imedi /  22 ივნისი 2026, 19:13 / სანდო წყარო

ზელენსკი სტარმერს: უკრაინაში ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები

კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკი

კირ სტარმერი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა კირ სტარმერის განცხადებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ ის უკრაინაში ყოველთვის „სასურველი სტუმარი“ იქნება ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერის გამო.

„კირ, მადლობა ჩვენი თანამშრომლობისთვის, შენი მხარდაჭერისთვისა და იმ ერთობლივი გადაწყვეტილებებისთვის, რომლებმაც ჩვენი ევროპა და ჩვენი სიცოცხლის დაცვის მექანიზმები უფრო გააძლიერა.

გაერთიანებული სამეფო იყო, არის და დარჩება მსოფლიოს ლიდერებს შორის. აქ, უკრაინაში, ჩვენ ღრმად ვაფასებთ ბრიტანეთს. თითოეული შეხვედრა და თითოეული საუბარი, რომელიც გვქონია, ყოველთვის სავსე იყო რეალური შინაარსით.

მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის კონტაქტზე იყავი, ყოველთვის ჩართული და ყოველთვის ცდილობდი გაგეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო და რაც ნამდვილად დაგვეხმარებოდა.

გაერთიანებულ სამეფოს და ყველა ბრიტანელს ვუსურვებ წარმატებას, ისევე როგორც თქვენი ეროვნული მიზნების განხორციელებას. ჩვენ გვჯერა ბრიტანეთის“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

გიდეონ საარი

22 ივნისი 2026, 20:29

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჯერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი, გულწრფელი და ღია დიალოგის მნიშვნელობის - თუმცა, „დიალოგი“ არ შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ ერთი მხარე მეორეს კარნახობდეს საკუთარ პოლიტიკურ პოზიციებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა და ევროკავშირის კომისარმა ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, დუბრავკა შუიცამ იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე ღაზის, პალესტინის ავტონომიისა და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სააკაშვილი

22 ივნისი 2026, 20:28

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და დაპირისპირება ალიანსში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პარტიას მენეჯმენტს უწუნებს, მთლიანად ოპოზიციას უნარებს - „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და დაპირისპირება ალიანსში.

22 ივნისი 2026, 20:25

პოლიტიკა

არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, სახელმწიფო ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებას სისხლის სამართლებრივ კონტროლს უწესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად, სახელმწიფო ფიქციურ ქორწინებებსა და სასწავლო ვიზების არამიზნობრივ გამოყენებას სისხლის სამართლებრივ კონტროლს უწესებს. იქმნება უცხოელთა ერთიანი რეესტრიც.

22 ივნისი 2026, 20:24

საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით - სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

3 მილიონ 900 ათასზე მეტი - ასეთია საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით. გაზრდილი რაოდენობის გარდა, სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე, ქართულენოვანი და მართლმადიდებელი ქრისტიანია.

22 ივნისი 2026, 20:22

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ კიდევ რამდენიმე საჯარო გზავნილი გამოავლინა. სასამართლო სახელმწიფო მინისტრის, ასევე, აქციებზე დაკავებულის შეურაცხყოფის საქმეებს განიხილავს. ორი განაჩენი უკვე გამოიტანეს, ერთი ხვალ გამოცხადდება.

22 ივნისი 2026, 20:22

თავდაცვა

„ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ - განახლებული პროექტი ოფიციალურად გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განათლების სამინისტროსთან ერთად, პროცესში ჩართულია საპატრიარქოც. წელს ახალგაზრდებს ორი ქვედანაყოფი მასპინძლობს.

მიხალ მოსკალი

22 ივნისი 2026, 20:18

მსოფლიო

პოლონელი დეპუტატი: თუ უკრაინას დასავლეთის ნაწილად ყოფნა სურს, მან უნდა შეწყვიტოს „უპა“-ს ისეთ მოვლენად აღქმა, რომელიც მათ სახელმწიფოებრიობას აყალიბებს

პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) წევრმა, მიხალ მოსკალმა ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა. დეპუტატის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის დამოკიდებულება პოლონეთის მიმართ „უმადური და უტაქტოა“.

22 ივნისი 2026, 20:14

პოლიტიკა

5 წლით თავისუფლების აღკვეთა - სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე რვა ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - 8 ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

22 ივნისი 2026, 20:07

პოლიტიკა

საქართველოს კრიტიკა ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაში - „ქრონიკა“ დაინტერესდა, რა არგუმენტებს ეყრდნობიან დემოკრატიულ უკუსვლაში ბრალდების ავტორები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს კრიტიკა მორიგ რეზოლუციაში. დოკუმენტს ორ დღეში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავენ.

22 ივნისი 2026, 19:54

მსოფლიო

„დიდი იმედგაცრუებით ვუყურებ იმას, რომ პოლონეთის მხრიდან მრავალწლიანი უდიდესი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინამ ჯერ კიდევ ვერ გაბედა ვოლინის ხოცვა-ჟლეტისა და მასობრივი მკვლელობების შემსრულებელთა ცალსახად დაგმობა“ - პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა უკრაინული სახელმწიფო ჯილდოები უკან დააბრუნა

პოლონეთის სენატის ვიცე-სპიკერმა, მიხალ კამინსკიმ უკრაინისთვის ორი სახელმწიფო ჯილდოს დაბრუნების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლონური რადიო“ ავრცელებს.

კაროლ ნავროცკი ვოლოდიმირ ზელენსკი

22 ივნისი 2026, 19:33

მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტი: ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, კაცებსა და ბავშვებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უარყო მოსაზრებები იმის შესახებ, თითქოს მისი გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე, შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად.

ეკა სეფაშვილი

22 ივნისი 2026, 19:27

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატიაზე: ისინი ფაშისტური მოწოდებებით გამოდიან და მერე გვესაუბრებიან „ევროპულ ღირებულებებზე“. სასაცილოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ხალხის გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდეთ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება, სხვებს კი - არა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასა და საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ არასწორი იქნება, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის საშუალება ჰქონდეთ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და გარკვეულ ჯგუფებს. სეფაშვილის შეფასებით, ეს ფაშისტური სეგრეგაციის მოდელია.

ეკა სეფაშვილი

22 ივნისი 2026, 19:23

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს მიმართ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული შეტევები არ არის მხოლოდ ერთი კაცის, ამ შემთხვევაში, სტარმერის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. ეს გაცილებით უფრო ძლიერი და მის უკან მდგარი ძალების კოორდინირებით განხორციელებული ქმედებებია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თანამდებობიდან გადადგომაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლის შენელების მოლოდინი, პირადად მას არ აქვს.

ხოსე ლუის აბალოსი

22 ივნისი 2026, 19:05

მსოფლიო

ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ყოფილ მარჯვენა ხელს კორუფციისთვის 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რამაც ესპანეთის მმართველი „სოციალისტური პარტია“ კიდევ უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

22 ივნისი 2026, 18:57

მსოფლიო

პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ წამოაყენებს ინიციატივას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც შეაჩერებს ქვეყნის პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილებას.

22 ივნისი 2026, 18:52

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელეგაციის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე ფინეთის დედაქალაქში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრნენ.

ჯეი დი ვენსი

22 ივნისი 2026, 18:29

მსოფლიო

ჯეი დი ვენსმა ისაუბრა ირანული აქტივების განბლოკვის ინიციატივაზე, რომელიც აშშ-ს მისცემს უფლებას, გააკონტროლოს, თუ რისი შეძენა შეუძლია თეირანს ამ თანხით

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ისაუბრა ირანული აქტივების განბლოკვის ინიციატივაზე, რომელიც აშშ-ს მისცემს უფლებას, გააკონტროლოს, თუ რისი შეძენა შეუძლია თეირანს ამ თანხით.

22 ივნისი 2026, 18:20

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო. იგი იყო გამორჩეული, ნიჭიერი, თანამედროვე ხედვების მქონე ადამიანი, რომლის საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში უკავშირდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო. იგი იყო გამორჩეული, ნიჭიერი, თანამედროვე ხედვების მქონე ადამიანი, რომლის საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში უკავშირდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. მან თავისი ინოვაციური იდეებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის განვითარებაში, შექმნა და დანერგა უნიკალური პროდუქტები, რომლებმაც არსებითად გააძლიერა საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.

გოგიტა თოდრაძე

22 ივნისი 2026, 18:15

საზოგადოება

გოგიტა თოდრაძე: გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა - აღწერის შედეგების მიხედვით თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და გურია

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ აღიწერა სოფლის მეურნეობა, როგორც მიწები, ასევე ზოგადად მეურნეობები. თოდრაძემ ახალი მონაცემები 2014 წლის მონაცემებს შეადარა და ისაუბრა იმაზე, თუ რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით.