Al Jarida: მოჯთაბა ხამენეი სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს
მოჯთაბა ხამენეი
ფოტო: Tasnim
ირანის ახალი უზენაესი ლიდერი დაჭრის შემდეგ სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს, - იუწყება ქუვეითური გაზეთი Al Jarida.
„მოჯთაბა ხამენეი ირანზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმის პირველ დღეს დაიჭრა და სამკურნალოდ მოსკოვში, საიდუმლო რეისით მოხვდა“, - წერს გამოცემა მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, ხამენეის მოსკოვში გადაყვანა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს სატელეფონო საუბრისას პირადად შესთავაზა.
მოსკოვში ხამენეის „წარმატებული“ ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ის მკურნალობას პუტინის ერთ-ერთი რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში გადის, - ამბობს წყარო.
ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. მანამდე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მოჯთაბა ხამენეის დაჭრა და განაცხადა, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობა შეშფოთებას არ იწვევს.
ყველა სიახლე
16 მარტი 2026, 11:50
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სი ძინპინთან შეხვედრა გააუქმოს
Financial Times-თან ინტერვიუში ტრამპმა ყველას შეახსენა, რომ აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი სპარსეთის ყურის ნავთობზე.
16 მარტი 2026, 11:47
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტზე: აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან
აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტთან დაკავშირებით.
16 მარტი 2026, 11:46
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით. მეორე, ვაჭრობა დემოკრატიით, რაც უკვე გრძელდება 14 წელია
ჯერ მიჰყავთ ადამიანები დანაშაულზე, გარედან წაქეზებით და შიგნიდან დახმარებით, სწირავენ მათ ციხისთვის და შემდეგ ვაჭრობენ ამ ადამიანების ბედით, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 11:41
საზოგადოება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება
ტემპერატურის მატებასთან ერთად, მოზამთრე ფაზიდან გამოსული აზიური ფაროსანა საცხოვრებელი სახლებიდან გარეთ ინაცვლებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას იწყებს. დროული რეაგირებისა და რისკის პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
16 მარტი 2026, 11:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ მოკავშირეები აშშ-ს ჰორმუზის სრუტეში არ დაეხმარებიან, ნატოს „ძალიან ბნელი“ მომავალი ელის
„თუ პასუხი არ იქნება ან თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი იქნება ნატოს მომავლისთვის. ჩვენ ძალიან კეთილები ვიყავით. ჩვენ არ ვიყავით ვალდებულნი, დავხმარებოდით მათ უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინა ჩვენგან ათასობით მილით არის დაშორებული... მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ. ახლა ვნახოთ, დაგვეხმარებიან თუ არა ისინი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ჩვენს გვერდით იქნებიან“, - თქვა ტრამპმა.
16 მარტი 2026, 11:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სერიოზულად უნდა მივიღოთ რეკომენდაცია, როდესაც ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!
სერიოზულად უნდა მივიღოთ [რეკომენდაცია], როდესაც უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლება - ზელენსკი და სანდუ - ადამიანები, რომლებმაც პარტიები გააუქმეს თავის ქვეყანაში, ჩვენ რომ გვეუბნებიან საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოვიტანოთ სარჩელი?!, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 11:32
მსოფლიო
ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გამოსვლის რეალური საფრთხის შესახებ განაცხადა
„ნავროცკი მათი მფარველია. ევროკავშირის დაშლა სურთ: რუსეთს, ამერიკულ MAGA მოძრაობას და ევროპულ მემარჯვენე ძალებს ორბანის წინამძღოლობით“, - დაწერა ტუსკმა.
16 მარტი 2026, 11:30
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ განცხადებაზე: პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები
პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, პრობლემა ის არის, რომ ითხოვენ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ლელოს“ განცხადებას.
16 მარტი 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სანამ ბრიუსელი ნებისმიერ ფორმატში მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, მანამდე მათი არც ერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის
გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც მისი სურვილია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
16 მარტი 2026, 11:23
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული: გერმანია ჰორმუზის სრუტის კონფლიქტში მონაწილეობას არ მიიღებს
„ჩვენი მოთხოვნა ამერიკასა და ისრაელის მიმართ არის ის, რომ ვიყოთ ინფორმირებულები და გვითხრან, რა კონკრეტული მიზნები აქვთ დასახული, შემდეგ კი ჩვენთან ერთად იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ ომის დასრულება“, - დასძინა მან.
16 მარტი 2026, 11:22
ეკონომიკა
პრემიერი: სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება
სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
16 მარტი 2026, 11:18
საზოგადოება
პრემიერი: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
16 მარტი 2026, 11:17
ტაბლოიდი
რა ეცვათ ვარსკვლავებს „ოსკარის“ 2026-ის დაჯილდოების ცერემონიაზე📸ფოტოგალერეა
ლოს-ანჯელესში ოსკარით დაჯილდოების 98-ე ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა. ტრადიციულად, მათი ჩაცმულობა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
16 მარტი 2026, 11:03
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია იმართება. LIVE
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია იმართება. LIVE
16 მარტი 2026, 11:03
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: NATO კვლავ სამხედრო ალიანსია, მაგრამ დასავლეთის პოლიტიკური ერთიანობა უკვე შორს არის იმ მონოლითურობისგან, რომელიც ათი-თხუთმეტი წლის წინ ჩანდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ბოლო დებატებს, რომელშიც ოპოზიცია სვამდა კითხვას: ვის „დაურეკავს“ ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ვითარება გამწვავდა. ქართველიშვილი წერს, რომ ამ შეკითხვას სვამენ ის ადამიანები, რომელთა მმართველობის დროსაც მოხდა 2008 წლის ომი.
16 მარტი 2026, 10:54
სამართალი
რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა ქონება, მათ შორის ბინა ესპანეთში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. მასვე, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება.
16 მარტი 2026, 10:54
პოლიტიკა
მე კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები და ვადასტურებ, რომ ყულევი შეყვანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარდგენილი იყო მტკიცებულებათა პაკეტი - პეტერ ფიშერს მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარმოუდგენია
ქართული მედიასაშუალებები, მათ შორის დასანქცირებულები, მუდმივად მთხოვენ განმარტებას ჩემს განცხადებაზე სანქციების მე-20 პაკეტსა და ყულევის პორტთან დაკავშირებით. ჩემი პასუხია - ამ დეზინფორმაციაზე. შეჯამება: მე კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები და ვადასტურებ, რომ ყულევი შეყვანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარდგენილი იყო მტკიცებულებათა პაკეტი, - წერს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში.
16 მარტი 2026, 10:37
რეგიონი
გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
16 მარტი 2026, 10:37
სამართალი
პოლიციამ მარნეულში არასრულწლოვანის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
16 მარტი 2026, 10:36
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1986 წელს დაბადებული ო.თ. და 1999 წელს დაბადებული მ.გ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


