გერმანიის მოქალაქე ფრიდრიხ მერცის მიმართ ინტერნეტში დაწერილი კომენტარის გამო დააჯარიმეს, მოქალაქეს 1 თვის ხელფასის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა
ფოტო: afdbundestag.de
„ინტერნეტში გერმანიის კანცლერისთვის მატყუარას წოდება ახლა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ქუჩაში ჩადენილი დანაშაული. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას“, - აცხადებს გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი დეპუტატი, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ევგენ შმიდტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
საქმე ეხება მოქალაქის მიერ ფრიდრიხ მერცის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს, სადაც მოქალაქემ გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, „ლიუგენფრიცი“- „მატყუარა ფრიცი“ უწოდა.
ბადენ-ვიურტემბერგის მცხოვრები სასამართლომ ფეისბუქზე დაწერილი მხოლოდ ერთი კომენტარის გამო დასაჯა. მან ფრიდრიხ მერცს მატყუარა უწოდა. გერმანულად ეს ჟღერდა როგორც „ლიუგენფრიცი“ - „მატყუარა ფრიცი“, რაც სახელი ფრიდრიხის კნინობითი ფორმაა. სასჯელი- 30 დღის ხელფასს შეადგენს- ინფორმაციას შმიდტი გერმანულ მედიასაშუალება Junge Freiheit-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიტიკოსი ვიდეოში ამ ამბის შესახებ ვრცლად საუბრობს და ამბობს, რომ ჰაილბრონის პროკურატურამ ეს შემდეგნაირად განმარტა: ეს კომენტარი თითქოს ხელყოფს ნდობას, აკნინებს კანცლერის პატიოსნებას და აგრესიას აღვივებს მის თანამოაზრეებში. საფუძველი კი სისხლის სამართლის კოდექსის მავნე 188-ე პარაგრაფია- „ცალკე მუხლი პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის“.
მისივე თქმით, „გერმანელებს მწარე კომენტარებისთვის მიზეზი თავზე საყრელად აქვთ. არჩევნებზე მერცი იფიცებოდა, რომ ახალ ვალებს არ აიღებდა, მიგრაციულ პოლიტიკას რადიკალურად შეცვლიდა და „შუქნიშნის“ (წინა სამთავრობო კოალიციის) დროინდელ ყველა გადაცდომას გამოასწორებდა. გამარჯვების შემდეგ კი ყველა დაპირება დაივიწყა და 500 მილიარდი ევროს ოდენობის ვალის პაკეტი დაამტკიცა. და აი შედეგიც: სანამ პროკურორები და პოლიცია ძალებს ფეისბუქის კომენტარებზე ხარჯავენ, რიგითი მოქალაქეები ქუჩებში კრიმინალის ზრდას ხედავენ და გრძნობენ, რომ მათ არავინ იცავს. როდესაც კანცლერისთვის საკუთარი მოქალაქეების დევნა უფრო მარტივია, ვიდრე სიტყვის შესრულება, ეს უკვე ნაკლებად ჰგავს თავისუფალ ქვეყანას.“
ამასთან, ევგენ შმიდტი დეტალურად საუბრობს იმის შესახებ, თუ კიდევ რომელი უწყინარი სიტყვები ხდება სისხლის სამართლის საქმის საფუძველი და აუდიტორიას სასამართლოს ამ სკანდალური განაჩენის დეტალებს აცნობს.
შმიდტი ამართლებს მოქალაქის კრიტიკას და ხაზს უსვამს, რომ კანცლერისთვის „მატყუარას“ წოდება არა ცილისწამება, არამედ სიმართლეა. არგუმენტად კი მისი წინასაარჩევნო დაპირებები მოჰყავს.
„პორტალ Junge Freiheit-ზე არის სტატია ჰაილბრონის სასამართლოს სწორედ ამ სკანდალურ განაჩენზე. საქმე ეხება მამაკაცს, რომელმაც 2025 წლის ოქტომბერში, პოლიციის მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ (სადაც საუბარი იყო კანცლერის ვიზიტთან დაკავშირებით ქალაქში საჰაერო სივრცის დაკეტვაზე), უამრავ ნეგატიურ გამოხმაურებას შორის, ერთი ასეთი კომენტარი დაწერა- „ლიუგენფრიცი“, ანუ „მატყუარა ფრიცი“. დიახ, „მატყუარა ფრიცის“ გამო ჩვენთან ახლა ჯარიმაა დაწესებული. მოკლედ, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მიმართვით მამაკაცმა შელახა კანცლერისადმი ნდობა. ფორმულირებაში ასევე წერია, რომ მან თითქოს სხვა დამცინავი კომენტარების პროვოცირება მოახდინა. ანუ, ამით შეილახა და შეირყა ჩვენი კანცლერის პატიოსანი სახე. საბოლოო ჯამში- 30 დღიური განაკვეთი. გერმანიაში ხშირად იყენებენ ასეთ ჯარიმებს ციხეში ჩასმის ნაცვლად, რაც ადამიანის შემოსავლით იანგარიშება. მაგალითად, თუ ის თვეში პირობითად 2000 ევროს იღებს, ჯარიმაც ამ თანხიდან გამოითვლება. მაგრამ ეს მთელი ისტორია, რა თქმა უნდა, თეთრი ძაფით არის ნაკერი. გახსოვთ, ეს იმ ისტორიის ნაწილია, როდესაც მერცს იმავე ფეისბუქ პოსტში „პინოქიო“ უწოდეს. „პინოქიოს“ საქმეს მაშინ დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან პოლიციამ თავად აიღო და 38 ასეთი კომენტარი პროკურატურას გადასცა. ნაწილი ჰაილბრონის პროკურატურამ გამოიძია, ნაწილი ტიუბინგენის და ნაწილი შტუტგარტის. შტუტგარტისა და ტიუბინგენის პროკურატურებმა ეს საქმეები მაინც დახურეს, რადგან დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა. როგორ შეიძლება ადამიანს კანცლერისთვის „პინოქიოს“ წოდების გამო სდიო. გასაგებია, რომ ეს იყო მინიშნება მის ტყუილებზე, ისევე როგორც „ლიუგენფრიცი“.
თუმცა, ჰაილბრონის პროკურატურამ და სასამართლომ მიიჩნიეს, რომ საქმე ბოლომდე მისაყვანი იყო და მიიყვანეს კიდეც. მთელი ეს აბსურდი ეყრდნობა სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე პარაგრაფს, რომელსაც აქ „მეფის შეურაცხყოფის მუხლსაც“ უწოდებენ, რადგან პოლიტიკოსები აღიარებულნი არიან განსაკუთრებულ პერსონებად, რომელთა პატივი და ღირსება განსაკუთრებული ფორმით უნდა იქნას დაცული. მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ პარაგრაფის რეალიზება იმით სრულდება, რომ ინტერნეტში ყველას, ვინც სიტყვებს არ არჩევს და პირდაპირ ამბობს იმას, რასაც პოლიტიკოსზე ფიქრობს, პირი უნდა მოუკეტონ. გახსოვთ, თავად ფრიდრიხ მერცი ამბობდა, რომ არ მოსწონს მის მისამართით ინტერნეტში ამდენი ნეგატივი რომ იღვრება. და აი, იმისთვის, რომ ეს ნეგატივი არ იყოს, ჩვენი სასამართლო სისტემა ასე მუშაობს, რომ ხალხს აიძულებს, გაჩუმდეს. სხვათა შორის, როგორც უკვე ვთქვი, აქ წერენ სხვა მსგავს გამონათქვამებზეც, მაგალითად: „მატყუარა მასხარა“ და „მეორეხარისხოვანი მატყუარა მასხარა“ -ეს არის მინიშნება იმაზე, რომ მერცი პირველივე მცდელობაზე ვერ აირჩიეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბუნდესტაგში მემარცხენეებმა დაუჭირეს მხარი, მიიღო საჭირო უმრავლესობა. მაგრამ ასეთ გამონათქვამებზეც კი არაფერი ყოფილა, სხვა პროკურატურებმა საქმეები უბრალოდ დახურეს. მოკლედ, თავი არ მოიჭრეს. აი, გამოთქმებზე „პოზიორი“ ან „პიჟონი“, ადამიანს უბრალოდ 100-ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს, კვლავ იმისთვის, რომ კანცლერის მისამართით ცუდი აღარაფერი ეთქვათ. მოკლედ, ამ რეზონანსულ საქმეს მაინც მოჰყვა გაგრძელება. თუმცა „პინოქიოს“ საქმე დაიხურა, სამაგიეროდ „მატყუარა ფრიცის“ თქმა კანცლერზე აღარ შეიძლება, თორემ წააწყდებით ჯარიმას- თქვენი 30 დღის გამომუშავებას, რაც ყველასთვის ინდივიდუალურია.
მოდით, ამ სიტუაციას მეორე მხრიდან, ფაქტების მიხედვით შევხედოთ. როდესაც ადამიანმა კანცლერს „მატყუარა ფრიცი“ უწოდა, მან ხომ, არსებითად, სიმართლე თქვა? კანცლერი, ჯერ კიდევ კანცლერობის კანდიდატი ყოფნისას, ძალიან ბევრ რამეს გვპირდებოდა და დაპირებებიდან არაფერი შეასრულა. გახსოვთ მისი გამონათქვამები იმის შესახებ, რომ „სესხების ლიმიტის“ დარღვევა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ეს მომავალ თაობებს ართმევს მომავალს და პასუხისმგებლობაა საჭირო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ფაქტობრივად მეორე დღესვე, ცვლის კონსტიტუციას, ცვლის ძირითად კანონს, რათა ახალი ვალები აიღოს. ანუ, რაოდენ მკვეთრად განსხვავდება მისი წინასაარჩევნო დაპირებები და ის, რაც მან შემდგომში გააკეთა. ან გახსოვთ მისი დაპირებები?- „ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღესვე მიგრაციულ პოლიტიკას 180 გრადუსით შემოვაბრუნებ“. რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მომხდარა, თუმცა ის დღემდე თვალდაუხამხამებლად ამბობს, რომ მიგრაციული პოლიტიკის შემობრუნება მოხდა. მაგრამ ხალხი სულელი არ არის, ყველა ხედავს, რა ხდება სინამდვილეში. და კიდევ უამრავი სხვა დაპირება, რომელიც მან დაარღვია. ამის შემდეგ მისი მატყუარად მოხსენიება... უბრალოდ მატყუარა- სწორედ რომ ჭეშმარიტი შეფასებაა. ხომ ვერ ვუწოდებთ მას „სიმართლის მთქმელ მერცს“ ან „ალალ ფრიცს“? ეს არასწორი იქნებოდა. აი, ამისთვის კი ნამდვილად უნდა გაესამართლებინათ, რადგან ეს მერცის მისამართით მცდარი განცხადება იქნებოდა. მაგრამ არა, ხედავთ? ჩვენთან ახლა სწორედ იმისთვის ასამართლებენ, რომ სიმართლეს სიმართლეს უწოდებ. და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ელფერი დაჰკრავს. საკუთარი მოსახლეობის დევნის ნაცვლად, მერცს მართებდა დაფიქრებულიყო, თუ რატომ ეკვრის მას მსგავსი მეტსახელები. შემთხვევითი ხომ არ არის „პინოქიოც“, „მატყუარაც“ და ყველა დანარჩენი ეპითეტი, რაც მის მისამართით ხალხში არსებობს? კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტია, თუ სად იხარჯება სახელმწიფო ორგანოების, პოლიციისა და პროკურატურის რესურსები. ქვეყანაში ქუჩის კრიმინალის თარეშია, რაც მათ ყურადღებას მოითხოვს, თუმცა ეს რესურსები, როგორც ხედავთ, იხარჯება ჩვენი „მართალი“ კანცლერის პატივისა და ღირსების დასაცავად, რომელიც ასეთი მეთოდებით ცდილობს პირის მოკეტვას არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, არამედ უბრალოდ განრისხებული ამომრჩევლისთვის“, -განაცხადა შმიდტმა.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 11:09
საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ახალი ინიციატივა სტუდენტებისათვის კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა სახელობით სტიპენდიებსა და სახელოვნებო სტაჟირებას მოიცავს. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 11:04
ეკონომიკა
საქსტატი: 2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ს ზრდამ 8,6% შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9%-ით განისაზღვრა
2026 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8,6 პროცენტი შეადგინა, პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 7.9 პროცენტით განისაზღვრა.
31 ივლისი 2026, 10:59
სამართალი
სამართალდამცველებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
31 ივლისი 2026, 10:54
საზოგადოება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს სრულდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.
31 ივლისი 2026, 10:52
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 მაისიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინეს.
31 ივლისი 2026, 10:51
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, თავდაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებთან, სხვადასხვა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათ სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო სერვისების განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია სერვისების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი ხედვა.
31 ივლისი 2026, 10:47
საზოგადოება
პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის გაფორმებული საგრანტო პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის“ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
31 ივლისი 2026, 10:40
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერს
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის მხარს უჭერს მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას.
31 ივლისი 2026, 10:38
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს შეხვდა.
31 ივლისი 2026, 10:21
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უკრაინის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 10:19
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
31 ივლისი 2026, 10:19
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის დაწყებული კონფლიქტის შედეგად, დანაშაულში ბრალდებულმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
31 ივლისი 2026, 10:18
სამართალი
პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
31 ივლისი 2026, 10:15
რეგიონი
თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფშაველი–აბანო–ომალოს 72-კილომეტრიან გზაზე საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მასშტაბურ პროექტს აქტიურად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სამუშაოები უკვე მიმდინარეობს გზის 49.18-კილომეტრიან მონაკვეთზე, რაც თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილის განახლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 10:12
რეგიონი
ზესტაფონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სატყეო უბნების ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ტყესთან დაკავშირებული სერვისების მიღების გამარტივების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 10 ადმინისტრაციული შენობა მოეწყო.
31 ივლისი 2026, 10:09
სპორტი
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „მილანის“ წევრი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „მილანი“ სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 09:51
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება
პოლონეთის პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება. ახალი რეგულაციით, რომელიც ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლების მოსწავლეებს სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე სმარტფონებისა და მსგავსი ფუნქციის მქონე მოწყობილობების გამოყენება აეკრძალებათ.
31 ივლისი 2026, 09:44
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა.
31 ივლისი 2026, 09:26
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხვალიდან კი ნალექების ინტენსივობა შემცირდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონში დღე უნალექოდ ჩაივლის, თუმცა ზოგან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. მომდევნო დღეებში კი მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.
31 ივლისი 2026, 09:23
მსოფლიო
პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ქვეყანას უახლოეს მომავალში ენერგოკრიზისი ემუქრება. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.


