Politico: ნატოს საწარმოო პოტენციალი, უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით, სირთულეებს განიცდის
ფოტო: Getty Images
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, როცა გასული წლის ზაფხულში ნატომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარებული პროცედურა აამოქმედა, ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო, რადგან აშშ კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას ამცირებდა.
მაგრამ შვიდი თვის შემდეგ უკრაინა იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, როგორც აშშ და მისი პარტნიორები ოთხი წლის წინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა: მრეწველობამ სათანადოდ ვერ ააჩქარა სამხედრო წარმოება, რათა კიევის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საჭიროებები დაეკმაყოფილებინა.
უკრაინის მოკავშირეებმა PURL-ის მექანიზმი აამუშავეს, რომლის მეშვეობითაც ევროპელები კიევისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ. თეორიულად, როგორც Politico წერს, ამ მექანიზმმა უკრაინას საშუალება უნდა მისცეს ამერიკული იარაღი დაუბრკოლებლად მიიღოს.
თუმცა, მაგალითად, Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, კვლავ დეფიციტშია. ჩინოვნიკები ევროპიდან და უკრაინიდან შექმნილ ვითარებაში ბრალს სდებენ იმ გარემოებას, რომ ამერიკული მრეწველობა ნელა მუშაობს.
„ეს ყველაში იმედგაცრუებას იწვევს. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ამერიკას კარგს არაფერს უქადის, რადგან, როგორც ჩანს, რამის შეცვლა არ შეგვიძლია. უნდა გავიღვიძოთ“, - ციტირებს Politico ერთ-ერთი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის თანაშემწეს.
იმ დროს, როცა ევროპა აშშ-ის გარეშე ახალი ცხოვრების დაწყებაზე ფიქრობს, უახლოეს მომავალში უკრაინის საჭიროებების თვალსაზრისით ის მაინც ვაშინგტონზე არის დამოკიდებული, წერს გამოცემა.
„დღეს სამხედრო წარმოებას სწრაფი და ეკონომიური წარმადობის ამოცანა აქვს მოსაგვარებელი. არავის სურს ტყუილად ფულის ფლანგვა ან კიდევ 10 წელი ელოდოს. ჩვენ არ გვაქვს 10 წელი“, - ციტირებს Politico ფინეთის თავდაცვის მინისტრს, ანტი ჰაკიანენს.
ყველა სიახლე
28 თებერვალი 2026, 11:17
სამართალი
სამართალდამცველებმა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამინსიტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდა, თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.
28 თებერვალი 2026, 11:13
საზოგადოება
28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას შეახსენებს, რომ 28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება.
28 თებერვალი 2026, 11:12
პოლიტიკა
პრემიერი: ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო დებატებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. იგი აღნიშნავს, რომ ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ დერბატების ჩაშლის კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ.
28 თებერვალი 2026, 11:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით - 1979 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.
28 თებერვალი 2026, 11:08
სამართალი
აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული ლ.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს.
28 თებერვალი 2026, 11:05
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების სამსახური: ირანზე თავდასხმა აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციაა
ისრაელის მხრიდან ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი ოპერაციაა. ინფორმაციას ისრაელური მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 11:04
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. .
28 თებერვალი 2026, 10:49
მსოფლიო
მედია: ირანზე ისრაელის თავდასხმის მიზანი, შესაძლოა, პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის ლიკვიდაცია იყოს
ისრაელური წყაროების ცნობით, ირანზე თავდასხმის მიზანს, შესაძლოა, ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ლიკვიდაცია წარმოადგენდა.
28 თებერვალი 2026, 10:47
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გამოყენების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადების და სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
28 თებერვალი 2026, 10:38
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე: სახალხო დამცველი რატომ დუმს, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას
დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოს ტვ“-ს დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ და სახალხო დამცველს საჯარო განმარტებისკენ მოუწოდა.
28 თებერვალი 2026, 10:30
საზოგადოება
მეღორეობის სექტორის განვითარების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების პერსპექტივები, დარგში არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მექანიზმები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე, ბაზრის უზრუნველყოფის საკითხებზე და იმპორტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
28 თებერვალი 2026, 10:29
მსოფლიო
ისრაელმა ირანი დაბომბა
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) დილით ირანზე საჰაერო იერიში მიიტანა.
28 თებერვალი 2026, 10:20
რეგიონი
რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უკვე გაწმენდილია გზა და გუდაურამდე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგენილია.
28 თებერვალი 2026, 10:15
რეგიონი
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
28 თებერვალი 2026, 10:11
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 თებერვალს საქართველოში
28 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
28 თებერვალი 2026, 09:53
რეგიონი
ვერონა-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
28 თებერვალი 2026, 09:46
საზოგადოება
მერია: თბილისში უხვმა ნალექმა სხვადასხვა დაზიანება გამოიწვია. ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხვრას
დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
28 თებერვალი 2026, 08:48
რეგიონი
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე
28 თებერვალი 2026, 08:13
მსოფლიო
იტალია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ირანი და თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისგან.


