რომის პაპი აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს ომს, თუმცა გმობს ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობას
რომის პაპი ლეო XIV
ფოტო: Reuters
რომის პაპმა განაცხადა, რომ ის, როგორც მოძღვარი, მხარს ვერ დაუჭერს ომს ირანის წინააღმდეგ, თუმცა დაგმო ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობა.
„როგორც მოძღვარი, მე ვერ ვიქნები ომის მომხრე“, - განუცხადა რომის პაპმა ჟურნალისტებს.
„მსურს ყველას მოვუწოდო, ძალისხმევა მიმართონ ისეთი გამოსავლის მოსაძებნად, რომელიც მშვიდობის კულტურას ეფუძნება და არა სიძულვილსა და განხეთქილებას“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის დაბომბვამ შექმნა „ქაოტური მდგომარეობა გლობალური ეკონომიკისთვის“, რასაც ემატება „ირანის მოსახლეობა, უდანაშაულო ხალხი, რომელიც ამ ომის გამო იტანჯება“.
კონფლიქტის ჰუმანურ ფასზე საუბრისას, პაპმა გაამჟღავნა, რომ თან ატარებს ლიბანელი მუსლიმი ბიჭის ფოტოს, რომელსაც გასული წლის ბოლოს პონტიფიკოსის ქვეყანაში ჩასვლისას მისასალმებელი ნიშანი ეჭირა და რომელიც ამ ომში დაიღუპა. კითხვაზე, გმობს თუ არა იგი თეირანის მიერ პროტესტის სისხლიან დარბევას, მან უპასუხა: „მე ვგმობ ყველა უსამართლო ქმედებას, ვგმობ ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფას, ვგმობ სიკვდილით დასჯას; მჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლეს პატივი უნდა ვცეთ. როდესაც რეჟიმი, როდესაც ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უსამართლოდ ართმევს ადამიანებს სიცოცხლეს, ეს, რა თქმა უნდა, დასაგმობია“.
ყველა სიახლე
24 აპრილი 2026, 01:04
მსოფლიო
ტრამპი ირანთან ომის დასრულების ვადების დასახელებაზე უარს ამბობს - „ნუ მაჩქარებთ“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა იმის დაზუსტებაზე, თუ რამდენ ხანს აპირებს ირანთან ომის გაჭიანურებას. თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე ვადებთან დაკავშირებით, მან უპასუხა: „ნუ მაჩქარებთ“.
24 აპრილი 2026, 00:53
მსოფლიო
ტრამპი ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატეგორიულად გამორიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე - გამოიყენებდა თუ არა ბირთვულ იარაღს ირანის წინააღმდეგ - მკვეთრი უარით უპასუხა და აღნიშნულ კითხვას „სულელური“ უწოდა.
24 აპრილი 2026, 00:35
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ირანში სამიზნეების 75% უკვე განადგურებულია - თუ მათ შეთანხმება არ სურთ, მაშინ მე სამხედრო გზით დავასრულებ საქმეს და დავარტყამ დარჩენილ 25%-ს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების შესახებ ახალი დეტალები გააჟღერა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა ძალებმა დასახული ამოცანების უდიდესი ნაწილი უკვე შეასრულეს.
24 აპრილი 2026, 00:20
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანთან ომი ართულებს ტაივანის დაცვის საგანგებო გეგმებს
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-მა ირანში იმდენად დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გახარჯა, რომ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებით, ქვეყანა, შესაძლოა, სრულად ვეღარ გაუმკლავდეს ტაივანის დაცვის გეგმას ჩინეთის მხრიდან მოსალოდნელი ინტერვენციის შემთხვევაში, თუკი ეს უახლოეს მომავალში მოხდება, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
24 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: შეუთავსებელია ეს უსამშობლოები და 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი და ასე შემდეგ
არ აქვთ ამათ არც იდეური, არც სულიერი კავშირი თარიღებთან და რატომ ეკედლებიან? - კითხვა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას დასვა. „ვარდების რევოლუციამდე ზვიადი რაიკომის და ცეკას მდივნის მაგვარ მმართველს შეადარა, იმდენად ნაძირალაა[სააკაშვილი]. არ აქვთ ამათ არც იდეური, არც სულიერი კავშირი თარიღებთან და რატო ეკედლებიან? მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც მაგათთან ერთად ამ თარიღებზე გავა. შეუთავსებელია ეს უსამშობლოები და 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი და ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.
23 აპრილი 2026, 23:51
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: ალიანსის წევრები სააკაშვილის გარეშე რაიმე წარმატებას თუ მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი
ესენი რაიმე წარმატებას მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, მის გარეშე თუ ეს მოხდა, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე.
23 აპრილი 2026, 23:50
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ბლაჟევიჩის ტრენინგებზე: ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან
ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან, რა ბლაჟევიჩი?!, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგებს გიორგი გამსახურდია.
23 აპრილი 2026, 23:48
მსოფლიო
ტრამპი: მე დრო თავზე საყრელად მაქვს, ირანს კი არა - საათი წიკწიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არანაირ ზეწოლას არ განიცდის ირანთან ომის დასასრულებლად შეთანხმების სასწრაფოდ მისაღწევად და აღნიშნა, რომ დრო ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ მუშაობს და არა ირანის.
23 აპრილი 2026, 23:46
პოლიტიკა
გორდულაძე ოპოზიციაზე: ძველი, მოქმედი და ყოფილი ნაცები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ნაცები არ არიან. სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას
სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია საპატრიარქო და პატრიარქის ლანძღვის შემდეგ ამტკიცონ, რომ მორწმუნეები არიან.
23 აპრილი 2026, 23:39
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე: ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან
ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ.
23 აპრილი 2026, 23:33
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში
არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
23 აპრილი 2026, 23:27
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ხან ნეპალი გაიხსენეს, ხან მაიდანი, ხან უნგრეთი. კარგად დავიწყებულ ძველს გააცოცხლებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ
ხან ნეპალი გაიხსენეს, ხან მაიდანი, ხან უნგრეთი. კარგად დავიწყებულ ძველს გააცოცხლებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის მისამართით.
23 აპრილი 2026, 23:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით
როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს არ გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ვისაც ჰგონია, რომ ქართველ ხალხზე უკეთესად შეუძლია განსაზღვროს რა არის საქართველოს, მომავალი ძალიან ცდება.
23 აპრილი 2026, 23:21
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატების პოლიტიკაზე: თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ასოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს
თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ასოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, ევრობიუროკრატების საქართველსადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას.
23 აპრილი 2026, 22:15
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ნათესავი ვასილ მხეიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, და ბურჭულაძის ნათესავი ვასილ მხეიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 21:55
მსოფლიო
CNN: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახური ეპშტეინის ფაილების დამუშავების საკითხს გამოიძიებს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შიდა ზედამხედველობის სამსახური იწყებს გამოძიებას დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილებისა და დოკუმენტების მომზადების პროცესზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 21:35
მსოფლიო
Euronews: „ტრამპის მარშრუტი“ ქმნის სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ რგოლს უფრო ფართო „შუა დერეფანში“, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს
აშშ-ის ტექნიკურმა დელეგაციამ ბაქოში დაასრულა მოლაპარაკებები „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) დერეფნის შესახებ - ვაშინგტონი ცდილობს აზერბაიჯანთან თავისი ახალი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად აქციოს, - წერს Euronews-ი.
23 აპრილი 2026, 21:28
პოლიტიკა
დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა
კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
23 აპრილი 2026, 21:27
ჯანდაცვა
დიუშენის სინდრომი - ცდები მედიკამენტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მედიკამენტი, რომელსაც დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების ოჯახები ითხოვენ, ევროპასა და შეერთებულ შტატებში საცდელ პერიოდს გადის.


