imedi /  17 მარტი 2026, 21:36 / სანდო წყარო

ტრამპი: სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

თეთრ სახლში ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს კირ სტარმერთან მისი ურთიერთობის შესახებ კითხვა დაუსვეს, აშშ-ის პრეზიდენტმა კი ეს შესაძლებლობა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მორიგი კრიტიკისთვის გამოიყენა, - წერს ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს გაერთიანებულ სამეფოსთან აქვს „უდიდესი გრძელვადიანი ურთიერთობა“, რომელიც „საუკეთესო უნდა იყოს“.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა „ყოველთვის საუკეთესო იყო, სანამ კირ სტარმერი გამოჩნდებოდა“.

„ის მომწონს, კარგი ადამიანია... ძალიან კარგი ადამიანია, შესანიშნავი ოჯახით, ყველაფერი იდეალურადაა“, - თქვა მან.

„მე უბრალოდ ვუთხარი: არ არის საჭირო ავიამზიდების გამოგზავნა, რამდენიმე ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდი გამომიგზავნეთ, თქვენი ავიამზიდები არ გვჭირდება, თუმცა ავიამზიდებსაც კი ის მხოლოდ მას შემდეგ გამოგზავნიდა, რაც ჩვენ, არსებითად, უკვე გავიმარჯვებდით“, - აღნიშნა მან.

„სამწუხაროდ, კირ სტარმერი უინსტონ ჩერჩილი არ არის“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი 2026, 23:12

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: მთელი გულით ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს ამ უმძიმეს დანაკარგს, რომლის მსგავსიც ჩემს სიცოცხლეში არც მახსენდება. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო. ყველას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი პატრიარქის გარეშე

სამწუხაროდ პროცესები განვითარდა ისე, რომ ძალიან სწრაფად დაეცა მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ეს დიდი ტრაგედია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან.

17 მარტი 2026, 23:10

საზოგადოება

მეუფე შიო: ეს ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე

ეს ეპოქალური ადამიანი უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

ირაკლი ჩიქოვანი

17 მარტი 2026, 23:05

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი პატრიარქზე: ეს არის დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და მართლმადიდებლური სამყაროსთვის

„თითოეული საქართველოს მოქალაქე აღვსილია იმ მადლით, რა მადლიც ჰქონდა ამ უდიდეს ადამიანს თითოეული ჩვენგანის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

17 მარტი 2026, 22:57

საზოგადოება

მეუფე შიო პატრიარქზე: ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება

ასეთი დიდი ადამიანები როდესაც გვტოვებენ, არის ასევე ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი მთელმა საქართველომ და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს.

17 მარტი 2026, 22:53

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ხვალ იქნება დასვენებული სამების ტაძარში. დეტალებია ძალიან ბევრი შესათანხმებელი და ხვალ დილიდანვე საპატრიარქოს სახელით გავაკეთებთ განცხადებას

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ბევრი დეტალია შესათანხმებელი და საპატრიარქო დილითვე გაავრცელებს განცხადებას.

17 მარტი 2026, 22:49

საზოგადოება

მეუფე შიო: მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ ღვთივგანისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ

ამ რამდენიმე წუთის წინ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, - განუცხადა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს.

ილია მეორე

17 მარტი 2026, 22:47

საზოგადოება

უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა. ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

17 მარტი 2026, 22:38

პოლიტიკა

„კავკასიის მედიცინის ცენტრში“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა

კავკასიის მედიცინის ცენტრში პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა. კლინიკაში მივიდა ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს.

გიორგი ვოლსკი

17 მარტი 2026, 21:58

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღებაზე: თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში

„თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში. თითს უქნევენ გარედან საქართველოს, თითქოს მას გარკვეული კავშირები გააჩნია დასანქცირებულ რუსეთთან და ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას. ესაა მათი მიზანი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ლევან ზალკალიანი

17 მარტი 2026, 21:27

რეგიონი

ლევან ზალკალიანი კურსებში არსებულ ვითარებაზე: სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, მოსახლეობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და ვზრუნავთ საჭიროებების მოგვარებაზე.

სტიქიის ზონა წვიმის მიუხედავად გაზრდილი არ არის, - განაცხადა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა. იგი პრობლემების მოგვარებაში ჩართულ უწყებებს მადლობას უხდის.

17 მარტი 2026, 21:12

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო.

დონალდ ტრამპი

17 მარტი 2026, 21:10

მსოფლიო

ტრამპი: ირანი გავანადგურეთ, თუმცა, თუ BBC-ს უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი თანაბარ ბრძოლას გვიწევენ - ეს „ფეიქ ნიუსია“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ სამხედრო დაპირისპირებაზე მორიგი განცხადება გააკეთა და მედია სიტუაციის არასწორ გაშუქებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა ძალებმა ირანს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს.

17 მარტი 2026, 21:10

საზოგადოება

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღესვე მერიასა და „საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.

17 მარტი 2026, 21:10

ეკონომიკა

საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე - „ProWein Dusseldorf“-ზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

გაიმართა ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, განსაკუთრებული ყურადღება კი ქვევრის ღვინოებზე გამახვილდა. „ProWein Dusseldorf“-ი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარი, ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.

17 მარტი 2026, 21:07

პოლიტიკა

ქვეყნის გარედან დაკვეთილი ერთობა - ნიკა გვარამიას აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იღებს თუ არა დავალებებს ოპოზიცია უცხოეთიდან. ოპოზიციონერი ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში დასმულ კითხვაზე, ხომ არ იყო ოპოზიციური გაერთიანება პარტნიორების დაკვეთა, დადებითად პასუხობს.

17 მარტი 2026, 21:06

რეგიონი

სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანებულა - მეწყრული პროცესები სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანებულა. მთავარანგელოზის და „ზენობნის" მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიები, ასევე კარიბჭე და გალავანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მეწყრული პროცესების დასტაბილურების შემდეგ დარგის სპეციალისტები ძეგლების მდგომარეობას დამატებით შეისწავლიან.

17 მარტი 2026, 21:05

პოლიტიკა

საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ გადაწყვეტილება ვერც ამჯერად მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სანქციებით მუქარა ბრიუსელიდან ორი კანონის გაუქმების სურვილზე გადის. ევრობიუროკრატების რიტორიკა კი ამ დრომდე ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის როლს ასრულებს.

17 მარტი 2026, 21:02

პოლიტიკა

აღქმები მტკიცებულებების ნაცვლად. ევროკომისიის პრესსპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანას ვერ ასაბუთებს.

მიზეზი ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაა, სადაც ის საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს და როგორც თავადვე ამბობს, მხოლოდ წარმოდგენებს ეყრდნობა. ბრალდებები არგუმენტების და ფაქტების გარეშე.

პაველ ჯაბლონსკი

17 მარტი 2026, 20:59

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი გრანტების შესახებ კანონის კრიტიკაზე: მე კარგად არ ვიცნობ საქართველოში არსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას - ჩვენ განვიხილეთ სისტემური პრობლემები და არა ინდივიდუალური შემთხვევები.“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტის შინაარსის შესახებ მომხსენებლებმა „ქრონიკის“ კითხვებს არ უპასუხეს. საპარლამენტო ასამბლეის სხვა წევრების თქმით კი, დოკუმენტში საუბარი არის „გრანტების შესახებ კანონზე“. „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხად, რა კონკრეტულ მაგალითებს ეფუძნება ამ თემაზე კრიტიკა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი პაველ ჯაბლონსკი ამბობს, რომ კონკრეტული მაგალითები არ ყოფილა განხილული. „შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ამიტომ განცხადებებს არ ვაკეთებთ. თქვენ ვერ გეცოდინებათ ამ შეხვედრის შესახებ“, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა საბინა კუდიჩმა. „ქრონიკის“ კითხვაზე, რა საკითხები განიხილეს საქართველოსთან დაკავშირებით, მან თქვა: „გითხარით, რომ განცხადებებს არ ვაკეთებ, მადლობა, ნახვამდის“