18 ივნისი 2026, 11:52 / სანდო წყარო

Financial Times: როგორ შეიძლება ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების საკითხმა ევროკავშირის ლიდერების სამიტი ორად გაყოს

ანტონიუ კოშტა ვოლოდიმირ ზელენსკი

ანტონიუ კოშტა ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის მცდელობა ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს, შესაძლოა, წევრ სახელმწიფოებს შორის უთანხმოების საგანი გახდეს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინის საკითხზე დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე იმსჯელებენ.

„მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო, სულ სამი დღე გავიდა, თუმცა წევრ სახელმწიფოებს შორის უთანხმოება იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად უნდა გაგრძელდეს პროცესი, უკვე საფრთხეს უქმნის მიღწეულ პოზიტიურ განწყობას“, - წერს Financial Times-ი.

გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი თვის შემდეგ. დღეს ევროკავშირის მრავალი დედაქალაქი გაფართოებას გეოპოლიტიკურ აუცილებლობად მიიჩნევს, თუმცა ამავე დროს ფრთხილად ეკიდება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელმაც, შესაძლოა, კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების მკაცრი პროცედურები გაამარტივოს.

ორშაბათს ევროკავშირმა უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი ე.წ. გაწევრიანების კლასტერი გახსნა. ეს არის თემატური მიმართულებების ჯგუფები, რომელთა ფარგლებში კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს უნდა შეუსაბამონ. პირველი კლასტერი მოიცავს ფუნდამენტურ საკითხებს, მათ შორის სამართლის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს.

ახლა უკრაინა გერმანიისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მხარდაჭერით, დანარჩენი ხუთი კლასტერის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას ითხოვს.

„უკრაინისა და მოლდოვისთვის მკაფიოდ ვუჭერთ მხარს მოლაპარაკების ყველა თავის დაუყოვნებლივ გახსნას“, - განაცხადა გერმანიის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

Financial Times-ის ცნობით, გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ამ კლასტერების გახსნას უკვე მომდევნო თვეში გეგმავს. თუმცა წევრი სახელმწიფოების ნაწილი ამ ვადებს სკეპტიკურად უყურებს. მათი შეშფოთების მიზეზია როგორც გაფართოების მიმართ საზოგადოების შედარებით დაბალი მხარდაჭერა, ისე შიში, რომ უკრაინისთვის პროცესი განსაკუთრებულად დაჩქარებულად აღიქმება.

ყველა სიახლე

ტიმ კუკი

18 ივნისი 2026, 13:47

ტექნოლოგიები

ტიმ კუკი აცხადებს, რომ Apple-ის პროდუქციის გაძვირება გარდაუვალია

„გაძვირება გარდაუვალია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამსუბუქოთ ხარჯების ზრდა და ვცდილობთ დავიცვათ მომხმარებლები ამ მატებისგან, თუმცა სიტუაცია უკვე არამდგრადი გახდა“, - განაცხადა კუკმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში.

პიტ ჰეგსეტი

18 ივნისი 2026, 13:25

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი: ტრამპმა ჩვენი მოკავშირეები გამოცადა: მხარი დაუჭირონ ამერიკას, როცა ვთხოვთ. ძალიან ბევრმა ეს გამოცდა არ ჩააბარა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომის დროს ევროპელ მოკავშირეებს გამოცდა მოუწყო და მათი სამხედრო ბაზებით სარგებლობა სთხოვა.

18 ივნისი 2026, 13:24

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 13:22

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ჯვარისის ქუჩას აწესრიგებს

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 13:19

სამართალი

ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება

„2026 წლის 1 ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება, რისი მიზანიც შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.

გიდეონ საარი

18 ივნისი 2026, 13:00

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს.

18 ივნისი 2026, 12:58

სამართალი

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ აღმოაჩინეს.

18 ივნისი 2026, 12:56

რეგიონი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას იუსტიციის სახლის კონცეფცია და მუშაობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 12:30

კულტურა

დერილ დიქსონის შესახებ „მოსიარულე მკვდრების“ სპინოფის გადაღებები დასრულდა🎬

სერიალის „მოსიარულე მკვდრები: დერილ დიქსონი“ ფინალური სეზონის გადაღებები დასრულდა. მთავარი როლის შემსრულებელმა, ნორმან რიდუსმა სოციალურ ქსელებში გადასაღები მოედნიდან ფოტოები გააზიარა და წარწერა დაურთო:

18 ივნისი 2026, 12:28

რეგიონი

საქპატენტის თავმჯდომარემ თერჯოლის საბავშვო ბაღებს უწყების პოლიგრაფიულ ბაზაზე დაბეჭდილი მეთოდური სახელმძღვანელოები და საბავშვო ზღაპრები გადასცა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან მანუჩარ რობაქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე სოსო ჩაფიჩაძესთან ერთად, თერჯოლის №3 საბავშვო ბაღს ეწვია და თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრის დირექტორს მაია თორთლაძესა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორებს შეხვდა.

18 ივნისი 2026, 12:25

რეგიონი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა კეშელავა აირჩიეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვება, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პაატა კეშელავა 13 ხმით აირჩიეს.

პიტ ჰეგსეტი

18 ივნისი 2026, 12:17

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტი ნატოზე: ტანკების, გამანადგურებლებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ნაცვლად აქცენტი კეთდებოდა გენდერულ თანასწორობაზე, კლიმატის ცვლილებასა და თავდაცვის სექტორში ეკონომიის გაკეთებაზე

აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ნატო ევროპის დაცვაზე აღარ იყო ფოკუსირებული.

18 ივნისი 2026, 11:51

ტაბლოიდი

უზბეკეთში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის გამო სამუშაო დღის დაწყება გადაწიეს

„ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი, ქვეყნის 40-მილიონიან მოსახლეობასთან ერთად, ასევე მატჩის მოლოდინშია. თითქმის ყველა გამართულ მოლაპარაკებაზე უცხოელი სტუმრები წარმატებას უსურვებენ ჩვენს ნაკრებს. ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი ხვალ მატჩს ოჯახურ წრეში, შვილიშვილებთან ერთად უყურებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა .

ზაალ ანჯაფარიძე

18 ივნისი 2026, 11:41

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ აქ შედგება კომისია, რომელიც შეარჩევს „ღირსეულთ“ და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ბოლო რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას შეეხება.

გია აბაშიძე

18 ივნისი 2026, 11:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამას ნეოსაბჭოთა ევროსეგრეგაცია კი არა და ტოტალური დეკადანსი ეწოდება ევროგაიძვერების აზროვნებაში

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ასახული ზოგიერთი რეკომენდაცია, საბჭოთა პრაქტიკებს გავს.

18 ივნისი 2026, 11:26

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი - ვ.გ და ლ.ს. დააკავეს.

18 ივნისი 2026, 11:18

რეგიონი

ძლიერმა წვიმამ პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. სოფელ შუა ხალაწანში კი საცალფეხო ხიდია დაზიანებული. ამ დროისთვის ხეობაში აღარ წვიმს. შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ იკლო.

თენგიზ შარმანაშვილი

18 ივნისი 2026, 11:16

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: როგორც აქამდე ყველა რეზოლუცია და როგორც აქამდე ყველა გადაწყვეტილება ევრობიუროკრატიისა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ მღელვარება საქართველოში, შექმნან რევოლუციური სიტუაცია

როგორც აქამდე ყველა რეზოლუცია და როგორც აქამდე ყველა გადაწყვეტილება ევრობიუროკრატიისა, ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ მღელვარება საქართველოში, შექმნან რევოლუციური სიტუაცია, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუცია.

18 ივნისი 2026, 11:10

ეკონომიკა

კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესში“ ვლილებები შევიდა

კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის № 39 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.