ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა ქონება - ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას რვა წლით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა, რომელზე შეთანხმებაც რამდენიმე კვირის წინ შედგა.
კერძოდ, ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ოთხი წელი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით. ასევე ერთი წლის ვადით შეეზღუდა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.
დღევანდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გიორგი ხაინდრავამ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბურჭულაძეს, საერთო ჯამში, 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდნენ. ბრალის მიხედვით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ასევე, გამოძიების ინფორმაციით, 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებოდნენ, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას და ზეგავლენით ვაჭრობას.
მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182-ე მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა სიახლე
24 აპრილი 2026, 19:24
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ვერავინ გაცურავს ჰორმუზის სრუტიდან მსოფლიოს ვერცერთ წერტილში აშშ-ის საზღვაო ძალების ნებართვის გარეშე
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის პორტების აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადა „ფართოვდება და გლობალური ხდება“.
24 აპრილი 2026, 19:24
პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს. რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში იმდენჯერ გაანულა ხალხმა
მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ნუ რაღაც რაოდენობა მაინც, ვინც ამ „ცოლ-ქმარს" ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ჩერგოლეიშვილმა და ბოკერიამ რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში იმდენჯერ გაანულა ხალხმა.
24 აპრილი 2026, 19:12
მსოფლიო
მერცი: ყველასთვის ნათელია, რომ უკრაინის დაუყოვნებლივი გაწევრიანება ევროკავშირში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის „დაუყოვნებლივი გაწევრიანების“ პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა წამოაყენა წინადადება, რომ კიევი ბლოკის წევრთა შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.
24 აპრილი 2026, 19:10
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა.
24 აპრილი 2026, 19:06
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გვექნება შესაძლებლობა პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მედიასთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა. მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ჰერჩინსკს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.
24 აპრილი 2026, 19:02
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ევროპის იმედად არ ვართ, თუმცა მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე ბევრად მეტად სჭირდებათ - შესაძლოა, სჯობდეს ნაკლები ილაპარაკონ, ეს გაცილებით მეტად მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის არასაკმარისი დახმარების გამო.
24 აპრილი 2026, 18:48
რეგიონი
წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირება იწყება
დაგეგმილია პარკის საბავშვო და დასასვენებელი ზონების, სპორტული მოედნების და სავარჯიშო სივრცეების, ველოსიპედისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა. პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები.
24 აპრილი 2026, 18:42
საზოგადოება
პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან ხვალ 40 დღე სრულდება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად წირვას აღავლენს. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
24 აპრილი 2026, 18:38
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: შუა დერეფანი ევროპა–აზიის დაკავშირებადობის საკვანძო მარშრუტია, ხოლო საქართველოს გარეშე მისი სრული პოტენციალის რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელია
როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, ქვეყანა უკვე ჩამოყალიბებულია მულტიმოდალურ სატრანსპორტო ჰაბად, რომელიც შავი ზღვის პორტებისა და განვითარებადი ინფრასტრუქტურის საშუალებით ევროპასთან ეფექტიან კავშირს უზრუნველყოფს.
24 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი გვარამიას განცხადებაზე: როდესაც პოლიტიკოსი ქვეყნის შიგნით ვერ იღებს მხარდაჭერას და გარეთ იწყებს ლობირებას საკუთარი სახელმწიფოს დასასანქცირებლად - პოლიტიკა კი არა ამას ღალატი ჰქვია
ნიკა გვარამია პირდაპირ ამბობს: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“, ბრიტანეთის სანქციების გაგრძელება „ძალიან მნიშვნელოვანია“-ო! ქვეყნის შიგნით -დაძაბულობის ზრდა, პროტესტის მუდმივი პროვოცირება! ქვეყნის გარეთ - ზეწოლის, სანქციების და ჩარევის წახალისება! და მერე ამ ყველაფერს ეძახიან „პოლიტიკას“? - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც ოპოზიციის ალიანსის სხვა წევრებთან ერთად დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და შეხვედრას „წარმატებული“ უწოდა.
24 აპრილი 2026, 18:30
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ - მასში შემავალი სუბიექტები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული
როგორ შეიძლება ოპოზიციურ ალიანსს სერიოზულად შევხედოთ, იქიდან გამომდინარე, რომ მასში შემავალი სუბიექტები და თუნდაც, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთმანეთთან პიროვნულ დონეზე არიან დაპირისპირებული, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ.
24 აპრილი 2026, 18:20
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე ჰელსინკის უნივერსიტეტის ალექსანტერის ინსტიტუტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე გამახვილდა. როგორც მან აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაბამისი კვლევების მხარდასაჭერად.
24 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა
შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.
24 აპრილი 2026, 18:03
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ნუ ჰგონია ნურც ბატონ ელჩს და ნურც სხვას ევროპაში, რომ საქართველოს მომავალი არ დაწერილა - საქართველოს მომავალი ათასწლეულების განმავლობაში უმძიმეს ბრძოლებში და შრომაში იწერებოდა და იწერება
საქართველო დღეს არის ის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, აღკვეთოს ყველაფერი ის, რაც ელჩის ამ ბნელ წინასწარმეტყველებაში იყო ნათქვამი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
24 აპრილი 2026, 17:59
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: ბატონი ჰერჩინსკი, ბატონი ფიშერი და დიდი ბრიტანეთის ელჩი აღქმებით ცხოვრობენ და არ სურთ ქართველი ხალხის რეალური სურვილი და დღის წესრიგი გაითავისონ
ანალიტიკოსი, გიორგი ქაჯაია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ელჩის განცხადება სტაბილურობისკენ მიმართული არ არის. ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ჰერჩინსკი მსგავს განცხადებებს გააკეთებს, პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს.
24 აპრილი 2026, 17:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე, საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა
საქართველოს არასდროს უთქვამს უარი ევროკავშირთან დიალოგზე; საქართველოს პროცესი არასდროს შეუჩერებია მიუხედავად იმისა, რომ ამაში გვადანაშაულებენ. საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესიც კი არ დაწყებულა და ეს ევროპული მხარის გადაწყვეტილებაა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიაზე.
24 აპრილი 2026, 17:52
მსოფლიო
კაია კალასი: თუ თეირანთან მოლაპარაკება მხოლოდ ბირთვულ საკითხს შეეხება, უფრო საშიშ ირანს მივიღებთ
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ირანი ამერიკასთან მოლაპარაკების შედეგად, შესაძლოა, კიდევ უფრო სახიფათო გახდეს.
24 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს „შუა დერეფანზე“ ვეღარავინ ისაუბრებდა, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში რომ გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა
დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
24 აპრილი 2026, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება
საქართველო ყველა პარამეტრებით, კვლევებით მოწინავე ქვეყანაა და ის, რომ გვინდა, რომ 2028 წლისთვის ეკონომიკური ზრდით, მთელი რიგი რეფორმებით ვიყოთ მოწინავე ქვეყანა, ეს ის რეალობაა, რომელიც გაკეთდება - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
24 აპრილი 2026, 17:37
რეგიონი
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების დამტკიცების პროცედურები დაიწყო - საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის


