31 მარტი 2026, 19:52 / სანდო წყარო

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას

ირინე წაქაძე

ირინე წაქაძე

პარლამენტმა 70 ხმით, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირებს, აგრეთვე მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის მიმღებ ოჯახის წევრებს, კომპენსაცია გადაუანგარიშდებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად.

მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინე წაქაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

როგორც ირინე წაქაძემ აღნიშნა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში 2024 წელს შევიდა ცვლილებები, რომლითაც დაწესდა ახალი კოეფიციენტები და ამ კოეფიციენტებზე დაყრდნობით, სახელმწიფო კომპენსაციები გადაუანგარიშდათ სამხედრო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს. ეს ცვლილება შეეხო 9 ათასზე მეტ ადამიანს.

„სახელმწიფო კომპენსაციების გაზრდილი ოდენობები დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა, ამ ცვლილებების აღსრულების პროცესში გამოიკვეთა პირთა გარკვეული კატეგორია, რომლებზეც არ გავრცელდა ეს გადაანგარიშება და ახალი რეგულაციები. ეს პირები არიან ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილი პირები. ამ ადამიანებს გასაცემელი ჰქონდათ დანიშნული არა ამჟამად მოქმედი კანონით, არამედ სულ სხვა დასახელების ძველი კანონით, რომელიც უკვე დიდი ხანია, აღარ არის ძალაში. მათ ჰქონდათ ე.წ. სამხედრო პენსიის მიღების უფლება, მინიჭებული ჰქონდათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები და თავისი სტატუსით ერთგვარად უთანაბრდებოდნენ პოლიციის მუშაკებს და სამხედრო მოსამსახურეებს. ახალმა კანონმა, რომელიც 2026 წელს ამოქმედდა, ამ კატეგორიების მიმართ აღარ გაითვალისწინა სახელმწიფო კომპენსაციების დანიშვნა, მაგრამ იმ მიზნით, რომ ისინი არ დარჩენილიყვნენ საერთოდ სახელმწიფო გასაცემლის გარეშე, მათთვის დანიშნულ სამხედრო პენსიას, პირობითად, ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია და ჩვეულებრივ, ზოგადი წესის შესაბამისად გაგრძელდა ამ კომპენსაციის გაცემა, ე.წ. შენარჩუნებული უფლების ფარგლებში.

ამ ადამიანებს 2024 წლის ცვლილებების საფუძველზე ლეგიტიმური მოლოდინი ჰქონდათ, რომ მათ მიმართაც მოხდებოდა კომპენსაციის გადაანგარიშება, მაგრამ ეს არ მოხდა, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენდნენ ახალი კანონის ძირითად სუბიექტებს. აქედან გამომდინარე, ისინი ერთგვარად არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ სხვა მსგავსი კატეგორიების ადამიანებთან მიმართებაში. ამიტომაც, უფრო სამართლიანი მიდგომა იქნება, თუ ერთჯერადად მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ადამიანებისთვის სახელმწიფო კომპენსაციების გადაანგარიშების თაობაზე და მათაც ექნებათ გაზრდილი კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა. იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებზე, რომლებიც სახელმწიფო კომპენსაციას იღებდნენ მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ცვლილება შეეხება 69 ადამიანს და ამ ცვლილებების აღსრულებისთვის საჭიროა თვეში დამატებით დაახლოებით 20 000 ლარი, რაც თავისუფლად ანაზღაურდება შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით სახელმწიფო კომპენსაციებისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

31 მარტი 2026, 21:30

პოლიტიკა

მაჭარაშვილი ბაჩო ახალაიაზე: ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ - ჯერ ხალხს ამხობდა, ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას

ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიას შესახებ.

ჟაკ ბო
იან პრაუდი

31 მარტი 2026, 21:27

პოლიტიკა

ჟაკ ბო: როდესაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო - ევროპელებმა ჩაშალეს მოლაპარაკებების ყველა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც

როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო, კონფლიქტის მხარედ ქცეულიყო, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, აქვს თუ არა ზელენსკის სრული იმუნიტეტი, რომ ომში აკეთოს ის, რაც უნდა.

31 მარტი 2026, 21:27

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: ბრიუსელი კიევს რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყანა მილიარდობით ევროს დაკარგვის რისკის წინაშე დადგება

ბრიუსელი აძლიერებს ზეწოლას უკრაინაზე მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რადგან კიევის მიერ პროცესის გაჭიანურება საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპული ფონდებიდან მისაღებ მილიარდობით ევროს, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

31 მარტი 2026, 21:21

მსოფლიო

საფრანგეთში ახლადარჩეულმა მერებმა მემარჯვენე პარტიიდან, ბრიუსელის ბიუროკრატიისადმი პროტესტის ნიშნად, საჯარო შენობებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნეს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

საფრანგეთში ახლადარჩეულმა მერებმა მემარჯვენე პარტიიდან, ბრიუსელის ბიუროკრატიისადმი პროტესტის ნიშნად, საჯარო შენობებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნეს.

ჟაკ ბო

31 მარტი 2026, 21:20

პოლიტიკა

ჟაკ ბო: ვისაც სჯერა დემოკრატიის, უნდა მოერიდოს სანქციების დაწესებას. სანქცია გარკვეულწილად დემოკრატიას ასუსტებს, რადგან აფერხებს აზრთა მრავალფეროვნებას. დემოკრატია უნდა იყოს საკმარისად ძლიერი, რომ გაუძლოს განსხვავებულ აზრებს

ვისაც სჯერა დემოკრატიის, უნდა მოერიდოს სანქციების დაწესებას. სანქცია გარკვეულწილად დემოკრატიას ასუსტებს, რადგან აფერხებს აზრთა მრავალფეროვნებას, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.

31 მარტი 2026, 21:17

საზოგადოება

ზუგდიდᲨი ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. „ქრონიკის სიუჟეტი“

ზუგდიდᲨი ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ასევე გაიმართა საქართველოს პირველი პრეზიდენტისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია. პარალელურად, წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია სახელწოდებით, „თანამედროვე ქართული ხელოვნება“.

ჟაკ ბო
იან პრაუდი

31 მარტი 2026, 21:16

პოლიტიკა

ჟაკ ბო: ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ევროკავშირი საკუთარ სისუსტეს გრძნობს. ჩემი აზრით, ეს სანქციები უბრალოდ სუსტი გადაწყვეტილებებისა და სუსტი დიპლომატიური შესაძლებლობების გადაფარვის საშუალებაა

რამდენიმე წელი ვმუშაობდი გაეროში, მათ შორის გაეროს წესდების მეექვსე და მეშვიდე თავების საკითხებზე. მეშვიდე თავი ეხება სანქციებს, ემბარგოს ზომებს და მსგავს საკითხებს. მაგრამ საინტერესოა, რომ გაეროს წესდებაში სანქციები, მეშვიდე თავის ზომები, ანუ იძულებითი ზომები, როგორც გინდათ ისე დაარქვით, გამოიყენება მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი გზა უკვე წარუმატებელი აღმოჩნდა, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ.

31 მარტი 2026, 21:11

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ამჯერად, პოლონეთის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ავიაკომპანია „ლოტის“ წარმომადგენლები ეცნობიან. ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით, პოლონელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებსაც შეხვდნენ.

იან პრაუდი
ჟაკ ბო

31 მარტი 2026, 21:09

პოლიტიკა

შვეიცარიელი სამხედრო ანალიტიკოსი ევროკავშირის მიერ მის დასანქცირებაზე: ყველაფერი ეფუძნება იმას, რაც ინტერნეტში იპოვეს. არ არსებობს არც ერთი ჩემი პირდაპირი ციტატა. ყველა ბრალდება აგებულია ჭორებზე - ეს ძალიან საშიში ტენდენციაა

გადაცემაში „თბილისის დროით“ გადაცემის თანაწამყვანმა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა და გადაცემის სტუმარმა - შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ყოფილმა პოლკოვნიკმა, სამხედრო ანალიტიკოსმა, ჟაკ ბომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.

31 მარტი 2026, 21:05

პოლიტიკა

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი სტრასბურგში - თბილისის საკრებულოსა და საქართველოს რეგიონების მერების დელეგაცია ევროსაბჭოშია. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი სტრასბურგში. თბილისის საკრებულოსა და საქართველოს რეგიონების მერების დელეგაცია ევროსაბჭოშია.

31 მარტი 2026, 20:58

ეკონომიკა

პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა - „საქსტატი“ თებერვლის მონაცემებს აქვეყნებს. „ქრონიკის სიუჟეტი“

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8,8%-ით გაიზარდა, იანვარ-თებერვლის საშუალო ეკონომიკური ზრდა კი, 8.4%-ია. მთავრობის ეკონომიკური გუნდი იმედოვნებს, რომ პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

31 მარტი 2026, 20:43

სამართალი

ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდი. ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთი ბრალდება წარედგინა. „ქრონიკის სიუჟეტი“

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობისთვის დაკავებულ ალეკო ელისაშვილს, კიდევ ერთი ბრალდება წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით და გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, ელისაშვილმა სასამართლოს არქივის შენობაში ხანძარი იმ დროს გააჩინა, როდესაც იქ მანდატურის სამი თანამშრომელი იმყოფებოდა, დაზიანდა ინფრასტრუქტურა და განადგურდა მნიშვნელოვანი მასალა. ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს.

31 მარტი 2026, 20:42

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 19 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. აკრძალული ნივთიერებების საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 19 მილიონი ლარია. პროცესი კანონის დაცვით და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა.

31 მარტი 2026, 20:33

პოლიტიკა

31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქვეყნის ეროვნული ინტერესების თემას განაგრძობს დღევანდელი თარიღი. 31 მარტი სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

31 მარტი 2026, 20:31

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტის სხდომაზე. „ქრონიკის სიუჟეტი“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს პარლამენტის სხდომაზე. საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური განცხადებები ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობას ეხებოდა.

31 მარტი 2026, 20:28

საზოგადოება

გლოვა ქართულ ეკლესიაში და სინოდის სხდომის მოლოდინი. პატრიარქის სურვილი და სასულიერო პირთა პოზიცია. „ქრონიკის სიუჟეტი“

მგლოვიარე ეკლესია და სინოდის სხდომის მოლოდინი. არაუგვიანეს 2 თვისა, ქვეყანას 142-ე პატრიარქი უნდა ჰყავდეს. ის საპატრიარქო ტახტს, სიცოცხლის ბოლომდე ჩაიბარებს.

დონალდ ტრამპი

31 მარტი 2026, 20:21

მსოფლიო

ტრამპი: ირანი მიწასთან გავასწორე, მათ ძალა აღარ დარჩათ და იმ ქვეყნებმა, რომლებიც ჰორმუზის სრუტით სარგებლობენ, კეთილი ინებონ და თავად გახსნან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Post-ს განუცხადა, რომ ირანის ომი, სავარაუდოდ, მალე დასრულდება და სხვა ქვეყნებს თავად შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა.

31 მარტი 2026, 20:18

პოლიტიკა

სატელეფონო საუბარი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის - ხელისუფლება პოზიტიურ დინამიკას ხედავს და კონკრეტულ ნაბიჯებს ელის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვაშინგტონი-თბილისი. სატელეფონო საუბარი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის. ორმხრივი ინტერესის სფეროები, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება - ხელისუფლება პოზიტიურ დინამიკას ხედავს და კონკრეტულ ნაბიჯებს ელის.

დონალდ ტრამპი

31 მარტი 2026, 19:56

მსოფლიო

ტრამპი: არც კი ვფიქრობ ირანის გამდიდრებულ ურანზე, ის იმდენად ღრმად არის დამარხული

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის არც კი ფიქრობს ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებზე, რომელთა ამოღებაც, ექსპერტების თქმით, გადამწყვეტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ თეირანმა არ შეძლოს ბირთვული იარაღის დაჩქარებული ტემპით შექმნა.