imedi /  06 მარტი 2026, 01:52 / სანდო წყარო

The Washington Post: ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად გამანადგურებელი დანაკარგებისა

აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო კამპანიამ ირანის წინააღმდეგ გაანადგურა პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მწყობრიდან გამოიყვანა კრიტიკული სამხედრო მართვისა და კონტროლის ინფრასტრუქტურა და საბრძოლო შესაძლებლობები, ასევე დააზიანა სამოქალაქო შენობები მთელი ქვეყნის მასშტაბით, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი სტატიაში სათაურით „ირანის რეჟიმი ინარჩუნებს ძალაუფლებას, მიუხედავად გამანადგურებელი დანაკარგებისა“.

თეირანში კონფლიქტის გაფართოება, როგორც ჩანს, აფერხებს მემკვიდრის შერჩევის პროცესს მას შემდეგ, რაც უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს. ხამენეის დაკრძალვა გადაიდო მას შემდეგ, რაც ის ჯგუფი, რომელსაც მისი მემკვიდრის შერჩევა ევალებოდა, ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე გახდა. აღნიშნული თავდასხმის შემდეგ, ირანის სახელმწიფო მედიამ გამოაცხადა, რომ მომდევნო უზენაესი ლიდერის არჩევის პროცესი დისტანციურად წარიმართება.

თუმცა, ომის დაწყებიდან დაახლოებით ექვსი დღის შემდეგ, რომელმაც ახლო აღმოსავლეთის უკვე 12 ქვეყანა მოიცვა, მასშტაბურ სამხედრო ოპერაციებს საფრთხე არ შეუქმნია ირანის რეჟიმის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის - ამის შესახებ ევროპელი და არაბი მაღალჩინოსნები იტყობინებიან, რომლებიც კონფლიქტის დაწყების შემდეგ რეჟიმის მდგრადობის შესახებ მომზადებულ შეფასებებს გაეცნენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, ირანი ამ კონფლიქტისთვის მზად იყო. მართვის სტრუქტურები, რომლებიც შექმნილია იმისათვის, რომ გადაურჩეს ხელმძღვანელობის განადგურებას, როგორც ჩანს, არსებითად ხელუხლებელია.

ამან ირანს საშუალება მისცა, საპასუხო დარტყმები ისრაელის, კატარისა და ბაჰრეინის წინააღმდეგ პირველადი თავდასხმებიდან რამდენიმე საათში დაეწყო. ხოლო ქვეყნის შიგნით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ირანელები ქალაქის ქუჩებში უსაფრთხოების ძალების გაძლიერებულ ყოფნაზე იტყობინებიან, სადაც „ბასიჯის“ გასამხედროებული ფორმირებები მოტოციკლებით პატრულირებენ.

დარტყმების ინტენსივობის მიუხედავად, ამ დრომდე არ ვრცელდება ცნობები რეჟიმის რიგებში მნიშვნელოვანი დეზერტირობის ან სახალხო აჯანყებების შესახებ.

აშშ-ის დაზვერვას ასევე არ დაუფიქსირებია აჯანყებების ან დეზერტირობის ნიშნები კამპანიის პირველ დღეებში - აღნიშნულს ადასტურებს წყარო, რომელიც იცნობს ვითარებას და ანონიმურობის პირობით ისაუბრა მიმდინარე ოპერაციის აღწერისას.

ოფიციალური პირების განცხადებით, ირანის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა მდგრადი აღმოჩნდა იმ „მრავალშრიანი სისტემის“ წყალობით, რომელიც რეჟიმმა კრიზისებთან გასამკლავებლად შექმნა. ეს სისტემა გულისხმობს მართვის დეცენტრალიზაციას რამდენიმე პირის დანიშვნით, რომელთაც ნებისმიერი მოკლული საკვანძო ფიგურის დაუყოვნებლივ ჩანაცვლება შეუძლიათ.

კონფლიქტის დაწყებამდე, როგორც ერთ-ერთი არაბი მაღალჩინოსანი აცხადებს, სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეები ფიქრობდნენ, რომ ირანი გარე სამხედრო ზეწოლის მიმართ უფრო მოწყვლადი აღმოჩნდებოდა და უზენაესი ლიდერის შესაძლო მკვლელობა ადრეული გარდამტეხი მომენტი გახდებოდა, რაც რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივ მობილიზაციას გამოიწვევდა.

თუმცა, დაუნდობელი დაბომბვების კამპანიის ფონზეც კი, მმართველობის სტრუქტურა დიდწილად ხელუხლებელი დარჩა და კვლავინდებურად ახორციელებს ერთპიროვნულ კონტროლს, რამაც რეგიონში ირანის საკითხებზე მომუშავე გამოცდილი დამკვირვებლებიც კი გააოცა. ევროპელი და არაბი მაღალჩინოსნები ერთხმად აფრთხილებენ, რომ ირანის რეჟიმი კვლავ გაუმჭვირვალეა და რეჟიმის კოლაფსის წინასწარ განსაზღვრა გარედან თითქმის შეუძლებელია.

გაურკვეველია, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს ირანი წინააღმდეგობის გაწევას აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების პირობებში. მიმდინარე კვირის დასაწყისში ირანის საპასუხო დარტყმების ტემპმა იკლო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ირანს საბრძოლო მასალის მარაგი ეწურება ან მიწისქვეშა საცავებთან წვდომა შეეზღუდა. თუმცა, ხუთშაბათს ბაჰრეინის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ ირანის საპასუხო თავდასხმების მძლავრი ტალღა დაფიქსირდა. კონფლიქტის პროგრესირებასთან ერთად, როდესაც ირანის შეიარაღებული ძალები იძულებულნი ხდებიან გარემოსთან ადაპტირება მოახდინონ და ახალი გეგმები შეიმუშაონ, ქვეყნის ხელმძღვანელობის დანაკარგები შესაძლოა უფრო სერიოზული გახდეს.

ყველა სიახლე

პიტ ჰეგსეტი

06 მარტი 2026, 02:56

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა „მხოლოდ ახლა დაიწყო“ - „ჩვენი საბრძოლო მასალის მარაგები სავსეა, ჩვენი ნება კი ურყევი“

აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში სიტყვით გამოსვლისას პენტაგონის ხელმძღვანელმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ ერთპიროვნულად აკონტროლებს ირანში მიმდინარე აქტივობების განრიგს და ასე გააგრძელებს „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაღწიოს“ თავის მიზნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

06 მარტი 2026, 01:23

მსოფლიო

ზელენსკი „დრუჟბას“ ნავთობსადენზე: პირადად მე მას არ აღვადგენდი - იმიტომ, რომ ეს რუსული ნავთობია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხისტი პოზიცია დააფიქსირა ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით. მისი განცხადებით, რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენა უკრაინისთვის პრინციპულად მიუღებელია.

06 მარტი 2026, 01:10

მსოფლიო

The Wall Street Journal: გაეროს ატომური სააგენტოს დავაში, რომელიც უკრაინის ბირთვულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების საფრთხეს ეხებოდა, აშშ პირველად დადგა რუსეთისა და ჩინეთის მხარეს

ხუთშაბათს, გაეროს ატომური სააგენტოს დავაში, რომელიც უკრაინის ბირთვულ ენერგოობიექტებზე თავდასხმების საფრთხეს ეხებოდა, აშშ პირველად დადგა რუსეთისა და ჩინეთის მხარეს, რაც ვაშინგტონის მოსკოვთან მზარდ დაახლოებაზე მიუთითებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

06 მარტი 2026, 00:53

რეგიონი

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (შეზღუდული ხილვადობა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ირაკლი გოგავა

06 მარტი 2026, 00:51

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ამერიკაში მოქმედებს ერთი წესი, ის, რაც ხდება არჩევნების წელს, ყველაფერი ეხება არჩევნებს, თუ ტრამპის ეს ოპერაცია იქნება წარუმატებელი, მას ოპონენტები აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს

ამერიკაში მოქმედებს ერთი წესი, ის რაც ხდება არჩევნების წელს, ყველაფერი ეხება არჩევნებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ შეერთებულ შტატებში ნოემბერში დაგეგმილი არჩევნები მიმდინარე პროცესებზე გავლენას მოახდენს.

ირაკლი გოგავა

06 მარტი 2026, 00:49

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: დისტანციური ომით ირანის დამარცხება შეუძლებელია, ამას სჭირდება სახმელეთო ოპერაცია. ჯობია სამშვიდობო მოლაპარაკებაზე გადავიდნენ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 90 მილიონიანი ქვეყნის წაქცევა ასე იოლი არ არის

დისტანციური ომით ირანის დამარცხება შეუძლებელია. ამას სჭირდება სახმელეთო ოპერაცია. მინდა გავიხსენო მაგალითად, ერაყში საერთაშორისო კოალიციის ინტერვენცია განხორციელდა თითქმის ნახევარი მილიონი ჯარისკაცით. შეერთებულ შტატებს ახლა რეგიონში ჰყავთ 50 ათასი, ამ ოპერაციაში ჩართული. ავღანეთშიც კი, რომელიც ერაყზე და ირანზე მეტად მცირე რესურსების მქონეა, 2001 წელს განხორციელდა 200 ათასი ჯარისკაცით. შესაბამისად, შეერთებულ შტატებს არ ჰყავს იმდენი ცოცხალი ძალა რეგიონში, რომ განახორციელოს სახმელეთო ოპერაცია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

ირაკლი გოგავა

06 მარტი 2026, 00:44

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: მშვიდობა რომ გაქვს, თითქოს გგონია, რომ ეს ნაჩუქარია, ამ დროს ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამიტომ აქ არსებულ მყიფე მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთ

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს ეს ფაქტია, არის ასეთი აფორიზმი, რომ ომების ისტორია ეს ადამიანური შეცდომების ისტორია, არის მეორე აფორიზმიც რომ მშვიდობა ეს არის გამარჯვება, რომელზეც წიგნები არ იწერება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. პოლიტოლოგი არსებულ ვითარებაში საქართველოს პოზიციას იწონებს და მას მოზომილს უწოდებს.

ლევან მახაშვილი

06 მარტი 2026, 00:43

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: აშშ-სთან ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე

პოზიტიური დინამიკა ცალსახაა. საზოგადოება ხედავს უკვე რამდენიმე თვეა სხვადასხვა სექტორში, სხვადასხვა მიმართულებით პოზიტიურ დინამიკას და მიუხედავად მცდელობისა, რომ ეს პროცესი დააზიანონ და ძირშივე წარუმატებელი გახადონ, წარმატებით გავალთ ბოლომდე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

06 მარტი 2026, 00:37

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გაგვაქვსთქო ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართულებით, მოგატყუებთ

„იმდენად აღვირახსნილი კამპანია ვიხილეთ და ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატების მხრიდან, დიდი მოლოდინები გაგვაქვსთქო ამ [ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვის] მიმართულებით, მოგატყუებთ, თუმცა ჯანსაღი განვითარებები ნამდვილად არის წევრ სახელმწიფოებში. მათთან ჯანსაღი ურთიერთობები გვაქვს და ეს მარტო უნგრეთს და სლოვაკეთს არ ეხება.

ირაკლი გოგავა

06 მარტი 2026, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა

მსოფლიო ომების ეპოქაში შევიდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. მისივე თქმით, ამის მიზეზი საერთაშორისო წესრიგის მოშლაა.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 00:21

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება

ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობები გადავიდეს უფრო პოზიტიურ დინამიკაში და რეალურად დავიწყოთ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებისთვის მზადება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

აბას არაღჩი

06 მარტი 2026, 00:20

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კითხვაზე, ეშინია თუ არა აშშ-ის შესაძლო სახმელეთო ინტერვენციის: არა, ჩვენ მათ ველოდებით

ამერიკულ ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის ამერიკული ჯარების სახმელეთო ინტერვენციისთვის.

ეკა სეფაშვილი

06 მარტი 2026, 00:15

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე: საუბარი შეეხო, როგორ იცავენ ქვეყნები თავიანთ სუვერენულ უფლებებს. იმას, რომ თვითონ ხალხის მოთხოვნების შესაბამისად გადაწყვიტონ შიდა პოლიტიკური საკითხები

დღეს ოფიციალურად გაიხსნა სუვერენული ერების ალიანსის სამიტი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ აქ სხვადასხვა ერების წარმომადგენლები საუბრობდნენ სწორედ იმ ღირებულებებზე, რომელიც ასეთი ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის დაცვის გამოც საქართველო საერთაშორისო უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოექცა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

06 მარტი 2026, 00:11

მსოფლიო

Deutsche Welle: აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანია Rosneft Deutschland-ს საქმიანობის გაგრძელების უფლება ყოველგვარი ვადის შეზღუდვის გარეშე მისცა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კომპანია Rosneft Deutschland-ს, რომელიც ამჟამად გერმანიის მთავრობის მმართველობის ქვეშ იმყოფება, საქმიანობის გაგრძელების უფლება ყოველგვარი ვადის შეზღუდვის გარეშე მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ლევან მახაშვილი

06 მარტი 2026, 00:09

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ბრიუსელზე: პრეტენზიის ტონით საუბრობენ ხოლმე, ომის პარტიას რატომ ახსენებთო. ფაქტია, ერთი სული აქვთ, საქართველოს ამ პროცესებში ჩათრევას ცდილობენ

მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ ვართ საინფორმაციო ომში, ვისაც როგორ შეუძლია ამ საინფორმაციო ომში არის ჩართული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულებაზე საუბრისას. მისივე თქმით, საინფორმაციო ჰიბრიდული ომი ამ ეტაპზე ბევრ ფრონტზეა გაშლილი.

06 მარტი 2026, 00:06

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: სიმართლის მოლაპარაკე მედიები კი არ უნდა დაასანქცირონ და შეეცადონ მათ შეზღუდვას, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებები აუსრულონ და ამით შეძლებენ უკრაინის დახმარებას

სიმართლის მოლაპარაკე მედიები კი არ უნდა დაასანქცირონ და შეეცადონ მათ შეზღუდვას, ეს დაპირებები აუსრულონ და ამით შეძლებენ უკრაინის დახმარებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

ვიქტორ ორბანი

06 მარტი 2026, 00:04

მსოფლიო

ორბანი: პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩემ წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის უნგრეთს ემუქრება

პრეზიდენტ ზელენსკის მუქარები ჩემ წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის უნგრეთს ემუქრება, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

მარიამ ლაშხი

05 მარტი 2026, 23:47

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი და ხალხის ხმა გავაჟღეროთ ყველა მნიშვნელოვან წარმომადგენელთან, რაც შემდეგ გადაითარგმნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვით

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა, დაგეგმილია შეხვედრები კონგრესში, სენატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მარკუეინ მალინი

05 მარტი 2026, 23:46

მსოფლიო

ტრამპი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოკლაჰომას შტატის დიდად პატივსაცემი სენატორი, მარკუეინ მალინი გახდება შიდა უსაფრთხოების მდივანი

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოკლაჰომას შტატის დიდად პატივსაცემი სენატორი, მარკუეინ მალინი გახდება ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების მდივანი - გადაწყვეტილება ძალაში შევა 2026 წლის 31 მარტიდან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.