imedi /  27 აპრილი 2026, 10:42 / სანდო წყარო

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდონარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ყველა სიახლე

მარკო რუბიო

27 აპრილი 2026, 12:05

მსოფლიო

მარკო რუბიო: მაკრონმა თქვა, რომ ევროპა აღარ უნდა იყოს დამოკიდებული აშშ-ზე. ჩნდება კითხვა, ის მთელი ევროპის სახელით საუბრობს თუ არა - რადგან თუ ეს ასეა, მაშინ არის რამდენიმე რამ, რაც ჩვენ უნდა შევცვალოთ

რუბიო საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩინეთში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, როდესაც მაკრონმა თქვა, რომ ევროპა აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებული უნდა იყოს და არ ჩაერიოს იმ კონფლიქტებში, რომელიც მისი არ არის.

27 აპრილი 2026, 11:55

მსოფლიო

Telegraph: ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად თავდაცვითი ბანკის შექმნას გეგმავს

გამოცემა წერს, რომ 150 მილიარდიანი ბანკის შექმნა იგეგმება ევროკავშირის საკრედიტო პროგრამის ანალოგიური გეგმის მიხედვით, რომელიც ბლოკის წევრებს იარაღის შესყიდვისთვის დაბალპროცენტიანი დაფინანსებით უზრუნველყოფს. ბლოკში, ბრიტანეთის ეგიდით, ნატოს წევრი ათი სახელმწიფოს: ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, ისლანდიისა და ნიდერლანდების გაერთიანება იგულისხმება.

27 აპრილი 2026, 11:49

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ

ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

27 აპრილი 2026, 11:47

მსოფლიო

მედია: თეირანმა ვაშინგტონს მოლაპარაკებებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა

ირანმა, შუამავლების საშუალებით, შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებისთვის სამეტაპიანი ფორმულა გაუგზავნა. თეირანი ვაშინგტონის მხრიდან მოლაპარაკებების აღდგენის სურვილის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე ცეცხლის სრულად შეწყვეტას და ირანისა და ლიბანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გარანტიას ითხოვს.

ჩარლზ III და დონალდ ტრამპი

27 აპრილი 2026, 11:43

მსოფლიო

აშშ-ში ბრიტანეთის მეფის სახელმწიფო ვიზიტი დღეს იწყება

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე და მისი მეუღლე ოთხდღიან ვიზიტს ვაშინგტონში დღეს დაიწყებენ. დღესვე შედგება შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოჯახთან არაოფიციალური შეხვედრა, ოფიციალური აუდიენცია კი ხვალ გაიმართება. მოგვიანებით ბრიტანეთის მონარქი კონგრესის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა.

რევაზ სოხაძე

27 აპრილი 2026, 11:43

რეგიონი

რევაზ სოხაძის განცხადებით, ანაკლია-განმუხური მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდება

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და რეგიონების განვითარებაზე.

კეშ პატელი

27 აპრილი 2026, 11:37

მსოფლიო

Politico: შესაძლოა კეშ პატელი თანამდებობიდან უახლოეს პერიოდში დაითხოვონ

მათ შორის სახელდება მრავალრიცხოვანი ნეგატიური პუბლიკაცია, რომელიც პრეზიდენტის გაღიზიანებას იწვევს. პატელს ახლა უკვე იმის ახსნა-განმარტებაც მოუწევს, როგორ შეძლო სასტუმრო „ჰილტონში“ თავდამსხმელმა, მიახლოებოდა დაცულ ღონისძიებას, რომელშიც პრეზიდენტი და ადმინისტრაციის წევრები მონაწილეობდნენ. მედიაში წერენ, რომ პატელის გათავისუფლება დროის საკითხია.

27 აპრილი 2026, 11:35

პოლიტიკა

მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო არ პასუხობს „ქრონიკის“ კითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას განცხადებას ეხება

მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქციების თემა განიხილეს.

დონალდ ტრამპი

27 აპრილი 2026, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა

„სროლის გამო არ ვნერვიულობდი. ჩვენ გიჟურ სამყაროში ვცხოვრობთ. მინდოდა მენახა, რა ხდებოდა. შესანიშნავი ადამიანების დაცვის ქვეშ ვიყავი. ალბათ, გარკვეულწილად შევაყოვნე ისინი. ვეუბნებოდი: „მოიცადეთ, მოიცადეთ“. ნახვა მინდოდა, რა ხდებოდა. თავდამსხმელი ავადმყოფი და რადიკალიზებული ადამიანი იყო. ქრისტიანი, რომელიც შემდეგ ანტიქრისტიანულ პოზიციებზე გადავიდა. მისი ოჯახი ძალიან შეშფოთებული იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

27 აპრილი 2026, 11:28

რეგიონი

2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

კოულ ტომას ალენი

27 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

მედია: ვაშინგტონში მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, რომელშიც გაამხილა, რომ მისი სამიზნე ტრამპის ადმინისტრაციის წევრები იყვნენ

ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიღებაზე სროლაში ეჭვმიტანილმა მანიფესტი დაწერა, სადაც მკაფიოდ მიუთითა, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე თავდასხმა სურდა. 31 წლის კოულ ტომას ალენმა მანიფესტი ოჯახის წევრებს გადასცა, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ის პოლიციას ეჭვმიტანილის ძმამ გადაუგზავნა. რადიკალური განწყობა დაკავებულმა დაკითხვაზეც დაადასტურა.

27 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომლებსაც ელჩები ეწოდებათ და რომლებიც, ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმის გარდა არაფერს აკეთებენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

27 აპრილი 2026, 11:17

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „მოამბე რეგიონები“ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული ვითარება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც ხელისუფლება ღიად აღიარებს და აქტიურად მუშაობს მის გადასაჭრელად.

გურამ მაჭარაშვილი

27 აპრილი 2026, 11:14

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია

„მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ძალიან დიდი გამოწვევაა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, რომ კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია. დღემდე კარგად მოვდივართ უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. პოზიტიურია ის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ძალოვანი სტრუქტურების ურთიერთკოორდინაციას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

27 აპრილი 2026, 11:12

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიში: ევროკავშირი 6 ევროპული ქვეყნის არჩევნებში ჩაერია

ევროკავშირი ჩაერია არჩევნებში და არ დაუშვა თავისუფალი კენჭისყრა სლოვაკეთში (2023 წელს), ნიდერლანდებში (2023/2025 წლებში), საფრანგეთში (2024 წელს), რუმინეთში (2024 წელს), მოლდოვასა (2024 წელს) და ირლანდიაში (2024/2025 წლებში), - ნათქვამია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშში, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ არის მომზადებული.

27 აპრილი 2026, 11:03

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

27 აპრილი 2026, 11:00

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ხარისხზე კომპრომისი არ იქნება - ყველა პროექტი უნდა ემსახურებოდეს მომავალ თაობებს

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში „მოამბე რეგიონები“ საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამშენებლო პროექტებში ხარისხის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

27 აპრილი 2026, 10:58

პოლიტიკა

ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება, ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ მეყანწიშვილი უპირისპირდება: „არსებობს წითელი ხაზები და ვფიქრობ ყველა გადაკვეთე, ძალიან საშიში ადამიანი ხარ“

ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა და ცრუ ბრალდებების გამო ნანა სანდერის ციხეში მოხვედრაში დასდო ბრალი.

27 აპრილი 2026, 10:47

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ მარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

27 აპრილი 2026, 10:47

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.