მაკა ბოჭორიშვილი სანქციებზე: ღიად ხდებოდა საქართველოზე ნებისმიერი მეთოდით ზეწოლის განხორციელება
მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
გადაცემა „ღამის კურიერში" სტუმრობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვრცლად ისაუბრა სანქციების, კონკრეტულად კი საქართველოს მოქალაქეების მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დაწესებული პერსონალური სანქციების შესახებ. მინისტრის თქმით, ეს საქართველოსა და მის მოქალაქეებზე ზეწოლისთვის გამოყენებული კიდევ ერთი ინსტრუმენტია.
„აქ დიპლომატიას არანაირი სივრცე არ ჰქონდა, როდესაც ღიად ხდებოდა საქართველოზე ნებისმიერი მეთოდით ზეწოლის განხორციელება. ჩვენ იმდენი უსამართლო დამოკიდებულება ვნახეთ საქართველოსთან მიმართებით, რომ პერსონალური სანქციების გამოიყენება გასაკვირი აღარ არის. ჩვენ ვნახეთ მუქარები სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით და ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. სხვადასხვა მეთოდი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაზე მოეხდინათ გარკვეული ზეწოლა და ესეც ერთგვარი შანტაჟის ფორმაა." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, მიუღებელია, როცა სანქციების დაწესების პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია ხდება, თუმცა ამ საკითხებზე უნდა გაგრძელდეს მუშაობა. მან იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული, იმისათვის, რომ ეს უსამართლო მიდგომები შეიცვალოს საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა საქართველოს მხრიდან სანქციების რეჟიმის დაცვასა და ამ კონტექსტში საქართველოს წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე.
მისი თქმით, საქართველო ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ არსებობს სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი, თუმცა მაინც მიზანმიმართულად ხდება მცდარი ნარატივების გავრცელება საქართველოს შესახებ და ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანა.
"ეს ყველაფერი დაიწყო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, როდესაც თავად ევროკავშირს არ ჰქონდა დაწესებული არანაირი სანქცია რუსეთის მიმართ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვერ და არ დავაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ, ვინაიდან ეს გავლენას ვერ მოახდენს რუსეთზე და შესაძლოა დამღუპველი შედეგი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაზე. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა არ იქნება გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად. საქართველო უნაკლოდ ასრულებს ამ პოლიტიკას, მაშინ, როდესაც თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არის გამოწვევები და ძალიან ხშირად საუბრობენ, რომ ხდება სანქციების რეჟიმის გვერდის ავლა." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 10:44
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი: 2002 წელს დაბადებული ე.შ., 1970 წელს დაბადებული ო.ო. და 1987 წელს დაბადებული მ.ა. რუსთავსა და ფონიჭალაში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:31
ტექნოლოგიები
ასტრონომებმა სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შექმნეს
ასტრონომებმა ისტორიაში სამყაროს ყველაზე დეტალური რუკა შეადგინეს. ისინი 5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცას ბნელი ენერგიის სპექტროსკოპიული ინსტრუმენტის (DESI) მეშვეობით. მონაცემები მოიცავს 47 მილიონზე მეტ გალაქტიკასა და კვაზარს, რაც თითქმის 10-ჯერ აღემატება წინა რუკების მოცულობას, იუწყება New Scientist-ი.
16 აპრილი 2026, 10:23
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია⚽
ნახევარფინალში „პსჟ“ „ბაიერნს“ დაუპირისპირდება (28 აპრილს და 6 მაისს), მეორე ფინალისტის ვინაობას კი „არსენალი“ და „ატლეტიკო“ გაარკვევენ (29 აპრილს და 5 მაისს).
16 აპრილი 2026, 10:22
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გამართულ გაეროს საერთაშორისო ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმში (2026 ECOSOC Youth Forum) მიიღო მონაწილეობა.
16 აპრილი 2026, 10:17
მსოფლიო
რუსეთმა 2024 წელს Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა და დაზარალებულებს კომპენსაციას გდაუხდის
რუსეთის ფედერაციამ 2024 წელს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი აღიარა და აპირებს, რომ დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს ფულადი კომპენსაციას გადაუხადოს, - ნათქვამია რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
16 აპრილი 2026, 10:12
ეკონომიკა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეხვედრა გაიმართა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული Result-Based Lending (RBL) პროგრამის ფარგლებში. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, საპროექტო პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
16 აპრილი 2026, 10:11
ეკონომიკა
B2B Summit by Tarifa -ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მასშტაბური საერთაშორისო სამიტი B2B Summit by Tarifa გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:08
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში კიდევ ერთი კულტურული კერა გაჩნდება, რომელიც ჩვენი ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის
რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა.
16 აპრილი 2026, 10:08
ტაბლოიდი
ვარშავაში რობოტმა ქალაქში გამოსული გარეული ღორები გაყარა
ედვარდი ჩინური წარმოების რობოტია, რომელიც პოლონეთში ორმა ადგილობრივმა IT-სპეციალისტმა ჩამოიყვანა. მოწყობილობაში ჩააშენეს ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მას დიალოგის წარმოების საშუალებას აძლევს. რობოტის მფლობელები ამბობენ, რომ მათი პროექტის მიზანია ხალხს ახალი ტექნოლოგიები გააცნონ და შეიმუშაონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მომსახურების სფეროსთვის, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და სხვა დარგებისთვის.
16 აპრილი 2026, 09:57
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში ფერმერებს საირიგაციო მომსახურების ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნეს
კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მოქმედი სახელმწიფო სუბსიდირების სქემა გააცნო.
16 აპრილი 2026, 09:52
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 09:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის განახლებისთვის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის" ეთერში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების განახლების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 09:46
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელის მხრიდან გაბუტვის პოლიტიკა უფრო მეტად არარელევანტური გახდება, ის არაფრის მომტანია ევროპისთვის - რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე კიდევ უფრო მეტად ჩანს საქართველოს საჭიროება
დღეს ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, გამოწვევებზე, მაშინ როდესაც ოფიციალური ბრიუსელის მხრიდან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან შეწყდეს პოლიტიკური დიალოგი. უკვე წელიწადზე მეტია საქართველოს ამ რეჟიმში უწევს ურთიერთობების წარმართვა. ერთი მხრივ არის ბრიუსელის გადაწყვეტილება, მეორე მხრივ კი, არსებობს რეალობა, რომელშიც საქართველო ავითარებს ურთიერთობებს ორმხრივი მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ევროპული ინტერესების გათვალისწინებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
16 აპრილი 2026, 09:34
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით. მსგავსი ტიპის შეხვედრები, ძირითადად, გამოიყენება კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
16 აპრილი 2026, 09:28
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა - 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა. ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013/ 2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.
16 აპრილი 2026, 09:24
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპმა ნიდერლანდების მეფესა და დედოფალს განუცხადა, რომ ირანში ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 აპრილს თეთრ სახლში ნიდერლანდების მეფესთან, ვილემ-ალექსანდრესთან და დედოფალთან მაქსიმასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ირანში ომის დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 09:18
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია მითი გერმანული სიზუსტის შესახებ
შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაამსხვრია Მითი გერმანული სიზუსტის შესახებ. ფაქტობრივად მეორე წელია ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.
16 აპრილი 2026, 09:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ - საქართველოს და აზერბაიჯანს, ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის მნიშვნელობა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს შორის არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას
„საქართველოს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ორივე ქვეყნისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა - საქართველოსთვის აზერბაიჯანთან ურთიერთობები აზიასთან დაკავშირებადობის კონტექსტში და აზერბაიჯანისთვის საქართველოსთან ურთიერთობები ევროპასთან დაკავშირებადობის კონტექსტში. ჩვენ, ორივე ქვეყანას ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის მნიშვნელობა ერთმანეთისთვის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ მეგობრობასა და თანამშრომლობას. ეს დამოკიდებულება აძლიერებს და აფართოებს იმ შესაძლებლობებს, რაც დგას ჩვენი რეგიონის წინაშე და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, ვინაიდან ეს საჭიროება არსებობს.“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "რუსთავის 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".
16 აპრილი 2026, 09:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 აპრილს საქართველოში
16 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.


