უკრაინული მედია: ბულგარეთმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, 21-ე პაკეტს, მასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს შეყვანის გამო
ფოტო: Reuters
ბულგარეთმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ, 21-ე პაკეტს, მასში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს შეყვანის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ევროკავშირის ორ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი ევროკავშირის ელჩებმა გასულ კვირას განიხილეს. სწორედ მაშინ გამოხატა ბულგარეთმა უთანხმოება სასანქციო სიაში რუსეთის პატრიარქის დამატებასთან დაკავშირებით, რადგან იგი ამაში რელიგიურ საქმეებში ჩარევას ხედავს.
ასევე, „ევროპეისკა პრავდას“ თანამოსაუბრეთა ცნობით, რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის ბულგარეთმა, ენერგეტიკის სფეროში შეთავაზებულ სანქციებთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება გამოხატა - 21-ე პაკეტი ითვალისწინებს რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის გაყინვას, მისი შემდგომი ზრდის თავიდან ასაცილებლად.
ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) მომდევნო სხდომაზე ოთხშაბათს შეიკრიბება, სადაც გააგრძელებს ევროკომისიის მიერ შეთავაზებული, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის პროექტის განხილვას.
ყველა სიახლე
17 ივნისი 2026, 19:46
პოლიტიკა
ევროპარლამენტის ანგარიში: ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს თავის მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა
ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს თავის მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მას მიეცეს საზღვარგარეთ აუცილებელი სამედიცინო მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშში.
17 ივნისი 2026, 19:34
რეგიონი
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
17 ივნისი 2026, 19:27
სამართალი
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გოგა ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 19:25
მსოფლიო
POLITICO: ევროპარლამენტარები ალბანეთს მოუწოდებენ, შეაჩეროს მშენებლობა ჯარედ კუშნერთან დაკავშირებულ პროექტზე
ოთხშაბათს ევროპარლამენტმა მოუწოდა ალბანეთს, შეაჩეროს მშენებლობები დაცულ ტერიტორიებზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 19:21
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს
„საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
17 ივნისი 2026, 19:16
მსოფლიო
ორბანმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და ევროკავშირთან ბრძოლას ისეთ საკითხებზე გააგრძელებს, როგორიც მიგრაციაა
უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება და ევროკავშირთან ბრძოლას ისეთ საკითხებზე გააგრძელებს, როგორიც მიგრაციაა.
17 ივნისი 2026, 18:59
მსოფლიო
EURACTIV: ევროკავშირი მოსკოვთან „საკომუნიკაციო არხების“ გახსნას ცდილობს - ანტონიუ კოშტამ არაფორმალური არხი აამუშავა
ევროკავშირმა კრემლთან კონტაქტის დამყარება დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ახალი იმპულსი ეძლევა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV-ი ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 18:48
მსოფლიო
CNN: ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის მსოფლიო ფასების დინამიკა განსაზღვრავს იმას, დააწესებს თუ არა აშშ ხელახლა სანქციებს რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის მსოფლიო ფასების დინამიკა განსაზღვრავს იმას, დააწესებს თუ არა აშშ ხელახლა სანქციებს რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
17 ივნისი 2026, 18:22
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ქართული ოცნება“ ევროინტეგრაციის შანსს და შესაძლებლობას ხედავს მშვიდობაში
ვიღაცები ფსონს დებენ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ომში, „ქართული ოცნება“ ფსონს დებს მშვიდობაში. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ოღონდ, ამას ჩვენ გავაკეთებთ მშვიდობის გზით,- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა".
17 ივნისი 2026, 18:16
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: აშშ მოუწოდებს პაკისტანსა და კატარს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის გასაჯაროების ნება დართონ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ მოუწოდებს პაკისტანსა და კატარს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის გასაჯაროების ნება დართონ.
17 ივნისი 2026, 18:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს
საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
17 ივნისი 2026, 18:13
პოლიტიკა
ბიძინა გიორგობიანი: ევროკავშირი არ არის დედამიწაზე ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. მათ ჰგონიათ, რომ ის სამყაროს ცენტრია და ამ დროს ეს ასე არ არის
მოულოდნელი და ახალი ამ რეზოლუციაში არაფერი ყოფილა, უკვე ოთხი წელია შევეჩვიეთ მსგავს რეზოლუციებს. ეს დაკავშირებულია სწორედ იმ პოლიტიკასთან, რომელიც გააჟღერა მარტა კოსმა იმ განცხადებასთან ერთად, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას.
17 ივნისი 2026, 18:10
მსოფლიო
ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აშშ ინვესტიციას ჩადებს ირანის აღდგენის ფონდში, რომლის მოცულობაც 300 მილიარდ დოლარს შეადგენს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აშშ ინვესტიციას ჩადებს ირანის აღდგენის ფონდში, რომლის მოცულობაც 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, და დასძინა, რომ მას არც ყურის ქვეყნებისთვის უთხოვია საინვესტიციო ვალდებულებების აღება.
17 ივნისი 2026, 18:09
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ პირდაპირ ეთერში შეიტყო, რომ ხვალ აღარ იქნება თავმჯდომარე და აპირებენ ახალი თავმჯდომარის არჩევას და ეს ყველაფერი მოხდება ერთი კაცის ბრძანებით ციხიდან. სასაცილოა უბრალოდ მათი მხრიდან შიდა პარტიულ დემოკრატიაზე საუბარი. რაც შეეხება ალიანსს, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ ალიანსმა 26 მაისი ვერ გადალახა
ასე ხდება, როდესაც ადამიანებს არ აქვთ იდეოლოგიური ერთობა, ასე ხდება, როდესაც ადამიანები არ არიან ორიენტირებული საზოგადოების ინტერესებზე, ასე ხდება, როდესაც ისინი ფიქრობენ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თორნიკე ფაღავა ოპოზიციაში არსებულ არეულობას.
17 ივნისი 2026, 18:01
სამართალი
გიორგი პატარიძე: დაცვის მხარემ პენიტენციურ დაწესებულებას მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით მიმართა 3 ივნისს და, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც მათ გაეგზავნათ პასუხი
სიცრუეა, თითქოს, დაახლოებით, ორი კვირის წინ მოგვმართეს წერილით და დღემდე არ აქვთ მიღებული პასუხი მსჯავრდებულის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით. მათ 3 ივნისს მიმართეს №5 პენიტენციურ დაწესებულებას და უკვე, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც გაეგზავნათ პასუხი პენიტენციური დაწესებულებიდან, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას უფლებადამცველის ბრიფინგის საპასუხოდ.
17 ივნისი 2026, 18:01
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: ნაციონალურობიდან ნაციონანულობამდე
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მისი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნანუკა ჟორჟოლიანია, სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმიანება.
17 ივნისი 2026, 18:00
სამართალი
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის თაობაზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტებთან დაკავშირებით შეტანილი საჩივრის თაობაზე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
17 ივნისი 2026, 17:57
პოლიტიკა
გიორგი პატარიძე: რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ელენე ხოშტარიამ ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს და უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია, 9 ივნისს კი ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები
ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომდა თურქეთის მხარისგან მათ მიიღეს სამედიცინო რეკომენდაციები და გადმოსცეს პენიტენციურ სამსახურს. ეს რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება. უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია; 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები. ამ წუთებში მას უკვე გაწეული აქვს კვლევის შემდგომი კონსულტაცია და უკვე სამომავლოდ დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა, – ასე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატების განცხადებას.
17 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
ცოტნე გეგეჭკორი: ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს
ევრობიუროკრატიის მორიგი, ღია შანტაჟი და შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე - ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია და ანგარიში უკვე სრულად სცდება ყოველგვარ პოლიტიკურ ჩარჩოს, - წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „EURO ანატომიის“ წამყვანი ცოტნე გეგეჭკორი.


