05 მარტი 2026, 11:18 / სანდო წყარო

კახა კალაძე თინა ხიდაშელზე: ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ

კახა კალაძე

კახა კალაძე

ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ზუსტად ეს ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ - ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასეთი განცხადებების ავტორები ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეული, რასაც რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„არ ვიცი, ეს ხიდაშელი იქნება თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული და რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, შენი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა, ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ არც სამშობლო გააჩნიათ და არც ღირებულებები. ისინი არიან სხვა ქვეყნის სამსახურში დაქირავებული ადამიანები, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

05 მარტი 2026, 12:58

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნახიჩევანის აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

05 მარტი 2026, 12:56

მსოფლიო

The Guardian: აშშ-ის ჯარისკაცებს უთხრეს, რომ ირანთან ომი „ღვთაებრივი გეგმის ნაწილია“ და ტრამპმა ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის არმაგედონი უნდა გამოიწვიოს

„მეთაურმა მოგვთხოვა, გვეთქვა ჩვენი ჯარებისთვის, რომ ეს „უფლის ღვთაებრივი გეგმის ნაწილი“ იყო და მოიხსენია „გამოცხადების“ წიგნიდან მრავალი ციტატა, რომლებიც არმაგედონსა და იესო ქრისტეს გარდაუვალ დაბრუნებას ეხებოდა. მან თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იესოსგან მირონცხებულია, რათა ირანში არმაგედონის გამოწვევისა და დედამიწაზე მისი დაბრუნების აღსანიშნავად სიგნალის ცეცხლი აანთოს“, - დასძინა ოფიცერმა.

მოჯთაბა დემირჩილუ

05 მარტი 2026, 12:55

მსოფლიო

მედია: აზერბაიჯანში ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში მოჯთაბა დემირჩილუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით Report ავრცელებს.

05 მარტი 2026, 12:53

ეკონომიკა

ბერეკაშვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს: გვინდა, სწორად გვესმოდეს, რა იწვევს ასეთ მაღალ ფასნამატს თქვენს რგოლში - ჩვენი მიზანია, სწორი ინსტრუმენტების დანერგვით, გავაჯანსაღოთ სექტორში ურთიერთობები

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრები, სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურას, ფასწარმოქმნის ჯაჭვს და სექტორის საოპერაციო ხარჯებს, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.

შოთა ბერეკაშვილი

05 მარტი 2026, 12:39

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო შევქმნათ, სადაც ურთიერთობები იქნება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენცია იქნება ჯანსაღი - ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი

ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც იმ სამ მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს, რაც ჩვენ დავინახეთ. პირველი, ეს არის, რომ სექტორში არ არის სათანადო გამჭვირვალობა. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც იწვევს მეორე პრობლემას, რადგანაც არ არის გამჭვირვალობა, ბიზნესი ვერ გეგმავს ხანგრძლივ პერიოდში და არ გააჩნია პროგნოზირებადობის სათანადო საშუალება, რაც თავის მხრივ, კიდევ დამატებით ხარჯებს იწვევს, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

05 მარტი 2026, 12:31

მსოფლიო

მედია: ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტი უპილოტო საფრენი აპარატით დაბომბა

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

05 მარტი 2026, 12:24

საზოგადოება

9-16 მარტს, თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიმართება

9-16 მარტს, თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

ნათია თურნავა

05 მარტი 2026, 12:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველოს ბანკის საერთაშორისო აღიარება ხაზს უსვამს, რომ ქართული საბანკო სისტემა დღეს მყარი, საიმედო და ინოვაციების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში

საქართველოს ეროვნული ბანკი ულოცავს საბანკო სექტორში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას „საქართველოს ბანკს“ კაპიტალის ბაზარზე ხარისხის, მასშტაბისა და მდგრადობის აღიარებას.

05 მარტი 2026, 12:12

ტექნოლოგიები

Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარისკენ აპრილში გაემგზავრება🚀

NASA-ს მისია Artemis II აპრილში მთვარისკენ გასაფრენად ემზადება. ინჟინრებმა წარმატებით აღმოფხვრეს ჰელიუმთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის გამოც რაკეტის გაშვება გეგმის მიხედვით ვერ მოხერხდა. საუბარია კომპანია Boeing-ის მიერ აგებულ რაკეტაზე Space Launch System (SLS).

05 მარტი 2026, 12:09

ეკონომიკა

მეფუტკრეობის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ლაშა ავალიანმა და ლაშა დოლიძემ მეფუტკრეობის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კაია კალასი

05 მარტი 2026, 11:58

მსოფლიო

კაია კალასი: არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, არსებობს რისკი, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარება კონტროლიდან გავიდეს.

05 მარტი 2026, 11:55

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად საოჯახო სამხატვრო გალერეაში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმე ქალებს შეხვდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

კახა კალაძე

05 მარტი 2026, 11:51

სპორტი

კახა კალაძე პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე: ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველა საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვანია, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ისინი

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მონაწილეობას.

05 მარტი 2026, 11:43

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მარიამ ლაშხი, ლიკა შარტავა და ეკა სეფაშვილი კონგრესმენ ენდი ოგლსს შეხვდნენ.

მარკ რუტე

05 მარტი 2026, 11:43

მსოფლიო

მარკ რუტეს განცხადებით, ნატო ირანის წინააღმდეგ ოპერაციაში ჩართული არ არის, თუმცა ტრამპის მოქმედებას მხარს უჭერს

ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის მიმართ, რომლის მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებაა.

დავით ქართველიშვილი

05 მარტი 2026, 11:38

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოში „ტერორისტული სტრუქტურების“ არარსებობის შემთხვევაში დგება პასუხისმგებლობის საკითხი დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას, „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

05 მარტი 2026, 11:33

პოლიტიკა

თბილისის ზღვის მიმდებარედ რეკრეაციული და გასართობი სივრცის მოწყობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიას, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და ბრიტანულ საკონსულტაციო კომპანია Leisure Development Partners-ს (LDP) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმების საგანია თბილისის ზღვის არეალში გასართობ-სარეკრეაციო თემატური სივრცის შექმნა.

დიმიტრი ხუნდაძე

05 მარტი 2026, 11:30

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მცხეთის მუნიციპალიტეტს საკმაოდ კარგი გამოცდილება და ძლიერი ბიუჯეტი აქვს. საჭიროა მისი ეფექტური განკარგვა, აქტიური მუშაობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება

ვიზიარებ მოქალაქეების უკმაყოფილებას მცხეთის მუნიციპალიტეტში დაგროვილი პრობლემების მიმართ, რაც განსაკუთრებით თვალში საცემია ბოლო თვეების განმავლობაში, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე და მცხეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე.

05 მარტი 2026, 11:24

პოლიტიკა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად მორიგი უსაფუძვლო ბრალდება საქართველოს მიმართ - ეკა გიგაური აზიარებს სტატიას „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ - სტატია სათაურით „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“ The Hill-ში გამოქვეყნდა

შოთა ბერეკაშვილი

05 მარტი 2026, 11:20

პოლიტიკა

შოთა ბერეკაშვილი ფასების დარეგულირებაზე: ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ

ამ ეტაპზე პროცესი მიდის ძალიან კარგად და ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ არსებითად მნიშვნელოვან შედეგზე გავალთ, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.