19 მაისი 2026, 16:53 / სანდო წყარო

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: ესტონეთის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი უკრაინული დრონი რუმინულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო

ჰანო პევკური

ჰანო პევკური

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის ჰანო პევკურის განცხადებით, ქვეყნის თავზე აღმოჩენილი უკრაინული დრონი რუმინეთის გამანადგურებელმა ჩამოაგდო.

მისი განცხადებით, რუმინული თვითმფრინავი საჰაერო სივრცის პატრულირებას ახდენდა, როცა დრონი აღმოაჩინა და ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც პევკურმა განაცხადა, უპილოტო საფრენი აპარატის ნაწილები სოფელ კაბლაკულასთან ახლოს ჩამოვარდა.

„დრონი საკმაოდ დაჭაობებულ ადგილას ჩამოვარდა და ახლა ჩვენ სამძებრო სამუშაოებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.

პევკურმა მადლობა გადაუხადა რუმინელ მოკავშირეებს, რომლებმაც აღნიშნული ოპერაცია ჩაატარეს.

ყველა სიახლე

19 მაისი 2026, 18:08

პოლიტიკა

პარლამენტის წევრები ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ

პარლამენტის წევრები სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

ბექა ძამაშვილი

19 მაისი 2026, 18:06

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს ნამდვილად იქნება პრეცედენტული საქმე, რომ როდესაც ადამიანი სხვას შეურაცხყოფს, ვირტუალურ სივრცეში გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას

ეს ნამდვილად იქნება პრეცედენტული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოში იქნება ეს სტანდარტი დადგენილი, რომ როდესაც ადამიანი სხვას შეურაცხყოფას აყენებს, ცდილობს მის დამცირებას, გამოხატავს აგრესიას გამოხატვის ეს ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობით ეს ითვლება წვრილმან ხულიგნობად და არის დასჯადი სამართალდარღვევათა კოდექსით, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

19 მაისი 2026, 18:03

საზოგადოება

26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისის გარკვეულ არეალებში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, 20 მაისის 08:00 საათიდან 28 მაისის დღის ბოლომდე, ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ბექა ძამაშვილი

19 მაისი 2026, 18:00

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს

„ხშირად მედიაში არასწორი ნარატივი ვრცელდება ხოლმე, თითქოს საჯარო მოსამსახურეს, თუ თანამდებობის პირს უნდა ჰქონდეს თმენის ისეთი ვალდებულება, რომ მის მიმართ გამოხატული ყოველგვარი შეურაცხყოფა მოითმინოს. ევროპულმა სასამართლომ დღევანდელ გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რომ საჯარო მოსამსახურეები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან, შეურაცხმყოფებისგან, რადგან საჯარო მოსამსახურეებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდ გარემოში საკუთარი საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

დომინიკ ტარჩინსკი

19 მაისი 2026, 17:51

მსოფლიო

პოლონელი ევროპარლამენტარი დომინიკ ტარჩინსკი აცხადებს, რომ ის დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს - ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის მოსვლამდე სანიმუშო იყო

პოლონელი ევროპარლამენტარი დომინიკ ტარჩინსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს და მის ქმედებებს კომუნისტურს უწოდებს.

19 მაისი 2026, 17:42

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა. ამ თარიღის ფარგლებში, KIU-სა და სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

19 მაისი 2026, 17:34

მსოფლიო

კვლევა: გაერთიანებულ სამეფოში სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების 3/4 სრულ განაკვეთზე მომუშავე მშობლების ოჯახში ცხოვრობს

გაერთიანებულ სამეფოში სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების 3/4 სრულ განაკვეთზე მომუშავე მშობლების ოჯახში ცხოვრობს. კვლევას საჯარო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტი აქვეყნებს.

კახა წიქარიშვილი

19 მაისი 2026, 17:29

საზოგადოება

დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: უწმინდესის მხრიდან იყო გახსნილი, ღია კომუნიკაცია. ყურადღებით მოისმინა ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რაც გვაქვს. ყველა მიმართულებით შეგვპირდნენ მხარდაჭერას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. მათ პატრიარქთან სამი მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის სახელმწიფოსთან შუამდგომლობა და ერთიანი ფონდის შექმნა. დაისახა გეგმა, რომ პატრიარქო პროცესში ყველა მიმართულებით ჩაერთვება, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მშობლებით, საპატრიარქოს წარმომადგენლებით და სპეციალისტებით დაკომპლექტდება. ჯგუფს კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.

დავით ქართველიშვილი

19 მაისი 2026, 17:26

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროკავშირმა მარტში რუსეთიდან LNG-ის შესყიდვები თითქმის გააორმაგა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაზრდილ ვაჭრობას ეხმიანება.

19 მაისი 2026, 17:18

საზოგადოება

გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოზე (UNSDCF 2026–2030), რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოში გაეროს გუნდის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა და დამტკიცდა ორწლიანი სამუშაო გეგმა, სადაც დიდი ადგილი უკავია განათლების მიმართულებას.

ხოსე ლუის საპატერო

19 მაისი 2026, 17:16

მსოფლიო

Reuters: ესპანეთის ყოფილი პრემიერის ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო

ესპანეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

19 მაისი 2026, 17:10

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგოდ ფერმერებს კომპლექსური ღონისძიებების დროულ გატარებას ურჩევს

მაისში მოსული უხვი ნალექი და ჰაერის ტემპერატურის მატება საქართველოს მევენახეობის ზონებში იდეალურ პირობებს ქმნის ვაზის ჭრაქის პირველადი და მეორეული ინფექციების გავრცელებისთვის, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

19 მაისი 2026, 17:05

რეგიონი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გახსნის ცერემონიას დაესწრნენ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის კოორდინატორი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აფხაზეთის ა/რ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოების წარმომადგენლები, ზუგდიდში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

19 მაისი 2026, 17:00

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წმინდა საყდრის დესპანს შეხვდა

შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის მნიშვნელობას.

19 მაისი 2026, 16:55

რეგიონი

ჩინური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩინური ენის მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

19 მაისი 2026, 16:22

მსოფლიო

Reuters: რუსმა სამხედროებმა ჩინეთში ფარულად გადამზადება გაიარეს და ახლა უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან

ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა გასული წლის ბოლოს ჩინეთში ფარულად გადაამზადეს 200-მდე რუსი სამხედრო, რომელთა ნაწილი უკვე უკრაინაში იბრძვის. ინფორმაციას Reuters-ი სამი ევროპული ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 მაისი 2026, 16:19

საზოგადოება

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს

მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით განმარტებას ავრცელებს.

19 მაისი 2026, 16:17

საზოგადოება

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2026 წლის 17 მაისს, საღამოს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-სა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის გულთბილი და ძმური სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

19 მაისი 2026, 16:11

საზოგადოება

ამ წუთებში საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს ხვდება