ტრამპი: არც კი ვფიქრობ ირანის გამდიდრებულ ურანზე, ის იმდენად ღრმად არის დამარხული
დონალდ ტრამპი
ფოტო: GettyImages
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის არც კი ფიქრობს ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებზე, რომელთა ამოღებაც, ექსპერტების თქმით, გადამწყვეტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ თეირანმა არ შეძლოს ბირთვული იარაღის დაჩქარებული ტემპით შექმნა.
„მე ამაზე არც კი ვფიქრობ. უბრალოდ ვიცი, რომ ის იმდენად ღრმად არის დამარხული, რომ ნებისმიერისთვის ძალიან რთული იქნება მასთან მიღწევა“, - განაცხადა ტრამპმა CBS News-თან სატელეფონო ინტერვიუში.
„ის იქ, სიღრმეშია... ომის გარეშეც კი, მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს. ასე რომ... ის საკმაოდ უსაფრთხოდაა. თუმცა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - დასძინა მან.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 21:30
პოლიტიკა
მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას
ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიას შესახებ.
31 მარტი 2026, 21:27
პოლიტიკა
ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც
როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა ზელენსკის სრული იმუნიტეტი, რომ ომში აკეთოს ის, რაც უნდა.
31 მარტი 2026, 21:27
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება
ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
31 მარტი 2026, 21:21
მსოფლიო
საფრანგეთში ახლადარჩეულმა მერებმა მემარჯვენე პარტიიდან, ბრიუსელის ბიუროკრატიისადმი პროტესტის ნიშნად, საჯარო შენობებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნეს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საფრანგეთში ახლადარჩეულმა მერებმა მემარჯვენე პარტიიდან, ბრიუსელის ბიუროკრატიისადმი პროტესტის ნიშნად, საჯარო შენობებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნეს.
31 მარტი 2026, 21:20
პოლიტიკა
ჟაკ ბო: ვისაც სჯერა დემოკრატიის, უნდა მოერიდოს სანქციების დაწესებას. სანქცია გარკვეულწილად დემოკრატიას ასუსტებს, რადგან აფერხებს აზრთა მრავალფეროვნებას. დემოკრატია უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რომ გაუძლოს განსხვავებულ აზრებს
ვისაც სჯერა დემოკრატიის, უნდა მოერიდოს სანქციების დაწესებას. სანქცია გარკვეულწილად დემოკრატიას ასუსტებს, რადგან აფერხებს აზრთა მრავალფეროვნებას, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.
31 მარტი 2026, 21:17
საზოგადოება
ზუგდიდᲨი ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. „ქრონიკის სიუჟეტი“
ზუგდიდᲨი ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ასევე გაიმართა საქართველოს პირველი პრეზიდენტისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია. პარალელურად, წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია სახელწოდებით, „თანამედროვე ქართული ხელოვნება“.
31 მარტი 2026, 21:16
პოლიტიკა
ჟაკ ბო: ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ევროკავშირი საკუთარ სისუსტეს გრძნობს. ჩემი აზრით, ეს სანქციები უბრალოდ სუსტი გადაწყვეტილებებისა და სუსტი დიპლომატიური შესაძლებლობების გადაფარვის საშუალებაა
რამდენიმე წელი ვმუშაობდი გაეროში, მათ შორის გაეროს წესდების მეექვსე და მეშვიდე თავების საკითხებზე. მეშვიდე თავი ეხება სანქციებს, ემბარგოს ზომებს და მსგავს საკითხებს. მაგრამ საინტერესოა, რომ გაეროს წესდებაში სანქციები, მეშვიდე თავის ზომები, ანუ იძულებითი ზომები, როგორც გინდათ ისე დაარქვით, გამოიყენება მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი გზა უკვე წარუმატებელი აღმოჩნდა, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ.
31 მარტი 2026, 21:11
ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ამჯერად, პოლონეთის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ავიაკომპანია „ლოტის“ წარმომადგენლები ეცნობიან. ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით, პოლონელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებსაც შეხვდნენ.
31 მარტი 2026, 21:09
პოლიტიკა
შვეიცარიელი სამხედრო ანალიტიკოსი ევროკავშირის მიერ მის დასანქცირებაზე: ყველაფერი ეფუძნება იმას, რაც ინტერნეტში იპოვეს. არ არსებობს არც ერთი ჩემი პირდაპირი ციტატა. ყველა ბრალდება აგებულია ჭორებზე - ეს ძალიან საშიში ტენდენციაა
გადაცემაში „თბილისის დროით“ გადაცემის თანაწამყვანმა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა და გადაცემის სტუმარმა - შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.
31 მარტი 2026, 21:05
პოლიტიკა
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი სტრასბურგში - თბილისის საკრებულოსა და საქართველოს რეგიონების მერების დელეგაცია ევროსაბჭოშია. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი სტრასბურგში. თბილისის საკრებულოსა და საქართველოს რეგიონების მერების დელეგაცია ევროსაბჭოშია.
31 მარტი 2026, 20:58
ეკონომიკა
პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა - „საქსტატი“ თებერვლის მონაცემებს აქვეყნებს. „ქრონიკის სიუჟეტი“
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8,8%-ით გაიზარდა, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა კი, 8.4%-ია. მთავრობის ეკონომიკური გუნდი იმედოვნებს, რომ პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
31 მარტი 2026, 20:43
სამართალი
ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდი. ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წარედგინა. „ქრონიკის სიუჟეტი“
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებულ ალეკო ელისაშვილს, კიდევ ერთი ბრალდება წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით და გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, ელისაშვილმა სასამართლოს არქივის შენობაში ხანძარი იმ დროს გააჩინა, როდესაც იქ მანდატურის სამი თანამშრომელი იმყოფებოდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და განადგურდა მნიშვნელოვანი მასალა. ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს.
31 მარტი 2026, 20:42
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 19 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. აკრძალული ნივთიერებების საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 19 მილიონი ლარია. პროცესი კანონის დაცვით და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა.
31 მარტი 2026, 20:33
პოლიტიკა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქვეყნის ეროვნული ინტერესების თემას განაგრძობს დღევანდელი თარიღი. 31 მარტი სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
31 მარტი 2026, 20:31
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტის სხდომაზე. „ქრონიკის სიუჟეტი“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტის სხდომაზე. საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური განცხადებები ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობას ეხებოდა.
31 მარტი 2026, 20:28
საზოგადოება
გლოვა ქართულ ეკლესიაში და სინოდის სხდომის მოლოდინი. პატრიარქის სურვილი და სასულიერო პირთა პოზიცია. „ქრონიკის სიუჟეტი“
მგლოვიარე ეკლესია და სინოდის სხდომის მოლოდინი. არაუგვიანეს 2 თვისა, ქვეყანას 142-ე პატრიარქი უნდა ჰყავდეს. ის საპატრიარქო ტახტს, სიცოცხლის ბოლომდე ჩაიბარებს.
31 მარტი 2026, 20:21
მსოფლიო
ტრამპი: ირანი მიწასთან გავასწორე, მათ ძალა აღარ დარჩათ და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებლობენ, კეთილი ინებონ და თავად გახსნან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-ს განუცხადა, რომ ირანის ომი, სავარაუდოდ, მალე დასრულდება და სხვა ქვეყნებს თავად შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა.
31 მარტი 2026, 20:18
პოლიტიკა
სატელეფონო საუბარი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის - ხელისუფლება პოზიტიურ დინამიკას ხედავს და კონკრეტულ ნაბიჯებს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვაშინგტონი-თბილისი. სატელეფონო საუბარი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის. ორმხრივი ინტერესის სფეროები, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება - ხელისუფლება პოზიტიურ დინამიკას ხედავს და კონკრეტულ ნაბიჯებს ელის.
31 მარტი 2026, 19:52
პოლიტიკა
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას
პარლამენტმა 70 ხმით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.


