Euractiv: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ოცნებას რეალობასთან შეჯახება ელის
ანტონიუ კოშტა ვოლოდიმირ ზელენსკი ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: Getty Images
გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, ბრიუსელში დღეს დაგეგმილ სამიტზე, როცა ევროპელი ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან, კამერების წინ, სავარაუდოდ, ღიმილს, მეგობრულ განწყობასა და ურთიერთქებას არ დაიშურებენ.
როგორც Euractiv-ი იუწყება, სამიტზე ლიდერები იზეიმებენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელმაც მიმდინარე კვირას უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები გახსნა. ამ ნაბიჯმა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისთვის „ახალი იმპულსის“ შესახებ მოლოდინები გააჩინა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ზელენსკი შეხვედრების დარბაზს დატოვებს, განწყობა, შესაძლოა, შეიცვალოს. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი მომდევნო ნაბიჯებზე იმსჯელებს იმ ფონზე, როდესაც ბლოკის გაფართოების პროცესის გასაცოცხლებლად სხვადასხვა დიპლომატიური ინიციატივა განიხილება. ევროკავშირი, რომელიც 2013 წელს ხორვატიის გაწევრიანების შემდეგ აღარ გაფართოებულა, ფაქტობრივად, უფრო შემცირდა გახდა, ვიდრე გაიზარდა.
„ალბანეთის პროცესი უკვე 11 წელია გრძელდება, რატომ უნდა მოხდეს უკრაინის გაწევრიანება სამ კვირაში?“, - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
უკრაინის ევროკავშირში სწრაფი ინტეგრაციის მთავარ შემაფერხებელ ქვეყნებად ხშირად საფრანგეთი და ნიდერლანდები სახელდება.
ზელენსკი მოითხოვს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2028 წლისთვის გახდეს და იმედოვნებს, რომ ეს ვადა მომავალში რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაშიც აისახება. თუმცა ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში მსგავსი ვადა შეუძლებლად და პრაქტიკულად განსახილველადაც კი მიუღებლად მიაჩნიათ.
Euractiv-ის ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამ ეტაპზე ერთადერთი რეალისტური ვარიანტი გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ინიციატივაა, რომელიც უკრაინისთვის „ასოცირებული წევრობის“ სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ეს იქნებოდა წევრობის შუალედური ფორმა, რომელიც ქვეყანას ხმის მიცემის უფლებას არ მისცემდა და სრულფასოვან წევრობამდე გაგრძელდებოდა. თუმცა ზელენსკიმ ეს იდეა კატეგორიულად უარყო.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 16:35
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
18 ივნისი 2026, 16:21
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, კორპორაცია ეკონომიკის და ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.
18 ივნისი 2026, 16:20
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: საოჯახო მეურნეობების განვითარება ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წლის ბოლომდე 5 000 ბენეფიციარის მხარდაჭერა ნიშნავს 5 000 ახალ შესაძლებლობას ფერმერებისთვის, რაც მნიშვნელოვანი წვლილია როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ღონისძიებაში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“ მიიღო მონაწილეობა.
18 ივნისი 2026, 16:15
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს უმნიშვნელოვანესი მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, როგორიცაა - ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და მთელი რიგი დარგების მხარდაჭერა ახალი ინსტრუმენტებით
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ტრანსფორმაციის და მისი მანდატის გაზრდის თაობაზე, დაკავშირებულია სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების ამოცანებთან, ასევე მთელ რიგ გამოწვევებთან - როგორც შიდა, ასე გარე ფაქტორების გათვალისწინებით, სადაც ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კორპორაციის მნიშვნელობასა და ამოცანებზე საუბრისას.
18 ივნისი 2026, 16:11
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დეპუტატებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარედ პაატა კეშელავა 13 ხმით აირჩიეს.
18 ივნისი 2026, 15:50
საზოგადოება
ჯივიპი მოსახლეობას: 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
„2026 წლის 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.
18 ივნისი 2026, 15:46
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე ჟორჟოლიანზე: ნანუკა „კრიზისმენეჯერად“ - ნაცების კრიზისის ქრონიკულ ფაზაში გადაყვანაა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, რომ კრიზისში მყოფ „ნაცმოძრაობას“ კრიზისმენეჯერი სჭირდება, სოციალურ ქსელში აფასებს.
18 ივნისი 2026, 15:45
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი: წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ რეაგირების მოსახდენად კონკრეტული პირის მხრიდან მომართვა არ არის სავალდებულო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის თამთა ქიმბარიშვილის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ არის სავალდებულო სამინისტროსთვის კონკრეტული პირის მხრიდან მიმართვა, რათა ადამიანის ღირსების შემლახველ და სიძულვილის ენის შემცველ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს.
18 ივნისი 2026, 15:44
რეგიონი
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი წარმატებულ ახალგაზრდა ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი წარმატებულ ახალგაზრდა ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა
18 ივნისი 2026, 15:39
მსოფლიო
ტრამპი: სულელები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე ირანს საკმარისად მკაცრად არ მოვექეცი, როცა საფონდო ბირჟამ რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო ნავთობზე ფასები „ეცემა“, ან შურიანები, ან ცუდი ადამიანები, ანდა ჩლუნგები არიან
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში იმ ადამიანების კრიტიკას გამოეხმაურა, რომლებიც მას ბრალს სდებენ იმაში, რომ ის ირანს საკმაოდ მკაცრად არ მოექცა.
18 ივნისი 2026, 15:31
მსოფლიო
კაია კალასი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს პასუხობს - ევროკავშირმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს გიდეონ საარს, რომელმაც მასთან ოფიციალური კონტაქტების გაწყვეტის შესახებ განაცხადა, მიმართა და აღნიშნა, რომ ბრიუსელმა დაგმო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო დასახლებების გაფართოება.
18 ივნისი 2026, 15:28
რეგიონი
დავით სონღულაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
18 ივნისი 2026, 14:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე თანამშრომლებს წარუდგინა.
18 ივნისი 2026, 14:36
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი მიმდინარეობს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხება
18 ივნისი 2026, 14:33
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 14:30
ტაბლოიდი
შოტლანდიის ნაკრების გულშემატკივრებმა ბოსტონში ლუდის მარაგი ამოწურეს🍻⚽
ტელეკომპანია NBC News-ის ცნობით, 14 ივნისს შოტლანდიისა და ჰაიტის ნაკრებებს შორის მატჩი გაიმართა. შეხვედრა შოტლანდიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ამ გამარჯვების წყალობით შოტლანდიამ 3 ქულა მოიპოვა და C ჯგუფში ლიდერის პოზიცია დაიკავა.
18 ივნისი 2026, 14:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რადგან არის იმ ტიპის, ფორმისა და შინაარსის საკითხები, რაზეც შორიდან საუბარი სასურველი არ არის
სრულფასოვანი პოლიტიკური დიალოგი აუცილებელია, რადგან არის იმ ტიპის, ფორმისა და შინაარსის საკითხები, რაზეც ასე შორიდან საუბარი სასურველი არ არის, - განუცხადა „ქრონიკას“ ბრიუსელში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
18 ივნისი 2026, 14:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება რადიკალური ოპოზიციის ჭრილში დაკონცენტრირდეს ამ კინკლაობაზე, ალიანსზე, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და ავტომატურად მათთვის გამიჯნული გახდეს „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“, რადგან ახლა ასე აწყობთ მათ გარე პატრონებს
რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება და რაც უფრო მეტი ასეთი არასერიოზული გადაწყვეტილებები და კინკლაობა იქნება, საზოგადოების ყურადღება უფრო იქნება გადატანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ დანიშვნაზე საუბრისას.
18 ივნისი 2026, 14:23
მსოფლიო
The New York Times: ირანი პირვანდელი შეთანხმებით მინიმალური დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს
აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული პირვანდელი შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ომის შეჩერებას ითვალისწინებს, ირანს მნიშვნელოვან ეკონომიკურ შეღავათებს ანიჭებს, მაშინ როცა ყველაზე რთული სადავო საკითხები და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მძიმე დათმობები, რომელთა განხორციელებაც საბოლოოდ ირანს მოუწევს, ამ ეტაპზე გადადებულია. სტატიას ამ შინაარსით The New York Times-ი ავრცელებს.


