დონალდ ტრამპი: გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ირანიდან ნავთობის წაღება მომწონს, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ამბობს - ამას რატომ აკეთებ?
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „უფრო მეტად ირანში ნავთობის ხელში ჩაგდებას ამჯობინებდა“ და ეს პოტენციური ნაბიჯი ვენესუელაში არსებულ სიტუაციას შეადარა, სადაც აშშ იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ნავთობის სექტორის „განუსაზღვრელი ვადით“ გაკონტროლებას აპირებს. ამ თემაზე აშშ-ის პრეზიდენტმა Financial Times-თან ისაუბრა.
„გულახდილად რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ირანიდან ნავთობის წაღება მომწონს, მაგრამ აშშ-ში ზოგიერთი სულელი ამბობს: „ამას რატომ აკეთებ?“. თუმცა, ისინი სულელი ადამიანები არიან“, - განაცხადა ტრამპმა.
FT აღნიშნავს, რომ ტრამპის ზრახვები უნდა ითვალისწინებდეს კუნძულ ხარკის ხელში ჩაგდებას - ეს არის ჰაბი, რომლის მეშვეობითაც ირანული ნავთობის უდიდესი ნაწილის ექსპორტი ხდება. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ამ კუნძულზე თავდასხმა სარისკო იქნებოდა, რადგან ამერიკელ სამხედროებში ახალი დანაკარგების ალბათობას გაზრდიდა და გამოიწვევდა ხარჯების ზრდას და ომის გახანგრძლივებას.
„შესაძლოა, ჩვენ ჩავიგდოთ ხელში კუნძული ხარკი, შესაძლოა - არა. ჩვენ ბევრი ვარიანტი გვაქვს. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოგვიწევდა კუნძულზე გარკვეული დროით დარჩენა. არ მგონია, მათ რაიმე სახის თავდაცვა ჰქონდეთ. ჩვენ შეგვეძლო მისი ხელში ჩაგდება ძალიან მარტივად“, - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები, პაკისტანის შუამავლობით, წარმატებით მიმდინარეობს.
ტრამპმა ირანს 6 აპრილამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს შეთანხმებას ომის შეწყვეტის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ენერგეტიკულ სექტორს აშშ-ის მხრიდან დარტყმები ელოდება.
„ჩვენ დაახლოებით 3000 სამიზნე დაგვრჩა. დავბომბეთ 13 000 სამიზნე და კიდევ რამდენიმე ათასი სამიზნეა წინ. შეთანხმება შეიძლება საკმაოდ სწრაფად გაფორმდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
ყველა სიახლე
30 მარტი 2026, 11:53
პოლიტიკა
ნიკოლოზ გაბელია „სეტანტას“: რანაირად უნდა მოახერხო, რომ ყველაზე ტიტულიანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო პოსტერში! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს - ვერ იქნება ვერც ერთი თქვენი პოზიცია მართებული
როგორ და რანაირად უნდა მოახერხო რომ ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი არ მოახვედრო ამ პოსტერში! კალაძის გარეშე საქართველოს ნაკრების ისტორია უბრალოდ არ არსებობს! ტეხავს ბიძიკო, მაგრად ტეხავს ეგ ამბავი!, - ასე ეხმიანება „საზოგადოება ქართულის“ წევრი, მსახიობი, ნიკოლოზ გაბელია, „სეტანტას“ მიერ გაკეთებულ პოსტერს.
30 მარტი 2026, 11:49
ტექნოლოგიები
მისია Artemis 2 სტარტს მიმდინარე კვირას აიღებს🚀
10-დღიანი მისიის ფარგლებში 4 ასტრონავტი (აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე) მთვარეს წრეს დაარტყამს. მისიის მთავარი ამოცანაა კოსმოსური ხომალდ „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.
30 მარტი 2026, 11:45
ეკონომიკა
სოფლის განვითარების სააგენტო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას გაზრდილი ბიუჯეტით ახორციელებს
2026 წელს აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თითოეული დამზღვევისათვის სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-ს დააფინანსებს, რაც ვრცელდება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
30 მარტი 2026, 11:33
მსოფლიო
ევროპაში 12 ტონა შოკოლადი მოიპარეს🍫
Nestlé-ში მომხდარს ირონიით გამოეხმაურნენ და ბრენდის სარეკლამო სლოგანი გააშარჟეს: „ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ადამიანებს, შეესვენათ და მიერთვათ KitKat-ი, მაგრამ, როგორც ჩანს, ქურდებმა ეს ზედმეტად სიტყვასიტყვით გაიგეს“.
30 მარტი 2026, 11:24
მსოფლიო
რუსეთში აცხადებენ, რომ Puma-ს ქვეყანაში 4 სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია სურს
მათი ცნობით, სავაჭრო ნიშნების „King“, „Король“ და ბრენდული ზოლების რეგისტრაციის განაცხადები უწყებაში 27 მარტს შევიდა. წარმატებული რეგისტრაციის შემთხვევაში, კომპანია ამ სავაჭრო ნიშნების ქვეშ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, ჩანთების, თავსაბურავებისა და ტანვარჯიშის ინვენტარის გაყიდვას შეძლებს.
30 მარტი 2026, 11:20
სამართალი
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ქ. ბათუმში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ბ.თ. და 2000 წელს დაბადებული გ.ი. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
30 მარტი 2026, 11:10
საზოგადოება
გურამ მაჭარაშვილი: ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს
ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
30 მარტი 2026, 11:06
მსოფლიო
აშშ პარტნიორებთან ერთად პანამაში სამხედრო წვრთნებს ატარებს
წვრთნაში, რომელიც რეგიონში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ არის მიმართული, არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ, მექსიკა, სალვადორი, გვატემალა და ურუგვაი მიიღებენ მონაწილეობას.
30 მარტი 2026, 11:00
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი ბოკერიას ფოტოზე: თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული გიგა ბოკერია თანამოაზრეებთან ერთად? მართლმადიდებელ მრევლს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში!
აბა თუ გამოიცნობთ ვის ესროდა ქვებს ახალგაზრდა გიგა ბოკერია თავის თანამოაზრეებთან ერთად? არ დაგღლით მარჩიელობით და გეტყვით - მართლმადიდებელ მრევლს! მრევლს რომელიც ეწინააღმდეგებოდა იეღოველების შემოსვლა-გავრცელებას საქართველოში! - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი და აქვეყნებს გიგა ბოკერიას ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ მას ხელში ქვები უჭირავს.
30 მარტი 2026, 10:56
საზოგადოება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ დოლაბერიძემ და სააგენტოს ვეტერინარებმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, - ინფორმციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
30 მარტი 2026, 10:49
მსოფლიო
Politico: G7-ის მინისტრები ირანში ომის ეკონომიკურ შედეგებს საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ
„დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრები ორშაბათს მორიგ საგანგებო სხდომას გამართავენ. მათ უნდა განიხილონ, როგორ შეზღუდონ აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის ეკონომიკური შედეგები. კერძოდ, ისინი იმსჯელებენ ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლებაზე ან ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე.
30 მარტი 2026, 10:49
ეკონომიკა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო გამოფენა „The China Food & Drinks Fair“ ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობით გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები პარტნიორებთან და პოტენციურ იმპორტიორებთან გამართეს.
30 მარტი 2026, 10:42
რეგიონი
რუსთავში, დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
რუსთავში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
30 მარტი 2026, 10:29
სამართალი
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს
საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს ახალი სამი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
30 მარტი 2026, 10:24
ეკონომიკა
Moody's-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-მდე გააუმჯობესა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's Ratings (Moody's)-მა დაასრულა საქართველოს და ემიტენტთან დაკავშირებული სხვა რეიტინგების პერიოდული გადახედვა.
30 მარტი 2026, 10:22
მსოფლიო
ტრამპი დარწმუნებულია, რომ ირანში „რეჟიმი უკვე შეიცვალა“
ამ თემაზე ტრამპმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ომის დასაწყისში და შემდგომი დარტყმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი და მრავალი სხვა მაღალჩინოსანი დაიღუპა.
30 მარტი 2026, 10:10
მსოფლიო
იტალიაში რენუარის, სეზანისა და მატისის ტილოები 3 წუთში მოიპარეს
როგორც იტალიური მედია იუწყება, მძარცველებმა ძალის გამოყენებით შეაღწიეს „შედევრების ვილის“ მთავარი კარიდან, რომელიც პარმას გარეუბანში მდებარეობს, და ნახატები შენობის პირველ სართულზე მდებარე ფრანგული დარბაზიდან გაიტაცეს.
30 მარტი 2026, 10:05
საზოგადოება
ლევან კოჭლოშვილი: პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში. მათი ქმედებები არ ემსახურება არც სარწმუნოებას და არც საზოგადოების გაერთიანებას
პეტრე ცაავასა და დოროთე ყურაშვილის სულიერი შვილები, მათთან დაკავშირებული ტელევიზიებისა და „ათეისტი თეოლოგების“ განცხადებების მეშვეობით, მიზანმიმართულად ცდილობენ განხეთქილების შეტანას ქართულ ეკლესიაში- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი ლევან კოჭლოშვილი წერს სოციალურ ქსელში.
30 მარტი 2026, 09:57
თემა
ტკბილი ტესტი: ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შოკოლადის სახეობის მიხედვით
შოკოლადი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეული და საუკეთესო საჩუქარია ნებისმიერი დღესასწაულისთვის, რადგან წარმოუდგენელია ადამიანი, ვისაც უგემრიელესი ნუგბარი არ უყვარს. რა თქმა უნდა, ღორმუცელობა და ზედმეტად გატაცება მავნებელია, მაგრამ შოკოლადის ზომიერად მირთმევა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოცაა.


