07 აგვისტო 2026, 09:00 / სანდო წყარო

Reuters: ტაილანდის სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ტაილანდში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე ერთი მასწავლებელი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი სკოლის მოსწავლემ გახსნა, რომელმაც მოგვიანებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ნონთაბურის პროვინციის პოლიციის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დეჩრაპი კონგდიმ Reuters-ს დაუდასტურა, რომ დაღუპულებს შორის თავდამსხმელიც არის. მისივე თქმით, დაშავებულთა შორის ერთი მასწავლებელი და სამი მოსწავლეა.

შემთხვევა ბანგ კრუაის რაიონში, ნონთაბურის პროვინციაში, ბანგკოკის ჩრდილოეთით მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ამავე სკოლის მოსწავლე იყო.

18 წლის ერთ-ერთმა მოსწავლემ Reuters-ს განუცხადა, რომ თავდაპირველად ეგონა, თითქოს ფოიერვერკის ხმები ესმოდა. „თავიდან არ მიფიქრია, რომ ეს იარაღიდან გასროლა იყო. ბევრი გასროლის ხმა ისმოდა - ბახ, ბახ, ბახ. შემდეგ ყველაფერი მიწყნარდა, ცოტა ხანში კი სროლა ისევ განახლდა“, - თქვა მან.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

07 აგვისტო 2026, 09:47

მსოფლიო

Reuters: ტრამპი ფიქრობს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ირანთან ომი მალე დასრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

07 აგვისტო 2026, 09:47

რეგიონი

რუსთავის მუნიციპალიტეტი და სემეკი, რუსთავში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს მონიტორინგს უწევენ

რუსთავში, წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.

07 აგვისტო 2026, 09:44

საზოგადოება

გივი მიქანაძე სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაბა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, დაწესებულების საქმიანობას გაეცნო და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მაგნუს ბრუნერი

07 აგვისტო 2026, 09:41

მსოფლიო

ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი: ევროკავშირმა მაროკოსთან მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად თავის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მათ შორის სავიზო და სავაჭრო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს

მაროკოელი მიგრანტების ესპანეთის სეუტაში შეჭრით გამოწვეული კრიზისის ფონზე ევროკავშირი მესამე ქვეყნებიდან დაბრუნების, რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორობის უზრუნველსაყოფად ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამის თაობაზე შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, ევროპარლამენტის კომიტეტის ონლაინ სხდომაზე განაცხადა.

07 აგვისტო 2026, 09:31

მსოფლიო

გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში დრონებისგან დაცვის სისტემების დამონტაჟება დაიწყეს

გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში დრონებისგან დაცვის სისტემების დამონტაჟება დაიწყეს. გადაწყვეტილების მოტივი ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონის აღმოჩენა გახდა.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

07 აგვისტო 2026, 09:27

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მედიის მიერ თავდაცვის მდივანთან განხეთქილების შესახებ გავრცელებული ცნობა უარყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა The Washington Post-ის მიერ მასა და თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს შორის განხეთქილების შესახებ გავრცელებულ ცნობას ყალბი უწოდა და აღნიშნა, რომ ჰეგსეტის მუშაობით ძალიან კმაყოფილია.

გიორგი ჩაკვეტაძე

07 აგვისტო 2026, 09:22

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე საბოტაჟის საქმეზე: ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენს სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია

ის რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენ სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

07 აგვისტო 2026, 09:13

მსოფლიო

გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა

ორგანიზაცია SOCIS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა.

გიორგი ბარამიძე

07 აგვისტო 2026, 09:10

პოლიტიკა

გიორგი ბარამაძე: როდესაც მოწინააღმდეგე მხარე გვთხოვდა, რომ ჩვენც გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ გვყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენები ხვრეტდნენ-თქო, ანუ ჩვენები არ ინდობდნენ მტერს და ეს ბუნებრივია ომის დროს

გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს არაგასაკვირი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.

07 აგვისტო 2026, 09:04

სამართალი

გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

დონალდ ტრამპი

07 აგვისტო 2026, 01:37

მსოფლიო

ტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას Patriot-ის სარაკეტო ბატარეები გადაუდებლად სჭირდება: რაკეტები ჩვენც გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხზე ისაუბრა.

07 აგვისტო 2026, 00:08

მსოფლიო

Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი ყარყარაშვილი

06 აგვისტო 2026, 23:55

პოლიტიკა

გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ

ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ, - ასე ეხმიანება გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ყარყარაშვილი, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში, ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

06 აგვისტო 2026, 23:17

მსოფლიო

CNN: აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვალერი ზალუჟნი

06 აგვისტო 2026, 22:25

მსოფლიო

უკრაინული მედია: უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას - ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნულ რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

06 აგვისტო 2026, 22:14

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

06 აგვისტო 2026, 21:54

მსოფლიო

Reuters: ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზე

ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზე და ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებას მიაღწიოს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

06 აგვისტო 2026, 21:12

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

06 აგვისტო 2026, 20:44

მსოფლიო

The New York Times: რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე, საჰაერო თავდაცვის შესახებ უკრაინის მოწოდებები უპასუხოდ რჩება - უამრავ ფრონტზე მძვინვარე ომის გამო, დასავლელი მოკავშირეები ერიდებიან იმ რაკეტების გაცემას, რომლებიც შესაძლოა საკუთარი თავდაცვისთვის დასჭირდეთ

ომის დიდი ნაწილის განმავლობაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვებმა დასავლელი მოკავშირეებისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემების თაობაზე შედეგი გამოიღო, მისმა ლობირებამ ხელი შეუწყო ვაშინგტონის დარწმუნებას, 2023 წელს კიევისთვის აშშ-ის წარმოების პირველი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეცა, რასაც წლების განმავლობაში დასავლური ქვეყნების მიერ კიდევ რამდენიმე ასეთი სისტემის გაგზავნა მოჰყვა - ახლა კი, როდესაც უკრაინა ომის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მძლავრი სარაკეტო იერიშების წინაშე დგას, ზელენსკის ხელახალი მოწოდებები უპასუხოდ რჩება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.