POLITICO: აშშ კუბაზე სამხედრო იერიშის განხორციელებისთვის ემზადება
ფოტო: Getty Images
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკური ბლოკადით ჰავანის რეჟიმი ვერ შეცვალა, რის გამოც სამხედრო სცენარს სერიოზულად განიხილავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, თეთრ სახლში განწყობა შეიცვალა: კუბა „უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ“. ახლა პენტაგონი წერტილოვან დარტყმებთან ერთად სახმელეთო ინტერვენციის ვარიანტსაც განიხილავს, რომელსაც რეჟიმის ცვლილება უნდა მოჰყვეს.
„განწყობები ცალსახად შეიცვალა. თავდაპირველად იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ კუბის ხელმძღვანელობა სუსტია, ხოლო სანქციები, სანავთობო ბლოკადა და აშშ-ის წარმატებები ვენესუელასა და ირანში კუბელებს შეაშინებს და მათ გარიგების დადებას აიძულებს. მაგრამ ირანში საქმეები ცუდად წავიდა, ხოლო კუბელები მეტად გამძლე აღმოჩნდნენ, ვიდრე ვარაუდობდნენ“, - უყვება გამოცემას ერთ-ერთი წყარო.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა „მთელი რიგი ღონისძიებები“ დაგეგმა. ვარიანტებს შორისაა როგორც წერტილოვანი დარტყმები, ისე კუნძულის სრულმასშტაბიანი ოკუპაცია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომლის მშობლებიც კუბელი მიგრანტები არიან, თავისი რიტორიკა გაამკაცრა. ადრე ის ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობდა, ხოლო ახლა ამბობს, რომ აუცილებელია ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მოშორება.
„ჩვენ მათ შანსს მივცემთ. მაგრამ არ მგონია, რომ ეს მოხდეს. არ ვფიქრობ, რომ კუბის კურსის შეცვლას შევძლებთ, სანამ ეს ადამიანები ხელისუფლებაშია არიან“, - განაცხადა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.
POLITICO აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის საკვანძო პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კუბის ხელისუფლება „სხვა რეალობაში ცხოვრობს და მას კუბელი ხალხი არ აინტერესებს“. გამოცემის თქმით, კუბის ხელისუფლება მოსკოვს დახმარებისთვის უკვე მიმართა და რუსეთმა საწვავით დატვირთული ტანკერი გააგზავნა.
ყველა სიახლე
19 მაისი 2026, 10:45
მსოფლიო
გერმანიაში მოზარდმა სოციალურ ქსელში ოლაფ შოლცს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
გერმანიის პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ერთ-ერთი მოზარდის წინააღმდეგ, რომელმაც სოციალურ ქსელში ქვეყნის ყოფილ კანცლერს ოლაფ შოლცს შეურაცხყოფა მიაყენა.
19 მაისი 2026, 10:43
საზოგადოება
დავით სონღულაშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ქ. პარიზში მიმდინარე ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალურ სესიაში მიიღო მონაწილეობა.
19 მაისი 2026, 10:42
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა
„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასკვნით ეტაპზეა. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, უკვე 22 კორპუსის ავთენტურობაა აღდგენილი. აქტიურ ფაზაშია მორიგი ეტაპი და კიდევ 9 კორპუსს უტარდება რესტავრაცია. მიმდინარეობს შენობების იერსახის მოწესრიგება და რაც მთავარია, გამაგრება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსთავის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე არსებული შენობების მდგრადობა და ექსპლუატაციის ვადები მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
19 მაისი 2026, 10:41
ტაბლოიდი
უნგრეთში კურდღელმა ელექტროსკუტერის მძღოლი წააქცია🐰
„ერთმანეთს მაშინ შევეჯახეთ, როცა ის ჩემი თავის სიმაღლეზე იმყოფებოდა. საჭე მეჭირა, მაგრამ მიწაზე დაცემისას ხელი გავუშვი. უბრალოდ გაოცებული დავრჩი, რომ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია“, - იხსენებს კაცი.
19 მაისი 2026, 10:36
მსოფლიო
უკრაინამ იაროსლავლი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
19 მაისი 2026, 10:23
კულტურა
ვინ დიზელმა „ფორსაჟის“ იუბილეს ესე მიუძღვნა, რომელშიც პოპულარული კინო დაიცვა
„იმან, რაც 25 წლის წინ პირველმა „ფორსაჟმა“ გააკეთა, ჰოლივუდს შეახსენა ის, რაც მას უკვე მივიწყებული ჰქონდა. საკუთარი საქმის რწმენითა და სიყვარულით შექმნილი პოპულარული კინო ხელოვნების არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორმაა. ეს არის ხელოვნება, რომელიც ასრულებს თავის უძველეს და უმთავრეს ფუნქციას: მოუყვეს ისტორიები მთელ საზოგადოებას და იყოს ის კოცონი, რომლის გარშემოც ყველა იკრიბება“, - წერს დიზელი.
19 მაისი 2026, 10:16
მსოფლიო
Financial Times: სი ძინპინმა ტრამპს უთხრა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრა, შესაძლოა, „ინანოს“
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გასულ კვირას აშშ-ის ლიდერთან, დონალდ ტრამპთან პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბოლოო ჯამში, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა ინანოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
19 მაისი 2026, 10:16
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად
დღეს ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, სამხედრო მფრინავის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
19 მაისი 2026, 10:12
სპორტი
ორმა ალპინისტმა ევერესტზე ასვლის ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარა
55 წლის კამი რიტა შერპამ მორიგი ასვლა კვირას განახორციელა. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მწვერვალის დაპყრობამდე ალპინისტი სოციალურ ქსელებში ევერესტზე კარიერის შესაძლო დასრულებაზე მიანიშნებდა. თუმცა, ორგანიზატორი კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბაზო ბანაკში დაბრუნების შემდეგ სპორტსმენი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას პოტენციური 33-ე ასვლის შესახებ.
19 მაისი 2026, 09:53
პოლიტიკა
მსოფლიოში ტრანსფორმაციული პროცესები მიმდინარეობს და არსებულ ტურბულენტურ გარემოში, საქართველო მშვიდობისა და განვითარების კუნძულია - შალვა პაპუაშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენებით წარდგა
ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) ქ. პეკინში მდებარე საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული და ცნობილია როგორც „ჩინელი დიპლომატების აკვანი“. უნივერსიტეტი ამზადებს პროფესიონალებს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროებში.
19 მაისი 2026, 09:50
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გახარიას პარტიაში, გარდა იმისა, რომ იდეოლოგიურ, მორალურ, სინდისობრივი კრიზისია, ამ სბროდს კიდევ ერთი საერთო თვისება აერთიანებთ - ტოტალური გაუნათლებლობა და გოიმობა. ჩამონათვალში მოწინავეთა რიგებს იკავებს ქალბატონი ფილფანი
ტელეკომპანია რუსთავი -2-ის დებატებში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე და გახარიას პაარტის წევრი ვიკა ფილფანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შესახებაც ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
19 მაისი 2026, 09:19
მსოფლიო
იოჰან ვადეპული: გერმანია თურქეთის ევროკავშირში გაწევრებას მხარს დაუჭერს და ევროინტეგრაციის გზაზე ანკარის სანდრო პარტნიორი იქნება
გერმანია თურქეთის ევროკავშირში გაწევრებას მხარს დაუჭერს და ევროინტეგრაციის გზაზე ანკარის სანდრო პარტნიორი იქნება, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჰაკან ფიდანთან შეხვედრაზე.
19 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: სან-დიეგოს ისლამურ ცენტრში სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში მდებარე ისლამურ ცენტრში ორმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
19 მაისი 2026, 08:54
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთობის ღონისძიება ჩვენი იდენტობის, ენისა და იმ სულიერი ერთობის ზეიმია, რომელსაც ვერანაირი დრო და მავთულხლართი ვერაფერს აკლებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „აფხაზეთობის კვირეული“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მრავალფეროვანი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა, რომელიც აფხაზეთის კულტურის და ტრადიციების წარმოჩენას ისახავდა მიზნად.
19 მაისი 2026, 08:51
პოლიტიკა
პარტია „ხალხის ძალა“ იმერეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს
პარტია „ხალხის ძალა“ იმერეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები ქუთაისის საკრებულოში თავიანთი ფრაქციის წევრებს შეხვდნენ.
19 მაისი 2026, 08:47
პოლიტიკა
გელა სამხარაული: კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობები - ჩინეთის მხრიდან ასეთი ინტერესი, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის
პეკინში გვქონდა მაღალი დონის მნიშვნელოვანი შეხვედრები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩინეთის მხარე მზად არის გაღრმავდეს ჩვენს შორის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ავიდეს უფრო მაღალ დონეზე, - განაცხადა პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა.
19 მაისი 2026, 08:41
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი სიძულვილის ენის მონიტორინგზე: ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში დიალოგის კულტურას ხელი შევუწყოთ
ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგის კულტურას საზოგადოებაში, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
19 მაისი 2026, 08:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: შსს-ში სპეციალური დანაყოფი შეიქმნება, რისი მთავარი შედეგიც უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული
სპეციალური დანაყოფი შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამის მთავარი შედეგი უნდა იყოს ის, რომ ზიზღის, სიძულვილის, შუღლის გამოღვივებელი ენა სოციალურ გარემოში მაქსიმალურად იყოს პრევენცირებული, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა
19 მაისი 2026, 08:18
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს. დღეს პარლამენტის წევრები საგარეო საქმეთა უნივერსიტეტს ესტუმრებიან და მის ხელმძღვანელობასთან გამართავენ შეხვედრას. დღის მეორე ნახევარში კი ქალაქ სიანში გაემგზავრებიან.


