imedi /  12 იანვარი 2018, 15:34 / სანდო წყარო

აზერბაიჯანულმა სასამართლომ მუხტარლის 6 წელი მიუსაჯა

აფგან მუხტარლი

არასამთავრობო ორგანიზაცია "აი ფაქტის" ინფორმაციით, აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ციხეში 6 წელს გაატარებს. მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, საზღვარზე 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. 

დღეს, ბელაქანის სასამართლოს დარბაზში, მოსამართლემ საბოლოო სიტყვის უფლება მისცა მუხტარლის, რაზეც მან უპასუხა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, რადგან ის თავის სიტყვას ყველგან იტყვის სიცოცხლის ბოლომდე.

“ჩემი ცხოვრების მანძილზე მე ვიბრძოდი უკანონობის წინააღმდეგ. საქართველოში ცხოვრებისას, ჩემი ყველა ნაბიჯი აზერბაიჯანული სპეცსამსახურების მიერ კონტროლდებოდა. ჩემს თვალთვალში დახარჯული თანხები უკეთესი იქნებოდა, მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიემართათ,” – განაცხადა მუხტარლიმ საბოლოო სიტყვაში. “მე გამიმართლა, რადგან სხვა ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ადრე დაუკავებიათ, უარეს ვითარებაში აღმოჩენილან, ან უწამებიათ ან მოუკლავთ. პირველად შემეშინდა, როცა საზღვარზე გადამიყვანეს, მეგონა, რომ მომკლავდნენ.”

მუხტარლის ადვოკატებმა მოსამართლეს სასჯელის შემცირება სთხოვეს, ვინაიდან მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. პროკურორმა ამ მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ დაცვის მხარეს ბავშვების დაბადების მოწმობები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

სასამართლომ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც მუხტარლის უდანაშაულობას დაადასტურებდა. ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ყურადღება გაამახვილა მუხტარლის დაკითხვის ოქმებზე. არცერთ ოქმს არ აქვს ბრალდებულის ხელმოწერა და არც განმარტება, თუ რატომ არ მოაწერა მათ ხელი მუხტარლიმ.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. აზერბაიჯანის პროკურატურამ მას ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეს „აფგან მუხტარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ" პრიორიტეტი მიანიჭა. საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

მუხტარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ შვილთან ერთად საქართველო 11 ოქტომბერს დატოვა. 31 დეკემბერს აფგან მუხტარლის და და დისშვილები, აზერბაიჯანულ ქალაქ ზაქათალაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს.

არქივი

22 ივნისი 2018, 00:09

ტაბლოიდი

სამხრეთ აფრიკაში ქალი ყოფილი შეყვარებულის ქორწილში საქორწილო კაბით მივიდა და სკანდალი მოაწყო

სამხრეთ აფრიკაში ქალი ყოფილი შეყვარებულის ქორწილში საქორწილო კაბით მივიდა და სკანდალი მოაწყო. შემთხვევა ქალაქ ბენონიში მოხდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ეჩხუბება კაცი ყოფილ შეყვარებულს და მიც გაგდებას ცდილობს, მისი საცოლე კი ცერემონიის დაწყებას მშვიდად ელოდება.

21 ივნისი 2018, 23:53

სპორტი

არგენტინა ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა

ხორვატიის ნაკრებმა არგენტინის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეზე დაამარცხა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ გამანადგურებელი ანგარიშით 3:0 დასრულდა.

21 ივნისი 2018, 23:46

ძალოვნები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ბავშვი და ორსული ქალი დაშავდნენ

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი და ორსული ქალი. ავარია ბაგრატიონის ქუჩასთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოებში გადაიყვანა.

21 ივნისი 2018, 23:31

საქართველო

საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს

საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმი ქვეყნდება, სადაც დაწვრილებით არის წარმოდგენილი, რა თემები განიხილეს დღევანდელ კრებაზე და ვინ რა მოხსენებით გამოვიდა.

21 ივნისი 2018, 23:25

ტაბლოიდი

მელანია ტრამპს აკრიტიკებენ ტანსაცმლის გამო, რომლითაც მიგრანტებთან შესახვედრად გაემგზავრა

აშშ-ის პირველ ლედის აცვია მოსასხამი, რომელსაც აწერია: „მე ნამდვილად არ მადარდებს. შენ?“. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ეს ტრამპების პოლიტიკის ნაწილია და პირველი ლედი ამით მიგრანტების მიმართ ქმრის, დონალდ ტრამპის პოლიტიკას უსვამს ხაზს.

21 ივნისი 2018, 23:16

ძალოვნები

სოხუმში 2 სტუდენტი დაიხრჩო

სოხუმში 2 სტუდენტი დაიხრჩო. აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციათა სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიზან ლომიას თქმით, ბიჭების ცხედრები მყვინთავებმა იპოვეს.

21 ივნისი 2018, 22:48

ტაბლოიდი

არგენტინელი ფანები მესის ცოლს გამარჯვების მომტანი ფეხსაცმელების ჩაცმას სთხოვენ

არგენტინელმა ფანებმა ჯგუფური შეხვედრის მეორე მატჩზე ხორვატიასთან იღბალის მომტან საშუალებას მიაგნეს. ნაკრების გულშემატკივარმა ქალმა, კატა ტროსეირომ Twitter-ზე გამოაქვეყნა წარმატებული მატჩების - 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის და 2018 წლის ლა ლიგის ბოლო შეხვედრის შემდეგ გადაღებული ფოტოები.

21 ივნისი 2018, 22:35

მსოფლიო

ტრამპისა და პუტინის შეხვედრის თარიღი დასახელდა

შეხვედრის 2 ვარიანტია: დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ერთმანეთს ნატოს სამიტამდე შეხვდნენ, რომელიც ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართება ან 13 ივლისს, როცა ტრამპი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს დაასრულებს.

21 ივნისი 2018, 22:29

ტაბლოიდი

დასახელდა საუკეთესო ეროტიკული სცენები ცნობილი ფილმებიდან

ვებგვერდმა Ranker-მა გამოაქვეყნა საუკეთესო ეროტიკული სცენები მსოფლიოს ყველა დროის ცნობილი ფილმებიდან. რეიტინგის შედგენაში მაყურებელი მონაწილეობს და ხმის მიცემის გზით საუკეთესო სექსუალურ სცენებს ავლინს. ბოლო მონაცემებით, რეიტინგში პირველ ადგილზეა 1963 წელს გადაღებული ფილმის, Contempt-ის ერთ-ერთი სცენა.

21 ივნისი 2018, 22:19

კულტურა

ბრიტანული ტელეშოუს ვარსკვლავი და 2009 წლის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გარდაიცვალა

32 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, მას სხეულზე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. სილამაზის კონკურსის გარდა სოფი გრეიდონს პოპულარობა რეალითი-შოუმ „სიყვარულის კუნძულმა“ მოუტანა.

21 ივნისი 2018, 22:12

საქართველო

ვოლსკი: ოპტიმიზაცია საკადრო შემცირებებს არ დაუკავშირდება

სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, რომელიც დღეს მუშაობს და ისევ მობილიზებული იყვნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს პრემიერმინისტრთან უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

21 ივნისი 2018, 21:59

მსოფლიო

მელანია ტრამპი, არალეგალი მიგრანტი ბავშვების მოსანახულებლად, მექსიკის საზღვარზე ჩავიდა

აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი, არალეგალი მიგრანტი ბავშვების მოსანახულებლად, შტატში მექსიკის საზღვარზე ჩავიდა. „მას საკუთარი თვალით უნდა ნახოს, რა ხდება და მათი მხარდაჭერა გამოხატოს“, - განაცხადა პირველი ლედის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფანი გრიშემმა.

21 ივნისი 2018, 21:59

ტაბლოიდი

მღვდელმა ბავშვს ნათლობისას სახეში გაარტყა. ვიდეო

მღვდელმა ბავშვს ნათლობისას სახეში გაარტყა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა მოქმედების ადგილი უცნობია. ჯერჯერობით გაურკვეველია ფაქტი რომელ ქვეყანაში მოხდა, თუმცა ვიდეოში ასახული პირები, მათ შორის სასულიერო პირი ფრანგულად ლაპარაკობენ.

21 ივნისი 2018, 21:58

მსოფლიო

რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერი კორუფციისთვის დააპატიმრეს

რუმინეთის მმართველი პარტიის ლიდერს, ლივიუ დრაგნეას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც გაირკვა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა სოციალურ სააგენტოში დაასაქმა ორი ქალი, რომლებიც 2006-2012 წლებში ხელფასს იღებდნენ, თუმცა სამსახურში არასდროს უვლიათ.

21 ივნისი 2018, 21:47

ვიდეო

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: უკრაინელი ხალხის საეკლესიო მდგომარეობაზე დღეს მსჯელობა ძალიან რთულია

21 ივნისი 2018, 21:42

ვიდეო

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა

21 ივნისი 2018, 21:39

ვიდეო

პირველი ბრძანება, რომელიც პრმიერ-მინისტრმა გამოსცა, ახალი მინისტრების დანიშვნა იყო

21 ივნისი 2018, 21:37

მსოფლიო

აშშ-ში ავტოსადგომზე 9 წლის გოგო მოკლეს

ბავშვი, დასთან ერთად, დედამ ავტომობილში დატოვა, ვიდრე კიდევ ერთ შვილს სპორტის წრიდან გამოიყვანდა. სწორედ ამ დროს, ავტოსადგომზე იარაღით მოვაჭრე ორმა ადამიანმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნა. ერთ-ერთი ტყვია ავტომობილში მჯდომ ბავშვს თავის არეში მოხვდა.

21 ივნისი 2018, 21:31

ვიდეო

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე მცირდება

21 ივნისი 2018, 21:28

ვიდეო

მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა დღეს გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა