პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას სარკისებურად უპასუხებს
ვლადიმერ პუტინი
ფოტო: Getty Images
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსული გემების დაკავებას სარკისებურად უპასუხებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„თუ აღნიშნული გადაწყვეტილება [ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული გემების დაკავების შესახებ] პრაქტიკაში იქნება რეალიზებული, ჩვენ იძულებულები ვიქნებით სარკისებურად ვუპასუხოთ“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსი სამხედროები გემებს არა მხოლოდ იმ აკვატორიაში დააკავებენ, სადაც ევროპელები რუსულ ხომალდებს დაატყვევებენ.
„ეს მოხდება იქ, სადაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ და მიზანშეწონილად, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში“, - დასძინა მან.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ასეთი ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე გადაეცა. „ასეთი დავალება უკვე დიდი ხანია გაიცა თავდაცვის სამინისტროსთვის, ვიცი, რომ ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობასაც გადაეცა, გთხოვთ ამასთან დაკავშირებით თქვენი შეხედულებების შესახებ მომახსენოთ“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
ყველა სიახლე
12 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების მიერ სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ
საქართველოს ხელისუფლების სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 14:16
პოლიტიკა
პრემიერი: „დიპ სტეიტის“ ახალი გეგმის მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა, რაც, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიდის
„დიპ სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო, ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორიც არ უნდა იყოს „დიპ სტეიტის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
„სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არ დაზიანდეს ხალხებს შორის არსებული კავშირები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ასევე, რუსეთში ცხოვრობს დიდი ქართული დიასპორა, ხოლო საქართველოში - რუსული წარმოშობის არაერთი ადამიანი. ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს „დიპ სტეიტის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
12 აგვისტო 2026, 14:14
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 14:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მიზანმიმართული შტურმის ნაწილია „დიპ სტეიტის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ
„მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიპ სტეიტის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ; საქართველოს საზღვაო კურორტებზე ხელოვნურად მოწყობილი ანტირუსული კამპანიები, ასევე, როგორც რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე, სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ცნობები, სადაც ადამიანები არარსებული სახელებით, გვარებით, პროფესიებით საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის უარყოფითი გარემოა შექმნილი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტების ერთობლიობა შემთხვევითი არ არის - საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის კოორდინაცია „დიპ სტეიტის“ მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს მხარს“, - აღნიშნა პრემიერმა.
12 აგვისტო 2026, 14:11
პოლიტიკა
პრემიერი: „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება
საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის „დიფ სთეითის“ გეგმა, საკუთარი აგენტურის გამოყენებით, რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით.
12 აგვისტო 2026, 14:07
პოლიტიკა
პრემიერი: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც „დიპ სტეიტის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა
„მიუხედავად ამისა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში რუსოფობიური განწყობები არ ჩამოყალიბებულა, რაც, რა თქმა უნდა, „დიპ სტეიტის“ დავალებით მოხდა, ისევე, როგორც ის, რომ ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში მეორედ შეჭრის შემდეგ გამოავლინა. როგორც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნე, გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისათვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
12 აგვისტო 2026, 13:57
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ფორუმს დაესწრო
,,ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი, ცოდნა და მომავალია, ამიტომ მათი აქტიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ მათთან ერთად უნდა დავგეგმოთ ახალი ინიციატივები და შევქმნათ მეტი შესაძლებლობები. გაგრძელდება თემატური შეხვედრები, მოვისმენთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენი ახალგაზრდების იდეებს სხვადასხვა პროექტთან და სტარტაპებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
12 აგვისტო 2026, 13:52
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
12 აგვისტო 2026, 13:51
პოლიტიკა
კახა კალაძე: დღეს დიდგორობაა, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების თავდადებითა და გონივრული პოლიტიკით მოპოვებული ის უდიდესი ფასეულობაა, რომელსაც სჭირდება მუდმივი დაცვა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა
დღეს დიდგორობაა, ქართველთა ერთიანობის, ეროვნული ღირსების, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული დღესასწაული! - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.
12 აგვისტო 2026, 13:47
მსოფლიო
Reuters: უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთის ნოვოროსიისკში მარცვლეულის ორმა ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა
რუსეთის სამხრეთით მდებარე ნოვოროსიისკის პორტში ქვეყნის ორმა უმსხვილესმა მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა. მიზეზი ღამით უკრაინის მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმები გახდა, იუწყება Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით.
12 აგვისტო 2026, 13:36
სამართალი
სოციალურ ქსელში გამოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ზვიად ბითაძე და ალექსანდრე ჭალიძე დაჯარიმდნენ
სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ზვიად ბითაძე და ალექსანდრე ჭალიძე დაჯარიმდნენ
12 აგვისტო 2026, 13:34
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე. ლოკოკინის ხორცს აქვს საექსპორტო პოტენციალი, ხოლო ნიჟარის გადამუშავება კიდევ უფრო ზრდის წარმოების ეკონომიკურ ღირებულებას. ჩვენი მიზანია, სწორედ ასეთი ახალი შესაძლებლობების გაჩენა რეგიონებში და ქართული აგროსექტორის დივერსიფიცირება; საქართველოში მეტი თანამედროვე და კონკურენტუნარიანი წარმოების შექმნა, რომელსაც ექნება როგორც ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების, ისე ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
12 აგვისტო 2026, 13:33
ჯანდაცვა
ირაკლი ლატარია: ახლა სად არიან ის პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, დიუშენის დაავადების მედიკამენტებზე რომ გადაფსიხდებოდნენ? სად არიან ბაქრაძე, თურძილაძე, ბუწაშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც მაშინ ასე აქტიურად გვიმტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსება თურმე მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა - ფულის გამო?
ახლა სად არიან ის პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, დიუშენის დაავადების მედიკამენტებზე რომ გადაფსიხდებოდნენ? სად არიან ბაქრაძე, თურძილაძე, ბუწაშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც მაშინ ასე აქტიურად გვიმტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსება თურმე მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა - ფულის გამო?, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია, რითაც ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებას ეხმიანება.
12 აგვისტო 2026, 13:26
ტექნოლოგიები
Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ
„ნამდვილი კავშირი არტისტსა და თაყვანისმცემელს შორის მხოლოდ ნდობასა და ავთენტურობაზე შეიძლება დამყარდეს“, - განაცხადეს Spotify-ში. კომპანიაში დასძინეს, რომ მსმენელებს არ მოსწონთ, როდესაც პროფილი რეალურ ადამიანად აღიქმება, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ პერსონა ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.
12 აგვისტო 2026, 13:23
ჯანდაცვა
ნინო ფოჩხუა: გუშინ მიხეილ სარჯველაძემ სასიხარულო ინფორმაცია ამცნო საზოგადოებას, ფინანსდება ისეთი იშვიათი დაავადების სრული კურსი, როგორიცაა ცისტური ფიბროზი. ნეტავ ახლა რას იტყვიან „ადამიანებზე მოფიქრალი“ პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, რომლებიც გვახსოვს თუ როგორ სამარცხვინოდ იქცეოდნენ
გუშინ მიხეილ სარჯველაძემ სასიხარულო ინფორმაცია ამცნო საზოგადოებას, ფინანსდება ისეთი იშვიათი დაავადების სრული კურსი, როგორიცაა ცისტური ფიბროზი და რომელიც არანაკლებად მძიმეა, ვიდრე დიუშენი და ბევრად ძვირი ღირს, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.
12 აგვისტო 2026, 13:20
ჯანდაცვა
დავით ჩიხელიძე: სახელმწიფო და მმართველი გუნდი მნიშვნელოვან საქმეებს ხმაურის გარეშე აკეთებს. - ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტის, „ტრიკაფტას“ შესყიდვაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა
„მაქვს ლოგიკური კითხვა, სად არიან ის პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, რომლებიც დიუშენის სინდრომით დაავადებულთა შემთხვევაში აქტიურად აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს და მას მედიკამენტების არ შესყიდვაში ადანაშაულებდნენ, როგორც გაირკვა საქმე არა ფინანსებში არამედ მოქალაქის ჯანმრთელობაშია, სახელმწიფო არ შემოიტანს მედიკამენტს რომელიც პაციენტის მდგომარეობას დაამძიმებს“.
12 აგვისტო 2026, 13:19
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტის შექმნას დავუჭიროთ მხარი, რათა შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში ი/მ რამინ ნაგიევის სასათბურე მეურნეობასა და წარმოების პროცესს გაეცნო, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 13:16
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, ფერმერებს წარმოების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში მეფრინველეობის მეხორცული ფერმა „მწვანე ქვეყანა” დაათვალიერა და საწარმოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.


