30 მარტი 2026, 09:42 / სანდო წყარო

ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის კუბაში მიწოდების საწინააღმდეგო არაფერი აქვს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ ტანკერი „ანატოლი კოლოდკინი“ კუბაში რუსულ ნავთობს ჩაიტანს. ამ თემაზე ის ჟურნალისტებს თვითმფრინავ Air Force One-ის ბორტზე ესაუბრა.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონი წინააღმდეგი არ არის, რომ კუბამ რუსული ნავთობი მიიღოს, რადგან მას ეს „გადასარჩენად“ სჭირდება. „თუ რომელიმე ქვეყანას ახლა კუბაში ნავთობის გაგზავნა სურს, მე ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს - იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ვინმე“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ეს ვლადიმერ პუტინს დაეხმარება, ტრამპმა უპასუხა: „ეს მას როგორ დაეხმარება? მან დაკარგა ტანკერი ნავთობით. თუ მას ან სხვა ქვეყანას ამის გაკეთება სურს, ეს მე არ მადარდებს. ამას არანაირი ეფექტი არ ექნება. კუბა დამთავრებულია, მათ ცუდი რეჟიმი და ძალიან ცუდი, კორუმპირებული ხელმძღვანელობა ჰყავთ. და მიიღებენ თუ არა ისინი ნავთობის ერთ გემს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე მირჩევნია გავატარო ის [ტანკერი], რუსული იქნება თუ სხვისი, ადამიანებს სჭირდებათ გათბობა, კონდიციონერები და სხვა ყველაფერი“.

მანამდე The New York Times-ი ​იტყობინებოდა, რომ აშშ-ის სანაპირო დაცვამ ტანკერ „ანატოლი კოლოდკინს“, რომელსაც 700 ათას ბარელზე მეტი ნავთობი გადააქვს, კუბამდე მიღწევის ნება დართო. MarineTraffic-ის მონაცემებით, 29 მარტის საღამოს ტანკერი კუბის ტერიტორიული წყლებიდან რამდენიმე მილის დაშორებით იმყოფებოდა.

„ანატოლი კოლოდკინი“ რუსული პრიმორსკიდან 9 მარტს გავიდა და დანიშნულების პუნქტად ოფიციალურად ამერიკული ქალაქი ატლანტისი მიუთითა. კუბაში ის 4 აპრილს უნდა ჩავიდეს. ვაშინგტონმა ტანკერი და მისი მფლობელი „სოვკომფლოტი“ სანქციების სიაში ჯერ კიდევ 2024 წელს შეიყვანა.

თუ რუსული ტანკერი კუბაში ჩავა, ეს იქნება ენერგომატარებლების პირველი მიწოდება კუნძულზე თითქმის ბოლო 3 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ კუბის ენერგეტიკული ბლოკადა დაიწყო. ნავთობის ის მოცულობა, რომელიც „ანატოლი კოლოდკინს“ გადააქვს, კუბას ენერგომატარებლებით რამდენიმე კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს.

აშშ, ფინანსთა სამინისტროს მოქმედი ლიცენზიის თანახმად, უშვებს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას, თუ ისინი გემებზე 12 მარტამდე აიტვირთა. ამასთანავე, მასში არის პუნქტი, რომელიც კრძალავს გარიგებებს კუბის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების მონაწილეობით.

ყველა სიახლე

30 მარტი 2026, 11:20

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

30 მარტი 2026, 11:10

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს

ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

30 მარტი 2026, 11:06

მსოფლიო

აშშ პარტნიორებთან ერთად პანამაში სამხედრო წვრთნებს ატარებს

წვრთნაში, რომელიც რეგიონში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ არის მიმართული, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, მექსიკა, სალვადორი, გვატემალა და ურუგვაი მიიღებენ მონაწილეობას.

ლადო სადღობელაშვილი

30 მარტი 2026, 11:00

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ბოკერიას ფოტოზე: თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული გიგა ბოკერია თანამოაზრეებთან ერთად? მართლმადიდებელ მრევლს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში!

აბა თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს ახალგაზრდა გიგა ბოკერია თავის თანამოაზრეებთან ერთად? არ დაგღლით მარჩიელობით და გეტყვით - მართლმადიდებელ მრევლს! მრევლს რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი და აქვეყნებს გიგა ბოკერიას ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ მას ხელში ქვები უჭირავს.

30 მარტი 2026, 10:56

საზოგადოება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძემ და სააგენტოს ვეტერინარებმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, - ინფორმციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

30 მარტი 2026, 10:49

ეკონომიკა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობით გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან გამართეს.

30 მარტი 2026, 10:49

მსოფლიო

Politico: G7-ის მინისტრები ირანში ომის ეკონომიკურ შედეგებს საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ

„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრები ორშაბათს მორიგ საგანგებო სხდომას გამართავენ. მათ უნდა განიხილონ, როგორ შეზღუდონ აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის ეკონომიკური შედეგები. კერძოდ, ისინი იმსჯელებენ ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლებაზე ან ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე.

30 მარტი 2026, 10:42

რეგიონი

რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 მარტი 2026, 10:33

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ირანიდან ნავთობის წაღება მომწონს, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ამბობს - ამას რატომ აკეთებ?

FT აღნიშნავს, რომ ტრამპის ზრახვები უნდა ითვალისწინებდეს კუნძულ ხარკის ხელში ჩაგდებას - ეს არის ჰაბი, რომლის მეშვეობითაც ირანული ნავთობის უდიდესი ნაწილის ექსპორტი ხდება. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ამ კუნძულზე თავდასხმა სარისკო იქნებოდა, რადგან ამერიკელ სამხედროებში ახალი დანაკარგების ალბათობას გაზრდიდა და გამოიწვევდა ხარჯების ზრდას და ომის გახანგრძლივებას.

გიორგი გვარაკიძე

30 მარტი 2026, 10:29

სამართალი

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი სამი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

30 მარტი 2026, 10:24

ეკონომიკა

Moody's-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's Ratings (Moody's)-მა დაასრულა საქართველოს და ემიტენტთან დაკავშირებული სხვა რეიტინგების პერიოდული გადახედვა.

დონალდ ტრამპი

30 მარტი 2026, 10:22

მსოფლიო

ტრამპი დარწმუნებულია, რომ ირანში „რეჟიმი უკვე შეიცვალა“

ამ თემაზე ტრამპმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ომის დასაწყისში და შემდგომი დარტყმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი და მრავალი სხვა მაღალჩინოსანი დაიღუპა.

30 მარტი 2026, 10:10

მსოფლიო

იტალიაში რენუარის, სეზანისა და მატისის ტილოები 3 წუთში მოიპარეს

როგორც იტალიური მედია იუწყება, მძარცველებმა ძალის გამოყენებით შეაღწიეს „შედევრების ვილის“ მთავარი კარიდან, რომელიც პარმას გარეუბანში მდებარეობს, და ნახატები შენობის პირველ სართულზე მდებარე ფრანგული დარბაზიდან გაიტაცეს.

ლევან კოჭლოშვილი

30 მარტი 2026, 10:05

საზოგადოება

ლევან კოჭლოშვილი: პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას

პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მათთან დაკავშირებული ტელევიზიებისა და „ათეისტი თეოლოგების“ განცხადებების მეშვეობით, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი წერს სოციალურ ქსელში.

30 მარტი 2026, 09:56

მსოფლიო

ფინეთის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები ჩამოვარდა

„ეს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა - ძალიან სერიოზული საქმეა. სავარაუდოდ, ეს უკრაინული დრონებია, თუმცა გარემოებები ზუსტდება და დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა ორპომ.

30 მარტი 2026, 09:32

მსოფლიო

პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჰორმუზის სრუტის გახსნის გზები განიხილეს

პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისლამაბადში გამართულ შეხვედრაზე ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებული წინადადებები განიხილეს. ერთ-ერთი მათგანი- ეგვიპტის ინიციატივა სუეცის არხის მსგავსი სატარიფო სისტემის შემოღების შესახებ, ვაშინგტონს უკვე გადაეგზავნა.

30 მარტი 2026, 09:29

მსოფლიო

პაკისტანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობის მზადყოფნა დაადასტურეს

„პაკისტანისთვის პატივი იქნება, უმასპინძლოს და ხელი შეუწყოს ორ მხარეს შორის მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში, მიმდინარე კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მიზნით“, - განაცხადა დარმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

30 მარტი 2026, 09:23

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში ე.წ. ბუფერული ზონის გაფართოების განკარგულება გასცა

„შემოჭრისა და სარაკეტო ან სატანკო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, ლიბანში არსებული უსაფრთხოების ზონის გაფართოების განკარგულება გავეცი. უნდა გვესმოდეს, რომ ნასრალამ საზღვართან ახლოს ძალები გააძლიერა და სჯეროდა, რომ მათი წყალობით გაგვანადგურებდა, მაგრამ თავად გავანადგურეთ ჰეზბოლას ათასობით მებრძოლი და 150 ათასი რაკეტა, რომლებიც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ჰეზბოლას კიდევ აქვს საშუალებები, რომ რაკეტები გვესროლოს. საფრთხის თავიდან ასაცილებლად ზომებს ვიღებთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

30 მარტი 2026, 09:15

კულტურა

„ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026"-ის ფარგლებში კონცერტები გრძელდება

„ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026"-ის ფარგლებში კონცერტები გრძელდება. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში ამჯერად კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის შემოქმედებითი საღამოს გაიმართა.