„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი ირანის მიმართ ტრამპის მუქარაზე: რა ამაზრზენი გზავნილია. ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურების შედეგად პირველ რიგში ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან
აგნეს კალამარი
ფოტო: Amnesty International
„ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი აგნეს კალამარი აცხადებს, რომ ირანის მიმართ ტრამპის მუქარა ამაზრზენი გზავნილია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში კალამარი წერს, რომ ელექტროსადგურების და ხიდების განადგურებით პირველ რიგში ირანის მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან.
„რა ამაზრზენი გზავნილია. ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურების შედეგად პირველ რიგში ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეები დაზარალდებიან. ელექტროენერგია, გათბობა და წყალი აღარ იქნება, თავდასხმებისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება. პოტენციურად კასკადური ომის დანაშაულები. ეს არის დონალდ ტრამპი, მთავარსარდალი“, - აცხადებს აგნეს კალამარი.
Quel message revoltant. Les civils Iraniens seront les premiers a souffrir de la destruction des centrales electriques et des ponts: plus d’electricite, de chauffage, d’eau; incapable de fuir les attaques. Des crimes de guerre potentiels en cascade. C’est Donald Trump, le… pic.twitter.com/9tS4cNfLlY
— Agnes Callamard (@AgnesCallamard) April 5, 2026
ყველა სიახლე
06 აპრილი 2026, 10:43
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2010 წელს დაბადებული თ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 10:34
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მარტა კოსის საკითხით უნდა დაინტერესდეს ევროკომისია, უნდა გაარკვიონ, ვის ჩააბარეს გაფართოების საკითხებში ევროკომისია - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელს, თუ უმწიკვლო ბიოგრაფიის მქონე ადამიანს
ევროკომისარ მარტა კოსის იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციის აგენტობასთან შესაძლო კავშირის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, კოსის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციების სისწორე გამოძიებამ უნდა დადგინოს.
06 აპრილი 2026, 10:28
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა, საირიგაციო წყლის ტარიფსა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სუბსიდირების ახალ სქემაზე სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზაშვილთან ერთად, სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 10:24
მსოფლიო
Axios: აშშ და ირანი 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ცდილობენ მოლაპარაკებას
წყაროების თქმით, აშშ-სა და ისრაელს უკვე მომზადებული აქვთ ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასირებული დარტყმების გეგმა. გამოცემა ვარაუდობს, რომ საპასუხოდ ირანი სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაესხმება თავს. Axios-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ტრამპმა ირანისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა გააგრძელა, რათა შეთანხმების მისაღწევად ბოლო შანსი მიეცა. 5 აპრილის საღამოს ტრამპმა ყოველგვარი განმარტების გარეშე გამოაქვეყნა პოსტი: „სამშაბათი, აღმოსავლეთის დროით 20:00 საათი“.
06 აპრილი 2026, 10:24
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ირანის ირგვლივ კრიზისი საქართველოსთვის საფრთხე კი არა, პირიქით - იშვიათი სტრატეგიული ფანჯარაა. ჩვენ გვაქვს შანსი საბოლოოდ დავიმკვიდროთ თავი, როგორც შეუცვლელი კვანძი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
„საქართველოსთვის ნებისმიერი რყევა ორმუზის ირგვლივ ავტომატურად ზრდის სახმელეთო და ალტერნატიული მარშრუტების მნიშვნელობას,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
06 აპრილი 2026, 10:15
ტექნოლოგიები
„ორიონი“ მთვარის „გრავიტაციული გავლენის სფეროში“ შევიდა
ეკიპაჟმა ეს გადასვლა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ განახორციელა, როდესაც ისინი მთვარიდან დაახლოებით 62 800, ხოლო დედამიწიდან 373 400 კილომეტრით მოშორებით იმყოფებოდნენ. შემდეგი საკვანძო ეტაპი მოგვიანებით, ორშაბათს, მთვარის უკანა მხარეს გამგზავრება იქნება, რითაც ისინი კოსმოსში უფრო შორს შეაბიჯებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი მანამდე.
06 აპრილი 2026, 09:55
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაციას დღეს, 10:00 საათიდან დაიწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 09:41
მსოფლიო
ტრამპის მორიგი განცხადებების შემდეგ ნავთობის ფასი 110 დოლარამდე გაიზარდა
თავდაპირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1,6%-ით გაიზარდა და 110,85 დოლარი შეადგინა, თუმცა მოგვიანებით, აზიაში დილის ვაჭრობისას, ფასმა ოდნავ დაიკლო. აშშ-ში ნედლი ნავთობის ფასი კი მცირედით, 0,3%-ით გაიზარდა და 111,80 დოლარი შეადგინა.
06 აპრილი 2026, 09:22
სპორტი
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები დუნაის თასის გამარჯვებული გახდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 7-დან 13 აპრილის ჩათვლით მალტაში გაიმართება. ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები იქნებიან.
06 აპრილი 2026, 09:22
სპორტი
თბილისში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტურნირი „KETI CUP 2026" ჩატარდა
თბილისში, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ტურნირი „KETI CUP 2026" ჩატარდა. ტურნირში 16 ქვეყნის 250-მდე ტანმოვარჯიშემ მიიღო მონაწილეობა.
06 აპრილი 2026, 09:17
საზოგადოება
თბილისის კონსერვატორიის გუნდმა კათოლიკურ აღდგომასა და ბზობასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა
თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ტაძარში, კათოლიკური აღდგომისა და ბზობის დღესასწაულებთან დაკავშირებით, კონსერვატორიის აკადემიური დირიჟორობის მიმართულების გუნდმა საზეიმო ღონისძიება გამართა.
06 აპრილი 2026, 09:12
მსოფლიო
უნგრეთი მილსადენ „თურქსთრიმის“ დაცვას აძლიერებს
სერბეთში გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შემდეგ, უნგრეთის მთავრობა გაზსადენის უნგრეთის მონაკვეთის დასაცავად ჯარისკაცებს გაგზავნის. ადგილობრივი მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მომხდართან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ კი სოციალურ მედიაში დაწერა, რომ უნგრეთში მილსადენ „თურქსთრიმს“ სამხედროები დაიცავენ.
06 აპრილი 2026, 08:58
მსოფლიო
„შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენს საზოგადოებებს უფრო მეტი უსაფრთხოება და განვითარების მეტი შესაძლებლობა მივცეთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი დამასკოში სირიელ კოლეგას შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი სირიაში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი დამასკოში სირიელ კოლეგას, აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.
06 აპრილი 2026, 08:53
მსოფლიო
ირანმა ისრაელზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა, 2 ადამიანი დაიღუპა
ირანმა ისრაელზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა. რაკეტა ხაიფაში საცხოვრებელ სახლს მოხვდა. აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 10-მდე დაშავდა.
06 აპრილი 2026, 08:37
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ის მუქარა ენერგოობიექტებზე თავდასხმის შესახებ, სამხედრო დანაშაულების აღიარებაა
ენერგოობიექტებზე თავდასხმის შესახებ ვაშინგტონის მუქარა, სამხედრო დანაშაულების აღიარებაა
06 აპრილი 2026, 08:35
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპს: თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები ჯოჯოხეთში ითრევს თითოეულ ოჯახს, მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან დაჟინებით ასრულებთ ნეთანიაჰუს ბრძანებებს
ირანის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, სახიფათო თამაში დაასრულოს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ თეთრი სახლის ლიდერი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებებს ასრულებს, თუმცა ომის დანაშაულების ჩადენით ვერაფერს მიაღწევს.
06 აპრილი 2026, 08:28
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: თუ ირანი 48 საათში შეთანხმებას არ დათანხმდება, მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ
თუ ირანი 48 საათში შეთანხმებას არ დათანხმდება, მაშინ მთელ ქვეყანას ავაფეთქებთ, - განაცხადა დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში. მისივე თქმით, ირანის ხელისუფლებასთან შეთანხმების დადება დღეებში სურს და არა კვირებში.
06 აპრილი 2026, 08:20
საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს. პირველი შეხვედრა ხაშურის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.
06 აპრილი 2026, 08:09
პოლიტიკა
საქართველოს დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა
საქართველოს დღეს სახელმწიფო ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა.


