imedi /  09 მაისი 2026, 01:19 / სანდო წყარო

Reuters: CIA-ს შეფასებით, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა თეირანზე კიდევ დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ვერ მოახდენს კრიტიკულ ეკონომიკურ ზეწოლას

აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების ძალისხმევა, როგორც ჩანს, შეფერხდა, რადგან პარასკევს მხარეებმა სპარსეთის ყურეში ცეცხლი გახსნეს - ამავდროულად, აშშ-ის დაზვერვის ანალიზმა დაასკვნა, რომ თეირანს საზღვაო ბლოკადისთვის გაძლება თვეების განმავლობაში შეუძლია, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შეფასებით, ამერიკის მიერ ირანის პორტების ბლოკადა თეირანზე კიდევ დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ვერ მოახდენს კრიტიკულ ეკონომიკურ ზეწოლას.

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ-ის ბერკეტები ირანზე კვლავ შეზღუდულია იმ ფონზე, როდესაც მხარეები ცდილობენ დაასრულონ კონფლიქტი, რომელიც ამერიკელ ამომრჩეველთა შორის პოპულარობით არ სარგებლობს.

ბოლო დღეებში ჰორმუზის სრუტეში და მის შემოგარენში დაფიქსირდა საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მძლავრი ესკალაცია ერთი თვის წინ გამოცხადებული ზავის შემდეგ. ამავდროულად, პარასკევს არაბთა გაერთიანებული საამიროები განახლებული თავდასხმის სამიზნე გახდა.

ვაშინგტონი ელოდება თეირანის პასუხს აშშ-ის წინადადებაზე, რომელიც ომის ოფიციალურად დასრულებას ითვალისწინებს, ვიდრე დაიწყება მოლაპარაკებები უფრო სადავო საკითხებზე, მათ შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე.

ყველა სიახლე

დიმიტრი პესკოვი

09 მაისი 2026, 00:39

მსოფლიო

კრემლი ზელენსკის განკარგულებაზე: რუსეთს არავის ნებართვა არ სჭირდება გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად და ვაი მას, ვინც გამარჯვების დღის მასხრად აგდებას ცდილობს

რუსეთს არავის ნებართვა არ სჭირდება გამარჯვების აღლუმის ჩასატარებლად და ვაი მას, ვინც გამარჯვების დღის მასხრად აგდებას ცდილობს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 მაისი 2026, 00:29

მსოფლიო

ზელენსკი: წითელი მოედანი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომელთა დაბრუნებაც სახლში შესაძლებელია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთისგან მიღებული თანხმობა სამხედრო ტყვეების ათასი ათასზე პრინციპით გაცვლასა და 9, 10 და 11 მაისს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებაზე.

09 მაისი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 81 წელი გავიდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა. მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

08 მაისი 2026, 23:29

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

08 მაისი 2026, 23:12

კულტურა

ვენეციის 61-ე ბიენალეზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით - „თანამედროვე არგონავტები - საქართველოს გზაჯვარედინი“

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

08 მაისი 2026, 23:09

მსოფლიო

ზელენსკიმ გამოსცა ოფიციალური განკარგულება, რომლითაც რუსეთს 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის ჩატარების ნება დართო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ოფიციალური განკარგულება, რომლითაც რუსეთს 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმის ჩატარების ნება დართო. განკარგულების ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ზურაბ ქადაგიძე

08 მაისი 2026, 22:48

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ „ხალხის ძალის“ ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

„ჩვენ ახლა გვაქვს რეგიონული ტურნე. მოგეხსენებათ, 63-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენს პარტიას ფრაქციები აქვს. მინდა ხაზი გავუსვა - ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ჩვენი პარტიის ლიდერები, დაწყებული სოზარ სუბარით და დასრულებული დიმიტრი ხუნდაძით, იყვნენ ჩართულნი „ქართული ოცნების“ დაფუძნებაში. შესაბამისად, რეგიონებში ამის გამოც არის განსაკუთრებული მოლოდინი „ხალხის ძალის“ მიმართ“.

ნიკოლოზ მეტრეველი

08 მაისი 2026, 22:45

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი საპატრიარქოს ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

შაბათს, 9 მაისს, 11:30 საათზე, „რეპორტიორის” პრეს-კლუბში ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პრესკონფერენცია გაიმართება. ანალიტიკოსი, საქართველოს საპატრიარქოს ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ ისაუბრებს.

ზურაბ ქადაგიძე

08 მაისი 2026, 22:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია

„მხარი არ დავუჭირეთ ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას, პირველ რიგში იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვა მოლოდინი იყო შექმნილი. დასკვნა უდაოდ კარგი ნაშრომია. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის, სუბიექტური მოლოდინი იყო, რომ ამ დასკვნის შემდეგ ჩვენ ვნახავდით კონკრეტულ მექანიზმებს, თუ რა ნაბიჯებს დაგეგმავდა და გადადგამდა სახელმწიფო“.

დავით ქართველიშვილი

08 მაისი 2026, 22:27

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ბრიტანეთის არჩევნების შედეგებზე: მაშინ, როცა სტარმერის გუნდი იდეოლოგიური რიტორიკითა და ქართულ მედიათავისუფლებაზე შეტევით იყო დაკავებული, ბრიტანელთა დიდი ნაწილი ხმას აძლევდა საკუთარ ჯიბესა და მიგრაციის პრობლემას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ბრიტანეთის მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს და წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა და ლეიბორისტებმა დაკარგეს საყრდენი ძალა - მუშათა რაიონების ხმები. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ დარტყმა სტრამერმა მემარჯვენე „რეფორმერების პარტიისგან“ მიიღო და რომ ეს, შესაძლოა, იყოს ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემის დემონტაჟის დასაწყისი:

დონალდ ტრამპი

08 მაისი 2026, 22:21

მსოფლიო

ტრამპი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ზავი - 9, 10 და 11 მაისს

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ზავი - 9, 10 და 11 მაისს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

კირ სტარმერი

08 მაისი 2026, 22:11

მსოფლიო

„ლეიბორისტმა“ დეპუტატებმა სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ამტკიცებს, რომ ის პოსტზე რჩება, თუმცა მან სერიოზული დანაკარგები განიცადა მას შემდეგ, რაც 2024 წლის შემდეგ ბრიტანეთში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური არჩევნების შედეგები გამოქვეყნდა.

კევინ ჰამილტონი

08 მაისი 2026, 21:52

პოლიტიკა

კევინ ჰამილტონი: ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული - საპასუხოდაც, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა

ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა, - განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

08 მაისი 2026, 21:29

სამართალი

აჭარაში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - აჭარაში სამართალდამცველებმა 9 ადამიანი დააკავეს. სარეალიზაციოდ გამზადებული აკრძალული ნივთიერება ამოღებულია.

08 მაისი 2026, 21:13

საზოგადოება

ღვინის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში, ამ წუთებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენა მიმდინარეობს.

რობერტ ფიცო

08 მაისი 2026, 21:04

მსოფლიო

რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება.

08 მაისი 2026, 20:59

ეკონომიკა

იდენტობა, კულტურული მემკვიდრეობა და მრავალსაუკუნოვანი ისტორია - ღვინის ეროვნული დღე საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღევანდელი დღე კონფერენციით დაიწყო, რომელსაც პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ღვინის ინდუსტრიის, ასევე სამეცნიერო წრის წარმომადგენლები და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი დაესწრნენ.

შალვა პაპუაშვილი

08 მაისი 2026, 20:54

პოლიტიკა

ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეა მონტენეგროში და ქვეყნის პირველი კანონმდებლის გზავნილები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი დასრულდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროინტეგრაცია და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა - ეს საკითხები პარლამენტის თავმჯდომარემ მონტენეგროში ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან განიხილა.

08 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთოა რეცეპტი არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებთან, ამერიკასთან ურთიერთობაშიც: საქართველოს იდენტობის და ინტერესის გათვალისწინება, - ეს დღეს ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა.