The Wall Street Journal: სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა
ფოტო: Patrick Wack/Inland
სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.
„ევროპის მთავრობები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან. ახლახან გამოქვეყნებული სამხედრო სიმულაცია მიუთითებს, რომ ისინი ამისთვის მზად არ არიან. ევროპელი პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროს ლიდერების თქმით, ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსეთის შეჭრის ან პირდაპირი ინტერვენციის ალბათობა გაიზარდა. ამის მიზეზად ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპს შორის გრენლანდიის, უკრაინის, ვაჭრობისა და სხვა საკითხების გამო წარმოქმნილი დაძაბულობა სახელდება. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადავიდა და ეროვნულ რესურსებს შეიარაღების პროგრამასა და სამხედრო მობილიზაციაზე მიმართავს, რაც ბევრად აღემატება უკრაინის კამპანიისთვის საჭირო მოთხოვნებს. მთავარი კითხვაა: რამდენად მალე? ადრე ბერლინსა და სხვა დედაქალაქებში მიიჩნევდნენ, რომ რუსეთი ნატოსთვის საფრთხის შექმნას დაახლოებით 2029 წლამდე ვერ შეძლებდა. ახლა სულ უფრო მეტად თანხმდებიან იმაზე, რომ მსგავსი კრიზისი შესაძლოა გაცილებით ადრე დადგეს - მანამ, სანამ ევროპა, რომელიც თავდაცვაში საკუთარ ინვესტიციებს ზრდის, საპასუხო დარტყმისთვის მზად იქნება“, - აღნიშნულია სტატიაში.
„ჩვენი შეფასებით, რუსეთი შეძლებს დიდი რაოდენობით ჯარების გადასროლას ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა ინტერვიუში. „ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი უკვე ზრდიან თავიანთ სტრატეგიულ მარაგებს და აფართოებენ სამხედრო წარმომადგენლობასა და რესურსებს ნატოს საზღვრების გასწვრივ“.
„შფოთვა ჩემს ქვეყანაში ძალიან თვალსაჩინოა, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ თავდაცვისთვის ვემზადებით“, - განაცხადა ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, დეივიდას მატულიონისმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ-სა და ნატოს სხვა მოკავშირეებისგან დახმარებას ელოდება, ქვეყნის საკუთარი ჯარების სათანადოდ არშეფასება არ შეიძლება: „ისინი აუცილებლად იბრძოლებენ, დამხმარე ძალების მოსვლამდეც კი“.
სამხედრო სიმულაცია, რომელმაც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრის მოდელირება მოახდინა, გაზეთ Die Welt-ის მიერ, გერმანიის შეიარაღებული ძალების ჰელმუტ შმიდტის სახელობის უნივერსიტეტის ცენტრთან ერთად დეკემბერში მოეწყო.
იგი ევროპის უსაფრთხოების წრეებში ცხარე განხილვის საგნად იქცა ჯერ კიდევ მანამ, სანამ გაზეთი მის შედეგებს ხუთშაბათს გამოაქვეყნებდა.
სწავლებაში მონაწილეობდა გერმანიისა და ნატოს 16 ყოფილი მაღალჩინოსანი, კანონმდებელი და უსაფრთხოების წამყვანი ექსპერტი, რომლებიც 2026 წლის ოქტომბრისთვის გათვლილ სცენარს ათამაშებდნენ.
სიმულაციის მიხედვით, რუსეთმა კალინინგრადში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიყენა საბაბად, რათა დაეკავებინა ლიეტუვის ქალაქი მარიამპოლე - სტრატეგიული გზაჯვარედინი რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებულ ვიწრო გასასვლელში.
რუსეთის მიერ შეჭრის წარმოჩენა „ჰუმანიტარულ მისიად“ საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ აშშ-ს უარი ეთქვა ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედებაზე, რომელიც მოკავშირეების დახმარებას ითვალისწინებს.
გერმანიამ გაუბედაობა გამოიჩინა, ხოლო პოლონეთმა, მობილიზაციის მიუხედავად, ჯარები ლიეტუვის საზღვარზე არ გადაისროლა. ლიეტუვაში უკვე დისლოცირებულმა გერმანულმა ბრიგადამ ვერ შეძლო ჩარევა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ რუსეთმა დრონების მეშვეობით დანაღმა ბაზიდან გამომავალი გზები.
„შეკავება დამოკიდებულია არა მხოლოდ შესაძლებლობებზე, არამედ იმაზეც, თუ რას ფიქრობს მტერი ჩვენს ნებაზე. ამ სიმულაციაში მე და ჩემმა „რუსმა კოლეგებმა“ ვიცოდით: გერმანია მერყეობას გამოიჩენდა. და ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა“, - განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა, ფრანც-სტეფან გადიმ, რომელიც თამაშში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის როლს ასრულებდა.
სიმულაციაში, ამერიკის ლიდერობის არარსებობის პირობებში, რუსეთმა სულ რაღაც რამდენიმე დღეში მოახერხა ნატოს ავტორიტეტის განადგურება და ბალტიისპირეთზე დომინაციის დამყარება, რისთვისაც მან თავდაპირველად მხოლოდ 15 000-მდე ჯარისკაცი გამოიყენა.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.
03 აპრილი 2026, 20:37
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: გაფართოებულ კრებაზე, დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. ყველა ეპარქიიდან წარმოდგენილი იქნებიან, ოღონდ არა ხმის უფლებით
გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან, - განუცხადა საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).
03 აპრილი 2026, 20:29
მსოფლიო
Fox News: დონალდ ტრამპს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ
Fox News-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარასკევს მიაწოდეს ოპერატიული ცნობა ირანის ტერიტორიაზე აშშ-ის F-15 ტიპის გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ.
03 აპრილი 2026, 20:21
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო დოკუმენტი - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“ - ვებგვერდზე https://www.naec.ge/#/ge/post/3538 გამოაქვეყნა.
03 აპრილი 2026, 20:12
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა
აშშ-ის იმ გამანადგურებლის ეკიპაჟის ორი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს, ამერიკულმა სპეცრაზმმა იპოვა და გადაარჩინა, მეორე წევრის ძებნა კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ს ისრაელელმა მაღალჩინოსანმა და სიტუაციაში ჩახედულმა მეორე წყარომ განუცხადეს.
03 აპრილი 2026, 20:10
პოლიტიკა
მნიშვნელოვანია, ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველ გუნდში იმასაც აღნიშნავენ, რომ მცდელობები უკვე ჩანს.
03 აპრილი 2026, 20:04
საზოგადოება
პატრიარქის ასარჩევად გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მანამდე სინოდის სხდომა კიდევ ერთხელ თარიღსა და კანდიდატებთან დაკავშირებით შედგება.
03 აპრილი 2026, 19:52
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - გამანადგურებლის ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ირანის თავზე ამერიკული F-15E ჩამოაგდეს და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 19:37
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიენმა აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ „უკანონო“ უწოდა და განაცხადა, რომ ომმა შეაფერხა ჰორმუზის სრუტის ნაოსნობის ხაზი.
03 აპრილი 2026, 19:25
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელდ გთავაზობთ.
03 აპრილი 2026, 19:16
სპორტი
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება
სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ფესტივალის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრეზენტაციას მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრეს.
03 აპრილი 2026, 19:07
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ჩვენ გავაგრძელებთ ირანის განადგურებას
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ირანზე დარტყმებს გააგრძელებს.
03 აპრილი 2026, 18:58
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე: ყოველთვის მზად ვართ, სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში
გაეროს რეზოლუციით დღეს აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე. როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლება, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, ყოველთვის მზად ვართ სისტემურად, ინკლუზიურად ვიყოთ ჩართული აუტიზმის მქონე ადამიანების უნარების რეალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართულ ღონისძიებებში, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ საკანონმდებლო ორგანოს 2 აპრილის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


