16 მარტი 2026, 12:06 / სანდო წყარო

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში „ლიმიტირებული და მიზნობრივი“ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ დაიწყეს „შეზღუდული და მიზნობრივი სახმელეთო ოპერაციები „ჰეზბოლას“ ძირითადი საყრდენი პუნქტების წინააღმდეგ“.

IDF-ის განცხადებით, სამხრეთ ლიბანში ჯარების შესვლამდე, ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმები „მრავალ ტერორისტულ სამიზნეზე“. ოპერაციის მიზანია „წინა ხაზის თავდაცვის ზონის გაძლიერება“ და რეგიონში „ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი“.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ კვლავაც „მტკიცედ იმოქმედებენ“ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ.

ყველა სიახლე

დავით ქარქაშაძე

16 მარტი 2026, 13:31

საზოგადოება

„კარფურის“ გენერალური დირექტორი: საქონლის წარმოჩენის გარკვეულ საფასურს, ცხადია, იხდის დისტრიბუტორი და მწარმოებელი, რადგანაც, ეს არის ბიზნესი, რომელიც გულისხმობს საქონლის რეალიზაციას

უშუალოდ ჩვენს მომწოდებლებთან, ვინც ახდენს ამ პროდუქციის დისტრიბუციას და როგორც წესი, პროდუქციას ჩვენ ვიღებთ დისტრიბუტორისგან - მაქსიმალურად ვცდილობთ ერთობლივად, რომ ამ პროდუქციაზე მივიღოთ კომერციული პირობა, - განაცხადა „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, ფასების რეგულირების მექანიზმზე საუბრისას, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

დავით ქარქაშაძე

16 მარტი 2026, 13:29

პოლიტიკა

„კარფურის" გენერალური დირექტორი: „რიბეითებს“, ანუ ფასდათმობას ვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა გავხადოთ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი

ჩვენი კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც ცნობილია, როგორც „ქეშბექი“ - ეს არის ფასდათმობა. ფასდათმობა არსებობს ორი სახის: ეს შეიძლება აისახოს უშუალოდ პროდუქციის თვითღირებულებაში, ან ეს არ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში და წარმოჩნდება მოგება-ზარალის უწყისში ცალკე ხაზად, - განაცხადა კომპანია „კარფურის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ქარქაშაძემ, პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

დავით ჩიხელიძე

16 მარტი 2026, 13:28

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში წარმოდგენილი ანგარიში ქართული ოპოზიციისა და მათი პატრონების კოორდინაციის შედეგია და არა ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნა

დავით ქაცარავას წამოცდენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ოპოზიციის ღალატი და უცხოელებისთვის დახმარების ფაქტი. საზოგადოებამ გაიგო, როგორ ხდებოდა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სიის კოორდინაცია და ვინ იდგა ამ პროცესის უკან, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე „მოსკოვის მექანიზმთან“ დაკავშირებით.

დავით ქართველიშვილი

16 მარტი 2026, 13:27

პოლიტიკა

ქართველიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ თავისი ბუნებით არის „ეუთო“-ს ფაქტების შემსწავლელი საგანგებო პროცედურა ადამიანის უფლებების განზომილების სფეროში, და არა სერვისი იმ ოპოზიციური ქსელებისთვის, რომლებიც ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ ბრძოლას აგებენ

უპირველეს ყოვლისა - მინდა მადლობა გადავუხადო დავით ქაცარავას მისი "ფროიდისეული წამოცდენის" გამო. "ჭუტავიზიის" ეთერში მან განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი წინასწარ შეჰპირდა: „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში ის მოწმედ უნდა დაეკითხათ, თუმცა მოგვიანებით, მისი თქმით, მას აღარავინ დაკავშირებია. სწორედ ამიტომ ეს ისტორია "სპონტანური ფაქტების" შეგროვებას ნაკლებად და უფრო წინასწარ აგებულ სქემას წააგავს, სადაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო შეფასებას კი არ ელოდებოდა, არამედ თავად ამზადებდა „მოწმეებით“ გამაგრებულ არქიტექტურას - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 13:25

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

16 მარტი 2026, 13:25

საზოგადოება

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა გუმისთის ბრძოლების 33-ე წლისთავთან დაკავშირებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

16 მარტი 2026, 13:24

საზოგადოება

მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში გაიმართა

წყალტუბოში, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შემაჯამებელი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

16 მარტი 2026, 13:22

რეგიონი

გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ნინო ფოჩხუა

16 მარტი 2026, 13:01

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: ქაცარავა არც ისეთი უჭკუოა, რომ ეს უბრალოდ წამოსცდენოდა - იცის რა ოპოზიციის უუნარობა და შესაბამისად, წაგებული თამაში; თავის გადარჩენის მიზნით ტექნიკურად „ჩაუშვა“ ორგანიზატორი, ბატონი უჩა ნანუაშვილი

„ტვ პირველის“ ეთერში სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ ისაუბრა მოსკოვის მექანიზმის შესახებ და ნებით თუ უნებლიეთ გაასაჯაროვა, თუ ვინ უწევდა ორგანიზებას მოსკოვის მექანიზმს. ეს იყო უჩა ნანუაშვილი, რომელიც დაჰპირდა მას მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოსაკითხთა სიაში ჩასმას, თუმცა შემდეგ „გადააგდო“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 12:58

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა

პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

შალვა პაპუაშვილი

16 მარტი 2026, 12:57

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან

ქართული პასპორტის მქონე „ისფედის“ თანამშრომლები წერენ „დანოსებს“, ბრიტანეთის მთავრობას აბარებენ ანგარიშს, რომ ნახეთ უფროსო, „იმედი“ და POSTV არ იხურება, ვინაიდან ნახეს გამოსავალი რათა გადარჩნენ და თავი დაიცვან თქვენგან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

16 მარტი 2026, 12:55

პოლიტიკა

მაჭავარიანი: ირკვევა, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ცირკს კოორდინირებას სოროსისტი უჩა ნანუაშვილი უწევდა, ამაში მოულოდნელი არაფერია - ამდენი მოღალატეობრივი ნაბიჯით, ბოლომდე შეაძულეს თავი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას

რადიკალური ოპოზიცია და მათი მჭიდრო მოკავშირე მდიდარი ენჯეოები არიან საქართველოს მტრები. მთელი ამ წლების განმავლობაში, ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ, - წერს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, სოციალურ ქსელში.

16 მარტი 2026, 12:54

ეკონომიკა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და WTO-ს ტექნიკური მხარდაჭერით, ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კერძოდ, ანტიდემპინგური ღონისძიებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გაიმართა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, WTO-ის ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კერძოდ, ანტიდემპინგური ღონისძიებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, სასტუმრო „ბილტმორში“, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

16 მარტი 2026, 12:52

საზოგადოება

17 მარტს თბილისში დასაქმების ფესტივალი ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით, 17 მარტს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის. ლადო გუდიაშვილის 7) 17:00-19:00 სთ-ზე, ყოველწლიური დასაქმების და განათლების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება დამსაქმებლის ბრენდები აქტიური ვაკანსიებით, - ინფორმაციას HR hub–ი ვრცელებს.

დავით ქართველიშვილი

16 მარტი 2026, 12:51

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველო, შესაძლოა, დამკვიდრდეს არა მხოლოდ რეგიონულ მიმართულებად, არამედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ ტურისტულ ჰაბად ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში მიმოიხილავს ტურიზმის სფეროში პოზიტიურ პერსპექტივებს.

შოთა ბერეკაშვილი

16 მარტი 2026, 12:50

პოლიტიკა

ბერეკაშვილი: ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება საცალო ქსელებს აქვთ, რადგან ისინი არიან საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია

უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

16 მარტი 2026, 12:47

მსოფლიო

ტრამპის განცხადების შემდეგ, ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში ომის მონაწილეებს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

„ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ დეესკალაციას“, - განაცხადა სპიკერმა

16 მარტი 2026, 12:45

საზოგადოება

აბანოს ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 17 მარტს, 00:00-დან 23:00 საათამდე აბანოს ქუჩაზე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

16 მარტი 2026, 12:42

პოლიტიკა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის მდინარე გუმისთის სანაპიროზე მომხდარი ბრძოლიდან 33 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა და ვეტერანებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომართა ხსოვნას პატივი მიაგეს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ჟოზეპ ბორელი

16 მარტი 2026, 12:37

მსოფლიო

ჟოზეპ ბორელი: ფონ დერ ლაიენი აგრძელებს თავისი უფლებამოსილების გადამეტებას. კალასმა კი უფრო მკაფიოდ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევები, რადგან ევროკავშირი კარგავს ნდობას, როდესაც საერთაშორისო ნორმებს შერჩევითად იყენებს

POLITICO-სთან საუბრისას ჟოზეპ ბორელმა, რომელიც 2019-2024 წლებში ფონ დერ ლაიენის ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის ომი ირანის წინააღმდეგ „უკანონოა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და არ არის გამართლებული გარდაუვალი საფრთხით, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებდნენ“.