23 აპრილი 2026, 22:15 / სანდო წყარო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა და ბურჭულაძის ნათესავი ვასილ მხეიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, და ბურჭულაძის ნათესავი ვასილ მხეიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მითითებით, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის ვასილ მხეიძეს დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართულად შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა ხელშეკრულებებით შეძენილი საქონლის ღირებულება, რითაც თავდაცვის სამინისტროს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 7 880 786 ლარის ოდენობის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ასევე ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მეუღლესთან ერთად, ესპანეთში 544 000 ევროდ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით შეიძინეს. აღნიშნული თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით კი ბრალდებულის მეუღლესა და მესამე პირს შორის დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, ისე, რომ რეალურად ეს ქონება არ გასხვისებულა. თანხის უკანონო წარმოშობის შენიღბვის მიზნით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა.

სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ასევე მას ჩამოერთვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში, ესტეფონას მუნიციპალიტეტში მდებარე ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი გიორგი ხაინდრავა დამნაშავედ იქნა ცნობილი 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ვასილ მხეიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 339’-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 01:39

მსოფლიო

ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის სამი კვირით გახანგრძლივდება

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის სამი კვირით გახანგრძლივდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 01:04

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომის დასრულების ვადების დასახელებაზე უარს ამბობს - „ნუ მაჩქარებთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა იმის დაზუსტებაზე, თუ რამდენ ხანს აპირებს ირანთან ომის გაჭიანურებას. თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე ვადებთან დაკავშირებით, მან უპასუხა: „ნუ მაჩქარებთ“.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 00:53

მსოფლიო

ტრამპი ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატეგორიულად გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე - გამოიყენებდა თუ არა ბირთვულ იარაღს ირანის წინააღმდეგ - მკვეთრი უარით უპასუხა და აღნიშნულ კითხვას „სულელური“ უწოდა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 00:35

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანში სამიზნეების 75% უკვე განადგურებულია - თუ მათ შეთანხმება არ სურთ, მაშინ მე სამხედრო გზით დავასრულებ საქმეს და დავარტყამ დარჩენილ 25%-ს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების შესახებ ახალი დეტალები გააჟღერა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა ძალებმა დასახული ამოცანების უდიდესი ნაწილი უკვე შეასრულეს.

24 აპრილი 2026, 00:20

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანთან ომი ართულებს ტაივანის დაცვის საგანგებო გეგმებს

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-მა ირანში იმდენად დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გახარჯა, რომ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებით, ქვეყანა, შესაძლოა, სრულად ვეღარ გაუმკლავდეს ტაივანის დაცვის გეგმას ჩინეთის მხრიდან მოსალოდნელი ინტერვენციის შემთხვევაში, თუკი ეს უახლოეს მომავალში მოხდება, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

გიორგი გამსახურდია

24 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: შეუთავსებელია ეს უსამშობლოები და 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი და ასე შემდეგ

არ აქვთ ამათ არც იდეური, არც სულიერი კავშირი თარიღებთან და რატომ ეკედლებიან? - კითხვა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას დასვა. „ვარდების რევოლუციამდე ზვიადი რაიკომის და ცეკას მდივნის მაგვარ მმართველს შეადარა, იმდენად ნაძირალაა[სააკაშვილი]. არ აქვთ ამათ არც იდეური, არც სულიერი კავშირი თარიღებთან და რატო ეკედლებიან? მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც მაგათთან ერთად ამ თარიღებზე გავა. შეუთავსებელია ეს უსამშობლოები და 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი და ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

რომის პაპი ლეო XIV

24 აპრილი 2026, 00:00

მსოფლიო

რომის პაპი აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს ომს, თუმცა გმობს ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობას

რომის პაპმა განაცხადა, რომ ის, როგორც მოძღვარი, მხარს ვერ დაუჭერს ომს ირანის წინააღმდეგ, თუმცა დაგმო ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობა.

გიორგი გამსახურდია

23 აპრილი 2026, 23:51

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ალიანსის წევრები სააკაშვილის გარეშე რაიმე წარმატებას თუ მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი

ესენი რაიმე წარმატებას მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, მის გარეშე თუ ეს მოხდა, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე.

გიორგი გამსახურდია

23 აპრილი 2026, 23:50

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ბლაჟევიჩის ტრენინგებზე: ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან

ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან, რა ბლაჟევიჩი?!, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგებს გიორგი გამსახურდია.

დონალდ ტრამპი

23 აპრილი 2026, 23:48

მსოფლიო

ტრამპი: მე დრო თავზე საყრელად მაქვს, ირანს კი არა - საათი წიკწიკებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არანაირ ზეწოლას არ განიცდის ირანთან ომის დასასრულებლად შეთანხმების სასწრაფოდ მისაღწევად და აღნიშნა, რომ დრო ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ მუშაობს და არა ირანის.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:46

პოლიტიკა

გორდულაძე ოპოზიციაზე: ძველი, მოქმედი და ყოფილი ნაცები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ნაცები არ არიან. სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას

სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია საპატრიარქო და პატრიარქის ლანძღვის შემდეგ ამტკიცონ, რომ მორწმუნეები არიან.

გიორგი გამსახურდია

23 აპრილი 2026, 23:39

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე: ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან

ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:33

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში

არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:27

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ხან ნეპალი გაიხსენეს, ხან მაიდანი, ხან უნგრეთი. კარგად დავიწყებულ ძველს გააცოცხლებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ

ხან ნეპალი გაიხსენეს, ხან მაიდანი, ხან უნგრეთი. კარგად დავიწყებულ ძველს გააცოცხლებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის მისამართით.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით

როდესაც ქართველი ხალხი ვიბრძოდით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, არასდროს არ გვიბრძოლია იმისთვის, რომ დავალებების გაცემის წყარო - ერთი ქალაქი შეცვლილიყო მეორე ქალაქით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, ვისაც ჰგონია, რომ ქართველ ხალხზე უკეთესად შეუძლია განსაზღვროს რა არის საქართველოს, მომავალი ძალიან ცდება.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:21

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატების პოლიტიკაზე: თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ასოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს

თითქოს „ქართული ოცნების“ მილიონ ასოცი ათასზე მეტი ამომრჩეველი ადამიანები არ არიან, ქართველი ხალხი არ არის და მხოლოდ ის ნაწილია ქართველი ხალხი, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, ევრობიუროკრატების საქართველსადმი დამოკიდებულებაზე საუბრისას.

ჯეფრი ეპშტეინი

23 აპრილი 2026, 21:55

მსოფლიო

CNN: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახური ეპშტეინის ფაილების დამუშავების საკითხს გამოიძიებს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შიდა ზედამხედველობის სამსახური იწყებს გამოძიებას დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული ფაილებისა და დოკუმენტების მომზადების პროცესზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

23 აპრილი 2026, 21:35

მსოფლიო

Euronews: „ტრამპის მარშრუტი“ ქმნის სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ რგოლს უფრო ფართო „შუა დერეფანში“, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს

აშშ-ის ტექნიკურმა დელეგაციამ ბაქოში დაასრულა მოლაპარაკებები „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) დერეფნის შესახებ - ვაშინგტონი ცდილობს აზერბაიჯანთან თავისი ახალი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად აქციოს, - წერს Euronews-ი.

23 აპრილი 2026, 21:28

პოლიტიკა

დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა

კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.