DW: რუსმა ოლიგარქებმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინაში ომის გასაგრძელებლად 220 მილიარდი რუბლი გადარიცხეს
ოლეგ დერიპასკა
ფოტო: Getty Images
რუსმა ოლიგარქებმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინაში ომის გასაგრძელებლად 220 მილიარდი რუბლი გადარიცხეს. ინფორმაციას DW-ს რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პუტინთან დახურული შეხვედრა 26 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ ის უკრაინასთან ომის გაგრძელებას აპირებს და ბიზნესს დახმარება სთხოვა.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ერთ-ერთი შემომწირველი ბიზნესმენი სულეიმან ქერიმოვია. გარდა ამისა, რუსეთის ომს ფული ოლიგარქებმა ოლეგ დერიპასკამ და ვლადიმერ პოტანინმაც შესწირეს.
როგორც DW აღნიშნავს, 2026 წლის იანვარ-აპრილში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა რეკორდულ 5,877 ტრილიონ რუბლს მიაღწია, რაც დაგეგმილზე 1,6-ჯერ მეტია.
ყველა სიახლე
02 ივნისი 2026, 16:32
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
02 ივნისი 2026, 16:29
მსოფლიო
CBS News-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-თან ომის განახლება გარდაუვალია
ერთ-ერთმა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ამერიკულ ტელეარხ CBS News განუცხადა, რომ აშშ-თან ომის განახლება გარდაუვალია, რადგან „ირანელი ერი არასდროს დანებდება“.
02 ივნისი 2026, 16:24
კულტურა
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ლანჩხუთში გაიმართება
2 ივნისს, 17:00 საათზე ქალაქ ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“-ს მორიგი კონცერტი გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი ხაინდრავა და გოჩა დათუსანი. საკონცერტო პროგრამაშია ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
02 ივნისი 2026, 16:07
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია, სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას
დღევანდელი დღე ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონული თანამშრომლობა, კეთილმეზობლობა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა ქმნის ძლიერ საფუძველს მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
02 ივნისი 2026, 15:58
რეგიონი
ფოთის მერიამ ბავშვთა უფლებების კვირეული სლოგანით - „ღიმილით გავაფერადოთ ქალაქი, გაუღიმე შენს ქალაქს" გამართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის მერიამ ბავშვთა უფლებების კვირეული სლოგანით - „ღიმილით გავაფერადოთ ქალაქი, გაუღიმე შენს ქალაქს" გამართა.
02 ივნისი 2026, 15:51
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებულია გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები
„ეს მნიშვნელოვან დაზიანებებს აყენებს ქსელს. ეს შედის შესაბამის ტარიფში და ფინანსური ზარალიც სახეზეა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველების დამონტაჟების შესახებ, ასევე კონკრეტული მრიცხველები იქნება მიბმული კონკრეტულ დასახლებაზე, სოფელზე, რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მიეცემა საშუალება იდენტიფიცირების იმ ადგილების, სადაც ხდება აღნიშნული უკანონო ბიზნესსაქმიანობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტების გამოვლენაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
02 ივნისი 2026, 15:48
პოლიტიკა
დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს
დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს.
02 ივნისი 2026, 15:45
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა ბაქო–თბილისი–ყარსის სრულფასოვან ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების დროულად გადაჭრა და წარმატებით დასრულება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.
02 ივნისი 2026, 15:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
02 ივნისი 2026, 15:31
პოლიტიკა
პრემიერი პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებაზე: ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე, მომავალშიც მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის
ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებას ეხებოდა, სადაც 2 ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.
02 ივნისი 2026, 15:24
პოლიტიკა
პრემიერი დინო პარკზე: არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, საბოლოო ჯამში, ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია
არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ციცინათელას“ მიმდებარედ ახალი დინო პარკის გახსნას შეეხებოდა.
02 ივნისი 2026, 15:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, არ აქვთ ხალხის ნდობა, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, დაპირისპირებები აბსოლუტურად ლოგიკურია
ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია ყველა თვალსაზრისით, მათ არ აქვთ ხალხის ნდობა, ინსტიტუციურად აბსოლუტურად დასუსტებულები არიან, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, ეს დაპირისპირებები არის აბსოლუტურად ლოგიკური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
02 ივნისი 2026, 15:22
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში
„ციფრებზეც იყო საუბარი. როგორც აღინიშნა, დღეისათვის წლიური მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში არის 133 მლნ კილოვატ/საათი, როცა მსგავსი მუნიციპალიტეტის მოხმარება არის 7, მაქსიმუმ 10 მლნ კილოვატ/საათი. რა თქმა უნდა, ეს უნდა შეიცვალოს და უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა. ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში“, - განაცხადა პრემიერმა.
02 ივნისი 2026, 15:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს
პეტერ ფიშერი საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ, რაღაცნაირად, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად.
02 ივნისი 2026, 15:11
სამართალი
ეკა კუპატაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: დემეტრე ჯინჯოლიამ, ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად, სამართლიანი სიტყვით ღირსეულად დაიცვა ღირსეული ახალგაზრდის გიგა ავალიანის ღირსება. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. დემეტრე ჯინჯოლიამ, ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად, სამართლიანი სიტყვით ღირსეულად დაიცვა ღირსეული ახალგაზრდის გიგა ავალიანის ღირსება, - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას.
02 ივნისი 2026, 15:10
პოლიტიკა
პრემიერი: გერმანია ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია
„თან საქმე ეხება გერმანიას, რომელიც ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო. ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია, აღარაფერს ვამბობ ბევრ სხვა ქმედებაზე. ელჩისთვის შეხვედრის არჩანიშვნაც არის ამის მორიგი გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
02 ივნისი 2026, 15:09
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
02 ივნისი 2026, 15:08
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: მთლიანად ევროპა აღმოჩნდა ცივილიზაციური კრიზისის წინაშე
„ის ერთი ფაქტი, რაზეც დღევანდელ განცხადებაში ყურადღება გავამახვილეთ, ამის ნათელი დადასტურებაა, როდესაც სპორტული, დიდი გამარჯვება გადაიქცა მასობრივ არეულობად საფრანგეთის დედაქალაქში. საზოგადოებამ იცის, რომ ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, ამას უკვე აქვს ხშირი ხასიათი, ეს გახდა ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ეროვნული თუ სხვა ტიპის გამარჯვებები და ზეიმები გადაიქცევა მასობრივ არეულობად. ეს იმას ნიშნავს, რომ დეგრადაციამ საკუთარი გამოვლინება ნახა ევროპულ საზოგადოებაში“.
02 ივნისი 2026, 15:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ
„საინტერესო საუბარი გვქონდა ვიზიტის ფარგლებში. ჩვენი მიდგომა იცით როგორიც არის, ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოზიცია იმის შესახებ, რომ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის სურვილი ჩვენი მხრიდან გამოხატული და ერთი მთავარი მიდგომა, რასაც ასევე ხაზს გავუსვამ არის ის, რომ ეს ურთიერთობები და ურთიერთობების განახლება, გადატვირთვა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. ერთი მთავარი საკითხი, რაც ხელს უშლიდა ურთიერთობების გაჯანსაღებას ორ ქვეყანას შორის და პირიქით, აუარესებდა ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, იყო სწორედ უსამართლობა, წინა ადმინისტრაციის უსამართლობა. რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ჩვენი ამერიკელი კოლეგების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


