23 აპრილი 2026, 09:00 / სანდო წყარო

ზელენსკი უკრაინის მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება

ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში ომმა მსოფლიოს რუსეთის აგრესიიდან ყურადღება გადაატანინა და არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები ირანში კონფლიქტის დასრულებამდე არ განახლდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად აშშ-თან მოლაპარაკებები გრძელდება, შეხვედრების ჩატარება შეუძლებელია მანამ, სანამ „ირანში საქმე არ დასრულდება“.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ეს არის გამოწვევა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთი და იგივე მომლაპარაკებელი გუნდი, სტივ უტკოფისა და ჯარედ კუშნერის მეთაურობით, აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც ირანთან, ისე უკრაინასთან.

მისი თქმით, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა შეერთებული შტატები ირანთან ომზეა კონცენტრირებული, თუმცა მნიშვნელოვანია უკრაინის არდავიწყება.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2026, 10:39

რეგიონი

რუსთავში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პარალელურად, უახლოეს პერიოდში ცენტრალურ, შიდაკვარტალურ გზებზე და ეზოებში არსებული დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციაც დაიწყება.

დავით ჩიხელიძე

23 აპრილი 2026, 10:39

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ჰერჩინსკიზე: საქართველოს წარსულში დაბრუნების საფრთხე არ არსებობს. ქვეყანა მყარად დგას განვითარების გზაზე, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო ფუნქციონირებს და საზოგადოება განვითარების ახალ სიმაღლეზეა ასული

ხშირად კონკრეტული განცხადების მიღმა სხვა პოლიტიკური შინაარსი იკვეთება. ფორმალურად ჰერჩინსკი ამბობს, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს დაბრუნება ძალადობისა და სიღარიბის „ბნელ წარსულში, მაგრამ რეალურად მას და დასავლეთს სწორედ საქართველოს დასუსტება და ჩვენს ქვეყანაში ქაოსის არსებობა სურთ, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

23 აპრილი 2026, 10:36

მსოფლიო

რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს

რუსეთის ფედერაცია „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ალექსანდრე პანკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

23 აპრილი 2026, 10:34

პოლიტიკა

კახა კალაძე იგორ ბლაჟევიჩზე: გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ არსებობს იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით ვიდეოჩანაწერი, ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებზე.

მიხეილ სარჯველაძე

23 აპრილი 2026, 10:21

ჯანდაცვა

სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: ე.წ Exon Skipping - ამ შემთხვევაში EMA არცერთს აქვს. FDA აქვს მინიჭებული, მაგრამ დაჩქარებული წესით, ავტორიზაციის შემდეგ კვლევები უნდა ჩატარდეს - გაირკვეს, უსაფრთხოა თუ არა

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების მოთხოვნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ჯონ ფელანი

23 აპრილი 2026, 10:12

მსოფლიო

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანმა, ჯონ ფელანმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანმა, ჯონ ფელანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 09:59

რეგიონი

სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ქარელის მუნიციპალიტეტში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

ქარელის მუნიციპალიტეტში საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობით ჩატარდა, რომელსაც კომპანიის კომერციული დირექტორი მამელი ქობალია ესწრებოდა.

წერს დავით ქართველიშვილი

23 აპრილი 2026, 09:57

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას „დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია.“

თენგიზ შარმანაშვილი

23 აპრილი 2026, 09:54

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსში განხეთქილებაზე: აქ არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ - ამას ძალიან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა, რომ ასე დამთავრდებოდა

ამას ძალიან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა, რომ ასე დამთავრდებოდა, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ოპოზიციურ ალიანსში ბოლო დღეების განხეთქილებას.

თორნიკე ჭეიშვილი

23 აპრილი 2026, 09:46

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში განხეთქილებაზე: როგორც ჩანს, ძალიან ბევრს აქვს იქ პრეტენზია იმაზე, რომ თავად იყოს უპირობო ლიდერი და ამ ფონზე სააშკარაოზე გამოდის, რომ ამ რადიკალური დაჯგუფებების პოლიტიკური დასასრული ძალიან მოახლოებულია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციურ ალიანსში განხეთქილება შეაფასა.

23 აპრილი 2026, 09:40

საზოგადოება

საპატრიარქო: 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა - მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს

შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს. საპატრიარქო საზოგადოებას ილია II-ის სურვილსაც შეახსენებს, თუნდაც ერთი ნაკლოვანების გამოსწორებასთან დაკავშირებით.

23 აპრილი 2026, 09:35

რეგიონი

მესტია-უშჰულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

23 აპრილი 2026, 09:34

რეგიონი

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

23 აპრილი 2026, 09:34

მსოფლიო

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყებიდან დღემდე 29 გემი დააკავეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყებიდან დღემდე ამერიკელმა სამხედროებმა 29 გემი დააკავეს და არ გაატარეს.

ლუკა ჭოხონელიძე

23 აპრილი 2026, 09:31

სამართალი

„ნაბიჯის“ დამფუძნებელი ლუკა ჭოხონელიძე და ოპოზიციის აქტივისტები - ალბი კორძაია და მარიამ მეყანწიშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ

სკანდალური ბრალდებების ავტორიც და ადრესატიც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. ოპოზიციური მოძრაობის, „ნაბიჯის“ დამფუძნებელმა ლუკა ჭოხონელიძემ გამოკითხვის შემდეგ, მედიის მიერ მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას თავი აარიდა და თქვა, რომ ცილისწამებას გაასაჩივრებს. გამოიკითხნენ ოპოზიციის აქტივისტებიც.

23 აპრილი 2026, 09:21

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის საკითხზე განხეთქილებაა

ალიანსის ლიდერებს პატიმარი სააკაშვილის წერილები აწუხებთ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ალიანსის სხვა წევრების მხრიდან მათი ლიდერის პატივისცემა. დაპირისპირებასა და მისი მისამართით კომენტარებს მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ციხიდან.

23 აპრილი 2026, 08:56

მსოფლიო

Reuters-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო

სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე უკრაინული სამეთაურო და კონტროლის პლატფორმა Sky Map-ი ამოქმედდა. ბაზაზე იმყოფებიან უკრაინელი სამხედრო ჩინოსნებიც, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ირანული დრონების, მათ შორის შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და დაჭერის მიზნით უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიან.

23 აპრილი 2026, 08:51

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 აპრილს საქართველოში

23 აპრილს ქუთაისში ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში ნალექს ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო ამინდია, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

23 აპრილი 2026, 08:29

კულტურა

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრმა თელაველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა

გამოფენა სახელწოდებით „გაზაფხული“, დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გაეცნოს ხელოვანის მრავალწლიანი შემოქმედებითი ძიების შედეგს — ფერების, ფორმებისა და ემოციების სინთეზს. ლევან მოსიაშვილის შემოქმედება რამდენიმე ეტაპად იყოფა და მოიცავს ქართულ თემატიკას, კახურ ყოფასა და ფილოსოფიურ აბსტრაქციებს.