რუბიომ გააფრთხილა ირანი, რომ აშშ ცეცხლს გაუხსნის ნებისმიერ ირანულ ხომალდს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ გემებს
მარკო რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გააფრთხილა ირანი, რომ აშშ ცეცხლს გაუხსნის ნებისმიერ ირანულ ხომალდს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამერიკულ გემებს. პარალელურად, ვაშინგტონი მშვიდობიან მოლაპარაკებებზე ირანისგან პასუხს ელოდება.
„თუ ისინი ამერიკელებს დაემუქრებიან, ისინი აფეთქდებიან“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს პარასკევს, რომში, იტალიის ხელისუფლებისა და ვატიკანის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ.
რუბიოს თქმით, აშშ ირანისგან პასუხს პარასკევისთვის ელოდება იმ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით, რომელიც ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
„ვნახოთ, რა იქნება მათ პასუხში. იმედი გვაქვს, ეს იქნება რაღაც ისეთი, რაც სერიოზული მოლაპარაკებების პროცესში ჩაგვრთავს“, - აღნიშნა რუბიომ.
ირანელი ოფიციალური პირები ამჟამად განიხილავენ ერთგვერდიან, 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვალში დაწყებული ორთვიანი ომის დასრულებას აცხადებს. შუამავლების თქმით, ირანულმა მხარემ მათ მიანიშნა, რომ ისინი, სავარაუდოდ, დათანხმდებიან მემორანდუმს, თუმცა გარკვეული ცვლილებებით.
ყველა სიახლე
08 მაისი 2026, 21:04
მსოფლიო
რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება.
08 მაისი 2026, 20:59
ეკონომიკა
იდენტობა, კულტურული მემკვიდრეობა და მრავალსაუკუნოვანი ისტორია - ღვინის ეროვნული დღე საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღევანდელი დღე კონფერენციით დაიწყო, რომელსაც პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ღვინის ინდუსტრიის, ასევე სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დაესწრნენ.
08 მაისი 2026, 20:54
პოლიტიკა
ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეა მონტენეგროში და ქვეყნის პირველი კანონმდებლის გზავნილები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროინტეგრაცია და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა - ეს საკითხები პარლამენტის თავმჯდომარემ მონტენეგროში ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან განიხილა.
08 მაისი 2026, 20:53
პოლიტიკა
საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთოა რეცეპტი არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებთან, ამერიკასთან ურთიერთობაშიც: საქართველოს იდენტობის და ინტერესის გათვალისწინება, - ეს დღეს ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა.
08 მაისი 2026, 20:49
პოლიტიკა
„ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში - მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს დიპლომატიის აკადემია იქმნება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სასწავლებელმა დიპლომატიური სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრები უნდა მოამზადოს და ის უწყებრივ დაქვემდებარებაში იქნება.
08 მაისი 2026, 20:40
სპორტი
9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ევროპირველობაზე 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
08 მაისი 2026, 20:39
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვა ევროკავშირის ელჩს - შალვა პაპუაშვილი პაველ ჰერჩინსკის ევროპის დღეს ულოცავს და ევროპულ ღირებულებებს ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირველი კანონმდებელი იხსენებს გასულ წელს დიპლომატის მიმართვას და იმედს იტოვებს, რომ ამ 9 მაისს მაინც დაფასდებიან ის ქართველები, რომლებიც ფაშიზმისაგან თავისუფალ ევროპას შეეწირნენ.
08 მაისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულებს ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად წარმოაჩენს - მტკიცებულებები მანიპულაციის პირისპირ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
4 ოქტომბერს, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულებს ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად წარმოაჩენს. პატრიოტიზმით დანაშაულებრივი მოწოდებების გამართლება - ამ მცდელობის საპირისპიროდ არსებობს ფაქტები, კადრები, საჯარო მიმართვები.
08 მაისი 2026, 20:25
სამართალი
დაკავებული სპეცრაზმელების საქმე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობა აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, 2024 წლის ძალადობის საქმეზე დაკავებების შეფასებისას. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფოს მაღალ სტანდარტზე გაამახვილა ყურადღება.
08 მაისი 2026, 20:23
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძემ ვიცე-პრემიერისა და ახალი უწყების, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში მედიის კითხვებს უპასუხა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობის დღევანდელ სხდომას 2 ახალი მინისტრი ესწრებოდა - მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის და ახალი უწყების, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში და სულხან თამაზაშვილი, როგორც პირველი პოლიციელი.
08 მაისი 2026, 20:10
სამართალი
ვიდეო-მტკიცებულება გიორგი უძილაურის წინააღმდეგ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კადრები გაასაჯაროვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვიდეო-მტკიცებულება გიორგი უძილაურის წინააღმდეგ. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიმართვის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კადრები გაასაჯაროვა.
08 მაისი 2026, 19:55
მსოფლიო
ტრამპი: ომის დეპარტამენტმა საზოგადოებას განსახილველად და შესასწავლად წარუდგინა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ ფაილების პირველი ნაწილი - გაერთეთ და ისიამოვნეთ
რაც შეეხება თქვენთვის მოცემულ ჩემს პირობას, ომის დეპარტამენტმა საზოგადოებას განსახილველად და შესასწავლად წარუდგინა ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და ამოუცნობი საჰაერო ფენომენების შესახებ არსებული ფაილების პირველი ნაწილი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
08 მაისი 2026, 19:54
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური: 12 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 12 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.
08 მაისი 2026, 19:24
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: თუ ვინმეს ჰქონდა კითხვები, რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს გაეცა პასუხი - დავინახეთ ძალოვანი ბლოკის უმაღლეს დონეზე კოორდინაცია, სწრაფი გადაწყვეტილებები და პროცესების სრული კონტროლი
მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი იყო ზუსტად ის, რასაც საზოგადოება ელოდა, კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული და ყოველგვარი სპეკულაციის გამაქარწყლებელი, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
08 მაისი 2026, 19:16
მსოფლიო
Reuters: უკრაინა აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი ეწურება
რუსეთის ზამთრის მასირებული თავდასხმების კამპანიის შემდეგ, უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი ეწურება. ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა პარასკევს განაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
08 მაისი 2026, 18:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია და სწორედ ამიტომ ლონდონის ცენტრალურ ადგილებში საქართველოს შესახებ გარე რეკლამები განთავსდა
„დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. 2025 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმა ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი ფრენები. თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით easyJet კვირაში ორი სიხშირით, ხოლო British Airways კვირაში ოთხი სიხშირით დაფრინავს“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
08 მაისი 2026, 18:52
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
08 მაისი 2026, 18:47
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.
08 მაისი 2026, 18:42
ეკონომიკა
ლევან მეხუზლა: ყველა რეფორმა, რასაც ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო, მიმართულია იმისკენ, რომ ვენახი გაშენდეს თანამედროვე წესებისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფით
„ჩვენ გვინდა, ეს წარმატება არ იყოს შემთხვევითი, გვინდა მსოფლიოს ბაზარზე ადგილი მტკიცედ გავიმყაროთ. უმნიშვნელოვანესია ყურძენი და ვენახი და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენახი, რომელსაც ჩვენ გავაშენებთ, იყოს უმაღლესი ხარისხის და იყოს გაშენებული იმ თანამედროვე წესებისა და ტექნოლოგიების უზრუნველყოფით, რაც ვენახს მისცემს საშუალებას, რომ იყოს გრძელვადიანი წარმატებული ინვესტიცია“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.


