პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ .
„ასევე,ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი” რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას 75 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. ასევე ქუთაისსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სამი სხვადასხვა ლოკაციიდან, ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განთავსებული 249 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“ ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
12 აგვისტო 2026, 15:07
მსოფლიო
POLITICO: საბერძნეთში მასშტაბური ხანძრების მიზეზად მოძველებულ ელექტროსისტემას ასახელებენ
საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრების ნაწილის მიზეზი ქვეყნის მოძველებული ელექტროგადამცემი ქსელიდან წარმოქმნილი ნაპერწკლებია. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 15:07
საზოგადოება
ფოკაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი გამოაცხადა, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 15:06
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: პოლიტიკოსებისა და ე.წ. ელიტის მოსკოვში ვიზიტები საკუთარ ქვეყანასთან ომის შემდეგ და აქტიური „რუსოფობია“ სხვა ქვეყანასთან ომის ფონზე - ნურავინ გაიკვირვებს, რომ კითხვები ჩნდება, რასაც პასუხი პრემიერმა გასცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, რუსეთთან მიმართებით 2022 წლის შემდეგ, ოპოზიციისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
12 აგვისტო 2026, 15:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ტურიზმს, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, თუ ყველა ერთად დავდგებით, მოწოდების სიმაღლეზე, ეს კამპანიები თავის შედეგს ვერ მიაღწევს
ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ჩვენს ტურიზმს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 15:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება
როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
12 აგვისტო 2026, 14:58
სამართალი
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეთადონის“ და ფსიქოტროპული მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს.
12 აგვისტო 2026, 14:51
პოლიტიკა
პრემიერი: 2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, როდესაც ვხედავთ, როგორ დადიან უცხოელი აგენტები მაგალითად ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური ბანერებით, ეს არის კოორდინაციის შედეგი
2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, შემდეგ ეს გაგრძელდა და ვხედავთ ახალ ტალღას, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
12 აგვისტო 2026, 14:48
პოლიტიკა
პრემიერი: უცხოური აგენტურის მიზანია, რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში ჩართულია მთელი კოორდინაცია, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, თუ ვინ არის მტერი
უცხოური აგენტურის - თავისი პარტიებით, პარტაქტივით, ტელევიზიებით, მიზანი არის ერთადერთი, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში არის ჩართული მთელი კოორდინაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 14:47
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს
ქართული ჯარის სულისკვეთება ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.
12 აგვისტო 2026, 14:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ქსენოფობია არის ქართული კულტურისთვის სრულიად უცხო მოვლენა, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ხელოვნური კოორდინაციის და მართვის შედეგი, ეს ყველაფერი იმართება ქვეყნის გარედან ე.წ. „დიფ სთეითის“ საერთო ქოლგის ქვეშ, არარსებული პირები საუბრობენ არარსებულ ფაქტებზე, როგორ შეურაცხყოფენ რუს ტურისტებს საქართველოში, რაც მარტივი ტყუილია
ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა, როდესაც საქმე ეხება რუსეთის ფედერაციას, არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ამის წინაპირობა არის დეოკუპაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის ხელისუფლების მკაფიო პოლიტიკური ხაზი და გზავნილი.
12 აგვისტო 2026, 14:37
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა ბიო მარწყვის მწარმოებელი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა
„მსოფლიო ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნა ხარისხიან და სერტიფიცირებულ ბიოპროდუქტზე მუდმივად იზრდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, ქართული ფერმერული მეურნეობები ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ეფექტიანად მოერგოს და ქართული პროდუქტი უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე. მისასალმებელია, როცა ფერმერი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების დანერგვაზეა ორიენტირებული და ამცირებს ქიმიურ საშუალებებზე დამოკიდებულებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
12 აგვისტო 2026, 14:37
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფი, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისში ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას.
12 აგვისტო 2026, 14:21
პოლიტიკა
პრემიერი: „დიფ სთეითის“ აგენტურის მიერ საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს, როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიეთ გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ
„დიფ სთეითის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებდა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 14:20
პოლიტიკა
პრემიერი: „დიპ სტეიტის“ აგენტურის მიერ საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს, როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიეთ გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ
„დიპ სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, საზღვარზევე მიესალმებოდა რუს ტურისტებს, ისევე, როგორც რუსულ ინტერვენციებს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებში, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმს ცალმხრივად აუქმებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
12 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების მიერ სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ
საქართველოს ხელისუფლების სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ქართულ რეალობაში, სამწუხაროდ, ერთი უცნაური ფენომენი მოგვეძალა - ხმამაღლა აცხადებდე, რომ ანტირუსი აქტივისტი ხარ, მაშინ, როცა 2008 წლის ომიდან მალევე რუსეთში ჩადიოდი, კონცერტებს მართავდი, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობდი, ანაზღაურებასა და სხვა სარგებელს იღებდი, დღეს კი სხვებს „რუსებს“ და „პრორუსებს“ ეძახი , ეს ამ ფენომენისთვის დამახასიათებელი გამოხატული უტიფრობაა
„და ბოლოს, რაც ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, მშვიდობაა და არა ომის გასაგრძელებლად და ბრძოლის წასახალისებლად გამართული, კარგად დაფინანსებული კონცერტები. აქვე ისიც არ დაგვავიწყდეს, უტიფარ მორალისტთა ფავორიტმა ხელისუფლებამ 2008 წელს წაგებული ომი როგორ გვაზეიმა“, - წერს ნინო წილოსანი.
12 აგვისტო 2026, 14:16
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როგორიც არ უნდა იყოს „დიპ სტეიტის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
„სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არ დაზიანდეს ხალხებს შორის არსებული კავშირები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ასევე, რუსეთში ცხოვრობს დიდი ქართული დიასპორა, ხოლო საქართველოში - რუსული წარმოშობის არაერთი ადამიანი. ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს „დიპ სტეიტის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
12 აგვისტო 2026, 14:16
პოლიტიკა
პრემიერი: „დიპ სტეიტის“ ახალი გეგმის მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა, რაც, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიდის
„დიპ სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო, ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
12 აგვისტო 2026, 14:14
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 14:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მიზანმიმართული შტურმის ნაწილია „დიპ სტეიტის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ
„მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიპ სტეიტის“ ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ; საქართველოს საზღვაო კურორტებზე ხელოვნურად მოწყობილი ანტირუსული კამპანიები, ასევე, როგორც რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე, სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ცნობები, სადაც ადამიანები არარსებული სახელებით, გვარებით, პროფესიებით საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის უარყოფითი გარემოა შექმნილი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტების ერთობლიობა შემთხვევითი არ არის - საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის კოორდინაცია „დიპ სტეიტის“ მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს მხარს“, - აღნიშნა პრემიერმა.


