16 მარტი 2026, 11:03 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: NATO კვლავ სამხედრო ალიანსია, მაგრამ დასავლეთის პოლიტიკური ერთიანობა უკვე შორს არის იმ მონოლითურობისგან, რომელიც ათი-თხუთმეტი წლის წინ ჩანდა

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ბოლო დებატებს, რომელშიც ოპოზიცია სვამდა კითხვას: ვის „დაურეკავს“ ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ვითარება გამწვავდა. ქართველიშვილი წერს, რომ ამ შეკითხვას სვამენ ის ადამიანები, რომელთა მმართველობის დროსაც მოხდა 2008 წლის ომი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზარებს არც 2008 წლის აგვისტოს მწვავე ფაზაში არ პასუხობდა არავინ, არც რუსეთს არ დაუწესეს ერთი სანქცია მაინც და ზუსტად მაშინ დაიწერა მომავალი 1633 ევრორეზოლუციის ტექსტი, სადაც ომის დაწყება ქართველმა დეპუტატებმა საკუთარ ქვეყანას დააბრალეს“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ქართველიშვილი პარალელს ავლებს ირანში მიმდინარე მოვლენებთან. მისი სიტყვებით, ამერიკის მოკავშირე ევროპას არ უნდა კონფლიქტში ჩართვა და ამჯობინებს საკუთარი სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას. ანალიტიკოსის სიტყვებით, „NATO”-ს სამხედრო ალიანი აღარაა მონოლითური და ამერიკის „ზარებს“ ევროპა არ პასუხობს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.

„ბოლო დებატებში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლების მომხრეებს დაუსვეს "ჩამჭრელი" კითხვა: ვის დაურეკავს "ქართული ოცნება" საქართველოსთან მიმართებით სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამწვავების შემთხვევაში. ამას გვეკითხებოდნენ ადამიანები, რომელთა მმართველი პარტიის ზარებს არც 2008 წლის აგვისტოს მწვავე ფაზაში არ პასუხობდა არავინ, არც სექტემბერში ბრიუსელში საქართველოს საკითხის განხილვაზე სხდომათა დარბაზში დაუშვეს სამკაციანი ქართული დელეგაცია, არც რუსეთს დაუწესეს ერთი სანქცია მაინც და ზუსტად მაშინ დაიწერა მომავალი 1633 ევრორეზოლუციის ტექსტი, სადაც ომის დაწყება ქართველმა დეპუტატებმა საკუთარ ქვეყანას დააბრალეს.

დიდ პოლიტიკაში ასე ხდება ხოლმე, როდესაც თვით დონალდ ტრამპის ზარებსაც არ პასუხობენ მისი უახლოესი "მოკავშირეები". ვაშინგტონის პრეტენზიები ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან თავისი "ნატო"-ელი პარტნიორების მიმართ, საკმაოდ მკაცრად და ულტიმატუმის ტონით ჟღერს. ამერიკული მხარე საკითხს ასე აყენებს: თუ ევროპა ათწლეულების განმავლობაში სარგებლობდა ამერიკული სამხედრო „ქოლგით“, მაშინ იგი ვალდებულია სოლიდარობა გამოიჩინოს იმ კონფლიქტებშიც, რომლებიც ვაშინგტონისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს, რა დროსაც ნადგურდება აშშ-ს საელჩოები (პირდაპირი თავდასხმა ამერიკაზე) და იხოცებიან მისი ჯარისკაცები.

ევროპის რამდენიმე დედაქალაქის უარი ირანის კამპანიაში მონაწილეობაზე, ამერიკაში აღიქმება როგორც კოლექტიური ვალდებულებების მარშრუტით „უფასო მგზავრობის“ კლასიკური მაგალითი: ევროპელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შეერთებული შტატები, ხოლო პოლიტიკური და სამხედრო რისკების გაზიარებას პარტნიორები თავს არიდებენ. თუმცა ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი თუ გერმანია, ახლო აღმოსავლეთის ომი არა მოკავშირეობას, არამედ შიდა დესტაბილიზაციის პოტენციურ წყაროს უკავშირდება.

მილიონობით მუსლიმი მიგრანტი, რომლებმაც ევროპის ბევრ ქალაქში მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ საფრთხეებს ქმნიან, ანტი ირანულ სამხედრო ნაბიჯს მასობრივი პროტესტების, ქუჩის მობილიზაციისა და ეთნიკურ-რელიგიური დაპირისპირების რისკად აქცევს. ევროპული მთავრობები კარგად აცნობიერებენ: ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩართვა შეიძლება სწრაფად გადაიქცეს შიდა პოლიტიკურ კრიზისად. ამას ემატება ცივი სტრატეგიული გათვლაც: ამერიკისთვის ირანთან დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსისა და ისრაელის უსაფრთხოების საკითხია. ევროპის მრავალი სახელმწიფოსთვის კი ეს უცხო ომია, რომელიც მათი ლოგიკით, „NATO“-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებებში არ შედის.

აშშ-ს არც ერთი ჩამოთვლილი "მოკავშირე" არ თვლის, რომ მათი საკუთარი უსაფრთხოება პირდაპირ დამოკიდებულია თეირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაზე. ამიტომ ისინი ირჩევენ პოლიტიკურ დისტანციას, დიპლომატიურ ფორმულებსა და ჰუმანიტარულ განცხადებებს ოპერაციაში პირდაპირი მონაწილეობის ნაცვლად. ანუ, ზუსტად ისე იქცევიან, როგორც 2008 წელს საქართველოსთან მიმართებით, თუმცა ამჯერად, თვით ამერიკის მისამართით. მაგრამ ამ უარის უკან კიდევ უფრო უსიამოვნო სიმართლეც იმალება ვაშინგტონისთვის: ევროპა თანდათან იღლება ამერიკულ გეოპოლიტიკურ ავანტიურებში „უმცროსი პარტნიორის“ როლით.

ერაყის, ავღანეთისა და სხვა ახლოაღმოსავლური კრიზისების შემდეგ, ევროპული ელიტები სულ უფრო მეტად ხელმძღვანელობენ რისკების მინიმიზაციის ლოგიკით. ამ ლოგიკაში ანტი ირანულ კამპანიაში მონაწილეობა ჰგავს ნებაყოფლობით ჩართვას კონფლიქტში, რომლის შედეგებიც (ახალი მიგრაციული ტალღა, ენერგეტიკული რყევები და ქუჩის რადიკალიზაცია), პირველ რიგში, თავად ევროპას დაარტყამს. შედეგად იქმნება პარადოქსული ვითარება: ტრანსატლანტიკური კავშირი ფორმალურად შენარჩუნებულია, მაგრამ მისი სტრატეგიული შინაარსი იცვლება.

აშშ მოკავშირეებისგან მოითხოვს თავის სამხედრო-პოლიტიკურ პროექტებში ერთგულებასა და თანამონაწილეობას, ევროპა კი პასუხობს სიფრთხილითა და შიდა გათვლებით. რაც უფრო ძლიერდება ეს ინტერესთა დისბალანსი, მით უფრო ნათელი ხდება ერთი რამ: „NATO“ კვლავ სამხედრო ალიანსია, მაგრამ დასავლეთის პოლიტიკური ერთიანობა უკვე შორს არის იმ მონოლითურობისგან, რომელიც ათი-თხუთმეტი წლის წინ ჩანდა. ასე რომ, სატელეფონო ზარების მაძიებელ ოპოზიციასთან რჩევა მაქვს: აშშ-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს მიმართონ კითხვით, ევროპაში ირანთან დაკავშირებით მათ დარეკილს ვინმე პასუხობს? ვშიშობ, რომ ყურმილში ისმის: "ამჟამად აბონენტი არ პასუხობს, ან გასულია მომსახურების ზონიდან, მოგვიანებით სცადეთ"...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

შოთა ბერეკაშვილი

16 მარტი 2026, 12:50

პოლიტიკა

ბერეკაშვილი: ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება საცალო ქსელებს აქვთ, რადგან ისინი არიან საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია

უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

16 მარტი 2026, 12:47

მსოფლიო

ტრამპის განცხადების შემდეგ, ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში ომის მონაწილეებს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

„ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ დეესკალაციას“, - განაცხადა სპიკერმა

16 მარტი 2026, 12:45

საზოგადოება

აბანოს ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

16 მარტი 2026, 12:42

პოლიტიკა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის მდინარე გუმისთის სანაპიროზე მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ვეტერანებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ჟოზეპ ბორელი

16 მარტი 2026, 12:37

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ფონ დერ ლაიენი აგრძელებს თავისი უფლებამოსილების გადამეტებას. კალასმა კი უფრო მკაფიოდ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევები, რადგან ევროკავშირი კარგავს ნდობას, როდესაც საერთაშორისო ნორმებს შერჩევითად იყენებს

POLITICO-სთან საუბრისას ჟოზეპ ბორელმა, რომელიც 2019-2024 წლებში ფონ დერ ლაიენის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ „უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და არ არის გამართლებული გარდაუვალი საფრთხით, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებდნენ“.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა

„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ განცხადება. მათ შორის, ქალბატონ ბაია პატარაიას საჯარო პოსტი ჰქონდა. მან აღწერა როგორ იყო წინასწარი კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრები იყო მექანიზმთან დაკავშირებით, იქ როლები როგორ გადაინაწილეს ქვეყნებმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმზე“ საუბრისას.

კაია კალასი

16 მარტი 2026, 12:23

მსოფლიო

კაია კალასი: ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს

„ჩვენს ინტერესებშია, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩეს“, - განაცხადა კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: პოლიტპატიმრების სია რატომ არ აქვთ?! ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ტერორისტული აქტის ბრალდება რომ აქვს წარდგენილი?! ხომ ვიცით რატომ არ აკეთებენ ამ სიას

ალეკო ელისაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ამ სიაშია ტერორისტული აქტის ბრალდება რომ აქვს წარდგენილი?! ხომ ვიცით რატომ არ აკეთებენ ამ სიას. როგორც კი ერთი სახელი და გვარი მაინც გამოჩნდება, ნახავენ, რომ არსებობს დანაშაულზე მტკიცებულებები ყველასთან დაკავშირებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, შეიძლება მას ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს

ბატონი პეტერი თავს უფლებას აძლევს ისაუბროს ევროკავშირის ელჩის ნაცვლად, შეიძლება მას ჰგონია, რომ მეტი ეთქმის, ვიდრე ევროკავშირის ელჩს, მაგრამ ბატონ ჰერჩინსკის რამის თქმა თუ უნდა, იტყოდა ყველაფერს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:10

პოლიტიკა

პაპუაშვილი: შარშან მივწერე ევროკავშირის ელჩს - ფაქტები გავუზიარე, როგორ იყენებდნენ ზიზღის ენას ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები პარლამენტის წევრებზე. ვუთხარი, რომ ეს შეწყდება, თუ კი ის მკაფიო პოზიციას დაიკავებს. არც კი გამომეხმაურა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ზიზღის ენის და ძალადობის წახალისებაზე საუბრობს.

16 მარტი 2026, 12:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმზე“: თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა მოხდა თუ არა

მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული. დოკუმენტში ამბობს [ექსპერტი], რომ არის მონათხრობები. მაგალითად წერია, რომ ერთ-ერთმა პირმა გვითხრა როდესაც დამიჭირეს, პოლიციაში მიმიყვანეს, გამაშიშვლეს და იატაკზე ვიწექიო. გადაამოწმე აბა ახლა [მოხდა თუ არა], - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დავით ქაცარავა

16 მარტი 2026, 12:08

პოლიტიკა

დავით ქაცარავას თქმით, უჩა ნანუაშვილი წინასწარ დაჰპირდა, რომ „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მოწმედ გამოიკითხებოდა - ქაცარავას წამოცდენა ადასტურებს, რომ გამოსაკითხ პირთა სიას კოორდინაციას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუაშვილი უწევდა

ოპოზიციონერმა აქტივისტმა, დავით ქაცარავამ, „ტვ პირველის" ეთერში „მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მის გამოკითხვაზე ისაუბრა.

16 მარტი 2026, 12:06

მსოფლიო

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ლიმიტირებული და მიზნობრივი“ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

IDF-ის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე, ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები „მრავალ ტერორისტულ სამიზნეზე“. ოპერაციის მიზანია „წინა ხაზის თავდაცვის ზონის გაძლიერება“ და რეგიონში „ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი“.

16 მარტი 2026, 12:04

საზოგადოება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში სატყეო უბნების ადმინისტრაციები ახალ შენობებში იფუნქციონირებს. ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა დასრულებულია ცაგერში, ლენტეხსა და ონში. ამბროლაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.

დონალდ ტრამპი

16 მარტი 2026, 12:00

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩვენ დავიმახსოვრებთ, თუ ქვეყნები ჰორმუზის სრუტეში არ დაგვეხმარებიან

მან დასძინა, რომ „საინტერესო იქნება იმის ნახვა“, თუ რომელი ქვეყნები დაეხმარებიან აშშ-ს ამ საქმეში, რასაც მან „ძალიან მცირე წამოწყება“ უწოდა.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 11:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი იქნება. მეორეს მხრივ, ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის

საპარლამენტო დელეგაციის ბოლო ვიზიტი ვაშინგტონში ჩვენ გვიტოვებს იმედს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ნიშნულიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. მეორეს მხრივ, მაინც ვხედავთ გარკვეულ პასიურობას, ჩვენ მეტის მოლოდინი გვაქვს და გარკვეულწილად იმედგაცრუება არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

16 მარტი 2026, 11:53

რეგიონი

ბათუმში საზღვაო ნავსადგურის შენობაზე უნებართვოდ მიშენებული კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კიდევ ერთი უსახური და უნებართვო ობიექტის დემონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 11:52

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე - ბრიუსელმა უნდა შეცვალოს ის კურსი, რომელსაც ევროკავშირი კატასტროფისკენ მიჰყავს

ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირში წევრობაზე და არა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე და ჩვენი ძალისხმევა აქეთ არის სწორედ მიმართული, რომ ევროკავშირი არ ასცდეს ევროპულ გზას, რის საწინააღმდეგოდაც ახლა მიდის და როდესაც მოვა მომენტი ევროკავშირში წევრობისა, ჩვენ არ დაგვხვდეს იქ საბჭოთა კავშირი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

16 მარტი 2026, 11:50

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა სი ძინპინთან შეხვედრა გააუქმოს

Financial Times-თან ინტერვიუში ტრამპმა ყველას შეახსენა, რომ აშშ-ისგან განსხვავებით, ევროპა და ჩინეთი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი სპარსეთის ყურის ნავთობზე.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 11:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტზე: აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლებისგან

აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი [ექსპერტი] პირდაპირაა დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნის შემდგენელ ექსპერტთან დაკავშირებით.