გერმანიის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომს საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
ფოტო: Bild
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აშშ-ის ომს ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ გახდება უფრო შთამბეჭდავი იმით, თუ ჩვენ ჩავიდენთ იმას, რასაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა ჰქვია. ეს ომი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ეს თითქმის ეჭვგარეშეა“, - განაცხადა შტაინმაიერმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღდგენის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც გამოცემა იუწყება, შტაინმაიერის ეს განცხადება მკვეთრად განსხვავდება გერმანიის მთავრობის პოზიციისგან, რომელიც დღემდე თავს არიდებდა ამ ომისთვის საერთაშორისო სამართლის დარღვევა ეწოდებინა.
მისი თქმით, ირანთან ომი „პოლიტიკურად ფატალური შეცდომაა“.
„ყველაზე მეტად, რაც ჩემს იმედგაცრუებას იწვევს არის ის, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ეს არ იყო საჭირო ომი, თუ მის მიზანს ბირთვული იარაღის შექმნის გზაზე ირანისთვის დაბრკოლების შექმნა წარმოადგენს“, - დასძინა მან.
ყველა სიახლე
24 მარტი 2026, 16:51
საზოგადოება
შალვა სუთიაშვილი: არაერთხელ მომისმენია პატრიარქის ქადაგება და თხოვნა ემიგრანტებისადმი, რომ საბოლოოდ დაბრუნებულიყვნენ საქართველოში
თბილისის საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის შესახებ საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა სუთიაშვილმა ისაუბრა. მისი განცხადებით, პატრიარქის დიდი სურვილი იყო ემიგრანტები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.
24 მარტი 2026, 16:50
საზოგადოება
ზაქარია წიკლაური: პატრიარქი არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი - იგი თავად იყო უახლესი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნის თანაავტორი
პატრიარქი არ ყოფილა მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი - იგი თავად იყო უახლესი საქართველოს სახელმწიფოებრიობის შექმნის თანაავტორი. როცა ქვეყანა უღმერთობისა და შიშის ჩრდილში იყო გახვეული, როცა რწმენა დევნილი იყო და ეკლესიის კარი - ნახევრად დახშული, ზუსტად მაშინ აიღო მისმა უწმინდესობა ჯვარი და წაიყვანა ერი სიბნელიდან სინათლისკენ, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, ზაქარია წიკლაურმა, გააკეთა.
24 მარტი 2026, 16:47
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკის - „Oppenheimer“ -ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის - „Oppenheimer“-ის უფროს აღმასრულებელ ოფიცერ მაქს ლემის.
24 მარტი 2026, 16:24
საზოგადოება
მარიამ გრიგოლიშვილი: დღეს ჩვენი ერთიანობა არის ის ძალა, რომელიც ინახავს ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობას
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა მარიამ გრიგოლიშვილმა საკრებულოს სხდომაზე სრულიად საქართველოს გამოუცხადა სამძიმარი სულიერი მამის გარდაცვალების გამო.
24 მარტი 2026, 16:18
პოლიტიკა
კონსტანტინე ზარნაძე: პატრიარქის გარდაცვალება ეროვნულ ტკივილთან ერთად ყველასთვის პირად ტკივილად აღიქმება, რამაც შეძლო ჩვენი ერის გაერთიანება
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის, ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო, პატრიარქის ღვაწლის შესახებ საკუთარი მოსაზრება საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ზარნაძემ, გამოთქვა. როგორც მან განაცხადა, ამ დიდმა ტკივილმა გააერთიანა საქართველო.
24 მარტი 2026, 16:13
სამართალი
საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრისა და სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით (რომელიც თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი), უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს, ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
24 მარტი 2026, 16:11
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი: პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მოსული ხალხი იყო დასტური იმისა, რომ ეს ქვეყანა არასდროს დამარცხდება
გასული კვირა ერთის მხრივ დიდი ტრაგედიის კვირა იყო, ჩვენ დაგვტოვა ჩვენმა პატრიარქმა და მეორეს მხრივ იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ სწორად განვლილი ცხოვრების გზა რამხელა შედეგს იძლევა და როგორ აფასებს ამას ქართული საზოგადოება, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბექა დავითულიანმა გააკეთა. მ
24 მარტი 2026, 16:11
საზოგადოება
გიგლა თამაზაშვილი: მორწყვის პერიოდს ფერმერები თავად აირჩევენ, ხოლო სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა წყალსარგებლობის განრიგის დროული შეთანხმების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დროულად გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას, სისტემის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.
24 მარტი 2026, 16:09
საზოგადოება
ლევან მოსეშვილი: კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს სექტორის განვითარებას
2 ივლისიდან, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კიოლნიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს. ახალი მიმართულებით რეისებo კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად გააფართოებს საქართველოსა და გერმანიას შორის პირდაპირ საჰაერო კავშირებს.
24 მარტი 2026, 16:08
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: ძალიან ემოციური დღეები გავიარეთ. ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე
ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა, რომელიც უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა.
24 მარტი 2026, 16:07
პოლიტიკა
პარლამენტის ბიურომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
„ამ დღეებში ჩვენმა საზოგადოებამ გააცილა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ადამიანი, რომელიც ნახევარი საუკუნე იყო ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების სულიერი მამა. ადამიანი, რომლის მემკვიდრეობაც ჩვენ ამ დღეებში ხილულად ვნახეთ - ეს არის სიყვარულით გაერთიანებული ერი. ერი, რომელიც ერთი ადამიანის მიმართ და ერთი ადამიანის გავლით არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
24 მარტი 2026, 15:47
საზოგადოება
თამარ იოსელიანი: გერმანია ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით სტრატეგიული ბაზარია და მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია Eurowings-ი 2 ივლისიდან რეგულარულ რეისებს შეასრულებს კიოლნი-თბილისი-კიოლნის საჰაერო ხაზზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს კიოლნი - თბილისი - კიოლნის საჰაერო ხაზზე.
24 მარტი 2026, 15:45
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჩინეთში ონლაინ სარეკლამო კამპანია დაიწყო
სოციალურ პლატფორმებს, რომლებზეც აჭარის და ზოგადად, საქართველოს რეკლამა მიმდინარეობს, ჩინეთში ასეულობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. კერძოდ, Red Note-ს, რომელიც ჩინეთში Instagram-ის ანალოგს წარმოადგენს ყოველთვიურად 300 მილიონამდე, ხოლო Douyin (TikTok-ის ალტერნატივა) ყოველთვიურად 766 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს. 1,4 მილიარდამდე ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს WhatsApp-ის ანალოგს WeChat, 599 მილიონი მომხმარებელი კი Twitter-ის ანალოგს Weibo. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელშიც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
24 მარტი 2026, 15:44
მსოფლიო
Financial Times: აშშ ევროკავშირს აფრთხილებს, რომ დონალდ ტრამპსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება უცვლელად დაამტკიცოს
ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს აფრთხილებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება უცვლელად დაამტკიცოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
24 მარტი 2026, 15:41
საზოგადოება
ზაქარია წიკლაური: ილია მეორემ შეძლო ის, რაც ისტორიის უდიდეს მოღვაწეებსაც კი იშვიათად გამოსდით - მან გააერთიანა ერი და ბერი არა ძალით, არამედ სიყვარულით და ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, ზაქარია წიკლაურმა, საკრებულოს სხდომაზე გაიხსენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე. წიკლაურმა თქვა, რომ სწორედ ილია მეორის მუხლჩაუხრელი ბრძოლის შედეგად მოიპოვა ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია, ხოლო სახელმწიფომ - დამოუკიდებლობა. საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის უმთავრესი დამსახურება, ქართველი ერის სულის გადარჩენა იყო.
24 მარტი 2026, 15:34
საზოგადოება
გიგლა თამაზაშვილი: წვეთოვანი მორწყვის სისტემა, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, წყლის მოხმარებას ბევრად ამცირებს
„წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც გვალვა და წყლის დეფიციტი ხშირია. ამ პირობებში ფერმერებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად განიხილება წვეთოვანი მორწყვის სისტემა, რომელიც, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, წყლის მოხმარებას ბევრად ამცირებს. წვეთოვანი მორწყვა უკვე აღარ არის ინოვაცია და ხელმისაწვდომია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს ტექნოლოგია არის აუცილებელი წინაპირობა თანამედროვე სოფლის მეურნეობისთვის“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
24 მარტი 2026, 15:28
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას - „მეთადონს“, ,,ჰეროინს’’, ,,გამომშრალ მარიხუანა’’-ს ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს’’, ,,მცენარე კანაფს’’ და ,,ნედლ მარიხუანას’’. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
24 მარტი 2026, 15:18
რეგიონი
ახალციხის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალციხეში, ბექა ჯაყელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ცენტრალურ პარკთან დამაკავშირებელი ბულვარის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
24 მარტი 2026, 15:02
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო „კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში“ გამართულ პანელურ დისკუსიაში
როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამ ფაქტმა დაადასტურა ნდობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, რომლის საშუალებითაც რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შენარჩუნება.


