ პარტნიორებს

გია აბაშიძე

გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება რადიკალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მთავრობამ, მხოლოდ ირანს მიუსამძიმრა.

აბაშიძის შეფასებით, „ნაცბაბლში“ სრული სიბნელეა, ეწევიან სამარცხვინო მანიპულაცია-დეზინფორმაციას. რაც დრო გადის, მით უფრო ავლენენ საკუთარ თავს ადეპტებისთვისაც, როგორც პრეტენზიული უმეცარნი და სამაგალითოდ დასაცინნი.

„დიპლომატია უცხოა ნაცსექტისთვის, აყიყინდნენ, თითქოს ჩვენმა მთავრობამ მხოლოდ ირანს მიუსამძიმრა; განცხადებაშია - სამძიმარი ირანელ ხალხს, მეგობარ ებრაელ ხალხს, სრული სოლიდარობა ყურის არაბულ ქვეყნებს, გამორჩეულ პარტნიორებს.

თუმცა, „ნაცბაბლში“ სრული სიბნელეა, როგორც „ტვ პირველის“ ე.წ. ჟურნალისტების თავებში, თითის გაყოლებითაც ვერ კითხულობენ ტექსტებს. ეწევიან სამარცხვინო მანიპულაცია-დეზინფორმაციას. რაც დრო გადის, მით უფრო ავლენენ საკუთარ თავს ადეპტებისთვისაც, როგორც პრეტენზიული უმეცარნი და სამაგალითოდ დასაცინნი.

საქართველოს მთავრობის 2 მარტის განცხადებაში ნათქვამია:

„ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.
სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო.

საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.

გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს.

საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად“, - წერს აბაშიძე.

ყველა სიახლე

თამარ ჩიბურდანიძე

02 მარტი 2026, 14:58

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: მსოფლიოს ახალი წესრიგი დღესაც სისხლით იწერება და თუნდაც 21-ე საუკუნეში, პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ომი დიალოგით და მოლაპარაკებებით ჩაენაცვლებინათ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ომი, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, მალე არ დასრულდება.

02 მარტი 2026, 14:53

პოლიტიკა

მორიგი ფარსი ოპოზიციისგან, „ნაცმოძრაობის“ განაყოფები გაერთიანებას აანონსებენ

მორიგი ფარსი ოპოზიციისგან. „ნაცმოძრაობის“ განაყოფები გაერთიანებას აანონსებენ. ამ ერთობას კი, როგორც ცნობილია, ოფიციალურად არ უერთდებიან „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრები, „ლელო“ და გახარიას პარტია.

ნინო წილოსანი

02 მარტი 2026, 14:46

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: თუ ორი კვირის წინ ოპოზიციას პულსი არ ესინჯებოდა, „იმედზე“ და POSTV-ზე თავდასხმამ მათ საშუალება მისცა რაღაც ახალი დღის წესრიგი შემოგვთავაზონ

თუ ორი კვირის წინ ოპოზიციას პულსი არ ესინჯებოდა, „იმედზე“ და POSTV-ზე თავდასხმამ მათ საშუალება მისცა რაღაც ახალი დღის წესრიგი შემოგვთავაზონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“.

02 მარტი 2026, 14:45

ეკონომიკა

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიას შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ბექა ძამაშვილი

02 მარტი 2026, 14:44

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: საუბარია მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში ელემენტარული სტანდარტია, რომ პოლიტიკური ორგანო არ უნდა იღებდეს ამ გადაწყვეტილებას და მინიმუმ სასამართლო ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს

საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე. ყველა ასეთ შემთხვევაში ელემენტარული სტანდარტი არის, რომ პოლიტიკური ორგანო არ უნდა იღებდეს ამ გადაწყვეტილებას და მინიმუმ სასამართლო ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

02 მარტი 2026, 14:44

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი ირანში კრიზისის ხანგრძლივი მოგვარების ერთადერთ გზად დიპლომატიას მიიჩნევს

„ეს ნიშნავს ირანისთვის სანდო გარდამავალ პერიოდს, როგორც ბირთვული, ისე ბალისტიკური პროგრამების საბოლოო შეწყვეტას და რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების დასრულებას“, - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.

ბექა ძამაშვილი

02 მარტი 2026, 14:42

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: გადაწყვეტილების მიმღებს საერთოდ არ სურდა რაიმეს დასაბუთება, პირიქით, შეიძლება მიზანიც ეს იყო - ეჩვენებინა, რომ მათ ასე სურთ და ასე გადაწყვიტეს

გადაწყვეტილების მიმღებს საერთოდ არ სურდა რაიმეს დასაბუთება, პირიქით, შეიძლება მიზანიც ეს იყო, რომ ეჩვენებინა, რომ მათ ასე სურთ და ასე გადაწყვიტეს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

02 მარტი 2026, 14:42

სამართალი

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ახალაიას ბრალად ედება ოთხი ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თენგიზ შარმანაშვილი

02 მარტი 2026, 14:38

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი სააკაშვილზე: მისი გაუაზრებელი ნაბიჯების გამო საქართველომ „ეს ხმა ტკბილი“ უკვე მოისმინა 2008 წელს. ახლა რას ამბობს, რომ რაღაც აფეთქებები უნდა მოხდეს უცხო ქვეყნის საჰაერო ძალებიდან და ამის ხმის გაგონება უნდა?

მისი გაუაზრებელი ნაბიჯების გამო საქართველომ „ეს ხმა ტკბილი“ უკვე მოისმინა 2008 წელს, - ასე აფასებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, „დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“.

02 მარტი 2026, 14:38

საზოგადოება

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი 2026 წლის აპრილსა და მაისში გაიმართება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივის ყოველწლიურ საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. სკოლის მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაცია 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, - ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

02 მარტი 2026, 14:37

სამართალი

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა.

ბექა ძამაშვილი

02 მარტი 2026, 14:37

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: მიზეზი, რაც დასახელდა არის ის, რომ თვითონ ბრიტანეთს კი არ შეუქმნა დისკომფორტი, საუბარია მესამე სახელმწიფოზე. ეს ფაქტორიც საკმარისია, რომ გვეთქვა, რამდენად სამართლებრივი სივრციდანაა გასული ეს გადაწყვეტილება

მიზეზი, რაც დასახელებულია არის ის, რომ თვითონ გაერთიანებულ სამეფოს კი არ შეუქმნა, რაღაც დისკომფორტი, საუბარი არის საერთოდ მესამე სახელმწიფოზე. ცალკე აღებული ეს ფაქტორები იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ გვეთქვა, რამდენად სამართლებრივი სივრციდან გასულია ეს გადაწყვეტილება, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

რატი იონათამიშვილი

02 მარტი 2026, 14:35

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: სააკაშვილს აინტერესებს ერთადერთი რაღაც - შური იძიოს ქართველ ხალხზე, ვინც მას მტკიცედ უთხრა უარი 2012 წელს და მას და მის კრიმინალურ ბანდას ხელისუფლებაში არასდროს დააბრუნებს

აინტერესებს ერთადერთი რაღაც - შური იძიოს ქართველ ხალხზე, ვინც მას მტკიცედ უთხრა უარი 2012 წელს და მას და მის კრიმინალურ ბანდას ხელისუფლებაში არასდროს დააბრუნებს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მისამართით.

არჩილ გორდულაძე

02 მარტი 2026, 14:33

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორც ისჯება გადატრიალების მოწყობა, მოწოდება ხელისუფლების დამხობისთვის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ექსტრემიზმის გაღვივება, რევოლუციური მოვლენებისათვის ნოყიერი ნიადაგის შექმნა გახდეს დასჯადი ქმედება

ვრცელდება იმ ადამიანებზე და იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში უცხოური გავლენის გატარებით აგენტურა ხელისუფლებაში მოიყვანონ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ

02 მარტი 2026, 14:31

მსოფლიო

ისრაელი ირანის დაზვერვის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციის შესახებ იუწყება

განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ როგორ, როდის ან სად მოხდა მათი ლიკვიდაცია. ასევე ნათქვამია, რომ „ცოტა ხნის წინ“ დარტყმა განხორციელდა ირანის დაზვერვის სამინისტროს შტაბ-ბინაზე თეირანში.

ბექა ძამაშვილი

02 მარტი 2026, 14:31

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: მედიის შეზღუდვის მცდელობა არის სხვა სახელმწიფოში. ანუ ერთი სახელმწიფო წყვეტს, რომ სხვა სახელმწიფოში მოქმედი მედიასაშუალება შეიზღუდოს. ეს რა თქმა უნდა უნიკალური შემთხვევაა

ამ შემთხვევაში მედიის შეზღუდვის მცდელობა არის სხვა სახელმწიფოში. ანუ ერთი სახელმწიფო წყვეტს, რომ სხვა სახელმწიფოში მოქმედი მედიასაშუალება შეიზღუდოს. ეს რა თქმა უნდა უნიკალური შემთხვევა არის, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

თენგიზ შარმანაშვილი

02 მარტი 2026, 14:30

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: შემოვლითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, გადაარეგისტრირეს ესტონეთში თავისი მდიდარი ენჯეო ორგანიზაციები და დაგეგმეს საქართველოში თანხების ფარული შემოტანა

შემოვლითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს, გადაარეგისტრირეს ესტონეთში თავისი მდიდარი ენჯეო ორგანიზაციები და დაგეგმეს საქართველოში თანხების ფარული შემოტანა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გრანტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.

ბექა ძამაშვილი

02 მარტი 2026, 14:28

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილება მინიმუმ ისე მაინც უნდა იყოს დასაბუთებული, რომ მისი ადრესატი ხვდებოდეს, რამ გამოიწვია კონკრეტული სანქცია. მინიმუმ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს, მინიმუმ უნდა იცოდეთ კონკრეტულად, რომელ სიუჟეტზე გედავებიან

ეს გადაწყვეტილება სამართლებრივი სივრციდან არის გასული, - ასეთია იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის შეფასება, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

ირაკლი ფავლენიშვილი

02 მარტი 2026, 14:22

პოლიტიკა

ფავლენიშვილი: ყოველდღიურად მისვამთ ხოლმე კითხვას, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა, გლობალური ომის პარტია როგორ ცდილობს ომების გაჩაღებას. ამ ნარატივის გავრცელების გამო მოხდა თქვენი დასანქცირება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ და POSTV-ს განუმარტა, რატომ დაასანქცირა ისინი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ.

არჩილ გორდულაძე

02 მარტი 2026, 14:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ეს არ არის სანქცია, ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე. ეს არის თავდასხმა ასეულობით ათას მაყურებელზე, რომელსაც შეურაცხყოფას აყენებენ, თითქოს მათ არ იციან რას უსმენენ და არ შეუძლიათ გამოიტანონ თვითონვე დასკვნები

ეს არ არის სანქცია, ეს არის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების ფეხქვეშ გათელვის მცდელობა, - განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.