04 მარტი 2026, 09:20 / სანდო წყარო

აშშ-მა ოთხი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც ირანის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლნენ

აშშ-მა ოთხი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც 1 მარტს ირანის საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ოთხივე სამხედრო აიოვას შტატის აშშ-ის სარეზერვო ჯარების მოსამსახურე იყო.

დაღუპულები არიან: 35 წლის კაპიტანი, კოდი ხორკი, 42 წლის პირველი კლასის სერჟანტი, ნოა ტიეტჯენსი, 39 წლის პირველი კლასის სერჟანტი, ნიკოლ ამორი და 20 წლის სერჟანტი, დეკლან კოდი.

ცნობისთვის, 1 მარტს ირანული დრონი თავს დაესხა ქუვეითის პორტ შუაიბაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტს. თავდასხმის შედეგად ექვსი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ყველა სიახლე

ეკა სეფაშვილი

04 მარტი 2026, 10:42

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-ში გამართული შეხვედრის შესახებ: ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ე.წ. „ტრამპის სატრანზიტო გზა“ და საქართველოს გავლით არსებული სატრანზიტო გზა ერთმანეთის მეტოქეები და ალტერნატივა კი არ არის, არამედ ურთიერთშემავსებელია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან, სენატორ სტივ დეინსსთან გამართული შეხვედრის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

04 მარტი 2026, 10:37

მსოფლიო

მექსიკელი ნარკობარონი ელ მენჩო ოქროს კუბოთი დაკრძალეს

ნარკოკარტელ „ხალისკოს ახალი თაობის“ ლიკვიდირებული ხელმძღვანელის, რუბენ ოსეგერა სერვანტესის (ელ მენჩოს) ნეშტი ხალისკოს შტატის მუნიციპალიტეტ საპოპანის სასაფლაოზე ოქროს კუბოთი მიასვენეს.

04 მარტი 2026, 10:34

საზოგადოება

ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა, როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე. დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს.

04 მარტი 2026, 10:30

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

04 მარტი 2026, 10:29

სამართალი

აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული თ.ზ. ზუგდიდში დააკავეს.

04 მარტი 2026, 10:28

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1963 წელს დაბადებული ვ.ი. დააკავეს.

დავით ქართველიშვილი

04 მარტი 2026, 10:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად - ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია

მოკლული აიათოლა ათწლეულების განმავლობაში ამაგრებდა სისტემას პირადი ავტორიტეტით, რევოლუციური ბიოგრაფიითა და საზოგადოებაზე რეალური გავლენით, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ალი ხამენეის ვაჟის ირანის ახალ სულიერ ლიდერად დანიშვნის ფაქტს ეხმიანება.

04 მარტი 2026, 10:18

კულტურა

Warner Bros.-ი „სამეფო კარის თამაშების“ მოტივებზე ფილმს გადაიღებს

ფილმი მიეძღვნება ეიგონ I ტარგარიენს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „დამპყრობელი“. მოქმედება ორიგინალი სერიალის მოვლენებამდე დაახლოებით 300 წლით ადრე განვითარდება და მოგვითხრობს, თუ როგორ გააერთიანეს ეიგონმა და მისმა დებმა შვიდი სამეფო.

04 მარტი 2026, 10:17

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ირანელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

04 მარტი 2026, 10:13

რეგიონი

გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის საჯარო სკოლაში საზღვრისპირა 19 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის საჯარო სკოლაში საზღვრისპირა 19 სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

04 მარტი 2026, 10:09

საზოგადოება

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ ოთხ ქართულ სტარტაპს მიენიჭა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ ოთხ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა, რაც 0%-იან საშემოსავლო გადასახადის განაკვეთისა და სხვა შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

04 მარტი 2026, 09:48

საზოგადოება

კობა კობალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცა

სამსახურის დირექტორმა იმერეთის რეგიონში, კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შმაგი სოფრომაძის დედას, ქალბატონ ქეთოს, ვანის მუნიციპალიტეტში, შინდისის ბრძოლის გმირის, მიხეილ დვალიშვილის დედას, ქალბატონ მედეას, შემდეგ გურიაში_ ოზურგეთში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დედას, ქალბატონ ციურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, აფხაზეთის ომში დაღუპული ბესარიონ ვასაძის დედას, ქალბატონ მეგისას დედის დღე მიულოცა.

04 მარტი 2026, 09:00

მსოფლიო

აშშ-მა საუდის არაბეთსა და ომანში საელჩოების თანამშრომლებს ქვეყნების დატოვების უფლება მისცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უფლება მისცა საუდის არაბეთსა და ომანში განლაგებული ამერიკული საელჩოების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს დატოვონ აღნიშნული ქვეყნები.

04 მარტი 2026, 08:30

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებაზე: შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას

„არაფერს ისეთს არც „იმედი“ და არც POSTV-ი არ აკეთებდა, რასაც მაგალითად არ ამბობენ აშშ-ის მოქმედი მაღალჩინოსნები, ძალიან გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსები, რასაც არ ამბობს ევროკომისიის უკანასკნელი კვლევა. აქ ადგილი გვქონდა უბრალოდ ხელების გადაგრეხის მცდელობასთან. შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი თავს დაესხა საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - აღნიშნა ფაღავამ.

ლევან მაჭავარიანი

04 მარტი 2026, 08:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: „იმედი“ და POSTV საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ

„ეს მედიასაშუალებები საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ. ერთის მხრივ ეგ [დასანქცირება] ემსახურება იმას, რომ გამოათავისუფლონ ველი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის, მეორეს მხრივ, უნდათ, რომ დასაჯონ თავისუფალი მედია, სიტყვა საქართველოში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

04 მარტი 2026, 08:21

პოლიტიკა

პარლამენტი მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, მათ შორის განხილულ იქნება ცვლილებები „გრანტების შესახებ კანონში“

პარლამენტი მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს. საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნება „გრანტების შესახებ კანონში“, საქართველოს საარჩევნო კოდექსში და იურიდიული დახმარების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები.

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი

04 მარტი 2026, 08:17

პოლიტიკა

დღეს ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრაა დაგეგმილი

საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა. მხარეები ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, რეგიონულ საკითხებს, ასევე საქართველო-სომხეთის შუა დერეფნის როლს განიხილავენ. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრესკონფერენციაც გაიმართება.

04 მარტი 2026, 08:13

მსოფლიო

CNN: ისრაელმა ირანის საიდუმლო მიწისქვეშა კომპლექსზე მიიტანა იერიში

ისრაელმა საიდუმლო მიწისქვეშა კომპლექსზე მიიტანა იერიში, რომელსაც ირანელი მეცნიერები ბირთვული იარაღისთვის საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებდნენ. ინფორმაციას CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 მარტი 2026, 08:09

მსოფლიო

ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტზე საჰაერო დარტყმები განხორციელდა

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ აეროპორტის ტერიტორიიდან კვამლი ამოდის. მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ თეირანში საჰაერო დარტყმების ფართომასშტაბიანი ტალღაა.