კუბა კვირის განმავლობაში მეორედ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ფოტო: Reuters
კუბის ენერგეტიკის სამინისტრომ შაბათს საღამოს, მთელ კუნძულზე მორიგი „ბლექაუტის“ - ელექტროენერგიის სრული გათიშვის შესახებ განაცხადა.
„ადგილობრივი დროით 18:32 საათზე ეროვნული ელექტროენერგეტიკული სისტემა სრულად გაითიშა. ამოქმედებულია მისი ფუნქციონირების აღდგენის პროტოკოლები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე 10 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე ასეთი ინციდენტია. 16 მარტს კუბაზე უკვე მოხდა ანალოგიური მასშტაბური გათიშვა და მას შემდეგ სისტემამ სტაბილიზაცია ვერ მოახერხა. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ დაწესებული საწვავის ბლოკადაა, რომელიც ქვეყანას ნავთობის იმპორტს უწყვეტს, ეს კი ელექტროსადგურების მუშაობის შესანარჩუნებლად აუცილებელია.
ყველა სიახლე
22 მარტი 2026, 12:28
საზოგადოება
ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრიდან, მრევლი მსვლელობით, სამების საკათედრო ტაძრისკენ მამა შალვასთან და სასულიერო პირებთან ერთად დაიძვრებიან
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
22 მარტი 2026, 12:27
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურება დაიწყო - მსახურებას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, მიტროპოლიტ შიოსა და წმ. სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს
მსახურებას კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს.
22 მარტი 2026, 12:10
საზოგადოება
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სამების საკათედრო ტაძარში მივიდა
კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
22 მარტი 2026, 12:06
მსოფლიო
უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს
„განვაგრძეთ შემდგომი ნაბიჯების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიდგომების შეთანხმებას პრაქტიკული შედეგებისკენ შემდგომი წინსვლისთვის“, - დაწერა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელში.
22 მარტი 2026, 11:57
საზოგადოება
სამებაში წირვაზე პატრიარქის საგალობელს „კირიელეისონ“ მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს
სამებაში წირვაზე პატრიარქის საგალობელს „კირიელეისონ“ საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს.
22 მარტი 2026, 11:54
საზოგადოება
ილია მეორის პატივსაცემად, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე კორიდორია მოწყობილი
სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პატივსაცემად, კორიდორია მოწყობილი. თავდაცვის ძალები დროშებით დგანან.
22 მარტი 2026, 11:45
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
22 მარტი 2026, 11:42
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვიდა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მსოფლიო პატრიარქს მეუფე გერასიმე, მეუფე მელქისედეკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.
22 მარტი 2026, 11:36
მსოფლიო
ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 150 ადამიანზე მეტი დაშავდა
11 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არიან ბავშვებიც. The Times of Israel-ის მონაცემებით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მინიმუმ 2 რაკეტა ვერ მოიგერია. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული კადრების მიხედვით, არადსა და დიმონაში სერიოზულადაა დაზიანებული საცხოვრებელი სახლები.
22 მარტი 2026, 11:17
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია ეწვია
22 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე, თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
22 მარტი 2026, 10:57
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძართან პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების კვლავ უწყვეტი ნაკადია
სამების საკათედრო ტაძართან პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების კვლავ უწყვეტი ნაკადია. მრევლს სამებაში მიმდინარე წირვის დროს კვლავ აქვს შესაძლებლობა, ტაძარში შევიდეს და პატრიარქს მიაგოს პატივი.
22 მარტი 2026, 10:26
საზოგადოება
ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა
ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა
22 მარტი 2026, 10:24
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ
22 მარტი 2026, 10:13
მსოფლიო
Politico: დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ირანში ომის დასრულებამდე გადაიდო
ვაშინგტონელმა ანონიმურმა დიპლომატმა, რომელიც ტრამპისა და სის სამიტის მომზადების პროცესს იცნობს, განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ მკაფიოდ მიანიშნა: ლიდერების მოლაპარაკებების ახალ თარიღებს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ შესთავაზებენ.
22 მარტი 2026, 10:11
საზოგადოება
საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება - პირდაპირი ეთერი სამების ტაძრიდან
საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს.
22 მარტი 2026, 10:09
მსოფლიო
რობერტ მიულერი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის სპეცპროკურორი იყო, გარდაიცვალა
მიულერი 2001-2013 წლებში FBI-ის (გამოძიების ფედერალური ბიუროს) ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 2017 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ის სპეციალურ პროკურორად დანიშნა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოსაძიებლად, რომელშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
22 მარტი 2026, 10:05
საზოგადოება
დეკანოზი ანთიმოზი: უდიდესია ჩვენი უწმინდესის ღვაწლი, ჩვენი ერის, ქვეყნისა და ზოგადად კაცობრიობის წინაშე
უდიდესია ჩვენი უწმინდესის ღვაწლი, ჩვენი ერის, ქვეყნის და ზოგადად კაცობრიობის წინაშე, რადგან ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს და მე მჯერა, რომ მისი ლოცვით ჩვენი ქვეყანა გადარჩება, - განაცხადა დეკანოზმა ანთიმოზმა „ქრონიკასთან“ პატრიარქზე საუბრისას.
22 მარტი 2026, 09:56
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 48 საათი მისცა
„თუ ირანი სრულად და მუქარის გარეშე არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს ამ მომენტიდან 48 საათის განმავლობაში, აშშ დარტყმას მიაყენებს და გაანადგურებს ამ ქვეყნის სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული ყველაზე დიდით!“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
22 მარტი 2026, 09:42
საზოგადოება
მოქალაქეებმა სიონის საკათედრო ტაძართან შეკრება დილიდან დაიწყეს
მიუხედავად იმისა, რომ სამების საკათედრო ტაძრიდან ფეხით მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრისკენ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს, მოქალაქეები სრულიად საქართველოს პატრიარქთან, ილია II-სთან გამოსამშვიდობებლად, სიონის ტაძარში დილიდან იკრიბებიან.


