27 აპრილი 2026, 09:07 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: გამოძიებას სანდო ინფორმაცია აქვს, რომ თავდამსხმელს დიდი ხნის განმავლობაში გულში დიდი სიძულვილი ჰქონდა. საქმე რელიგიას, ანტიქრისტიანულ განწყობას ეხება

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

თავდამსხმელს „დიდი ხანია, სიძულვილი ჰქონდა გულში“ და ეს რელიგიას უკავშირდებოდა, - განუცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox News-ს სატელეფონო ინტერვიუში. მისი თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ დაკავებული ანტიქრისტიანი იყო.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თავდასხმის სამიზნე თავად იყო.

„გამოძიებას სანდო ინფორმაცია აქვს, რომ თავდამსხმელს დიდი ხნის განმავლობაში გულში დიდი სიძულვილი ჰქონდა. საქმე რელიგიას, ანტიქრისტიანულ განწყობას ეხება. ეჭვმიტანილი დარბაზში „ეროვნული საფეხბურთო ლიგის მორბენალივით“ შეიჭრა, თუმცა ოფიცრებმა ის გააჩერეს. საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესანიშნავად იმუშავეს.

მნიშვნელოვანი პრეზიდენტი თუ ხარ, გაცილებით მეტ საფრთხეში ხარ, ვიდრე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი თუ არ ხარ“, - განაცხადა ტრამპმა.

ყველა სიახლე

27 აპრილი 2026, 10:47

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ მარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

27 აპრილი 2026, 10:47

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

27 აპრილი 2026, 10:42

სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

27 აპრილი 2026, 10:39

ტექნოლოგიები

X-მა საკუთარი მესენჯერი წარადგინა

X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა, მანამდე განაცხადა, რომ მესენჯერი იყენებს „ბიტკოინის სტილის დაშიფვრას“. მისი თქმით, აპლიკაციას აქვს ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის (E2EE) მხარდაჭერა, ნებისმიერი ტიპის ფაილის გაგზავნის ფუნქცია, ასევე აუდიო და ვიდეო ზარები. მესენჯერი დაწერილია Rust პროგრამირების ენაზე და ფუნქციონირებს ტელეფონის ნომრით რეგისტრაციის საჭიროების გარეშე.

ჰარუკი მურაკამი

27 აპრილი 2026, 10:30

კულტურა

ჰარუკი მურაკამიმ პირველად დაწერა რომანი, რომლის მთავარი გმირი ქალია

„ჩემს ისტორიებში ქალები მედიუმები არიან, მომავალი სამყაროს მაცნეები. ამიტომაც ისინი თავად მოდიან ჩემს მთავარ გმირთან; ის მათთან არ მიდის“, - განაცხადა მურაკამიმ 2004 წელს Paris Review-სთან ინტერვიუში.

27 აპრილი 2026, 10:27

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: კაკლისა და ნუშის წარმოება ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა - ჩვენი ქვეყნისთვის ამ დარგს მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კაკლისა და ნუშის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა, სადაც დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა წარადგინა ინიციატივა დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც სექტორის მხარდაჭერასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.

libererrantes

27 აპრილი 2026, 10:20

ტექნოლოგიები

100 მილიონი წლის წინანდელ ხოჭოს სახელი კეი-პოპ ჯგუფის პატივსაცემად დაარქვეს

„სახეობის სახელწოდება libererrantes - არის ძალიან პოპულარული კორეული პოპ-ჯგუფის, Stray Kids-ის სახელის ლათინიზებული ფორმა. ეს სახელი შესაფერისად მოგვეჩვენა, რადგან ნამარხი მწერის მარწუხების მდებარეობა ძალიან ჰგავს ჯგუფის საფირმო პოზას. აქვე უნდა დავძინო, რომ Stray Kids სტატიის ერთ-ერთი ავტორის, ფენია ჰაუგის საყვარელი ჯგუფია“.

აბას არაღჩი

27 აპრილი 2026, 09:55

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა. ცნობას სოციალურ ქსელში არაღჩი ავრცელებს.

ლეო XIV

27 აპრილი 2026, 09:29

მსოფლიო

რომის პაპი: ისინი, ვინც ომებს აჩაღებენ, ყველას გვართმევენ მშვიდობიანი მომავლის შანსს

ისინი, ვინც ომებს აჩაღებენ, ყველას გვართმევენ მშვიდობიანი მომავლის შანსს, - განაცხადა რომის პაპმა, ლეო XIV-მ საკვირაო ქადაგებისას. პაპი ჩერნობილის კატასტროფის მეორმოცე წლისთავსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარმა კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე კვალი დატოვა.

27 აპრილი 2026, 09:22

მსოფლიო

AXIOS: ისრაელმა ირანთან ომის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ ბატარეა განათავსა და მისი ექსპლუატაციისთვის ჯარები გაგზავნა

აქსიოსის ცნობით, ისრაელმა ირანთან ომის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ ბატარეა განათავსა და მისი ექსპლუატაციისთვის ჯარები გაგზავნა.

დონალდ ტრამპი

27 აპრილი 2026, 09:17

მსოფლიო

„ტელეფონი არსებობს, გვაქვს კარგი, დაცული ხაზები“ - ტრამპის განცხადებით, ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს შეუძლია, აშშ-ს მიმართოს, თუ ომის დასასრულებლად მოლაპარაკება სურს. ტრამპმა განმარტა, რომ მათი წითელი ხაზები უცვლელია - აშშ მოითხოვს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს.

27 აპრილი 2026, 08:59

მსოფლიო

„ვიკვლევთ როგორ შემოიტანა შენობაში იარაღი, უახლოეს პერიოდში ბევრად მეტი ინფორმაცია გვექნება“ - თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო სამუშაოები 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა

თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო სამუშაოები 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. მოკვლევა როგორც ვაშინგტონის სასტუმრო ჰილტონში, სადაც წვეულება იმართებოდა, ისე ლოს-ანჯელესში დაკავებულის სახლში ჩატარდა.

27 აპრილი 2026, 08:47

სპორტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 მედლითა და გუნდურ ჩათვლაში მე-2 საპრიზო ადგილით დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 მედლითა და გუნდურ ჩათვლაში მე-2 საპრიზო ადგილით დაასრულა. მთავარი მწვრთნელის, დავით ხურციას, ხელმძღვანელობით ნაკრების წევრებმა 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის პრიზიორები აკაკი ქემერტელიძე; ვლადიმერ გამყრელიძე ;მირიან მაისურაძე და გივი მაჭარაშვილი გახდნენ.

გიორგი სოსიაშვილი

27 აპრილი 2026, 08:40

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: ასეთი ბნელი აზრებისა და იდეების პატრონი, თავისი ბუნებით ანტიევროპელი კაცი ლაპარაკობს ჩვენი ხალხის „ბნელ“ წარსულზე

მან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ფეხქვეშ გათელა ვენის კონვენცია, ყოველგვარი დიპლომატიური ნორმები და თავს ესხმის ქართველ ხალხს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.

დავით მათიკაშვილი

27 აპრილი 2026, 08:26

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მამუკა მდინარაძე უკონკურენტოა, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, ხოლო მალე დაიკავებს სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობას

კოორდინაციისთვის, დასახული ამოცანების შესრულებისთვის საჭიროა შესაბამისი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც სახელმწიფო მინისტრის სახით იქნება წარმოდგენილი, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

27 აპრილი 2026, 08:16

პოლიტიკა

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელს მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მიმდინარე კვირას უნდა დაამტკიცოს. პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, გეკა გელაძეს ჯერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მოუსმენენ, რის შემდეგაც საკითხი დასამტკიცებლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

27 აპრილი 2026, 08:09

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს მამუკა მდინარაძისთვის სუსის უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ახალი სამინისტროს შექმნაზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი მთავრობის სტრუქტურაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობს იწყებს. საქართველოს მთავრობის ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც, მთავრობის სტრუქტურას, ახალი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ემატება პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება, რის შემდეგაც კანონის პროექტი განსახილველად შესაბამის კომიტეტს დაეწერება

27 აპრილი 2026, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ირაკლი გოგავა

26 აპრილი 2026, 23:30

პოლიტიკა

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო აბსოლუტურად მზად არის გამოწვევების მიმართ. ადრე თუ მომხდარის მერე ვრეაგირებდით, ახლა შეგვიძლია პრევენციული ზომებით აღვკვეთოთ ისე, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება დაცული იყოს

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მრავალათასიანი მეხუთე კოლონა, რომელიც გარედან ფინანსდება. მმართველობის ინკლუზიურობაში არ გულისხმობენ მემარჯვენე, პატრიოტული, მორწმუნე ხალხის მონაწილეობას, ისინი გულისხმობენ მხოლოდ ულტრა ლიბერალური დღის წესრიგის აქტორების მონაწილეობას მართვაში და შარლ მიშელი შეთანხმებაშიც ეს გაწერილია, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ევრო ბიუროკრატების მოთხოვნაზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ოპოზიციის და ენჯეო სექტორის წარმომადგენლები.