მსოფლიო
23 აპრილი 2026, 10:36
რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს
რუსეთის ფედერაცია „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ალექსანდრე პანკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 10:12
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანმა, ჯონ ფელანმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მდივანმა, ჯონ ფელანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 09:34
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყებიდან დღემდე 29 გემი დააკავეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყებიდან დღემდე ამერიკელმა სამხედროებმა 29 გემი დააკავეს და არ გაატარეს.
23 აპრილი 2026, 09:00
ზელენსკი უკრაინის მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში ომმა მსოფლიოს რუსეთის აგრესიიდან ყურადღება გადაატანინა და არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები ირანში კონფლიქტის დასრულებამდე არ განახლდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 08:56
Reuters-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო
სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე უკრაინული სამეთაურო და კონტროლის პლატფორმა Sky Map-ი ამოქმედდა. ბაზაზე იმყოფებიან უკრაინელი სამხედრო ჩინოსნებიც, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ირანული დრონების, მათ შორის შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და დაჭერის მიზნით უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიან.
23 აპრილი 2026, 01:20
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ომთან დაკავშირებით „დროის ჩარჩოები“ არ არსებობს და უარყოფს, რომ გადაწყვეტილებებს შუალედური არჩევნები განაპირობებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულებისთვის „ვადები დაწესებული არ არის“ და უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ მის მიდგომაზე პოლიტიკური მოსაზრებები ახდენს გავლენას.
23 აპრილი 2026, 00:34
პესკოვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პირობები დაასახელა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, თუმცა ეს მოლაპარაკებები შედეგიანი უნდა იყოს და შეთანხმებების ფინალიზაციის ეტაპზე უნდა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
23 აპრილი 2026, 00:28
პენტაგონი: ირანის ომში 400 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
პენტაგონის მონაცემებით, ირანის ომში დაჭრილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ ოთხშაბათს 400-ს მიაღწია.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


